Saturday, April 12, 2014

სულხან ცაგარელი – განწყობის გავლენა ცნობიერების ჩამოყალიბებაზე

ქვეცნობიერი ფსიქიკური პროცესები საუკუნეების განმავლობაში ცნობიერების პრობლემა ფილოსოფოსთა და თეოლოგთა ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. XIX საუკუნიდან ცნობიერების კვლევაში აქტიურად ებმებიან ფსიქოლოგები, მოგვიანებით კი – ნეიროფიზიოლოგები და ნეიროფსიქოლოგები. სპინოზადან და ლაიბნიციდან დაწყებული, ფილოსოფოსები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ადამიანთა ყოფაში მონაწილეობს ქვეცნობიერი ფსიქიკური პროცესები. თანამედროვე ფსიქიატრიის ფუძემდებლები შარკო და ჟანე პირველები იყვნენ, რომლებმაც პათოლოგიით გამოწვეულ ცნობიერებამოშლილ ადამიანებში დაიწყეს ქვეცნობიერის ნერვული მექანიზმების ექსპერიმენტული კვლევა. ცნობიერისა და ქვეცნობიერის პრობლემა პოპულარული გახდა და ყურადღების ცენტრში მოექცა ფროიდის შრომების შედეგად. ფროიდის გავლენით, ნეიროფსიქიატრიაში, ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში არსებულ შეხედულებათა სხვადასხვაობის მიუხედავად, ცნობიერისა და ქვეცნობიერის პრობლემის კვლევაში აქტიურად ჩაებნენ ფსიქიატრები და ფიზიოლოგები. ფროიდის მიხედვით, ადამიანის ქცევა ხორციელდება არა მარტო საარსებო გარემოსა და სოციალური ფაქტორების გაცნობიერებული ფსიქიკური პროცესების გავლენით, არამედ ზოგიერთი იმ პროცესითაც, რომელიც ქვეცნობიერად მიმდინარეობს ნერვულ სისტემაში. ფროიდი განარჩევდა წინაცნობიერსა და ქვეცნობიერს. წინაცნობიერი შეიძლება გახდეს ცნობიერი. ქვეცნობიერი ძნელად გადადის ცნობიერში, ანდა არც გადადის. თანამედროვე ნეიროფსიქოლოგები ამ შეხედულებას არ იზიარებენ და ქვეცნობიერს მიიჩნევენ ადამიანის ფსიქიკური მოქმედების გამაადვილებელ და სარეზერვო ფაქტორად. იუნგის გაგებით, სუბიექტის ფსიქიკაში პრევალირებს კოლექტიური ქვეცნობიერის ფენომენი. კოლექტიური ქვეცნობიერება მჟღავნდება არქეტიპებით. არქეტიპი არის ხატების, სიმბოლოების იმპლიკაციის მოდუსი. ადამიანთა შემოქმედებითი პროცესი განსაზღვრულია არქეტიპით. არქეტიპი არის აგრეთვე ადამიანის ფსიქიკის სისტემურ-სტრუქტურული ელემენტი, რომელიც დაფარულია კოლექტიურ ცნობიერებაში. არაცნობიერ პროცესებში ადამიანის ტვინი წამში 109 ბიტ ინფორმაციას ამუშავებს, ცნობიერში კი – მხოლოდ 102. უცნობია, თუ რა რაოდენობის ინფორმაცია მუშავდება ქვეცნობიერსა და წინაცნობიერში. არაცნობიერ პროცესებში უფრო აქტიურია მარჯვენა ჰემისფერო. ცნობიერების ჩამოყალიბებაში აქტიურად მონაწილეობს განწყობა. დ. უზნაძემ შექმნა ფსიქოლოგიური კვლევის ახალი მიმართულება – განწყობის ფსიქოლოგია. განწყობა რაიმეს მიმართ სუბიექტის დამოკიდებულების განმსაზღვრელი მდგომარეობაა, რომელიც მის შეხედულებებში, გრძნობებსა და მიზანმიმართულ ქცევაში იჩენს თავს. ფსიქიკის გამოვლენის ეს ფორმა მონაწილეობს ადამიანის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. განწყობა სუბიექტის მიერ გარემოს შეფასების ეფექტური საშუალებაა. ზოგჯერ ადამიანმა მყისვე უნდა მოახდინოს