Monday, June 24, 2013

სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი...
მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ, რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, ისევ ვართ საუკუნოდ. ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს. ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.

ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი. ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს. გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა. ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე. ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა, ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა. რად გგონივარ შენს ფიქრთა გარეთ? იმიტომ, რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ? მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ… ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის…

ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ. თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი. თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო!.. თუ ძალგიძს, იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!.. თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!..

როგორ! თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?

გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა, როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისათვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს, შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო, იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ, კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას ჰპოვებ, ოღონდ უფრო განწმენდილს.

შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!

Monday, June 10, 2013

5 წუთი მასთან და მერე მთელი დღე ფიქრი ამ 5 წუთზე :|
კარგია ფლირტი, მერე მიჩვევაც კარგია , მერე ჩახუტებაა, მალე აცივდება,აცივებაც კარგია, პლედს მოახურებ, ისიც მოგახურებს, მერე ხელებს გაითბობს შენი ჯემპრის ქვეშ... მერე შენ გაითბობ. მერე...მერე ,მერე...გაზაფხულდება ...
სანამ გაზაფხულდება და საერთოდ ურთიერთობის ყველა ეტაპზე ქალი პირველ რიგში მამაკაცში ალბათ სიმშვიდეს ეძებს , ყური ფონენდოსკპივით აქვს , გულზე მიადებს და გულის ცემას უსმენს, მერე ითვლის და ეძინება ყველაზე მშვიდად და უშფოთველად. ისე როგორც დედის მკერდზე დედის რძით კისერჩაღვრილ ჩვილს ...
კაცისთვის ალბათ არაფერია იმაზე სასიამოვნო შეგრძნება როცა შენთვის საყვარლ თუ სასურველ ქალს ესეთ მდგომარეობაში რომ ხედავ... ხედავ მის ოდნავ მოღუშულ სახეს ნელ–ნელა რომ სწორდება, ლაგდება და ნაკვთებზე ღიმილი ეფინება ... ცდილობ ხმადაბლა ისუნთქო და არც კი შეირხე , სახეზე ჩამოყრილ თმას ყურს უკან ისე გადაუწევ თითქოს პეპელამ აწია და გადადო თმა.... ან უფრო ნაზად.
ეს ალბათ ყველაზე ღრმა ძილია ყველაზე მოკლემტრაჟიან ძილს შორის , ღრმა და სასიამოვნოდ ამავსებელი მამაკაცის მკერდის ტემპერატურით. ტემპერატურა რომლიც ორმაგრდება და მისი მნიშვნელობით 1000 გრადუს ცელსიუს უდრის . მისი გარდაქმან რომ ხდებოდეს ალბათ ყველაზე მძიმე მეტალს სამუდამოდ დაადნობდა . მერე ეღვიძება და ისე გიყურებს როგორც ბავშვი საწოლის თავზე დაკიდებულ თბილი ფერებით შეფერილ სათამაშოს ... ხელებსაც ისე მოგიფათურებ სახეზე თითქოს პირველად აღგიქვა .
ძილიენბისა ქალბატონო...
ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება, მეწამული მზის წვა, მდუმარება, ფრთა მოტეხილი მერცხლის საშველად მე მარტო წავალ. გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ და ეს ზღვა გემები მორეკოს წყალმა. გემუდარებით იცინეთ, იცინეთ, როცამე წავალ

Friday, June 7, 2013

დახურეთ ზეცა!
ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ...
მოსწიეთ მთვარე,
მოსაყრელად დამიდგით მუხლის
და თქვენ ქარებო,
ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,
რომ ჩემმა გმინვამ
გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.
სულნო შეშლილნო,
ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,
რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით
იგრძნოს სამყარომ...
გადამიტანეთ -
მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ,
მიწას ცხელ მკერდზე
სიყვარულად გამოაყაროს
მე მოვალ შენთან...გაზაფხულის წვიმას მოვყვები,

მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას,

შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით

და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...

მოვალ დაღლილი...გათანგული ფიქრით და ლოცვით,

დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან.

დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის

და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...
...რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ.