ჰო,
მე კარგად ვარ.
დღეს დილითაც კარგად ვიყავი.
წუხელ ცოტათი შემაწუხა უჰაერობამ.
არ დამეძინა,
გაჯიუტებულ ნატვრებს ავყევი,
ალკოჰოლივით რომ მოედო გულს,
თან თავიდან.
ღია ფანჯრიდან შემოპარულ ნიავს მოყვები.
თითქოს თბილი ხარ,
მაგრამ მაინც თანდათან მცივა.
შენ ხომ არ იცი
რანაირად მტკივა ეს გული,
წამით მოსული
იმ წამითვე როცა მიდიხარ.
მაინც კარგად ვარ,
მაგრამ წუხელ ლამის დავიხრჩვი.
მიწას გავცდი და შენი ვნახე გაუკვდავება.
მე მიგატოვე
ვითომ ჩემი სიმშვიდისათვის
ჩემში ღამეა,
შენს ფანჯრებში როცა თენდება
მე კარგად ვარ.
დღეს დილითაც კარგად ვიყავი.
წუხელ ცოტათი შემაწუხა უჰაერობამ.
არ დამეძინა,
გაჯიუტებულ ნატვრებს ავყევი,
ალკოჰოლივით რომ მოედო გულს,
თან თავიდან.
ღია ფანჯრიდან შემოპარულ ნიავს მოყვები.
თითქოს თბილი ხარ,
მაგრამ მაინც თანდათან მცივა.
შენ ხომ არ იცი
რანაირად მტკივა ეს გული,
წამით მოსული
იმ წამითვე როცა მიდიხარ.
მაინც კარგად ვარ,
მაგრამ წუხელ ლამის დავიხრჩვი.
მიწას გავცდი და შენი ვნახე გაუკვდავება.
მე მიგატოვე
ვითომ ჩემი სიმშვიდისათვის
ჩემში ღამეა,
შენს ფანჯრებში როცა თენდება