Saturday, April 26, 2014

ჩარლი ჩაპლინი — გამონათქვამები

„მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.“
„ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს.“
„ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე.“
„ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.“
„შენი გაშიშვლებული სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.“
„– მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია – ებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ადამიანები ასეთები ვართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი, დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს.“

„ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა. სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ. მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ, ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი – გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად – სიკეთე და თავაზიანობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს.“
„სანამ ადამიანები იარსებებენ, თავისუფლება არასდროს გაქრება.“
„ჯარისკაცებო – ნუ იბრძოლებთ დასამონებლად! იბრძოლეთ თავისუფლებისთვის! წმინდა ლუკას სახარების მე-17 თავში წერია, „ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია“. არა ერთ ადამიანში, არა ადამიანთა ჯგუფში, არამედ ყველაში, თქვენში. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, ძალაუფლება, რომ შექმნათ მანქანები, ძალაუფლება, რომ შექმნათ ბედნიერება. თქვენ გაქვთ იმის ძალაუფლება, გახადოთ ეს ცხოვრება თავისუფალი და ლამაზი, აქციოთ ის გასაოცარ თავგადასავლად. მაშ, დემოკრატიის სახელით, მოდი გამოვიყენოთ ეს ძალაუფლება! მოდი ყველანი გავერთიანდეთ! ვიბრძოლოთ ახალი მსოფლიოსთვის, წესიერი მსოფლიოსთვის, სადაც ადამიანს ექნება საშუალება, იმუშაოს, რომელიც მოგცემთ მომავალს, ხოლო ხანდაზმულებს შეუქმნის უსაფრთხოებას. ამ დაპირებების მოცემით ულმობელი ადამიანები ძლევამოსილნი გახდნენ, მაგრამ ისინი ტყუიან! ისინი არ ასრულებენ თავიანთ დანაპირებს. მაშ მოდი ვიბრძოლოთ ამ დაპირებების ასასრულებლად! ვიბრძოლოთ, რათა გავათავისუფლოთ მსოფლიო, გადავლახოთ ეროვნული ბარიერები, მოვაშოროთ სიხარბე, სიძულვილი და შეუწყნარებლობა. ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მეცნიერება და პროგრესი მთლიანად ადამიანთა ბედნიერებისკენაა მიმართული.“

„ადამიანთა სიძულვილი ჩაივლის და დიქტატორები დაიხოცებიან. ის ძალაუფლება, რომელსაც ხალხისგან იღებენ, ისევ ხალხს დაუბრუნდება და სანამ ადამიანები იარსებებენ, თავისუფლება არასდროს გაქრება.“
„მამაკაცის ნამდვილი ხასიათი გამოიხატება სწორედ მაშინ, როდესაც ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.“
„ყველაზე სამწუხარო რამ, რაც კი შემიძლია წარმოვიდგინო, არის ფუფუნებით კმაყოფილება.“
„არაფერია მუდმივი ამ ბოროტი მსოფლიოში – არამც თუ ჩვენი უსიამოვნებები.“
„ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას.“
„ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს.“
„დამარცხება უმნიშვნელოა. მხნეობაა საჭირო, რომ თავიდან ლაფი მოიცილო.“
„იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ღიმილი გამოსახო, საჭიროა განიცადო ის ტკივილი, რომელსაც ატარებ.“
„მაწანწალა, ჯენტლმენი, პოეტი, მეოცნებე, მარტოხელა, რომანებისა და თავგადასავლების ისტორიით აღსავსე.“

„მე ვერ ვეგუები მშვენიერების ისეთ ნიმუშს, რომელიც ყველასთვის გასაგებია. როდესაც მშვენიერება არ საჭიროებს დამატებით ინტერპრეტაციას ვინმე სხვა შემოქმედისგან, მაშინ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან შეასრულა მისი ჭეშმარიტი დანიშნულება.“
„ამ ყოველივეს შემდეგ, მრჩება მხოლოდ ერთადერთი რამ, ერთადერთი ყოფიერება და ეს არის – კლოუნის როლი. ეს მათავსებს ბევრად უფრო დიად სიმაღლეზე, ვიდრე თვითმფრინავი ნებისმიერ პოლიტიკოსს.“
„ჩვენ ყველას გვინდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ადამიანური ყოფიერება და მოვალეობაც ესაა. ჩვენ ცხოვრება უნდა იყოს დამყარებული ერთმანეთის ბედნიერებაზე და არა ერთმანეთის უბედურებაზე.“
„მე დავიწყე ბიზნესი ფულის შოვნის მხრივ და ამავე დროს ხელოვნებაც უჩინრად იზრდებოდა ჩემში.“
„სიცილის გარეშე გატარებული დღე ტყუილად დაკარგულია.“
„ვერასდროს იპოვი ცისარტყელას, თუ მუდამ ქვევით იყურები.“
„მე მუდამ მიყვარს წვიმაში სეირნობა, რადგან ვერავინ ამჩნევს, როცა ვტირი.“
„გაიღიმეთ და უთუოდ აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება კვლავ ღირებულია.“
„სრულყოფილი სიყვარული არის ყოველი წარუმატებლობის უჩვეულოდ ლამაზი ფორმა, რადგან საჭიროებს მრავალგზის გამოხატვას.“
„ფანტაზია ყოვლად უძლურია და არაფერსაც ნიშნავს ქმედების გარეშე.“
„მსგავსად ყველასი, მე ვარ ის, ვინც ვარ: ინდივიდუალური, უნიკალური და განსხვავებული. ისტორია უამრავი ოცნების, სურვილებისა და პირადი გამოცდილების, რომელთა მთლიანობასაც წარმოადგენს ჩემი პიროვნება.“

„ცხოვრება შეიძლება იყოს მშვენიერი, თუ – კი არ გეშინია მისი.“
„ჩემი ტკვილი შეიძლება იყოს ვინმეს სიცილის მიზეზი, მაგრამ ჩემი სიცილი არასდროს იქნება ვინმეს ტკივილის მიზეზი.“
„სწორედ ესაა უბედურება მსოფლიოსი, რომ ჩვენვე ვიძულებთ საკუთარ თავს.“
„მე არ შევუერთდები არცერთ კლუბს, რომელიც ჩემს წევრად მიღებას გადაწყვეტს.“
„სასოწარკვეთილება არის ნარკოტიკი. ის დროებით სიმშვიდეს ჰმატებს გონებას გულგრულობის პროცესში.“
„მე მჯერა, რომ ჩემი სული წვრილმანიდან დაიბადა.“
„ფილმში გადაღება არის მჭირვეულობა. აუდიტორიას ნამდვილად სურს ცოცხალი მსახიობი სცენაზე.“
„ერთი მკვლელობა გხდის ავკაცად, მილიონობით კი გმირად. რიცხვთა მიხედვით განხილვა, ჩემი კარგი თანამემამულეა.“
„მისაღწევად რთული რამ არის სიმარტივე.“
„გახსოვდეთ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაიხაროთ, მაგრამ ვერ შეამჩნიოთ.“
„მე არ მჯერა, რომ საზოგადოებამ იცის რაც სურს.“
„ძირითადი არსი უდიდესი მსახიობისა არის, რომ ის (სცენაზე) თამაშისას შეყვარებული საკუთარ თავზე.“
„ყველაფერი, რაც მჭირდება კომედიის შექმნისთვის – ეს არის პარკი, პოლიციელი და მშვენიერი გოგონა.“
„ჭეშმარიტმა მსახიობმა გრიმის, მისაწებებელი ცხვირისა და ნიღბის გარეშეც უნდა შეძლოს ხალხის გაცინება.“
„მე ტაშს მიკრავენ იმიტომ, რომ ყველას ესმის ჩემი: თქვენ კი იმიტომ გიკრავენ ტაშს, რომ არავის ესმის თქვენი.“ (ნათქვამია ალბერტ აინშტაინის მისამართით)

Thursday, April 24, 2014

მარკ ტვენმა უთხრა ერთ მანდილოსანს:
– თქვენ მომხიბვლელი ბრძანდებით!
– სამწუხაროდ, არ შემიძლია, მსგავსი ქათინაურით სამაგიერო გადაგიხადოთ. – უპასუხა ქალმა.
მწერალს გაეღიმა და უთხრა:
– თქვენც ისევე მოიქეცით, როგორც მე – იცრუეთ.

