Thursday, July 17, 2014

შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა შენი სიცოცხლისთვის - თუნდ სიკვდილი მინდა... შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა... შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.
ჩემი არ მეყოფა - სხვისი წილი მინდა სხვა დაბადების დღე - სხვა ქორწილი მინდა, შენი საიდუმლოს ყველა ღილი მინდა, შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.
მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა... შენ რომ უნდა მოგკლას, ის სიკვდილი მინდა. შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა... ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.
შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა... შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა... შენი შემოხედვა - კმაყოფილი მინდა. შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა.
ტარიელ ჭანტურია

Monday, July 14, 2014

ზოგი იმ თოკის ფასადაც კი არ ღირს,რომელზეც უნდა ჩამოახრჩო!!!!!!!!
ემილ ზოლა

Friday, July 4, 2014

მსგავსი დღეების უსაშველო დარჩა ატანა,
დეე, გადაწყდეს ისე როგორც ღამემ განაგოს,
მოდი ჩემთან და ამ დუმილის გასაფანტავად,
თუნდაც სულ მცირე, ამინდებზე ვილაპარაკოთ.

ვილაპარაკოთ - როგორ ფეთქავს დილა კვირტივით,
წვიმის წვეთებში მზის სხივები როგორ ეტევა,
იცი, მე ახლაც შარშანწინდელ ამინდს მივტირი
და ეს ტირილიც მენანება გასამეტებლად.

ვილაპარაკოთ, შენს უმანკო სულთან მიმიშვი,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ - სიყვარულზე მთელი სიგიჟით
და მოდი მერე სიგიჟეზე ვილაპარაკოთ.

ვილაპარაკოთ, დანარჩენზეც, ბევრი მხილებით,
სხვებს როგორ უყვართ, როგორ სძულთ ან როგორ ელიან,
როგორ არიან ანგარებით ერთად წყვილები
და ანგარება ჩვენთვის როგორ არაფერია -

რადგან პროცესი დასრულდება მაინც გნიასით,
დაგეგმილ გრძნობებს ჩვეულებრივ ვეღარ განაგებ,
ვილაპარაკოთ - ერთადერთხელ პოეზიაზეც -
ან შენ მისმინე და მე მარტო ვილაპარაკებ...

ვილაპარაკოთ - უსაფუძვლოდ, უხმოდ, უმიზნოდ,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი ისეც ნუ ვიზამთ,
რომ არაფერი აღარ დაგვრჩეს სალაპარაკო.!!!
ნეტავ რას იტყვი?!
სამუდამოდ შენზე რომ ვწერო..
დროის გადაღმა ავაშენოთ პატარა სახლი,
არ მემეტები არავისთვის,ამიტომ გჩემობ,
შენც ამიჩემე და ხანდახან ამ სახლში დარჩი.
ნეტავ რას იტყვი?!
ჩემს წილ ღიმილს,სევდასი გიცვლი..
მე შენში უფრო გამახარებს ჩემი დანახვა
და ყველაფერი შეიძლება შევძლო ზეგისთვის
მაგრამ ვერ შევძლებ ავიტანო შენი დაკარგვა!
ნეტავ რას იტყვი?!
შეგიყვარებ ყველას მაგივრად,
თუ აცივდება სხეულითვე სხეულს გაგითბობ..
ბოლო ხანებში მარტოობა რაღაც გაჭირდა
თუ დაგავიწყდი..მერე რა..და ისევ გაგიცნობ..
ნეტავ რას იზავ?!
რომ მოვიდე!
უბრალოდ დავრჩე!
და რომც გაბრაზდე არ გამაგდო!,დაგითვლი სუნთქვას..
"სიყვარული რომ არ არსებობს ამ ქვეყანაზე"
თურმე ეგეთი სისულელეც ვიღაცას უთქვამს..
ხოდა მიყვარხარ!
სიყვარულად რომ აღარ ითქმის..
ხოდა მიყვარხარ!
ხოდა ეგეც შენი ბრალია..
დროის გადაღმა ავაშენოთ პატარა სახლი
სადაც საათებს,უსაათოდ,კოცნით დათვლიან!!!

Wednesday, July 2, 2014

!!!

"დალიეთ, მაგრამ ნუ გაილეშებით! გაიცინეთ, მაგრამ ცხენივით ნუ აჭიხვინდებით! იმღერეთ, ოღონდ ნუ აბღავლდებით! შეიყვარეთ, მაგრამ ნუ გახელდებით და ქვეყნის ბედს თქვენს ხოშზე ნუ ჩამოჰკიდებთ!

–მიხეილ ჯავახიშვილი

Tuesday, July 1, 2014

სიყვარული ჩემთვის რაიმეს გაღება უფრო იყო, ვიდრე მიღება ან შეძენა, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი დამკლებია, რადგან სიყვარული ყოველთვის საკუთარ თავთან გვაბრუნებს.