Friday, June 28, 2013
Wednesday, June 26, 2013
რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალება ლმობიერება გაქრა.
ვარდს გაეფურჩქნა
ატომური სოკო,
რკინაბეტონის ჯუნგლებში
დაკაცდა მაუგლი,
პარაბელუმით ხელში.
დადგა დრო,
გამოთხოვებისა ტყესთან,
დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების,
დრო წითლად ხატვის,
წითელ ქაღალდზე,
მაშინებელი, დაუნდობელი,
როგორც ყოველი მართალი, დრო.
ირაკლი ჩარკვიანი
მერე
რა თუ ვიღაც მიზეზს არ გილევს ცრემლებისათვის?ატირებული სახის გაბრუნებას
კისრის მარტივი მოძრაობა ჰყოფნის. შეიძლება რაღაც თუ ვიღაც მთელი ცხოვრება
დარჩეს შენს ცხოვრებაში, რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს გულში...თუმცა არც
ისაა აუცილებელი იცოდნენ რა ხდება შენში.სათბურის მცენარესავით გამოგიხვევ
გულში, გამოგათბობ, გამოგაშუშებ. მერე რა თუ უფრო გაიზრდები.მერე რა თუ
უფრო ამტკივდები... გაზაფხულისფერს როდის გნახავ...იმ ქალაქში , რომელშიც
დღეებს უმისამართო ნაბიჯებით ვყლაპავ. ქალაქში, რომელიც ტომარასავით მაქვს
თავზე ჩამოცმული და ვერ ვგრძნობ. დავდივარ ქუჩებში სხვა განზომილებით და
თითო წინსწრებულ ნაბიჯს ვნანობ და ვიმედოვნებ. რომ მახრჩობ ხანდახან, ყელში
რომ წამიჭერს მონატრება ახალ დილას ვნატრობ. ახლებურ დილას...საოცარი ისაა
რომ იმ ახლებურ დილაშიც შენ მინდიხარ, სხვანაირი კი არა ზუსტად ასეთი,
ოღონდ... მარტო შენ არ წერ ამ ამბავს...აქ მე ვარ ავტორი და ჩემი სუნითაა
სავსე მთელი გზა...ამ ამბის გაუსაძლისობა არა შენი, არამედ ჩემი - ერთი
უცნაური მეზღაპრის ბრალია, რომელსაც არ უყვარს ტკივილთან ღიმილით ბრძოლა.არ
უყვარს სიმარტივე და ...უყვარხარ შენ.
"ჩემია!" ძალიან
ჩემია...შესულგულებული მაქვს...უნებურად შემესულგულა და შემეზარდა
არსებობაში. ჩემი ნატვრის ხე ხარ!..შორს გადარგული და უწყლობისთვის
გამეტებული. ჩემით გაუდაბნოებული... ჩემი ხარ, ჩემეული ხარ.მზიანი დღის
მთვარეული მონაბიჯე...
Tuesday, June 25, 2013
"ბედნიერებამ მითხრა –ნუ მეძებ"
ბედნიერებამ მითხრა _ ნუ მეძებ
შენი შვილების თვალებში მნახე..
ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე
ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე.
შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან
სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს,
სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა
ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო.
მნახე კახეთის უდრეკ დგომაში,
მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში,
თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში
და ჭირნახულის ჟივილ-ხივილში.
დაზამთრებული გურიის მთებში,
ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში,
საგაზაფხულედ მზა ნადურებში
და კრიმანჭულის ჭირზე სიცილში.
ბედნიერებამ მითხრა _ რად მეძებ?!
მე ხომ მეგრული ნანები მქვია,
ლაზური ქვისფერის დაბლობებზე
გაზრდილ ქალ-ვაჟებს რომ ზნედ ატყვია...
მე ამ ჰერეთის, ან იმერეთის
სიზმრების ცა ვარ დაუსაბამო,
სტუმრის გულიან მოსაფერებ(თ)ის
უარყოფა ვარ სოფლის საამო...
ის ქალაქი ვარ ქარის მცნობელი,
გულის ბაგრატის გუმბათის ხელა,
ზემო-იმერეთს დინჯად მომსვლელი
ზრდლობიანი ვარ საპოვნელა...
