დამესიზმრა, რომ თავი მომკვეთეს ანტიკვარული გილიოტინით. სადღაც
მიმათრევდნენ, ძველ მუზეუმს ჰგავდა, ფილმებში ნანახ პირქუშ შენობას. ერთი
წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ საშინელებათა ფილმში ამოვყევი თავი,
თუმცა სიკვდილი სულაც არ ყოფილა ისეთი საშინელი, როგორსაც ველოდი. პირიქით,
ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც სხეული მომაშორეს. ნახევარი საათის
შემდეგ მოპოვნა, ბებერმა დარაჯმა. სისხლის გუბე შეამჩნია და სიკვდილის
სუნი.
მესმოდა, როგორ ტიროდნენ ვიღაცაები. შუა ოთახში იდო სხეული. შემოდიოდნენ უცნობები, ქალები იქვე სხდებოდნენ, მჭიდროდ დალაგებულ სკამებზე, მამაკაცები გადიოდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ აივანზე. ბოლოს, სადღაც ბალახმოდებულ, ძველისძველ სასფლაოზე დამტოვეს მარტო და წავიდნენ.
მაგრად გამოთვრებოდნენ იმ დღეს, ალბათ. საკუთარ სხეულთან დარჩენა არ მინდოდა, მეშინოდა იმ პირქუში ადგილის. არადა, წასასვლელიც არსად იყო. თავი წარმოვიდგინე ყველასგან მიტოვებულ ადამიანად დედამიწაზე, ყველასგან უჩინარად და დავიწყებულად. ახლა უკვე მეც ვიგრძენი სიკვდილის სურნელება, მიტოვების სუნი ქონდა მას და დავიწყების.

სიტუაციის აღწერა შეიძლება, რას ვგრძნობდი უკვე ძალიან ძნელი სათქმელია. რაც ვიცოდი და როგორც მასწავლეს, ან ჯოჯოხეთში უნდა წავეთრიე რქებიან არსებას და სადმე ქვაბში მოვეხარშე, ან რბილ ბალახზე წამოწოლილს უნდა მესმინა ვიოლინის ხმისათვის დაუსრულებლივ. მე არავინ მომაკითხა. ისევ იქ ვიყავი სადაც დამტოვეს. მეღვიძება და საშინლად მიტოვებულად ვგრძნობ თავს, უკვე ორი დღეა დეპრესია მაქვს, მაგარი.