Tuesday, April 22, 2014

ფრედერიკ ბეგბედერის პროვოკაციული ციტატები [ "99 ფრანკი " ]

● პირველ წელს ამბობენ: "თუ წახვალ, თავს მოვიკლავ"
მეორე წელს: "თუ წახვალ, გამიჭირდება, მაგრამ შევეგუები"
მესამე წელს: "თუ წახვალ, ამას შამპანიურით ავღნიშნავ"

● მე მიყვარდა და მე ვუყვარდი, მაგრამ ეს ორი მცნება არასდროს ემთხვეოდა.

● იმისთვის, რომ სიყვარული უსასრულოდ გაგრძელდეს, დროზე აღარ უნდა იფიქრო

● თუ კაცი მოუხელთებელია, ქალი დაუმარცხებელია.

● იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც.

● მოკვდე – ეს ნიშნავს , გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორიც დაბადებამდე იყავი

● მორალი - შეიძლება ძალზედ მოსაწყენი რამეა, მაგრამ ეს ერთადერთია რითიც კარგის ცუდისგან გარჩევა შეგიძლია.

● ატომ გვჭირდება ყველას სილამაზე? იმიტომ რომ სამყარო ძალიან მახინჯია, ჩვენ გვინდა გავხდეთ ლამაზები და სამყაროც ლამაზი გავხადოთ.

● საუკეთესო დღესასწაული - ის, რომელიც ჩვენში ხდება

● პირველ ქორწინებაში ეძებ სრულყოფილებას, მეორეში სიმართლეს.

● ჩვენ დავშორდით ისევე, როგორც დავქორწინდით: ბოლომდე არაფერი გვესმოდა.

● როდესაც სხვა ადამიანს ტანჯავ, ყველაზე ცუდს შენ თავს უკეთებ

● დღეს, ვისაც ფული აქვს, არ აქვს დრო, ხოლო იმათ, ვისაც დრო აქვს, არა აქვს ფული.

● სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა
იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.

● – მე შენი ერთგული ვარ. ერთადერთი ქალი ხარ, ვისაც მინდა რომ ვუღალატო

● როდესაც ქალი კაცს ეუბნება, რომ მისგან ბავშვს ელოდება, პირველი კითხვა,
რაც კაცს თავში უჩნდება, ის კი არ არის ''მინდა თუ არა ეს ბავშვი?'', არამედ
''ვრჩები თუ არა ამ ქალთან?

● ის, რასაც სდამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ,
მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.

● რატომ არის ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ ყოველთვის ისინი მჭირდება, რომლებიც ჩემთან არ არიან?

● მირჩევნია, ვიყო უკანასკნელი ახვარი, მაგრამ თავისუფალი ახვარი, გაიგე?
თა–ვი–სუ–ფა–ლი! და არა ვიღაც საცოდავი, მაგრამ პატიოსანი და კეთილშობილი მონა!

● ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ

● იცით, რა არის განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის? ღარიბები
ყიდიან ნარკოტიკებს , რომ ''ნაიკები'' იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან ''ნაიკებს'', რომ ნარკოტიკები იყიდონ.

●მე ის აღარ მიყვარდა, მაგრამ ყოველთვის მეყვარება. თუმცა არც ისე ძალიან არ მიყვარდა... მაშინ როდესაც ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ისე არ მიყვარდა,
როგორც უნდა მყვარებოდა

● მართლაც ძნელია დაიჯერო, რომ არფრისთვის არ დაბადებულხარ, დაიბადე
მხოლოდ იმისთვის, რომ მერე მომკვდარიყავი. ეს არის და ეს. ამის მერე აღარ არის გასაკვირი, რომ დედამიწის ყველა მცხოვრები მეტ–ნაკლებად გარეკილია.

● ყველა ზღაპარი ასე მთავრდება: ''მათ შეეძინათ ბევრი შვილი და ცხოვრობდნენ ბედნიერად'' წერტილი. ამის მერე რა მოხდა, ამას უკვე აღარავინ გვეუბნება რა მოხდა .