რეაგირება რაიმე მოვლენასა თუ მის შემსრულებელზე. მოვლენებისადმი დადებით თუ უარყოფით დამოკიდებულებას სუბიექტის განწყობა განსაზღვრავს. რაიმე მოქმედებაზე განწყობის გავლენის დადგენა უმნიშვნელოვანესი მომენტია ადამიანის ბუნების კვლევისათვის. საინტერესოა, რა კავშირია ჩვენს სულიერ განცდებსა და ყოფით ქმედებას შორის. ნებისმიერი ქმედება გონის შედეგია, რომლის განხორციელების პროგრამა თავის ტვინში ყალიბდება. გონისა და ქმედების, ხასიათისა და ქცევის, შინაგანი სამყაროსა და საზოგადოებრივი საქმიანობის ურთიერთდამოკიდებულება თეოლოგთა, ფილოსოფოსთა და ნეირომეცნიერთა გაცხოველებული მსჯელობის საგნად იქცა. განწყობის აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამი მახასიათებელი: აფექტი (რომელიც გრძნობიდან წარმოიქმნება), ქცევა (რომელიც მიზანსწრაფულია) და შემეცნება (რომელიც გონით განისაზღვრება). სოციალურ ფსიქოლოგიაში დიდხანს ბატონობდა მოსაზრება, რომ ადამიანის განწყობით შესაძლებელია განისაზღვროს მომავალი ქცევები. ჯერარდმა (Хекхаузенის მიხედვით, 1986) ცდებით დაასაბუთა, რომ ხშირად განწყობა და ქცევა ერთმანეთის საწინააღმდეგოა; ადამიანი ამბობს იმას, რისი გაგონებაც მისგან სურთ. ინდივიდის განწყობა ზოგჯერ არ შეესაბამება მის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ამით აიხსნება ალან უიკერის1 სიტყვებიც: «კარგი იქნებოდა, საერთოდ მოვრიდებოდით განწყობის კონცეფციას». მკითხველს, ბუნებრივია, დაებადება შეკითხვა, რა ურთიერთკავშირშია განწყობა და ქცევა. განწყობა ქცევას განსაზღვრავს სამი პირობის შემთხვევაში: 1) თუ მინიმუმამდე შემცირდება ქცევაზე მოქმედი სხვა ფაქტორები; 2) განწყობა უნდა იყოს ძლიერი; 3) განწყობა ცალსახად უნდა შეესაბამებოდეს მოსალოდნელ კონკრეტულ ქცევას. ასეთ პირობებში ადამიანი იმოქმედებს ისე, როგორც გრძნობს და ფიქრობს მაიერსის მიხედვით ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში განწყობის ცნება პირველად გერმანელმა ფსიქოლოგებმა შემოიტანეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ნ.ახი (Майерс-ის მიხედვით, 1997) შეისწავლიდა რეაგირების ხარისხსა და სისწრაფეს მოსალოდნელ სიტუაციებში ჩატარებული – უკვე განვლილი ცდის ანალიზის მეშვეობით. მომდევნო პერიოდში განწყობის კვლევამ მოიცვა პრობლემათა ფართო სპექტრი. დღეს შეისწავლიან განწყობის როლს ჩვენ განვიხილეთ განწყობის გავლენა ქცევაზე. ახლა მივაპყროთ ყურადღება არანაკლებ საინტერესო საკითხს – იმას, თუ რა როლს ასრულებს ქცევა განწყობის ჩამოყალიბებაში. ქცევის გავლენა თავს იჩენს კოგნიტური დისონანსის დროს,რითაც აიხსნება ჩვენი განწყობის ცვალებადობა. ფსიქოლოგიურად შეუთავსებადი ორი აზრისა თუ შეხედულების შემთხვევაში ადამიანი იძაბება. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით მაშინაც, როცა გვიწევს იმის თქმა ან გაკეთება, რის მიმართაც გაორებული გრძნობა გვაქვს. დაძაბულობის შემცირების ან სრული მოხსნისთვის ვიწყებთ ფიქრს. ამის შედეგად ქცევა ასუსტებს განწყობას. მათ შორის რთული ურთიერთდამოკიდებულებაა.
