მას მოსწონდა სიკვდილის თამაში. დანის
პირზე ისე ჰაეროვნად მიდიოდა, თითქოს ფეხქვეშ ღრუბელი ჰქონოდა. მიუხედავად
იმისა, რომ ეს ქალი ნამდვილად არ იყო სამოთხიდან გამოგდებული ევა, მაინც
მასში იწყებდა სათავეს ნამდვილი ქალის ყველა გამოხატულება. თავადაც არ
იცოდა, სად იწყებოდა და სად სრულდებოდა… და
ასე, დღენიადაგ ბედისწერასთან თამაშით ირთობდა თავს. ხელისგულზე დასმულ
მამაკაცებს ფრთხილად უბერავდა სულს და სურვილებისგან აშიშვლებდა.
რა დამღლელია იყო ქალი მაშინ, როცა
ქამელეონივით ფერს იცვლი ყოველ სიყვარულობანაზე. არადა, რამდენი იყო
გრძნობა… ჭრელ-ჭრელი სამოსივით ეყარა ფეხქვეშ და წვეტიანი ქუსლის ქვეშ
ისრისებოდა.
არსებობენ ასეთი ქალებიც, რომელთაც მზერიდან ეღვრებათ ვნება და განცდისგან ჩახეული ტუჩებით ისუნთქავენ სამყაროს ქაოსს.
…მაშინაც სხვებისგან არაფრით გამორჩეული
ღამე იდგა, როცა ქალმა ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი აიღო სანთებელასთან ერთად
და სახლის კარი გაიხურა.
ასფალტზე საკუთარ ნაბიჯებს ითვლიდა
თავდახრილი. რაღაცნაირი სიარულის მანერა ჰქონდა, თითქოს ვიღაცის ჯიბრზე
ჯიქურ მიიწევს წინო. თუმცა, ამის მიუხედავად, საოცრად ჰაეროვნად
მიაბიჯებდა. ძნელია დაახასიათო არსება, რომელსაც ყველაზე რთული სახელი –
ქალი ჰქვია.
ყორნისფერი თმა ღამისფერი სიოსთვის მიენდო და თავად საკუთარი ნაბიჯებით გართული ასფალტზე მიაბიჯებდა.
ყორნისფერი თმა ღამისფერი სიოსთვის მიენდო და თავად საკუთარი ნაბიჯებით გართული ასფალტზე მიაბიჯებდა.
ქუჩაში ლამპიონები ბჟუტავდნენ ალაგ-ალაგ
და სახლების სილუეტები გაწოლილიყვნენ ხეებქვეშ. ყრუდ მოისმოდა ძაღლების
ყეფა, სადღაც მოხუცი გამყიდველი ქალი ღამის ჯიხურში შეყუჟულიყო. შემოდგომის
სუნი იდგა თითქოს. ხეებზე შერჩენილი ფოთლები სუიციდისგან შეპყრობილნი
ცახცახებდნენ.
სწორედ მაშინ, როცა მზერა გააყოლა
ლამპიონთა რიგს, ცოტა მოშორებით კაცის სილუეტი დალანდა. ჩაეღიმა, ბომჟების
მეტს რას შეხვედრია თავისი უცნაური ჰობის გადამკიდე? შორიდან შეთვალიერება
სცადა, თუმცა უშედეგოდ. მხრებში გაიმართა და წამლეკავი პატივმოყვარეობით
განაგრძო კაცისკენ მიმავალი გზა. იგი ერთ-ერთ ლამპიონს მიყრდნობოდა და არ
იძვროდა. სიბნელეში სანთებელას შუქმა ჩახია ღამის კალთა. მიახლოებისას
ქალმა ნაბიჯი შეანელა, რათა უკეთ შეეთვალიერებინა იგი. გამჭოლ მზერასთან
მუქი ჩალისფერი თმა ჩამოშლოდა. მუქ ქურთუკში გახვეულს გამოკვეთილი მხრები
მოუჩანდა. ასაკი იმდენად სათუო იყო, რომ ამაზე ფიქრიც არ დაუწყია. ერთი
რამ კი საეჭვოდ ენიშნა, კაცს თვალები უცნაურად უელავდა. ვერაფრით მიხვდა
მისი თვალების ფერს… კაცი ისევ არ იძვროდა ადგილიდან. ქალი რამდენიმე
ნაბიჯის დაშორებით იყო, როცა მან ხმა ამოიღო.
- მოწევთ?
რა ბანალურია, - გაეფიქრა ქალს, თუმცა
მხოლოდ ღიმილი აიკრა სახეზე. მოკუმული ხელი გაშალა და კაცს სანთებელა და
სიგარეტის კოლოფი დაანახა. კაცმა თავი დახარა და უხმოდ ჩაიცინა. ქალს
მიუახლოვდა ზედაპირული ნაბიჯებით, ორივე გამოართვა და უკან ისროლა.
ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი ქალის ტუჩებთან შეაყოვნა და გაოცებულ ქალს დაბალ ხმაზე იგივე ჰკითხა.
- მოწევთ?
