Thursday, November 20, 2014

,,ადამიანები ისე, რომ არავითარი სურვილი არ აქვთ,თავს აიძულებენ იარონ სტუმრად, იმუსაიფონ, დაწესებულ დროს სამუშაოზე გამოიცხადდნენ და ყოველივეს ძალისძალად, ანგარიშმუიცემლად, უხალისოდ სჩადიან. არადა, ამას მანქანაც მშვენივრად გაართმევს თავს. თუმცა ისიც დასაშვებია, რომ თითი არავინ გაანძრიოს! მთელი ეს უთავბოლო ორომტრიალი ხელს უშლის ადამიანებს, ჩემსავით კრიტიკული თვალით შეხედონ საკუთარ ცხოვრებას, იგრძნონ მისი უაზრობა და წვრილმანობა ..”
დოსტოევსკი
ინანე მერე, ასი წლის შემდეგ, თუ არ იქნება უკვე გვიანი, რომ შენ უყვარდი და პატივს გცემდა ნაცნობი შენი ი. ჩარკვიანი...

Wednesday, November 19, 2014


«ერთი მოხუცი თავისი სახლში წინ რაღაცას ეძებდა. გამვლელებმა ჰკითხეს:
– რა დაგკარგვია ძიაკაცო?
– ერთადერთი მონეტა დამივარდა და ვერ ვპოულობ, – უპასუხა მოხუცმა.
გამვლელებმაც დაიწყეს მონეტის ძებნა. მათ თანდათანობით სხვებიც შეუერთდნენ, მთლიანად გადაქექეს სახლის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.
– მოხუცო, დარწმუნებული ხარ, რომ აქ დაგივარდა? – ჰკითხეს მას ბოლოს.
– არა, მონეტა შიგნით, სახლში დამივარდა.
– შენ რა, გაგიჟდი? მონეტა სახლში დაგივარდა და გარეთ გვაძებნინე? – აღშფოთდნენ გამვლელები.
– კი მაგრამ სინათლე ხომ აქ არის, სახლში კი ბნელა…
აღშფოთება მხიარულებამ შეცვალა, რომელიც შემდეგ თანაგრძნობაში გადაიზარდა და ბოლოს ერთმა დაყვავებით უთხრა მოხუცს:
– იმისთვის, რომ დაკარგული გეპოვა, შენ კი არ უნდა გამოსულიყავი სინათლეზე, სინათლე უნდა შეგეტანა შიგნით. როგორ იპოვი გარეთ იმას რაც შიგნით დაკარგე?
– თუ ამდენი იცით თქვე დალოცვილებო, რატომ არ იყენებთ ამ ცოდნას თქვენს პირად ცხოვრებაში? რატომ არ იხედებით ხოლმე საკუთარ თავში და რატომ ხართ გადაყოლილი ყოველდღიურ გარეგან წვრილმანებს? რატომ ეძებთ ბედნიერებას გარე სამყაროში? თქვენ რა, ის იქ დაკარგეთ? «

