Sunday, November 16, 2014

იგავი "ინი და იანი"


ისინი იყვნენ ორნი - ინი და იანი.მათ სადღაც იპოვნეს ერთმანეთი და ეხლა ერთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ,სადღაც სასაცილო,სადღაც მარილიანი,მოკლედ ორი ჩვეულებრივი ბედნიერი ადამიანის ყველაზე ჩვეულებრივი ცხოვრებით.
ბედნიერები იყვნენ,რადგან იყვნენ ორნი,ეს კი გაცილებით უკეთესია,ვიდრე იყო მარტო.
იანი ინს ხელებზე ატარებდა,ღამ-ღამობით ცაზე ვარსკვლავებს ანთებდა,აშენებდა სახლს,რათა ინს საცხოვრებელი ჰქონოდა და ყველა ამბობდა:"რა თქმა უნდა,მოდი და არ გიყვარდეს,ის ხომ იდეალია! ესეთთან ადვილია იყო ბედნიერი!". ისინი კი უსმენდნენ ყველას და იღიმებოდნენ და არავის არ ეუბნებოდნენ,რომ იდეალად იანი ინმა გახადა:იანს არ შეეძლო ყოფილიყო სხვანაირი,ის ხომ ინის გვერდით იყო.ეს იყო მათი პატარა საიდუმლო.
ინი ელოდებოდა იანს,ხვდებოდა და აცილებდა,ათბობდა მათ სახლს,რათა იანს იქ თბილად და მყუდროდ ეგრძნო თავი და ყველა ამბობდა:"რა თქმა უნდა,როგორ არ ატარო ხელებზე,ის ხომ შექმნილია ოჯახისთვის.არ არის გასაკვირი,რომ იანი ესეთი ბედნიერია!".ისინი კი მხოლოდ იცინოდნენ და არ ეუბნებოდნენ არავის,რომ იანი შექმნილია ოჯახისთვის მხოლოდ იანთან და მხოლოღ იანს შეეძლო ყოფილიყო კარგად ინის სახლში.ეს იყო მათი პატარა საიდუმლო.
იანი მიდიოდა,ბორძიკობდა,ეცემოდა,ინხიბლებოდა და იღლებოდა და ყველა ამბობდა:"რაში სჭირდება იანი ინს,ესეთი გატანჯული და ნაცემი,ირგვლივ ხომ ამდენი ძლიერი და თავდაჯერებულია",მაგრამ არავინ იცოდა,რომ იანზე ძლიერი არავინ იყო ქვეყანაზე,ისინი ხომ ერთად იყვნენ,ეს კი ნიშნავდა,რომ ყველაზე ძლიერები იყვნენ.ეს ინის საიდუმლო იყო.
და ინი უხვევდა იანს ჭრილობებს,არ ეძინა ღამით,ნაღვლიანი იყო და ტიროდა და ყველა ამბობდა:"რა იპოვა იანმა ინში,მას ხომ ნაოჭები და სილურჯეები აქვს თვალების ქვეშ.რატომ არ ირჩევს ახლგაზრდასა და ლამაზს?",მაგრად არავინ არ იცოდა,რომ ინი მთელ სამყაროში ყველაზე ლამაზი იყო.შეიძლება ვინმე შეედაროს სილამაზით მას,ვინც გიყვარს? მაგრამ ეს იანის პატარა საიდუმლო იყო.
ისინი ცხოვრობდნენ,უყვარდათ და იყვნენ ბედნიერი და ყველას უკვირდა:"როგორ შეიძლება არ მოგბეზრდეს ერთმანეთი ამხელა ვადაში?ნუთუ არ უნდათ რაიმე ახალი?".მათ კი ესე არაფერი არც თქვეს.უბრალოდ ისინი იყვნენ მხოლოდ ორნი ,ყველა კი ბევრი,მაგრამ ყველა თითო იყო,სხვაგვარად არც იკითხავდნენ.ეს იყო მათი საიდუმლო.ეს იყო ის,რასაც ვერ ახსნი და არცაა საჭირო....
"ერთად ცხოვრების 12 წლის შემდეგ ჩემმა
ცოლმა მოისურვა, რომ ერთ დღეს ვახშმად და
კინოშჲ "სხვა" ქალი დამეპატიჟებინა.
მან შემახსენა , რომ მის გარდა ჩემ სხოვრებაში
არსებობდა კიდევ ერთი ქალი, რომლისთვისაც
ასევე ძვირფასი ვარ და ჩემთან ერთად დროის
გატარება დიდი სიამოვნება იქნებოდა