მე მთების ზღვა ვარ თეთრად გაშლილი,
სვანური ზარის ცრემლში ნაჟური,
უშბის კალთა ვარ მეწყრად დაშლილი,
და აქაფებულ ენგურს ნაწური.
დარიალს მჯდომი ქირიკაშვილის
შეცოდებული ჯიხვი ვარ ნორჩი,
გერგეტის მზე ვარ მყინვრად აშლილი
და განძის გადამმალავი ომში.
ჭიუხში ხევსურთან შემთხვეული
ფშავში მისული ნისლის უბე ვარ,
დინჯი თუშის და ფიცხი მთიულის
თვალში დამდგარი ფიქრის გუბე ვარ.
ქართული სულის მგელვარე რაშის
შმაგი, ამაყი და მორცხვი მთა ვარ,
ჭოროხის თავშიც და გურჯის კარშიც
ჩაუქრობელი ქრისტეს ნატვრა ვარ.
კუპრად და ჭირად მოზღვავებულით
ვერმოწამლული ხულოელი ვარ,
განდაგან თრევას არგუებული
შენი ერთგული აჭარელი ვარ.
ბედნიერებამ მითხრა _ თუ მეძებ
ალესანდროულს ნუ მოსწევ გვიან...
რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთე
იმას ნამდვილი ხვანჭკარა ჰქვიან.
ჭელიშის ოთხთავთან შეწირული
სანთელ-ბერების არგანაგონი..
სჯულის მსხვერპლი ვარ თავგანწირული,
სიდარბაისლე ვარ ბარაკონის.
ტაოს ცრემლი ვარ ბანად შთენილი,
სახლის დაცვა ვარ ლომგულ-ფხოველის,
კლარჯეთის ხმა ვარ ვერმოწვდენილი
გალავნებამდე სვეტიცხოველის...
მამა გრიგოლის შეწყნარებული
არაუდები ხანძთის შვილი ვარ,
ფარავანი ვარ ნინოს ხლებული,
იოთამ ზედგენიძის ძილი ვარ.
თუ არ დაგღალე _ აფხაზეთი ვარ...
სურნელი სოჭის მთუთქავს, მაციებს,
მე ყოველ ღამე კვლავ იქ შევდივარ
სანამ უფალი არ მაპატიებს_
ქართულის ზერელედ მივიწყებას,
სტუმარ-ქალების მალულად დევნას,
სიმდიდრისათვის გაფაციცებას,
მიწას მოწყვეტას, საფლიდო ლხენას.
სანამ უძღები შვილი მამასთან
თავჩაქინდრული ცრემლით არ მივალ...
სამოსელს პირველს მამა ჩამაცვამს
და სიხარულით გული წამივა...
სანამ ილორში წმინდა გიორგის
არ მივენდობი მწირველ-მღვდელივით
და არ ვიტირებ რაც არ ვიცოდი
ზურმუხტ-ბიჭვინთის ღვთისმშობელივით...
მაშინ დასცხრება აბელის ცრემლად
სამაჩბლოში დაბა ბრწყინვალე,
აღარ ვიქნები კერპების მძევლად,
აღარ შემარცხვენს ჩემი სიმხდალე.
ბედნიერებამ მითხრა _ სად მეძებ...
მზე დასავლეთში როდის ასულა,
რეებს აგროვებ, დარდობ საგნებზე
და ვეღარ იცლი იდგე კაცურად!
სადმე, სულ ახლოს, აქ, ვარძიასთნ
სარგის თმოგველის ნაკამარალზე,
მტრის გაოგნებულ ელეგიასთან,
მის მოღალატე ცოლის დანკალზე...
ქორებრ ხედვიდე მღელვარე ზეგანს
ლურჯ-ბალახიან ჯავახეთისა,
მესხთა სამკვიდროს, აბულის წყებას,
კუმურდოს ლოდინს ძღვენთა კვეთისა.
ნაათაბაგარ, ნამოღალატარ
ოდესღაც ტყიან განვლიდე გორებს,
დაუდევარი ფიქრის კვალდაკვალ
მიადგებოდე მოპარულ ლორეს...
ბედნიერებამ მითხრა _ რა ვიცი...
კახში ინგილოს რა ეშველება...
