Sunday, April 13, 2014

ერთ ბრძენს ჰკითხეს:
- რატომ არიან ღარიბები უფრო გახსნილები ურთიერთობისთვის, ვიდრე მდიდრები?
- გაიხედე ფანჯრიდან, რას ხედავ?
- ვხედავ, როგორ თამაშობენ ბავშვები ეზოში.
- ახლა კი ჩაიხედე სარკეში. რას ხედავ?
- საკუთარ თავს.
- ხედავ... ფანჯარაც და სარკეც მინისგან არის, მაგრამ საკმარისია დაუმატო ცოტაოდენი ვერცხლი - და უკვე მხოლოდ საკუთარ თავს ხედავ.

ომარ ჰაიამი.