აღმოსავლეთის ქვეყნებში ქალი განსაკუთრებულად ემზადება ქორწილისთვის.
ერთ-ერთი აუცილებელი ტრადიცია, რომელიც უხსოვარი დროიდან დღემდე უცვლელად
არსებობს, მთელი ტანიდან თმის მოცილებაა.
ქორწინების პირველ ღამეს პატარძალი საქმროს წინაშე აბრეშუმივით გლუვი კანით უნდა წარდგეს.
თმის მოსაცილებლად კი შუგარინგს იყენებენ. როგორც ამბობენ, მისი რეცეპტი თავად კლეოპატრას მოუგონია. მისი მომზადება და გამოყენება რთული არაა. ასე რომ, მოემზადეთ ზაფხულისთვის ან ქორწილისთვის.
შუგარინგისთვის დაგჭირდებათ:
8 ს/კ შაქარი;
4 ს/კ წყალი
4 ს/კ ლიმონის წვენი.
კომპონენტები კარგად გადაურიეთ, მოათავსეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე დადგით. მუდმივად ურიეთ და 15 წუთის შემდეგ იგი ყავისფერ შეფერილობას მიიღებს და შეიძლება აქაფდეს კიდეც. ამის შემდეგ სიროფი კიდევ 5 წუთი ადუღეთ.
შეგრილებული მასა ხელით დაამრგვალეთ. თუ გამოგივიდათ, ყველაფერი სწორად გაგიკეთებიათ.
თბილი შუგარინგი იმ ადგილზე წაისვით, საიდანაც თმის მოცილებას აპირებთ. გაგრილებას დაელოდეთ და თმის ზრდის საწინააღმდეგოდ აიძრეთ. ასე მოიქეცით მანამ, სანამ სულ არ გათავისუფლდებით თმისგან.
კანზე დარჩენილი სიროფი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პირველი პროცედურა შეიძლება ცოტათი მტკივნეული მოგეჩვენოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში, მიეჩვევით. თანაც, გახსოვდეთ, რომ შუგარინგით მოცილებულ კანზე თმა 2 კვირა აღარ ამოდის.