Friday, August 23, 2013

იქნებ ერთ დღესაც შეიცვალოს ჩემთვის რაიმე... დადგეს ახალი... სულ ახალი დღე და წამები... დღე... სულ სხვანაირი... განსხვავებული ყველა ძველთაგან... იქნებ, ერთ დღესაც რაიმე ახალი დაიწყოს და... ძველი სევდა გაყვეს წარსულს... წავიდეს ჩემგან... იქნებ ერთ დღესაც რამე ახალი მოხდეს და მერე... ამ ახალ დღეებს აღარ ერქვას კვლავ მოჩვენება... კვლავ ძველის ჩრდილი... მოჩვენება, რომელიც დამდევს მუდამ და განუწყვეტლივ და არ მშორდება... ცოტა ხნით მაინც ყველაფერი გასცდეს ოცნებებს... ილუზიების სამყაროს და ყველა საზღვარს... და იქნებ ერთ დღეს რეალურად მოხდეს რაიმე... რასაც არასდროს არ დავარქმევ ანთებულ იმედს... და აღარ ვიტყვი, რომ ეს არის უიმედო იმედები... რომლებიც მალე ჩაქრებიან და... კვლავ დავრჩები მარტო... და თუკი წამით რამე განათდა ეს არ ნიშნავს... რომ რაიმე შეიცვალა... ყველაფერი ჯერ ხომ ისევ იგივეა... იმავე ფერებით... რაც გუშინ იყო... და თუკი წამით რამე აენთო არ ნიშნავს იმას, რომ... ეს გაგრძელდება... საუკუნოდ... რომ ეს იქნება... იქნება და დარჩება ასე... არ შეიცვლება... რჩება რაღაც შენში ძალიან ღრმად დამარხული... რაც გინდა მოხვდეს... რაც გინდა ახდეს... მუდამ რომ გინდა... მაგრამ მუდამ რომ რჩება ასე... იმედები ხშირად უბრალოდ ბრწყინავენ და არ ხდებიან... მათ მოაქვთ რაღაც... თუმცა ეს რაღაც არასოდეს არაფერს არ ცვლის... ისინი ძალიან მალე ქრებიან... იმაზე მალე ვიდრე ელოდი... ვიდრე ფიქრობდი... მათ მოაქვთ მხოლოდ სევდა და... მწუხარება გაუსაძლისი