თუ გეშორება უკვე დმანისი
და მარნეული არ გეშენება..
ისე მოკვდები _ გარეთ არ გახვალ
რისთვის-ღა ცხოვრობ? საერთოდ ვინ ხარ?
შენ ძმაო ქართველს სულ აღარ გავხარ...
რას ადღეგრძელებ, რაებს იხსენებ,...
ვის რად არგია სად რა მოგსვლია?!..
დასთვრები, ისტორიას იჩემებ
ხალიბებს, ჭანებს, კაბადოკიას...
არაფერს არ ქმნი... რით-ღა შოულობ
მაგ საგროვებელს - და არა სარჩოს?
მოფხანვის მაგვარ შვებას პოულობ
როცა იყიდი და აღარც გახსოვს რისთვის იყიდე?
რის გეშინოდა? -როცა მოხვეჭის გზაზე დგებოდი...
რით მიგაძინეს და რა გინდოდა
როცა ნამუსთან დაბრუნდებოდი..
ბედნიერებამ მითხრა _ არ მეძებ...
თორემ სამშობლოს ცვარიან ბგერას
იავარქმნილი გულის ნადებზე
იმყოფინებდი მალამოდ ძგერას...
მელექსეობის ამპარტავნებას
მდუმარე ჭვრეტის ლხინში გასცვლიდი...
დამანებებდი დევნას თავნებას
და შენთან მოსვლას თითონ მაცლიდი..
ნაღდი თბილისის საღმოებად
არდანაბიჯებ ხატების გრილში
ვიწრო-ქუჩების ჭა-ეზოებად
ნატანჯი ხალხის დაღლილ ღიმილში...
დაბრუნდებოდი მშობლების სახლში
რაც ღმერთმა მოგცა _ იმით ძლიერი,
დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში
მოიქცეოდი როგორც ივერი.
ჩაგიხუტებდი.. რაც წლები დაგრჩა
ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდი
და შენნაირი გარეთ ვინ დაგრჩა
აწი იმაზე დაფიქრდებოდი...
წარდგომის ჟამი დამშვიდებულზე
უეცარ ხმობად დაგიდგებოდა
ნააღსარებზე აწი შენ გულზე
ძებნა და შფოთი არ იქნებოდა..
ამიტომ ნურსად.. გესმის.. ნუ მეძებ..
ყველა ასახდენ ზღაპარში მნახე..
და სიხარულის უხლებ ველებზე
იმედის სიოდ გამომიძახე...
შენი შვილების თვალებში მნახე..
ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე
ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე.
შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან
სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს,
სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა
ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო.
მნახე კახეთის უდრეკ დგომაში,
მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში,
თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში
და ჭირნახულის ჟივილ-ხივილში.
დაზამთრებული გურიის მთებში,
ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში,
საგაზაფხულედ მზა ნადურებში
და კრიმანჭულის ჭირზე სიცილში.
ბედნიერებამ მითხრა _ რად მეძებ?!
მე ხომ მეგრული ნანები მქვია,
ლაზური ქვისფერის დაბლობებზე
გაზრდილ ქალ-ვაჟებს რომ ზნედ ატყვია...
მე ამ ჰერეთის, ან იმერეთის
სიზმრების ცა ვარ დაუსაბამო,
სტუმრის გულიან მოსაფერებ(თ)ის
უარყოფა ვარ სოფლის საამო...
ის ქალაქი ვარ ქარის მცნობელი,
გულის ბაგრატის გუმბათის ხელა,
ზემო-იმერეთს დინჯად მომსვლელი
ზრდლობიანი ვარ საპოვნელა...
მე მთების ზღვა ვარ თეთრად გაშლილი,
სვანური ზარის ცრემლში ნაჟური,
უშბის კალთა ვარ მეწყრად დაშლილი,
და აქაფებულ ენგურს ნაწური.
დარიალს მჯდომი ქირიკაშვილის
შეცოდებული ჯიხვი ვარ ნორჩი,
გერგეტის მზე ვარ მყინვრად აშლილი
და განძის გადამმალავი ომში.
ჭიუხში ხევსურთან შემთხვეული
ფშავში მისული ნისლის უბე ვარ,
დინჯი თუშის და ფიცხი მთიულის
თვალში დამდგარი ფიქრის გუბე ვარ.
ქართული სულის მგელვარე რაშის
შმაგი, ამაყი და მორცხვი მთა ვარ,
ჭოროხის თავშიც და გურჯის კარშიც
ჩაუქრობელი ქრისტეს ნატვრა ვარ.
კუპრად და ჭირად მოზღვავებულით
ვერმოწამლული ხულოელი ვარ,
განდაგან თრევას არგუებული
შენი ერთგული აჭარელი ვარ.
ბედნიერებამ მითხრა _ თუ მეძებ
ალესანდროულს ნუ მოსწევ გვიან...
რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთე
იმას ნამდვილი ხვანჭკარა ჰქვიან.
ჭელიშის ოთხთავთან შეწირული
სანთელ-ბერების არგანაგონი..
სჯულის მსხვერპლი ვარ თავგანწირული,
სიდარბაისლე ვარ ბარაკონის.
ტაოს ცრემლი ვარ ბანად შთენილი,
სახლის დაცვა ვარ ლომგულ-ფხოველის,
კლარჯეთის ხმა ვარ ვერმოწვდენილი
გალავნებამდე სვეტიცხოველის...
მამა გრიგოლის შეწყნარებული
არაუდები ხანძთის შვილი ვარ,
ფარავანი ვარ ნინოს ხლებული,
იოთამ ზედგენიძის ძილი ვარ.
თუ არ დაგღალე _ აფხაზეთი ვარ...
სურნელი სოჭის მთუთქავს, მაციებს,
მე ყოველ ღამე კვლავ იქ შევდივარ
სანამ უფალი არ მაპატიებს_
ქართულის ზერელედ მივიწყებას,
სტუმარ-ქალების მალულად დევნას,
სიმდიდრისათვის გაფაციცებას,
მიწას მოწყვეტას, საფლიდო ლხენას.
სანამ უძღები შვილი მამასთან
თავჩაქინდრული ცრემლით არ მივალ...
სამოსელს პირველს მამა ჩამაცვამს
და სიხარულით გული წამივა...
სანამ ილორში წმინდა გიორგის
არ მივენდობი მწირველ-მღვდელივით
და არ ვიტირებ რაც არ ვიცოდი
ზურმუხტ-ბიჭვინთის ღვთისმშობელივით...
მაშინ დასცხრება აბელის ცრემლად
სამაჩბლოში დაბა ბრწყინვალე,
აღარ ვიქნები კერპების მძევლად,
აღარ შემარცხვენს ჩემი სიმხდალე.
ბედნიერებამ მითხრა _ სად მეძებ...
მზე დასავლეთში როდის ასულა,
რეებს აგროვებ, დარდობ საგნებზე
და ვეღარ იცლი იდგე კაცურად!
სადმე, სულ ახლოს, აქ, ვარძიასთნ
სარგის თმოგველის ნაკამარალზე,
მტრის გაოგნებულ ელეგიასთან,
მის მოღალატე ცოლის დანკალზე...
ქორებრ ხედვიდე მღელვარე ზეგანს
ლურჯ-ბალახიან ჯავახეთისა,
მესხთა სამკვიდროს, აბულის წყებას,
კუმურდოს ლოდინს ძღვენთა კვეთისა.
ნაათაბაგარ, ნამოღალატარ
ოდესღაც ტყიან განვლიდე გორებს,
დაუდევარი ფიქრის კვალდაკვალ
მიადგებოდე მოპარულ ლორეს...
ბედნიერებამ მითხრა _ რა ვიცი...
კახში ინგილოს რა ეშველება...
თუ გეშორება უკვე დმანისი
და მარნეული არ გეშენება..
ისე მოკვდები _ გარეთ არ გახვალ
რისთვის-ღა ცხოვრობ? საერთოდ ვინ ხარ?
შენ ძმაო ქართველს სულ აღარ გავხარ...
რას ადღეგრძელებ, რაებს იხსენებ,...
ვის რად არგია სად რა მოგსვლია?!..
დასთვრები, ისტორიას იჩემებ
ხალიბებს, ჭანებს, კაბადოკიას...