მისთვის.. ის ქალი, ვისზეც ჩემი ცოლი
საუბრობდა იყო 19 წლის დაქვრივებული
დედაჩემი..
სამუშაო და სამი შვილი ჩემგან მთელ ძალებსა
და ენერგიას მოითხოვდა,ამიტომ იშვიათად
ვნახულობდი დედას. იმ საღამოს კი დავურეკე..
დავპატიჟე ვახშმად და კინოში .
დედაჩემი - ისეთი ქალია, ვინც თავიდანვე ცუდი
ამბების მოლოდინშია, თუ კი ტელეფონი გვიან
რეკავს, ამიტომ შეშფოთებულმა მკითხა:
- რა მოხდა? კარგად ხარ?
- ვიფიქრე, გესიამოვნებოდა ჩემთან ერთად
დროის გატარება - ვუპასუხე მე.
იგი წამით დაფიქრდა და მითხრა: “მე ეს ძალიან
მინდა“.
პარასკევს სამუშაოს შემდეგ შევუარე, ცოტა
ვნერვიულობდი.
როდესაც მანქანა გავაჩერე შევამჩნიე თითქოს
ისიც ღელავდა.. კარებთან იდგა და მხრებზე
თხელი ქურთიკუ გადაეკიდა. თმები დახვეული
ქონდა და ეცვა კაბა, რომელიც მან თავისი
ქორწილის ბოლო წლისთავზე იყიდა.
- იცი მე ჩემს მეგობრებს ვუთხარი, , რომ შენ
დღეს ჩემთან ერთად გაატარებდი საღამოს
რესტორანში და მათ ეს ძალიან გაუკვირდათ -მითხრა დედამ, როცა მანქანაში ჯდებოდა.
ჩვენ მართალია მდიდრულში არა, მაგრამ
ძალიან ლამაზ და მყუდრო რესტორანში
მივედით. დედაჩემმა ხელი გამომდო და ისე
მოდიოდა, თითქოს პირველი ლედი იყო.
როდესაც მაგიდას მივუჯექით, მომიწია მისთვის
მენიუ წამეკითხა, რადგან დედაჩემს მხოლოდ
დიდი ასოების გარჩევა შეეძლო. ნახევრამდე
წავიკითხე და თავი წამოვწიე..დავინახე, რომ
დედა იჯდა და ჩემზე მომზირალს
ნოსტალგიური ღიმილი უთამაშემდა ტუჩებზე.
- ადრე, როცა შენ პატარა იყავი, მთელ მენიუს
მე ვკითხულობდი, - მითხრა მან.
- ესეიგი დრო მოვიდა, მეც გადაგიხადო
სამაგიერო - ვუპასუხე მე.
ვახშმობისას სასიამოვნო საუბარი
გამოგვივიდა. თითქოს არაფერი
განსაკუთრებული, მაგრამ ჩვენ უბრალოდ
ერთანეთს ვუზიარებდით ბოლოს მომხდარ
სიახლეებს..ისე გავერთეთ კინოში
დაგვაგვიანდა.
როდესაც სახლში მივიყვანე, მითხრა: “ კიდევ
ერთხელ წამოვალ შენთან ერთად რესტორანში,
თუმცა ამჯერად მე დაგპატიჟებ “..
მე დავთანხმდი.
რამოდენიმე დღის შემდეგ დედაჩემი
ინფაქტით გარდაიცვალა.ყველაფერი ისე უცებ
მოხდა, რომ ვერშევძელი მისთვის რამე
გამეკეთებინა.
გარდაცვალებიდან კიდევ რამოდენიმე დღის
შემდეგ მომივიდა წერილი ქვითარით იმ
რესტორანიდან, რომელშიც მე და დედაჩემმა
ვივახშმეთ. წერილში ეწერა:
“ შვილო სიმართლე გითხრა, დარწმუნებული არ
ვარ, რომ შევძლებ შენთან ერთად ვივახშმო,.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ორი ადამიანისთვის
წინასწარ გადავიხადე.. შენთვის და შენი
ცოლისთვის...
არამგონია ოდესმე შევძლო აგიხსნა, რამდენს
ნიშნავდა ის ვახშამი ჩემვის..ჩემო შვილო, მე
შენ მიყვარხარ.“
იყავით მშობლებთან
უფრო მეტხანს, ვიდრე ეს შესაძლებელია, ის
დღე, როცა ისინი აღარ იქნებიან, ძალიან მოულოდნელად მოვა."