Monday, November 17, 2014


არავინაა შენს მიმართ ვალდებული – ჰარი ბრაუნის წერილი შვილს
1966 წლის, 25 დეკემბერი
ძვირფასო შვილო,
შობა ღამეა და ჩვეული პრობლემის წინაშე ვდგავარ – ვერ გადამიწყვეტია რა გაჩუქო. ალბათ მოგეწონებოდა წიგნები, სათამაშოები, ტანსაცმელი, თუმცა დღეს ძალზედ ეგოისტი ვარ და მსურს ისეთი საჩუქარი გაგიკეთო, რომელიც რამოდენიმე თვესა და წელიწადზე მეტხანს შეგრჩება. მსურს ამ საჩუქარმა, ყოველ შობა ღამეს, ჩემი თავი გაგახსენოს.
მხოლოდ ერთი რამის ჩუქება რომ შემძლებოდა, ალბათ იქნებოდა ის მარტივი სიმართლე, რომლის სასწავლად ბევრი წელი დამჭირდა. მჯერა, თუ ახლა ამას გაიგებ, ბევრ უაზრო ტკივილსა და პრობლემას აიცილებ თავიდან.
არავინაა შენს მიმართ ვალდებული .
ალბათ მკითხავ, რატომ შეიძლება ასეთი უბრალო განცხადება მნიშვნელოვანი იყოსო? შესაძლოა, ასე არ ჩანს, მაგრამ მისი სწორად გაანალიზება ბევრ რამეს გასწავლის ცხოვრებაში.
არავინაა შენს მიმართ ვალდებული .
ეს ნიშნავს, რომ არავინ ცხოვრობს შენთვის, ჩემო პატარა. არავინ არ წარმოადგენს შენს პიროვნებას. ყველა ადამიანი საკუთარი თავისთვის ცხოვრობს და მხოლოდ საკუთარ ბედნიერებას შეიგრძნობს სრულად.
როცა მიხვდები რომ არავის ეკუთვნის შენი ბედნიერება ან სხვა რამე, მაშინ აღარავის დაუთმობ მათ.
ეს ნიშნავს, რომ არავის არ აქვს ვალდებულება უყვარდე. თუ ვინმეს უყვარხარ, მხოლოდ იმიტომ რომ შენში რაიმე განსაკუთრებული და უნიკალურია და ეს მას სიამოვნებას ანიჭებს. ეცადე იპოვნო საკუთარ თავში ეს უნიკალურობა და განივითარო – დარწმუნებული იყავი, რომ უფრო მეტად შეგიყვარებენ.
როდესაც ადამიანები რაიმეს აკეთებენ შენთვის, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მათ სურთ, რადგან შენც აძლევ მათ რაიმე ღირებულს, რის გამოც სურვილი უჩნდებათ რომ გასიამოვნონ.
არავინაა ვალდლებული მოსწონდე. თუ მეგობრებს შენთან ყოფნა უნდათ, ეს შემთხვევითობა არაა. ისწავლე როგორ გააბედნიერო ადამიანები და ისინი ეცდებიან გვერდიდან არ მოგშორდნენ.
არავინაა ვალდებული პატივი გცეს. ბევრი ადამიანი შეიძლება ბოროტადაც მოგექცეს, მაგრამ როცა მიხვდები რომ არავის არ აქვს ვალდებულება კეთილად მოგექცეს და დაუშვებ იმ ფაქტსაც, რომ შეიძლება ადამიანები ბოროტად მოგექცნენ, შეძლებ თავიდან აირიდო ადამიანები, რომლებიც ზიანს მოგაყენებენ.
არავინაა ვალდებული შენს მიმართ და არც შენ ხარ ვალდებული ვინმეს მიმართ.
მხოლოდ შენ გაქვს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. მხოლოდ შენ ხარ ვალდებული რომ გახდე საუკეთესო ადამიანი, რომელიც შეგეძლო ყოფილიყავი. რადგან თუ ამას შეძლებ, სხვებიც მოისურვებენ იყვნენ შენთაც ერთად, მოგცემენ იმას რაც გჭირდება, იმის სანაცვლოდ რასაც მათთვის გაიღებ.
შეიძლება ზოგმა ადამიანმა არ მოისურვოს შენს გვერდით ყოფნა, გარკვეულ მიზეზთა გამო, მაგრამ როცა ასე მოხდება, ეძებე ურთიერთობები რომელიც თავად გსურს. ნუ აქცევ სხვის პრობლემას საკუთარ პრობლემად.
როდესაც ისწავლი, რომ თავად უნდა მოიპოვო ადამიანთა სიყვარული და პატივისცემა, აღარასოდეს დაელოდები შეუძლებელს და შესაბამისად, იმედიც აღარ გაგიცრუვდება.
სხვა ადამიანები არ არიან ვალდებული საკუთარი საკუთრება გაგიზიარონ, არც თავიანთი გრძნობები და ფიქრები და თუ ასე აკეთებენ, გახსოვდეს რომ შენ მოიპოვე მათი ნდობა, შენ დაიმსახურე მათი სიყვარული და პატისცემა. მხოლოდ ამას ჯილდოდ ნუ ჩათვლი, რადგანაც შეიძლება დაკარგო. ისინი შენ გეკუთვნის, რადგან თავად მოიპოვე და დაიმსახურე.
დიდი ტვირთი მომეხსნა მხრებიდან როდესაც გავაანალიზე, რომ არავინაა ვალდებული ჩემს მიმართ. არავინაა ვალდებული ჩემს მიმართ პატივისცემით, სიყვარულით, მეგობრობით, ქცევითა და თავაზიანობით. როგორც კი ამას მივხვდი, ჩემი ურთიერთობები დალაგდა, ვცდილობდი ყოველთვის ისეთ ადამიანებთან დამეჭირა ურთიერთობა, რომელთაც ის სურდათ რაც მე.
ამის გაანალიზება დამეხმარა მეგობრობაში, ბიზნესში, სიყვარულსა და უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში. ეს მარტივი ჭეშმარიტება ხშირად მახსენებს, რომ შემიძლია მივიღო ის, რაც მსურს თუ სხვა ადამიანის სამყაროში შევაღწევ. აუცილებლად უნდა მიხვდე რას ფიქრობს, რა უნდა და რისი სჯერა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ გაანალიზო თავად რა გსურს მისგან. მხოლოდ ასე შეძლებ შეინარჩუნო ურთიერთობები მასთან ვისთანაც ბევრი საერთო გაქვს.
ადვილი არაა ამ უბრალო სიტყვებით შეაჯერო ის, რაც წლების განმავლობაში მისწავლია, მაგრამ თუ ყოველ შობა ღამეს ამ წერილს ხელმეორედ გადაიკითხავ, დარწმუნებული ვარ ყოველწლიურად უფრო და უფრო ნათელი გახდება შენთვის.
ვიმედოვნებ ასე იქნება, რადგან ყველაზე მეტად მსურს გაიაზრო მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც თავისუფლებას გაჩუქებს:
არავინაა შენს მიმართ ვალდებული..
სიყვარულით,
მამა
ჰარი ბრაუნი გახლდათ მწერალი, ინვესტორი, ამერიკის ლიბერტარიანული პარტიის წევრი, პარტიის მხრიდან წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი 1996 წლის არჩევნებში, აშშ-ს თავისუფლების ფონდის დირექტორი.