მას ხმა არ ამოუღია. ტუჩებით სიგარეტის
ღერს დასწვდა და თავი მსუბუქად გადახარა უკან. მის სავსე ქვედა ტუჩზე
ნახევრად თავდახრილი სიგარეტის ღერი მიყუჩებულიყო. კაცმა მოუკიდა. ქალმა
ნელა და ხაზგასმით დაარტყა ნაფაზი და თვალი თვალში გაუყარა.
- ბომჟს ნამდვილად არ ჰგავხართ.
უთხრა ღიმილით კაცს და მეტი სითამამით
გადააფერფლა ჩრდილის მიმართულებით. კაცმა თავი მარცხენა მხარეს გადახარა და
თვალმოუშორებლად მიაშტერდა ქალს.
- ხო, სხვა შემთხვევაში თქვენ მაგ სიგარეტს პირდაპირ სახეზე ჩამაწვავდით.
- და რატომ გგონია, რომ ახლა არ შემიძლია ეგ გავაკეთო?
დემონსტრაციულად აზიდა წარბები ქალმა.
- რადგან ამ შემთხვევაში ეს უკვე ვნება იქნება…
კაცი თავხედი იყო, იმაზე მეტად, ვიდრე
ქალს ეგონა თავდაპირველად. მოუნდა ხელი გაერტყა და ჯანდაბაში გაეშვა ეს
ტუტუცი კაცი, მაგრამ რაღაც აჩერებდა და ფიქრობდა… ნუთუ ეს ვნება იყო?
- შენ არც კი მიცნობ.
თქვა ქალმა და ნახევრად მოწეული სიგარეტის
ღერი ჯანდაბაში მოისროლა, თითქოს მასზე გადაიტანა ამ კაცისადმი გაჩენილი
საკუთარი უმწეობის განცდა.
- მე ყოველ ღამე შენს ნაბიჯებს ვდარაჯობ
შავბნელ ქუჩებში.. ისე, რომ ვერც კი ხვდები, როგორ ვეტმასნები შენსავე
აჩრდილს და მასში შერეული ვინაწილებ შენს სურნელს ღამესთან ერთად.
ჰიპნოზივით მოქმედებდა ქალზე ამ კაცის სიტყვები.. ისე ძალდაუტანებლად
სწყდებოდა კაცის ტუჩებს ბგერები, თითქოს თავად სიმშვიდე იღვრებოდა
სიტყვებად.
- არა, გატყუებ. მე არავისთან გაგიყოფ. შენ ჩემი სიბნელე ხარ, რომელსაც დიდი ხანია ვეძებ.
- ცოდვილი სულის გადასამალად?
თამაშში აჰყვა ქალი.
- ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რადგან
ერთმანეთის გარეშე ვერავის ვუჩვენებთ ჩვენს ძალას… მე სიცივე ვარ, რომელიც
ქუჩის მოსახვევებში გიცდის.. შენ კი სიბნელე ხარ, ურომლისოდაც ვერაფრით
დავესხმები სამყაროს თავს…
კაცი ისე შეუმჩნევლად აღმოჩნდა ქალის სხეულთან მილიმეტრების დაშორებით, რომ წუთით ქალს სუნთქვა შეეყინა ტუჩებზე.
კაცი ისე შეუმჩნევლად აღმოჩნდა ქალის სხეულთან მილიმეტრების დაშორებით, რომ წუთით ქალს სუნთქვა შეეყინა ტუჩებზე.
- მე შენში ვარ… სიცივე ბნელში… მიცანი?
კაცმა უფრო მეტად დახარა სახე ქალის ნაკვთებთან და ქალმა იგრძნო, როგორ დაიწყო ჰაერმა დნობა და ცივ ცვარად მოეფინა სავსე ტუჩებს.
- გინდა თქვა, რომ შენი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების ერთადერთი მეთოდი ვარ?
ღიმილმა დასერა ქალის ბაგე.
ღიმილმა დასერა ქალის ბაგე.
- მე ყველაზე დიდი ეგოისტი ვარ ამქვეყნად
და ნუ გააკეთებ ისე, რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარდე, რადგან ჩემში
სუიციდად გარდაისახები წამსვე.
ქალს უკვე თავბრუ ეხვეოდა. ეჩვენებოდა,
რომ თავდაჯერებულობა მოსასხამივით გადასცა კაცს, რომელიც მის წინ კერპივით
აღმართულიყო და.. ქალმა იგრძნო, რომ დიდი ხანია იცნობდა ამ კაცს, ოღონდ ის
კი არ იცოდა, საიდან.
არსებობენ სიზმრები, რომლებშიც რეალობა ცოცხლდება და ყოფითი წუთები, სადაც ირეალი იკავებს მთელ სივრცეს.
კაცმა მძიმედ შემოხვია წელზე ხელი და
თავისკენ მიიზიდა ისეთი თავდაჯერებით, რომ ქალი ბაგით-ბაგეს ჩაეკიდა, რათა
სუნთქვა არ შეკვროდა ქარიშხალივით მოწოლილი ვნებისგან.