ცხოველთა მიზანმიმართულ ქცევებში, პიროვნების ფორმირებაში, ქცევით აქტებში, დასწავლაში, ფსიქიკურ ადაპტაციებში, სოციალური ყოფის სხვადასხვა ფორმებში და ა.შ.
განწყობის ცნებას მრავალი მნიშვნელობით ხმარობენ. ფსიქოლოგიაში პოპულარულია განწყობის შემდეგი ფორმები: აქტუალური, ფიქსირებული, ელემენტარული და სოციალური.
აქტუალური განწყობა განწყობის ისეთი ფორმაა, რომელიც მისი ზეგავლენით განხორციელებული მოქმედების დამთავრებისთანავე ქრება. მის ადგილს იკავებს სხვა განწყობა.
ფიქსირებული განწყობა იქმნება მოთხოვნილების საფუძველზე, ერთი და იმავე სიტუაციის მრავალჯერადი განმეორების შედეგად. მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ასეთი განწყობა არ ქრება. იგი «პოტენციური მდგომარეობით» შემოინახება და აგრძელებს მოქმედებას, თუ განმეორდება მოთხოვნილებისა და სიტუაციის თანხვედრა. ელემენტარული განწყობა ინდივიდში სასიცოცხლო მოთხოვნილებათა საფუძველზე, გაუცნობიერებულად ყალიბდება და მარტივ სიტუაციებში რეალიზდება.
სოციალურ ფსიქოლოგიაში განწყობა მოქმედებს სამი მიმართულებით: პირველი – იგი განაპირობებს ინდივიდის, როგორც ჯგუფის წარმომადგენლის, დამოკიდებულებას ზოგიერთი სოციალური ობიექტისადმი;
მეორე – მონაწილეობს სოციალური ქცევების თვითრეგულაციასა და შეთანხმებაში; მესამე – მონაწილეობს სოციალიზაციის პროცესში და შეხედულებების ცვლილებაში (მაგალითად, პროპაგანდის გავლენა).  ზოგჯერ ახდენენ განწყობათა კლასტერიზაციას მსგავსებათა მიხედვით: ორ და ზოგჯერ მეტ განწყობას ერთ ჯგუფად წარმოადგენენ, რასაც განწყობათა კრებადობას უწოდებენ.
დ. უზნაძის თეორიის მიხედვით, ვერც ერთი ცნობიერი ფსიქიკური მოვლენა ქმედებით ვერ გამოვლინდება განწყობის გარეშე. იმისათვის, რომ ცნობიერებამ დაიწყოს გარკვეული მიმართულებით მუშაობა, აუცილებელია სახეზე იყოს აქტუალური წინასწარგანწყობა, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს ქცევის მიზანსწრაფულობასა და მოწესრიგებულობას. დ. უზნაძისა და მისი თანამშრომლების თვალსაზრისით, განწყობა შეიძლება დახასიათდეს ოთხი ასპექტით:
პირველი – განწყობა არის მზაობა გარკვეული მოქმედების შესასრულებლად, იგი ყოველთვის წინ უსწრებს ქცევას. მასში პოტენციურად ჩადებულია მომავალი ქცევის ხასიათი;
მეორე – განწყობა მთლიანი ორგანიზმის და არა მისი რომელიმე ნაწილის მდგომარეობაა;
მესამე – განწყობა ქვეცნობიერია;
მეოთხე – განწყობის საფუძველზე ყალიბდება მიზანსწრაფული შეგუებითი ქცევა. იგი არ წარმოადგენს ფსიქიკური პროცესის ინერციას ან მდგრადობას, რომელსაც პიროვნება მიჰყავს მცდარი მოქმედების ან სხვადასხვა ილუზიისაკენ. ცხოველებს გააჩნიათ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, რომლებსაც იკმაყოფილებენ საარსებო გარემოდან. მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მათ უხდებათ მრავალი ქცევითი აქტის განხორციელება: პარტნიორის მოპოვება გამრავლებისათვის, ზრუნვა შთამომავლობაზე, საკვებმოპოვებითი ქცევები, მიგრაცია და სხვა მრავალი. დ. უზნაძის მიხედვით, ცხოველთა ქცევა ამა თუ იმ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ადამიანთა ქცევის მსგავსად, წარიმართება განწყობით.