Sunday, November 16, 2014

პარიკმახერთან ვიზიტი დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე
კვლევების შედეგების თანახმად პარიკმახერების 80% განაცხადა,რომ კლიენტები მათ უზიარებენ თავის პრობლემებს ვიზიტის დროს.
საპარიკმახოს სტუმრობა ბევრისთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური თერაპიაა და სტილისტების უმრავლესობა მართლა ანვითარებს ნდობიან,ხანგრძლივ ურთიერთობებს თავის კლიენტებთან,აღნიშნეს ფსიქოლოგებმა.
ოსტატების უმარვლესობა თავაზოვენ თანაგრძნობას და მხარდაჭერას ან ცდილობენ კლიენტის გამხიარულებას,შეიძლება ამიტომ ბევრისთვის საპარიკმახერო ფსიქოლოგის კაბინეტს ცვლის,თვლიან ექსპერტები.
თქვენ უზიარებთ თქვენ პარიკმახერს განცდებს და პრობლემებს? 



გარდაუვალის მიღება...

რამდენად ხშირადაა თანამედროვე ადამიანი შეფიქრიანებული საკითხებითა და მიზნებით,რომელსაც მას სოციუმი ახვევს თავს?
რამდენად ხშირადაა ადამიანი შეფიქრიანებული საკითხებითა და პრობლემებით,რომლებიც ოჯახსა თუ სახლში წარმოექმნება?
იქნება ადამიანმა თვითონ განსაზღვრა თავისთვის მიზანი ან ოცნება,რომლის რეალიზებულად ნახვა სურს და აი,ხდება ისე,რომ ამ ოცნების მიღწევა საერთოდ ვერ ხერხდება...
ვიღაცამ შეიძლება თქვას:"ხშირად...ძალიან ხშირად..."
დიახ,სამწუხარდ, როგორიც არ უნდა იყოს ამოცანები და პრობლემები,ასევე საკუთარი თუ თავსმოხვეული,ადამიანს გამუდმებით უწევს მათი თავის გონებაში გაჩერება და ცხოვრების აგება ისე,რომ რამენაირად გადაწყვიტოს ეს პრობლემები ან ამოცანები და როგორმე მიუახლოვდეს თავისი ოცნებების ობიექტს.პრობლემა ხშირად იმაში მდგომარეობს,რომ ზოგიერთი ამოცანა და პრობლემა ვერ გადაწყდება მისაღები ხერხით,ოცნების ზოგიერთი ობიექტი კი შეიძლება ასევე დარჩეს უბრალოდ ილუზიად,რომელიც მიუღწეველია ამ სამყაროში.კიდევ კარგია,თუ ადამიანს შეუძლია თვითანალიზი და ასეთი სურვილების გამოვლენა,ასევე სურვილების მიღწევადობის და პრობლემების გადაწყვეტის შანსების დონის სწორედ შეფასება.მაგრამ რა გავაკეთოთ,თუ ადამიანს არ შეუძლია გარდაუვალთან შეგუება? როგორ გააგრძელოს ადამიანმა ცხოვრება,თუ ჰგონია,რომ შეუძლებელია ბედნიერების მიღწევა ამ თავისი სურვილების ან რაღაც გარკვეული ამოცანების და პრობლემების გადაწყვეტის გარეშე.
ამ რესურსზე უკვე არაერთხელ წამოჭრილა საკითხები,რომლებიც დაკავშირებულია ზოგიერთი ინდივიდის არ-სურვილთან - მიიღოს სინამდვილე ისეთი,როგორიც არის და ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილ მენტალურ და ფიზიკურ პრობლემებზე.
გარდუვალობა არის ის,რასაც ჩვენ უბრალოდ არ გვინდა მივიღოთ,როგორც რაღაც რეალური.იქნება ეს პრობლემა ოჯახში მუეღლესთან ან შვილებთან,თუ რაიმე განხეთქილება სამსახურში.ნებისმიერ ამ სიტუაციაში ადამიანი აკეთებს ყველაფერს იმის გარდა,რომ მიიღოს სიტუაცია ისე,როგორც არის.მიღება კი ადამიანს ცხოვრებაში წინსვლის ძალებს აძლევს.ადამიანი,რომელიც იღებს გარდაუვალს - უცებ იძენს საღად აზროვნების უნარს.ემოციები მეორე პლანზე გადადიან და სუფთა ცივი გონება მჟღავნდება.
ასე რომ,გარდაუვლის მიღება ცხოვრებაზე ნამდვილად მენტალური და ემოციური ზრდასრული შეხედულების კარგ ინსტრუმენტს წარმოადგენს და კოლოსალურ ძალებს იძლება იმისთვის,რომ გავაგრძელოთ ცხოვრება.

იგავი "ინი და იანი"


