Wednesday, April 16, 2014

რაც უფრო ჭკვიანია ქალი, მით ნაკლები სურვილი აქვს, რომ გახდეს დედა?!

მეცნიერებმა მოულოდნელი (და, ალბათ, სავალალო) დასკვნები გააკეთეს – რაც მეტად ჭკვიანია ქალი, მით ნაკლები სურვილი აქვს, გახდეს დედა.

ლონდონის ეკონომიკის ინსტიტუტის მკვლევარებმა რამდენიმე ათწლეულის სტატისტიკური მონაცემები გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ 21-ე საუკუნეში უფრო ნაკლები ქალი აჩენს ბავშვს, ვიდრე 1900-იან წლებში. 2010 წელს ყოველ მეხუთე ამერიკელ ქალს არ ჰყავდა შვილი იმ დროს, როცა მათი რეპროდუქციული ფუნქციები იწურებოდა. ხოლო 1970 წლისთვის ასეთი ქალების რაოდენობა 2-ჯერ ნაკლები იყო.

ყოველივე ეს იმით აიხსნება, რომ ქალები დღითიდღე უფრო ჭკვიანები და ემანსიპირებულები ხდებიან. სამეცნიერო შრომის ხელმძღვანელის, სატოსი კანაზოვას თქმით, რაც მეტია ქალის ინტელექტი, მით ნაკლებ შესაძლებელია, რომ მას ჰქონდეს დედობრივი გრძნობის გამოცდის სურვილი.

IQ-ზე დამატებული ყოველი 15 ქულა ნიშნავს, რომ ქალებში დედობის სურვილი 24%-ით დაქვეითებულია.