გარემოს მრავალფეროვან ფაქტორთა ზემოქმედებასა და ცხოველთა საპასუხო რეაქციებს შორის არ არის პირდაპირი კავშირი. მათ შორის დგას განწყობა. თავის ტვინში მიმდინარე აფერენტულ და ეფერენტულ ნერვულ იმპულსთა დინამიკა, რომელიც არეგულირებს ნებისმიერ ქცევას, დამოკიდებულია განწყობის ხასიათზე. სურ. 4.2- ზე წარმოდგენილია განწყობის სისტემის მოქმედების ჰიპოთეტური ნეირობიოლოგიური სქემა.
განწყობის ბუნება ფსიქიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მჟღავნდება. განწყობა შეიძლება იყოს მოტორული, პერცეფციული და გონივრული ხასიათისა. განწყობის ფუნქცია, ეფექტი და არსი მისი გავლენით წარმართული ქმედების რეგულირების შესწავლისას ვლინდება. განწყობის ფუნქციებია: 1) განწყობა წარმართავს მდგრად, თანმიმდევრულ, მიზანმიმართულ მოქმედებას მუდმივად ცვლად სიტუაციებში; 2) განწყობა შესაძლებლობას აძლევს ინდივიდს მიიღოს გადაწყვეტილება და თავისუფლად აკონტროლოს მოქმედების  სურ.4.2. განწყობის მოქმედების ჰიპოთეტური ნეირობიოლოგიური სქემა (ხატისმიერი მეხსიერება ი. ბერიტაშვილის მიხედვით, Drive და Antidriveი. კონორსკის მიხედვით). (კ<0), (კ>0) უკუკავშირის მოქმედების კოეფიციენტებია მსვლელობა სტანდარტულ, უკვე ნაცნობ სიტუაციაში. იგი არის მოქმედების რეგულირების სტაბილურობის განმსაზღვრელი; 3) განწყობამ შეიძლება განსაზღვროს ინერტულობა და ხელი შეუშალოს ახალ სიტუაციასთან შეგუებას.
ზოგჯერ განწყობამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. «მცდარი განწყობა» გავლენას ახდენს ქმედებაზე, იწვევს მცდარ აღქმებს, მცდარად შეიძლება შეფასდეს ესა თუ ის მოვლენა. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიქოთერაპიაში. განწყობის არაადეკვატურმა ჩამოყალიბებამ შეიძლება გამოიწვიოს გონებრივი აშლილობა.
იმისდა მიხედვით, თუ როგორი ფაქტორის მოქმედებისაკენ არის მიმართული განწყობა, გამოყოფენ ქცევის რეგულირების სამ იერარქიულ დონეს. ესენია: აზრისმიერი, მიზნობრივი და მოქმედებითი. განწყობის ამ ფორმებს კი განაპირობებს მოტივი, მიზანი და მოქმედების პირობა. აზრისმიერი განწყობა ობიექტებისადმი სუბიექტის დამოკიდებულებით მჟღავნდება და საწყისს იღებს სოციალური განწყობიდან. აზრისმიერი განწყობა მოიცავს: 1) ინფორმაციულ კომპონენტს – შეხედულებას სამყაროსა და იმ ხატზე, რისკენაც მიისწრაფის ადამიანი; 2) ემოციური შეფასების კომპონენტს – სიმპათიას ან ანტიპათიას მნიშვნელოვანი ობიექტებისადმი; 3) ქცევით კომპონენტს ობიექტის მიმართ.