არაფერს არ ქმნი... რით-ღა შოულობ
მაგ საგროვებელს - და არა სარჩოს?
მოფხანვის მაგვარ შვებას პოულობ
როცა იყიდი და აღარც გახსოვს რისთვის იყიდე?
რის გეშინოდა? -როცა მოხვეჭის გზაზე დგებოდი...
რით მიგაძინეს და რა გინდოდა
როცა ნამუსთან დაბრუნდებოდი..
ბედნიერებამ მითხრა _ არ მეძებ...
თორემ სამშობლოს ცვარიან ბგერას
იავარქმნილი გულის ნადებზე
იმყოფინებდი მალამოდ ძგერას...
მელექსეობის ამპარტავნებას
მდუმარე ჭვრეტის ლხინში გასცვლიდი...
დამანებებდი დევნას თავნებას
და შენთან მოსვლას თითონ მაცლიდი..
ნაღდი თბილისის საღმოებად
არდანაბიჯებ ხატების გრილში
ვიწრო-ქუჩების ჭა-ეზოებად
ნატანჯი ხალხის დაღლილ ღიმილში...
დაბრუნდებოდი მშობლების სახლში
რაც ღმერთმა მოგცა _ იმით ძლიერი,
დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში
მოიქცეოდი როგორც ივერი.
ჩაგიხუტებდი.. რაც წლები დაგრჩა
ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდი
და შენნაირი გარეთ ვინ დაგრჩა
აწი იმაზე დაფიქრდებოდი...
წარდგომის ჟამი დამშვიდებულზე
უეცარ ხმობად დაგიდგებოდა
ნააღსარებზე აწი შენ გულზე
ძებნა და შფოთი არ იქნებოდა..
ამიტომ ნურსად.. გესმის.. ნუ მეძებ..
ყველა ასახდენ ზღაპარში მნახე..
და სიხარულის უხლებ ველებზე
იმედის სიოდ გამომიძახე...
Monday, June 24, 2013
სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი...
მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ, რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, ისევ
ვართ საუკუნოდ. ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს. ისევ ისე
მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.
ნუ დამელაპარაკები სხვა
კილოთი. ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს. გაიცინე, რაზეც
გვეცინებოდა. ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე. ჩემი
სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა, ყოველგვარი
ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც
მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა. რად
გგონივარ შენს ფიქრთა გარეთ? იმიტომ, რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ? მე
შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ… ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის…
ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ. თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და
სასუფეველი. თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის
დამინახო!.. თუ ძალგიძს, იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი,
ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!.. თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო
მშვენიერებას, რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!..
როგორ! თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?
გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა, როცა
ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისათვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს, შენი
სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო, იმ დღეს შენ კვლავ
შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ, კვლავ ჰპოვებ მის გულს
და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას ჰპოვებ, ოღონდ უფრო განწმენდილს.
შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!
Monday, June 10, 2013
კარგია
ფლირტი, მერე მიჩვევაც კარგია , მერე ჩახუტებაა, მალე აცივდება,აცივებაც
კარგია, პლედს მოახურებ, ისიც მოგახურებს, მერე ხელებს გაითბობს შენი
ჯემპრის ქვეშ... მერე შენ გაითბობ. მერე...მერე ,მერე...გაზაფხულდება ...
სანამ გაზაფხულდება და საერთოდ ურთიერთობის ყველა ეტაპზე ქალი პირველ რიგში მამაკაცში ალბათ სიმშვიდეს ეძებს , ყური ფონენდოსკპივით აქვს , გულზე მიადებს და გულის ცემას უსმენს, მერე ითვლის და ეძინება ყველაზე მშვიდად და უშფოთველად. ისე როგორც დედის მკერდზე დედის რძით კისერჩაღვრილ ჩვილს ...
კაცისთვის ალბათ არაფერია იმაზე სასიამოვნო შეგრძნება როცა შენთვის საყვარლ თუ სასურველ ქალს ესეთ მდგომარეობაში რომ ხედავ... ხედავ მის ოდნავ მოღუშულ სახეს ნელ–ნელა რომ სწორდება, ლაგდება და ნაკვთებზე ღიმილი ეფინება ... ცდილობ ხმადაბლა ისუნთქო და არც კი შეირხე , სახეზე ჩამოყრილ თმას ყურს უკან ისე გადაუწევ თითქოს პეპელამ აწია და გადადო თმა.... ან უფრო ნაზად.