Tuesday, April 22, 2014

"ჩვენ ყველანი გენიოსები ვართ. მაგრამ თუ თქვენ განსჯით თევზს თავისი შესაძლებლობის მიხედვით შეუძლია თუ არა ხეზე ასვლა, მაშინ იგი მთელი ცხოვრება იფიქრებს, რომ სულელია."

ალბერტ აინშტაინი
მოუსმინეთ ადამიანებს სანამ გაბრაზებულები არიან, ამ დროს გულიდან წამოსულ სიტყვებს გაიგებთ !
ერთი საღამო აუცილებლად იქნება ასეთი:
არ უპასუხებ ჩემს ზარებს და სახლში მოხვალ გვიან;
იტყვი- არ მესმოდაო,
გაბრაზდები- პატარა ხომ არ ვარო?!
მე პირს მოვკუმავ და არაფერს ვიტყვი.
შენ კი, გაგიხარდება,
რომ მე ვეჭვიანობ,
ვნერვიულობ ან რამე მსგავსი,
მაგრამ შემჩნევით- არაფერს შეიმჩნევ.
იმ ღამით, მე ჩვეულებრივ წავიკითხავ ძილის წინ ლოცვებს,
მშვიდად და ოდნავ ხმამაღლა,
როცა ზუსტად ვიცი,
რომ კარს უკან დგახარ და -
მისმენ.
იმ ღამით,
ჩვენ შეთქმულებივით ჩავწვებით საწოლში,
მე- კუთხისკენ მივიწევი და ზურგს მოგაქცევ;
შენ- ერთ ხანს დამელოდები და როცა მიხვდები,
რომ სულაც არ ვაპირებ ,
ტრადიციულად გითხრა: "შენს ნებაზე იძინე..."
ოდნავ გაბრაზებული და
ოდნავ ნაწყენი- გამორთავ შუქს..
ცოტა ხნის შემდეგ,
შენი მშვიდი, თანაბარი სუნთქვა გააპობს ჰაერს.
მე ფრთხილად გადმოვბრუნდები შენკენ და
კიდევ უფრო ფრთხილად შემოგიკეცავ -
ნახევრამდე გადახდილ საბანს.
მერე ჩუმად,
ისე, რომ ვერც მე გავიგო-
გისურვებ ტკბილ ძილს
და რატომღაც,
ყველაზე გულუბრყვილო შიშით-
შემეშინდება შენი დაკარგვის...
მეორე დილით,
შენ მადლობას გადამიხსი საბნის გასწორებისთვის და მეტყვი:
რომ ეს ერთადერთი ღამე იყო,
როცა მე ძილინებისა გისურვე და შენ მაინც არ გძინებია...

ეს იქნება ყველაზე უცნაური სიყვარული,
რომელსაც ხმამაღლა
არასდროს გავუმხელთ ერთმანეთს...
თავისუფლება თავის არშეკავებაში კი არ არის,არამედ საკუთარი თავის ფლობაშია!!!!!!!!!

ერიხ მარია რემარკი /" ტრიუმფალური თაღი"



ქალმა სასმისი დადგა.
- მართლა მივდივართ?
-რასაკვირველია, მივდივართ.
- გავშორდებით ამ ნისლსა და წვიმას?
- დიახ, გავშორდებით ამ წყეულ ნისლსა და წვიმას.
- კიდევ დამისხი.
- არ გეძინება?
- არა , მენანება დრო ძილისთვის. ვიდრე გძინავს, სიცოცხლე ხომ მიდის.