Wednesday, April 16, 2014

პანკი



პანკები გარეგნულად შეუხედავები არიან. გამომწვევი ვარცხნილობა, ტანსაცმელი, პირსინგი სახესა და ყურებზე. ყველაფერში არასისუფთავე გამოიხატება. უხეში ჟარგონული ლაპარაკი, ახლოა "ციხის სლენგთან". ქცევა უწესო, მათი უმეტესობა მოიხმარს ნარკოტიკებს, ალკოჰოლურ სასმელებს, ტოქსიკურ ნივთიერებებს. იქ სადაც პანკები ჩნდებიან ყოველთვის ძარცვა, ძალადობა და ჩხუბებია. თვითონ სიტყვა punk აღნიშნავს გამოუცდელ, უვარგის, ცუდ ადამიანს.

        წარმოშობა
    პანკები წარმოიშვნენ, უელსში, დიდ ბრიტანეთში, მეოცე საუკუნის 30–იან წლებში. ასე უწოდებდნენ საკუთარ თავს ახალგაზრდები რომლებიც ღარიბ კვარტალებში ცხოვრობდნენ, როგორც წესი მენახშირეების შვილები იყვნენ. ისინი დროს "ინდური არაყის" სმით, ოპიუმის წევით და ტოქსიკური ნივთიერებების შესუნთქვით ატარებდნენ. საარსებო წყაროს წარომადგენდა ბანდიტიზმი, გართობას – ჩხუბები და ფანჯრების მტვრევები. მათი მუსიკა ოცდაათიანი წლების "შავი ჯაზი" იყო, რომელსაც ზანგები ასრულებდნენ. იდეოლოგიის ფუძეშია ანარქია, სოციუმის და სხვა საზოგადოებრივი წყობილების უარყოფა. თანდათანობით პანკები გადაიქცნენ ადამიანებად, რომლებიც უსმენდნენ "პანკ–როკს".
    შეიძლება დავყოთ ორ ასაკოვან ჯგუფად: პირველები, რომლებიც ბაძავენ ოცდაათიანების პანკებს. ისინი გამომწვევად იცვამენ, ცდილობენ რაც შეიძლება უშვიათად დაიბანონ, თვლიან რომ ძალიან მაგარია უწმაწური სიტყვებით საუბარი, მარიხუანას წევა და ხულიგნობა. ამისთვის ინტელექტი არაა საჭირო. ისინი უსმენენ როკს, მაგრამ შინაარს არ აქცევენ ყურადღებას. პანკების მეორე ჯგუფში უფრო ასაკოვანები არიან, იქცევიან არააგრესიულად, მუსიკას სერეიოზულად ეკიდებიან, მათი უმეტესობა თვითონ უკრავს რამე ინსტრუმენტზე და ასევე უყვართ წიგნები.
    ეს სუბკიულტურა ანტისოციალური, ანარქიული, ოფროსი თაობის უარმყოფელია. პანკები ყოველთვის გამოდიოდნენ მთავრობის,რეჯიმისა და წესრიგის წინააღმდეგ, ამიტომაც ანაქრიის გარდა არც ერთ იდეოლოგიას არ აღიარებდნენ.