აზრისმიერი განწყობის ფუნქციებია:1) ინსტრუმენტული, რომლის მეშვეობითაც ინდივიდი იღებს არსებულ კონკრეტულ სოციალურ გარემოში ჩამოყალიბებულ ნორმებსა და ღირებულებებს; 2) თვითდაცვითი, რომელიც ეხმარება პიროვნებას შეინარჩუნოს წონასწორობა დაძაბულ სიტუაციებში; 3) ღირებულ-ექსპრესიული, რომელიც ხელს უწყობს პიროვნებას თვითდამკვიდრებაში; 4) შემეცნებითი, რომელიც მჟღავნდება პიროვნების მისწრაფებაში, სრულყოს ყოფითი ფასეულობების ცოდნა და ნორმები.
მიზნობრივი განწყობა ყალიბდება მიზნიდან და აპირობებს ქმედების მდგრად მიმდინარეობას. ქმედების შეწყვეტისას ის ვლინდება, როგორც შეწყვეტილი მოქმედების დასრულების ტენდენცია. მიზნობრივი განწყობა მოქმედებს ზეიგარნიკის ეფექტის მსგავსად, რომლის არსი ასეთია: მოტივაციური დაძაბულობის გამო დაუმთავრებელი ამოცანის დახსომება ხდება უკეთ, ვიდრე დამთავრებულის. დადგენილია, რომ ადამიანი ორჯერ მეტი ხანგრძლივობით იმახსოვრებს შეწყვეტილ ამოცანას, ვიდრე დამთავრებულს. მიუხედავად დიდი ექსპერიმენტული მასალისა, ეფექტი აუხსნელი რჩება.
მოქმედებითი განწყობა მჟღავნდება ისეთი ტიპის ამოცანების გადაწყვეტისას, როდესაც სუბიექტს უხდება მომავალი სიტუაციის შეფასება – მისი ალბათური პროგნოზირება, გამომდინარე წინა, მსგავსი სიტუაციებიდან. იგი დამახასიათებელია სტერეოტიპული აზროვნებისათვის. განწყობა შეიძლება იყოს როგორც გაცნობიერებული, ასევე გაუცნობიერებელი (ქვეცნობიერი). ამჟამად დიდი ყურადღება ექცევა ქვეცნობიერ განწყობას და ინტენსიურად მიმდინარეობს მისი კვლევა. ზოგიერთ სოციალურ-ფსიქოლოგიურ შრომაში ნაჩვენებია, რომ აფექტი და ცოდნა დამოუკიდებელი, მაგრამ ურთიერთმოქმედი ცვლადებია განწყობის ფენომენში. კილტმა ერთმანეთს შეადარა კოგნიტური განწყობისა და დამოუკიდებლად მიღებული აფექტური მაჩვენებლების გაზომვის შედეგები. ამ მაჩვენებლებს შორის დაბალი კორელაციის გამოვლენის გამო მან გააკეთა შემდეგი დასკვნა: აფექტი და ცოდნა განწყობაში დამოუკიდებელი ცვლადებია, ესე იგი, ერთმანეთზე არ მოქმედებენ. გაუცნობიერებელი განწყობა ექსპერიმენტულად ვლინდება ასიმილირებული და კონტრასტული ილუზიების სახით. ცდისპირს ორივე ხელში აჭერინებდნენ, სხვადასხვა მოცულობის მრგვალ ბურთებს. აფიქსირებინებდნენ რომელ ხელში ეჭირა დიდი მოცულობის ბურთი. ამგვარ პროცედურას იმეორებდნენ ათჯერ და ზოგჯერ უფრო მეტჯერაც. შემდეგ მოულოდნელად აძლევდნენ ორივე ხელში ერთნაირი მოცულობის ბურთებს. მას უნდა დაეფიქსირებინა ბურთების მოცულობა. საკონტროლო სინჯში ცდის პირი ცდებოდა და პასუხობდა ისევე, როგორც წინა სინჯებში, როდესაც მართლა სხვადასხვა მოცულობის ბურთები ეჭირა. თუ მარჯვენა ხელში ეჭირა დიდი მოცულობის ბურთი, ერთნაირი მოცულობის შემთხვევაში ამბობდა, რომ მარჯვენა ხელში უჭირავს დიდი ბურთი. ასეთ აღქმას ეწოდება ასიმილირებული. იმ შემთხვევაში, როცა ცდისპირი ამბობდა საწინააღმდეგოს, ასეთ აღქმას ეწოდება კონტრასტული ილუზია. აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ქვეცნობიერის შემდეგ მოქმედებს გენეტიკურად და ფუნქციურად განსაზღვრული ფსიქიკის განსაკუთრებული ფორმა, რომელსაც აღქმა გადააქვს ცნობიერ პროცესში. ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის არსებობს ფსიქიკის რაღაც შუალედური ფორმა, რომელსაც ცნობიერებამდელი განწყობა ეწოდება.
