Monday, April 14, 2014

მე ხელმეორედ დავხატე იგი, რომ სამუდამოდ აღმებეჭდა თქვენს მეხსიერებაში. ამ ადგილას მოევლინა პატარა უფლისწული დედამიწას და ამ ადგილიდანვე გაუჩინარდა.

ყურადღებით დააქცერდით ამ სურათს, რომ ნადვილად იცნოთ იგი, თუ ოდესმე აფრიკის უდაბნოში იმოგზაურეთ.

ამ ადგილას თუ გაიაროთ, ნუ აჩქარდებით, შეჩერდით ერთ ხანს.

სწორედ ამ ვარსკვლავის ქვეშ, და ყმაწვილი თუ დაინახოთ, რომელიც იცინის, შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა და ოქროსფერი თმა აქვს, უთუოდ მიხვდებით, ვინც არის იგი. და თუ ეს მოხდა, გთხოვთ მანუგეშოთ - შემატყობინოთ, რომ იგი დაბრუნდა..