ეს ალბათ ყველაზე ღრმა ძილია ყველაზე მოკლემტრაჟიან ძილს შორის , ღრმა და სასიამოვნოდ ამავსებელი მამაკაცის მკერდის ტემპერატურით. ტემპერატურა რომლიც ორმაგრდება და მისი მნიშვნელობით 1000 გრადუს ცელსიუს უდრის . მისი გარდაქმან რომ ხდებოდეს ალბათ ყველაზე მძიმე მეტალს სამუდამოდ დაადნობდა . მერე ეღვიძება და ისე გიყურებს როგორც ბავშვი საწოლის თავზე დაკიდებულ თბილი ფერებით შეფერილ სათამაშოს ... ხელებსაც ისე მოგიფათურებ სახეზე თითქოს პირველად აღგიქვა .
ძილიენბისა ქალბატონო...
სანამ გაზაფხულდება და საერთოდ ურთიერთობის ყველა ეტაპზე ქალი პირველ რიგში მამაკაცში ალბათ სიმშვიდეს ეძებს , ყური ფონენდოსკპივით აქვს , გულზე მიადებს და გულის ცემას უსმენს, მერე ითვლის და ეძინება ყველაზე მშვიდად და უშფოთველად. ისე როგორც დედის მკერდზე დედის რძით კისერჩაღვრილ ჩვილს ...
კაცისთვის ალბათ არაფერია იმაზე სასიამოვნო შეგრძნება როცა შენთვის საყვარლ თუ სასურველ ქალს ესეთ მდგომარეობაში რომ ხედავ... ხედავ მის ოდნავ მოღუშულ სახეს ნელ–ნელა რომ სწორდება, ლაგდება და ნაკვთებზე ღიმილი ეფინება ... ცდილობ ხმადაბლა ისუნთქო და არც კი შეირხე , სახეზე ჩამოყრილ თმას ყურს უკან ისე გადაუწევ თითქოს პეპელამ აწია და გადადო თმა.... ან უფრო ნაზად.
ეს ალბათ ყველაზე ღრმა ძილია ყველაზე მოკლემტრაჟიან ძილს შორის , ღრმა და სასიამოვნოდ ამავსებელი მამაკაცის მკერდის ტემპერატურით. ტემპერატურა რომლიც ორმაგრდება და მისი მნიშვნელობით 1000 გრადუს ცელსიუს უდრის . მისი გარდაქმან რომ ხდებოდეს ალბათ ყველაზე მძიმე მეტალს სამუდამოდ დაადნობდა . მერე ეღვიძება და ისე გიყურებს როგორც ბავშვი საწოლის თავზე დაკიდებულ თბილი ფერებით შეფერილ სათამაშოს ... ხელებსაც ისე მოგიფათურებ სახეზე თითქოს პირველად აღგიქვა .
ძილიენბისა ქალბატონო...
Friday, June 7, 2013
დახურეთ ზეცა!
ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ...
მოსწიეთ მთვარე,
მოსაყრელად დამიდგით მუხლის
და თქვენ ქარებო,
ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,
რომ ჩემმა გმინვამ
გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.
სულნო შეშლილნო,
ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,
რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით
იგრძნოს სამყარომ...
გადამიტანეთ -
მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ,
მიწას ცხელ მკერდზე
სიყვარულად გამოაყაროს
ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ...
მოსწიეთ მთვარე,
მოსაყრელად დამიდგით მუხლის
და თქვენ ქარებო,
ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,
რომ ჩემმა გმინვამ
გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.
სულნო შეშლილნო,
ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,
რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით
იგრძნოს სამყარომ...
გადამიტანეთ -
მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ,
მიწას ცხელ მკერდზე
სიყვარულად გამოაყაროს
მე მოვალ შენთან...გაზაფხულის წვიმას მოვყვები,
მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...
მოვალ დაღლილი...გათანგული ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან.
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...
მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...
მოვალ დაღლილი...გათანგული ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან.
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...
...რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ.
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ.
Subscribe to:
Posts (Atom)