ისინი იყვნენ ორნი - ინი და იანი.მათ სადღაც იპოვნეს ერთმანეთი და ეხლა ერთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ,სადღაც სასაცილო,სადღაც მარილიანი,მოკლედ ორი ჩვეულებრივი ბედნიერი ადამიანის ყველაზე ჩვეულებრივი ცხოვრებით.
ბედნიერები იყვნენ,რადგან იყვნენ ორნი,ეს კი გაცილებით უკეთესია,ვიდრე იყო მარტო.
იანი ინს ხელებზე ატარებდა,ღამ-ღამობით ცაზე ვარსკვლავებს ანთებდა,აშენებდა სახლს,რათა ინს საცხოვრებელი ჰქონოდა და ყველა ამბობდა:"რა თქმა უნდა,მოდი და არ გიყვარდეს,ის ხომ იდეალია! ესეთთან ადვილია იყო ბედნიერი!". ისინი კი უსმენდნენ ყველას და იღიმებოდნენ და არავის არ ეუბნებოდნენ,რომ იდეალად იანი ინმა გახადა:იანს არ შეეძლო ყოფილიყო სხვანაირი,ის ხომ ინის გვერდით იყო.ეს იყო მათი პატარა საიდუმლო.
ინი ელოდებოდა იანს,ხვდებოდა და აცილებდა,ათბობდა მათ სახლს,რათა იანს იქ თბილად და მყუდროდ ეგრძნო თავი და ყველა ამბობდა:"რა თქმა უნდა,როგორ არ ატარო ხელებზე,ის ხომ შექმნილია ოჯახისთვის.არ არის გასაკვირი,რომ იანი ესეთი ბედნიერია!".ისინი კი მხოლოდ იცინოდნენ და არ ეუბნებოდნენ არავის,რომ იანი შექმნილია ოჯახისთვის მხოლოდ იანთან და მხოლოღ იანს შეეძლო ყოფილიყო კარგად ინის სახლში.ეს იყო მათი პატარა საიდუმლო.
იანი მიდიოდა,ბორძიკობდა,ეცემოდა,ინხიბლებოდა და იღლებოდა და ყველა ამბობდა:"რაში სჭირდება იანი ინს,ესეთი გატანჯული და ნაცემი,ირგვლივ ხომ ამდენი ძლიერი და თავდაჯერებულია",მაგრამ არავინ იცოდა,რომ იანზე ძლიერი არავინ იყო ქვეყანაზე,ისინი ხომ ერთად იყვნენ,ეს კი ნიშნავდა,რომ ყველაზე ძლიერები იყვნენ.ეს ინის საიდუმლო იყო.
და ინი უხვევდა იანს ჭრილობებს,არ ეძინა ღამით,ნაღვლიანი იყო და ტიროდა და ყველა ამბობდა:"რა იპოვა იანმა ინში,მას ხომ ნაოჭები და სილურჯეები აქვს თვალების ქვეშ.რატომ არ ირჩევს ახლგაზრდასა და ლამაზს?",მაგრად არავინ არ იცოდა,რომ ინი მთელ სამყაროში ყველაზე ლამაზი იყო.შეიძლება ვინმე შეედაროს სილამაზით მას,ვინც გიყვარს? მაგრამ ეს იანის პატარა საიდუმლო იყო.
ისინი ცხოვრობდნენ,უყვარდათ და იყვნენ ბედნიერი და ყველას უკვირდა:"როგორ შეიძლება არ მოგბეზრდეს ერთმანეთი ამხელა ვადაში?ნუთუ არ უნდათ რაიმე ახალი?".მათ კი ესე არაფერი არც თქვეს.უბრალოდ ისინი იყვნენ მხოლოდ ორნი ,ყველა კი ბევრი,მაგრამ ყველა თითო იყო,სხვაგვარად არც იკითხავდნენ.ეს იყო მათი საიდუმლო.ეს იყო ის,რასაც ვერ ახსნი და არცაა საჭირო....
"ერთად ცხოვრების 12 წლის შემდეგ ჩემმა
ცოლმა მოისურვა, რომ ერთ დღეს ვახშმად და
კინოშჲ "სხვა" ქალი დამეპატიჟებინა.
მან შემახსენა , რომ მის გარდა ჩემ სხოვრებაში
არსებობდა კიდევ ერთი ქალი, რომლისთვისაც
ასევე ძვირფასი ვარ და ჩემთან ერთად დროის
გატარება დიდი სიამოვნება იქნებოდა
