Wednesday, April 16, 2014

ემო

ამ ბოლო დროს „ემო“ (emo) ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ ბევრმა არც კი იცის რას ნიშნავს ეს სიტყვა და საერთოდ რას მოიცავს და რა არის ემო... მაშ ასე...

რა არის ემო?
ემო XXI საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობაა. ემო - ეს ადამიანის განსაკუთრებული ცხოვრების და ფიქრის სტილია. ემო - უპირველესად ძლეირი ემოციაა, დადებითიც დანეგატიურიც ერთდროულად. ემო ადამიანები ემოციებით ცხოვრობენ. მათთვის მთავარი გრძნობაა, რას გრძნობენ იმ წუთას... მთავარია სილაჩრე არ გამოიჩინონ და ის გრძნობა გამოხატონ რასაც გრძნობენ... იყო ის რაც ხარ - ეს მათი მთავარი დევიზია!

ემო კულტურა ახალი არ არის, თუმცა მან გეოგრაფიული და მუსიკალური საზღვრები მხოლოდ ახლა გაარღვია. ის ყველგან არის, მისით ყველაფერი აღინიშნება, ყველაფერს მოიცავს. ალბათ იმიტომ, რომ კარგია ის იყო რაც ხარ, თავისუფლად გამოხატო საკუთარი გრძნობა და ემოცია.

ემო კულტურაა... ემო სტილია. ეს სტილი ძლიერ ემოციაზეა დაფუძნებული - სულერთია ეს ნეგატიური იქნება თუ პოზიციური.

ის საკმაოდ ტენდენციური მიმდინარეობა გახდა. მათი ტრადიციული მიმართულება ასეთია: თმა და ფრჩხილები შავი ფერის საღებავით უნდა იყოს შეღებილი, საყვარელი ჯგუფების სახელების ამოტვიფრა (ტატუირება ), გოგონები საბავშვო თმის სამაგრებით, მუქი ფერების ტანისამოსი, ემოები თავს ბავშვებად მიიჩნევენ, შესაბამისად, ისინი გამოიყურებიან და იქცევიან როგორც ბავშვები. მათი ჩაცმის სტილი ძალიან კონტრასტულია: შავისა და ღია, ძირითადად, ვარდისფერი და იისფერის შეხამება, რომელიც იგრძნობა არა მარტო ტანსაცმელში, არამედ მათ გარეგნობაშიც. ეს ორი ფერი არა მხოლოდ ვიზუალურ დატვირთვას ატარებს: შავი-დეპრესიულობის, ღია კი პირიქით - პოზიტივისა და ბედნიერების სიმბოლოა.
ემოების ჩაცმულობაში ასევე შედის ვიწრო შარვალი, ტანზე მომდგარი მაისური, რომელიც ხშირად შავ და ვარდისფერ ფერებშია და კედები. ასევე ემოების სტილი არის გრძელი თმები რომელიც 75% სახეს ფარავს, ზოგ რაოდენობას გაწეწილი აქვს.
საფულე მსხვილი ჯაჭვებით, უზარმაზარი ბეჭდები, გასაღებების რგოლი, სხვადასხვა ფერის ქამრები და ასე შემდეგ... ალბათ გეცნოთ... გაგახსენდათ ქუჩაში შემხვედრი ემო-გოგონები და ბიჭები...

იმისათვის, რომ ემო-სტილის მიმდევრად ითვლებოდე, პირველ რიგში აუცილებელია გასაიდუმლოებული, ჩაკეტილი ადამიანი იყო... ეს სტილი განუმეორებლობით, თავის გამოხატვის საშუალებით ძალიან იზიდავს. ახალგაზრდობას.

ემო-კიდი - ემო (emo)- ემოციაა, კიდ - ბავშვი: არსებითად ყველაფერი ახსნილია. ყოველი ჩვენგანი ბავშვია, ბავშვობიდან მოვდივართ. ბავშვს ნებისმიერ წვრილმანში შეუძლია სიხარულის პოვნა. ემო-კიდი ადამინია, რომელსაც გარესამყაროს შეიგრძნობს, არ ეშინია ემოციის გამოხატვის, ის ის არის. ემო იმიტომ არ უნდა იყო რომ მოდაშია, ის უნდა გიყვარდეს, გიზიდავდეს. ისე, თავისუფლების გამოხატვა ვფიქრობ, ამ სტილის გარეშეც შესაძლებელია. როლის თამაში, რომელიც საერთოდ არ გამომდინარეობს შენი შინაგანიდან, არავის მიიზადვს...

ემო ანუ ემოციური მუსიკა ჰარდკორის ერთ-ერთი განხრაა, გამოირჩევა ძლიერი ემოციურობით როგორც ინსტრუმენტალური კუთხით, ასევე ვოკალის ჟღერადობითაც, საერთოდ, ემო მუსიკის სტრუქტურა დამყარებილია რითმის ნელ-ნელა მატებაზე, რომელიც სრულდება კულმინაციით, ემო მუსიკა აქცენტს სწორედ ემოციაზე აკეთებს და აქ ნაკლებად აქცევენ ყურადღებას დაკვრის ტექნიკის სირთულესა თუ მის მრავალფეროვნებას

ჟანრი სათავეს 80 იანი წლებიდან იღებს, როცა ეგრეთ წოდებული DIY ჯგუფები (Do It Yourself-50 წლებიდან ინგლისში გაჩნდა მთელი თაობა ჯგუფებისა, რომლებიც შინ მუშაობდნენ და გიტარიდან დაწყებული გამაძლიერებლით დამთავრებული ყველაფერს თავისი ხელით აწყობდნენ) შეეცადნენ მაშინდელი ჰარდკორი ჯგუფებისგან განსხვავებული მუსიკა შეექმნათ, მათ მუსიკას emotion უწოდეს, მაგრამ ეს მაინც არ იყო ემო მუსიკა. ნამდვილი ემო 1984 წელს ჯგუფმა Rites Of Spring-მა დაუკრა, რომელმაც ჩვეულ ჰარდკორს ემოციური ვოკალი და განსხვავებული ლირიკა დაუმატა. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ემო ჯგუფი სწორედ „Rites Of Spring“-ია. იმავე წელს გამოვიდა ჯგუფ Hüsker Dü-ს ალბომი Zen Arcade, რომელმაც მხარი აუბა Rites Of Spring-ს და ასე დაიწყო ემო მუსიკის განვითარება და პოპულარიზაცია.