თუ შემიყვარებ, ვერ დამთმობ კიდეც
და თუ მიდიხარ, უნდა მობრუნდე...
მიდი, წაშალე თავნება კიდე,
ისე, რომ გრძნობით არც კი მოდუნდე...
მე დაგანახე გულის ღრმა სივრცე,
რადგან არ მინდა სხვასთან მოხუცდე,
ჩემთან არ თვალო ტეხილი კიბე,
ლაღად იარე, გესმის? მომნუსხე...
გინდა, გინატრო სურვილით კიდევ,
ან დღე, ღამესთან კოცნით რომ ხურდეს?
მაშინ, ნუ მეძებ, შენთან ვარ ისევ,
მაგრად გამათბე, რომ ზღვაც ცად ქუხდეს...
და თუ მიდიხარ, უნდა მობრუნდე...
მიდი, წაშალე თავნება კიდე,
ისე, რომ გრძნობით არც კი მოდუნდე...
მე დაგანახე გულის ღრმა სივრცე,
რადგან არ მინდა სხვასთან მოხუცდე,
ჩემთან არ თვალო ტეხილი კიბე,
ლაღად იარე, გესმის? მომნუსხე...
გინდა, გინატრო სურვილით კიდევ,
ან დღე, ღამესთან კოცნით რომ ხურდეს?
მაშინ, ნუ მეძებ, შენთან ვარ ისევ,
მაგრად გამათბე, რომ ზღვაც ცად ქუხდეს...