მისთვის.. ის ქალი, ვისზეც ჩემი ცოლი
საუბრობდა იყო 19 წლის დაქვრივებული
დედაჩემი..
სამუშაო და სამი შვილი ჩემგან მთელ ძალებსა
და ენერგიას მოითხოვდა,ამიტომ იშვიათად
ვნახულობდი დედას. იმ საღამოს კი დავურეკე..
დავპატიჟე ვახშმად და კინოში .
დედაჩემი - ისეთი ქალია, ვინც თავიდანვე ცუდი
ამბების მოლოდინშია, თუ კი ტელეფონი გვიან
რეკავს, ამიტომ შეშფოთებულმა მკითხა:
- რა მოხდა? კარგად ხარ?
- ვიფიქრე, გესიამოვნებოდა ჩემთან ერთად
დროის გატარება - ვუპასუხე მე.
იგი წამით დაფიქრდა და მითხრა: “მე ეს ძალიან
მინდა“.
პარასკევს სამუშაოს შემდეგ შევუარე, ცოტა
ვნერვიულობდი.
როდესაც მანქანა გავაჩერე შევამჩნიე თითქოს
ისიც ღელავდა.. კარებთან იდგა და მხრებზე
თხელი ქურთიკუ გადაეკიდა. თმები დახვეული
ქონდა და ეცვა კაბა, რომელიც მან თავისი
ქორწილის ბოლო წლისთავზე იყიდა.
- იცი მე ჩემს მეგობრებს ვუთხარი, , რომ შენ
დღეს ჩემთან ერთად გაატარებდი საღამოს
რესტორანში და მათ ეს ძალიან გაუკვირდათ -მითხრა დედამ, როცა მანქანაში ჯდებოდა.
ჩვენ მართალია მდიდრულში არა, მაგრამ
ძალიან ლამაზ და მყუდრო რესტორანში
მივედით. დედაჩემმა ხელი გამომდო და ისე
მოდიოდა, თითქოს პირველი ლედი იყო.
როდესაც მაგიდას მივუჯექით, მომიწია მისთვის
მენიუ წამეკითხა, რადგან დედაჩემს მხოლოდ
დიდი ასოების გარჩევა შეეძლო. ნახევრამდე
წავიკითხე და თავი წამოვწიე..დავინახე, რომ
დედა იჯდა და ჩემზე მომზირალს
ნოსტალგიური ღიმილი უთამაშემდა ტუჩებზე.
- ადრე, როცა შენ პატარა იყავი, მთელ მენიუს
მე ვკითხულობდი, - მითხრა მან.
- ესეიგი დრო მოვიდა, მეც გადაგიხადო
სამაგიერო - ვუპასუხე მე.
ვახშმობისას სასიამოვნო საუბარი
გამოგვივიდა. თითქოს არაფერი
განსაკუთრებული, მაგრამ ჩვენ უბრალოდ
ერთანეთს ვუზიარებდით ბოლოს მომხდარ
სიახლეებს..ისე გავერთეთ კინოში
დაგვაგვიანდა.
როდესაც სახლში მივიყვანე, მითხრა: “ კიდევ
ერთხელ წამოვალ შენთან ერთად რესტორანში,
თუმცა ამჯერად მე დაგპატიჟებ “..
მე დავთანხმდი.
რამოდენიმე დღის შემდეგ დედაჩემი
ინფაქტით გარდაიცვალა.ყველაფერი ისე უცებ
მოხდა, რომ ვერშევძელი მისთვის რამე
გამეკეთებინა.
გარდაცვალებიდან კიდევ რამოდენიმე დღის
შემდეგ მომივიდა წერილი ქვითარით იმ
რესტორანიდან, რომელშიც მე და დედაჩემმა
ვივახშმეთ. წერილში ეწერა:
“ შვილო სიმართლე გითხრა, დარწმუნებული არ
ვარ, რომ შევძლებ შენთან ერთად ვივახშმო,.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ორი ადამიანისთვის
წინასწარ გადავიხადე.. შენთვის და შენი
ცოლისთვის...
არამგონია ოდესმე შევძლო აგიხსნა, რამდენს
ნიშნავდა ის ვახშამი ჩემვის..ჩემო შვილო, მე
შენ მიყვარხარ.“
იყავით მშობლებთან
უფრო მეტხანს, ვიდრე ეს შესაძლებელია, ის
დღე, როცა ისინი აღარ იქნებიან, ძალიან მოულოდნელად მოვა."