დ. უზნაძე თვლის, რომ ქვეცნობიერი ფსიქიკური პროცესი არ განსხვავდება ცნობიერისაგან. ქვეცნობიერ ფსიქიკურ პროცესს არ გააჩნია არც ერთი სპეციფიკური თვისება, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა მისი გამოყოფა ცნობიერისაგან. ამიტომ, მისი შეხედულებით, ქვეცნობიერი პროცესი, რომელიც რეალურად არსებობს და ინტენსიურად შეისწავლება, განსაკუთრებით ფსიქოანალიტიკოსების მიერ, არის განწყობა. განწყობა არ წარმოადგენს სუბიექტის ცნობიერებისაგან გამოყოფილ აქტს. იგი განხილული უნდა იყოს როგორც სუბიექტის მთლიანობის გარკვეული შემადგენელი მოდუსი. ის, რაც რეალურად ქვეცნობიერად მიმდინარეობს ჩვენს ფსიქიკაში, არის განწყობა. როგორც წესი, განწყობის გავლენა სუბიექტზე თავიდან დიფუზური ხასიათით ვლინდება. მოგვიანებით იგი დიფერენცირებული და ფიქსირებული ხდება.
ქვეცნობიერი პროცესის ფუნქციონირების გარკვევისათვის საინტერესო გამოკვლევები ჩატარდა სანფრანცისკოს მაუნტსიონის საავადმყოფოს ფსიქოთერაპევტთა ჯგუფის მიერ ჯოზეფ ვეისის ხელმძღვანელობით ფსიქოლოგებთან ერთად. გავრცელებულია შეხედულება, რომ ადამიანს არ შეუძლია ქვეცნობიერად გადაწყვიტოს ისეთი ინტელექტუალური ამოცანები, როგორებიცაა მოქმედების გეგმის შედგენა და რისკის შეფასება. ამ ჯგუფმა მკურნალობის ფსიქო-თერაპიული მეთოდების გამოყენებით დაადგინა საინტერესო ფაქტები. თურმე ადამიანს გააჩნია უნარი ქვეცნობიერად იაზროვნოს, განჭვრიტოს მომავალი შედეგი, მიიღოს გადაწყვეტილება, შეადგინოს და მოახდინოს მოქმედების გეგმების რეალიზება. უფრო მეტიც – ქვეცნობიერი აზროვნების ამ უნარის გამოყენებამ ხელი  შეუწყო ავადმყოფთა განკურნებას. შეიცვალა მათი განწყობა, ემოციური მდგომარეობა და ქცევები. დადგინდა, რომ ფსიქოთერაპიული მკურნალობა ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები დარწმუნებული არიან თავიანთ უსაფრთხოებაში. ამ დროს ისინი გულახდილად საუბრობენ საკუთარ პათოლოგიურ განწყობებზე, ქვეცნობიერ აზრებსა და გრძნობებზე. ზუსტი რაოდენობრივი შეფასების შედეგად დადგინდა ის, რასაც ადრე არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. ადამიანს ჰქონია უნარი, ქვეცნობიერად გადაწყვიტოს ინტელექტუალური ამოცანები.