ქუჩაში ალაგ-ალაგ ბჟუტავდნენ ლამპიონები…
ქუჩაში ალაგ-ალაგ ბჟუტავდნენ ლამპიონები…
არასოდეს ყოფილა გრძნობა ასეთი უკიდეგანო და რეალობა კი ილუზიასავით მათრობელი.
ქალს კივილით სურდა ღამის ჩახევა, კაცმა კი სხეულზე აიკრო მისი სურვილად დაღვრილი არსება…
ქალს კივილით სურდა ღამის ჩახევა, კაცმა კი სხეულზე აიკრო მისი სურვილად დაღვრილი არსება…
სადღაც მოსახვევში მიყუჩდა ღამე…
- რა იცოდი, რომ ასე მოხდებოდა?
- მე არც კი დამიშვია მოვლენების ასეთი განვითარება და სწორედ ამიტომაც ვართ ახლა აქ.
ქალს სიმაღლის შიში ჰქონდა და მთელი ძალით ეკვროდა მის სხეულს. ისინი 20 სართულიანი სახლის სახურავზე იდგნენ და ღამის ქალაქს ნისლიანი მზერით ზომავდნენ.
ქალმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და კოლჰოთის ამარა დარჩა.
კაცს ფართოდ გაეღიმა მის ბავშვურ საქციელზე და არაფერი უპასუხა.
მან შავი პიჯაკიც მოსწყვიტა მხრებს და ბრეტელიანი კაბის ამარა შერჩა სიცივეშეპარულ ღამეს.
ქალს სიმაღლის შიში ჰქონდა და მთელი ძალით ეკვროდა მის სხეულს. ისინი 20 სართულიანი სახლის სახურავზე იდგნენ და ღამის ქალაქს ნისლიანი მზერით ზომავდნენ.
ქალმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და კოლჰოთის ამარა დარჩა.
კაცს ფართოდ გაეღიმა მის ბავშვურ საქციელზე და არაფერი უპასუხა.
მან შავი პიჯაკიც მოსწყვიტა მხრებს და ბრეტელიანი კაბის ამარა შერჩა სიცივეშეპარულ ღამეს.
- სიგიჟე ეს ჩემი კომპეტენციაა, ოღონდ იქ, სადაც გრძნობებია..
- შემიყვარებ?
ჰკითხა კაცმა და მიუახლოვდა. ქალი უხმოდ
იდგა მის წინ და ვერაფრით გაიგებდით სიცივისგან თუ კაცის სურვილისგან
თრთოდა. კაცმა კაბის ბრეტელს ხელისგული გადაატარა… მსუბუქად გამოსდო თითი
და ჩაუცურა მხარზე. ქალს შეაჟრჟოლა…
მთელი სხეულით მიეხუტა კაცს და მიყუჩდა.
კაცმა ხელები ჩასჭიდა და სახურავის კიდესთან მიიყვანა.
- ეს რომანტიკაა თუ უბრალოდ დამცინი?
ქალი ირონიული იყო.
- ეს სივრცეა, რომელსაც შევერევით.
მას ხმამაღლა გაეცინა. კაცი ჩუმად იყო, მხოლოდ მსუბუქად ედებოდა ქალის სხეულს. მან სიცილი შეწყვიტა.
- არა, შენ ამას არ იზავ…
- შენ მე ხარ.. სიცივე ბნელში..
ქალს წვივები გაეყინა მღელვარებისგან და უცებ კადრებად გაუელვა რამდენიმე საათის წინანდელმა დიალოგმა.
ის ახლა სახურავის კიდეზე იდგა კაცთან ერთად, რომლის სახელიც კი არ იცოდა.
რა სასაცილოა ზოგჯერ ტკივილი…
რა სასაცილოა ზოგჯერ ტკივილი…
ღამის გაფითრება მოედო ლამპიონთა რიგს რიჟრაჟის წინ და თვალუწვდენელ სივრცეს ციანოზური ფერი შეერია…
გრძნობები – ეს გულის დამოუკიდებელი
მდგომარეობაა, როცა იგი ავტონომიას აცხადებს და უარს ამბობს სხეულთან ერთად
იმუშაოს. ეს ყველაზე ძვირად ტვინს უჯდება… იგი იძულებულია შეეგუოს მის
კაპრიზებს და თავად ეცადოს სხეული გამოკვებოს. ეს კი შეუძლებელია… ამიტომაც
სისხლი გულში იწყებს შეგროვებას და შემდეგ ძარღვებში იწრიტება. ამიტომაც
ფეთქავს ხოლმე იგი გამალებით…
კაცის ტვინი მექანიკურ რეჟიმში მუშაობდა. სხეული კი სისხლისგან იცლებოდა, ოღონდ შინაგანად.
მეოცე სართულის სახურავზე შემცივნული იდგა და დანანებით უყურებდა ქალის უსიცოცხლო სხეულს.
- მე ხომ გავაფრთხილე, ნუ შემაყვარებ თავს-მეთქი…
ბუტბუტებდა იგი და ტუჩის კიდეს იკვნეტდა ვნებისგან, სიცივისგან, ძრწოლაატანილი სიმშვიდისგან…
სიცივე ბნელში…