Thursday, November 13, 2014

მე მესმის შენი ყოველი სიტყვა, შენი უთქმელად ნათქვამის აზრიც!
მახსოვს - ოდესმე თუ რამე გითქვამს და რაც არ გითქვამს, იმისი არსიც
მშობლის ათი ცნება

1. ნუ ელით რომ თქვენი ბავშვი თქვენნაირი იქნება ანდა ისეთი როგორიც თქვენ გსურთ იყოს. დაეხმარეთ მას გახდეს ის, ვინც თავად უნდა.
2. ნუ მოითხოვთ შვილებისგან გადაგიხადონ ყველაფრისთვის, რაც მათთვის გააკეთეთ. თქვენ ხომ სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ გადაიხდიან ამ ვალს? ის სხვას მისცემს სიცოცხლეს, ის სხვა კი სხვას – ეს მადლიერების უწყვეტი კანონია.
3. თქვენს ჯავრს ბავშვებზე ნუ იყრით, რადგან სიბერეში ინანებთ ამას. რასაც ვთესთ იმას ვიმკით.
4. მის პრობლემებს უყურადღებოდ ნუ მოეკიდებით. ცხოვრება ყველასთვის მძიმეა და შეიძლება მისთვის უფრო რთულიცაა, რადგან გამოცდილება არა აქვს.
5. ნუ დაამცირებთ!
6. ნუ დაივიწყებთ, რომ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა. უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ მას – არავინ იცის ვის შეხვდებით ამ ბავშვის სახით.
7. თავს ნუ იტანჯავთ იმაზე ფიქრით, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგეძლოთ მისთვის. გახსოვდეთ თუ ყველაფერს არ გაუკეთებთ, ბავშვისთვის საკმარისი არასდროს იქნება.
8. თქვენი შვილი არ არის ტირანი, რომელმაც მთელი ცხოვრება წაგართვათ და არც უბრალოდ ხორცისა და სისხლის ნაყოფია. ესაა ძვირფასი ჭურჭელი, რომელიც გერგოთ, რათა მასში შემოქმედებითი ცეცხლი აანთოთ. იგი გზას უხსნის დედისა და მამის სიყვარულს, რომელიც უბრალოდ იმისკენ კი არ არის მიმართული რომ “შვილი” აღზარდოს, არამედ მის სულს მოუაროს და ასაზრდოოს.

9. ისწავლეთ როგორ შეიყვაროთ სხვისი შვილი. ნუ გაუკეთებთ უცხო ბავშვს იმას, რასაც თქვენ საკუთარს არ გაუკეთებდით.
10. გიყვარდეთ თქვენი შვილი, თუნდაც უნიჭო, უიღბლო ან მოზრდილი. გიხაროდეთ მასთან საუბარი, რადგან შვილი ეს დღესასწაულია, რომელიც ჯერ ისევ თქვენთანაა.
გახსოვდეთ, რომ:
+ არ შეიძლება საზოგადოებაში ცხოვრება და საზოგადოებისაგან თავისუფლად ყოფნა
+ აზრი, რომელიც თქვენი აზრისგან განსხვავდება, შეიძლება სწორი იყოს
+ არავინ არ არის ვალდებული მოიქცეს ისე, როგორც თქვენ გინდათ
+ ის, რაც თქვენთვის მიუღებელია, შეიძლება სხვისთვის ნორმალური იყოს
+ რჩევას, დამყარებულს სხვის გამოცდილებაზე, შეუძლია შეცდომებისაგან დაგიცვას
+ თქვენი სიდამნაშავის გრძნობას შეუძლია თქვენი ქცევის დაუშვებლობაზე მითითება
+ გარშემომყოფებსაც აქვთ უფლებ საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენების
+ არავითარი წესები არ გათავისუფლებენ თქვენი საქციელების პასუხისმგებლობისაგან.