Thursday, November 13, 2014

მე მესმის შენი ყოველი სიტყვა, შენი უთქმელად ნათქვამის აზრიც!
მახსოვს - ოდესმე თუ რამე გითქვამს და რაც არ გითქვამს, იმისი არსიც
მშობლის ათი ცნება

1. ნუ ელით რომ თქვენი ბავშვი თქვენნაირი იქნება ანდა ისეთი როგორიც თქვენ გსურთ იყოს. დაეხმარეთ მას გახდეს ის, ვინც თავად უნდა.
2. ნუ მოითხოვთ შვილებისგან გადაგიხადონ ყველაფრისთვის, რაც მათთვის გააკეთეთ. თქვენ ხომ სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ გადაიხდიან ამ ვალს? ის სხვას მისცემს სიცოცხლეს, ის სხვა კი სხვას – ეს მადლიერების უწყვეტი კანონია.
3. თქვენს ჯავრს ბავშვებზე ნუ იყრით, რადგან სიბერეში ინანებთ ამას. რასაც ვთესთ იმას ვიმკით.
4. მის პრობლემებს უყურადღებოდ ნუ მოეკიდებით. ცხოვრება ყველასთვის მძიმეა და შეიძლება მისთვის უფრო რთულიცაა, რადგან გამოცდილება არა აქვს.
5. ნუ დაამცირებთ!
6. ნუ დაივიწყებთ, რომ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა. უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ მას – არავინ იცის ვის შეხვდებით ამ ბავშვის სახით.
7. თავს ნუ იტანჯავთ იმაზე ფიქრით, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგეძლოთ მისთვის. გახსოვდეთ თუ ყველაფერს არ გაუკეთებთ, ბავშვისთვის საკმარისი არასდროს იქნება.
8. თქვენი შვილი არ არის ტირანი, რომელმაც მთელი ცხოვრება წაგართვათ და არც უბრალოდ ხორცისა და სისხლის ნაყოფია. ესაა ძვირფასი ჭურჭელი, რომელიც გერგოთ, რათა მასში შემოქმედებითი ცეცხლი აანთოთ. იგი გზას უხსნის დედისა და მამის სიყვარულს, რომელიც უბრალოდ იმისკენ კი არ არის მიმართული რომ “შვილი” აღზარდოს, არამედ მის სულს მოუაროს და ასაზრდოოს.

9. ისწავლეთ როგორ შეიყვაროთ სხვისი შვილი. ნუ გაუკეთებთ უცხო ბავშვს იმას, რასაც თქვენ საკუთარს არ გაუკეთებდით.
10. გიყვარდეთ თქვენი შვილი, თუნდაც უნიჭო, უიღბლო ან მოზრდილი. გიხაროდეთ მასთან საუბარი, რადგან შვილი ეს დღესასწაულია, რომელიც ჯერ ისევ თქვენთანაა.
გახსოვდეთ, რომ:
+ არ შეიძლება საზოგადოებაში ცხოვრება და საზოგადოებისაგან თავისუფლად ყოფნა
+ აზრი, რომელიც თქვენი აზრისგან განსხვავდება, შეიძლება სწორი იყოს
+ არავინ არ არის ვალდებული მოიქცეს ისე, როგორც თქვენ გინდათ
+ ის, რაც თქვენთვის მიუღებელია, შეიძლება სხვისთვის ნორმალური იყოს
+ რჩევას, დამყარებულს სხვის გამოცდილებაზე, შეუძლია შეცდომებისაგან დაგიცვას
+ თქვენი სიდამნაშავის გრძნობას შეუძლია თქვენი ქცევის დაუშვებლობაზე მითითება
+ გარშემომყოფებსაც აქვთ უფლებ საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენების
+ არავითარი წესები არ გათავისუფლებენ თქვენი საქციელების პასუხისმგებლობისაგან.