Saturday, September 21, 2013

1 . ყველაზე დიდი რაოდენობის ვარდი,დაახლოებით 3 მილიონი იყიდება ვალენტინობის დღეს.
2 საშუალოდ ქალის გული უფრო ხშირად ცემს ვიდრე კაცის
3 თქვენს კმპიუტერში არ შეგიძლიათ არ არცრთ ფაილს, სურათს, ვინდოუსს თუ სხვა პროგრამას დაარქვათ სახელი Con. რადგან ყველასათვის ცნობილ მაიქროსოფთის შემქმნელს, თურმე პატარაობაში ერთი ბიჭი სახელად Con მუდამ აწვალებდა.
4 თუ თქვენ facebook-ის ბოლოს დაწერთ ციფრ ''4''-ს ავტომატურად მოხვდებით მარკ ზაკერბერგის ''კედელზე''
5 თუ ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან ექსტრემალურ სიტუაციაში,
მაშინ ბევრად უფრო დიდი შანსია რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდეთ,
ვიდრე ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
6 ადამიანების უმრავლესობას ქორწინებამდე 7-ჯერ უყვარდება.
7 საქორწილო ბეჭედს, როგორც იცით, ატარებენ მარცხენა ხელის არათითზე,რაც ძველი ბერძნების ახსნის მიხედვით "სიყვარულის ვენის" არსებობას მიეწერება ზუსტად ამ თითზე. ეს ვენა პირდაპირ გულთან მიდის
8 როდესაც ადამიანი შეყვარებულია, მისი ნერვული უჯრედები, რომლებიც რეაგირებენ საზოგადოების აზრზე, ითიშებიან. ამიტომაც შეყვარებული ყურადღებას არ აქცევს მშობლებისა და მეგობრების აზრს მისი ობიექტის მიმართ
9 მსოფლიოში წყვილების უმეტესობა ეყრება ქორწინების მეოთხე წელს.მეოთხე წლის მერე ურთიერთობა სტაბილიზაციას ინარჩუნებს მერვე წლამდე.
10 შეყვარებულობის დროს ადამიანის ტვინის გარვეული ნაწილი ძილის მდგომარეობაშია, თითქოს სიზმარში და ამიტომაც უწოდებენ სიყვარულს ბრმას.
11 გაწყვეტილ ურთიერთობას, სასიყვარულო იმედგაცრუებას ზოგიერთი ადამიანი მიჰყავს შეგნებამდე, უფრო მეტად უყვარდეს, ის ვინც იგი მიატოვა.
,,ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ჩატარდა სემინარი ქალებისთვის თემაზე: "როგორ ვიცხოვროთ სიყვარულით საკუთარ ქმართან."

მონაწილეებს დაუსვეს შეკითხვა: ,,ვის გიყვართ ქმარი?" უკლებლივ ყველამ აწია ხელი. მაშინ მათ ჰკითხეს: ,,როდის გამოუტყდნენ უკანასკნელად ქმარს სიყვარულში?" ზოგიერთმა უპასუხა: "დღეს", ზოგმა – "გუშინ", ზოგმა კი – "არ მახსოვს". ამის შემდეგ ქალებს სთხოვეს, მოემარჯვებინათ მობილური ტელეფონები და ქმრებისთვის გაეგზავნათ სმს შინაარსით: "მე შენ მიყვარხარ, ძვირფასო".

ახლა მონაწილეებს შესთავაზეს გაეცვალათ ტელეფონები და წაეკითხათ ერთმანეთის ტელეფონებში მოსული ტექსტური შეტყობინებები. გთავაზობთ ქმრების პასუხებს ცოლების სიყვარულის ახსნაზე:

1. რომელი ხარ?
2. ხომ კარგად ხარ?
3. მე შენ მიყვარხარ.
4. ახლა რაღა მოუვიდა მანქანას?
5. არ მესმის შენი, რა გინდა?
6. ახლა რა ჩაიდინე? ამჯერად პატიებას ნუღარ ელი.
7. ?!
8. არ გვინდა მიკიბულ-მოკიბული, პირდაპირ მითხარი, რამდენი გჭირდება?
9. ეს სიზმარია?
10. თუ ახლავე არ მეტყვი, ვის უგზავნიდი ამ სმს-ს, ვიღაც შემომაკვდება.
11. ხომ გთხოვე, მეტი აღარ დალიო-მეთქი
12. რასაც არ უნდა მთხოვდე, ჩემი პასუხია – არა!. ''
-გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით...
-რომ ვერ გაფრინდეთ?
-მაშინ ზღვას გადავცურავ!
-რას?
-ზღვას!
-როგორ?
-სიმღერით!
-ხუმრობთ?
-არ ვხუმრობ!
-დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
-კი, ბატონო.
-მაინც როგორ ჩავწეროთ?
-სიტყვასიტყვით.
-მაინც როგორ?
-მე გადავცურავ ზღვას!...
ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა დასვენება, მხოლოდ ქმარი ერთი დღით ადრე ჩავიდა კურორტზე. ჩავიდა, აიღო ნომერი. ოთახში კომპიუტერი დახვდა ინტერნეტით. გადაწყვიტა დაეწერა ცოლისთვის შეტყობინება, რომელიც მეორე დღეს უნდა ჩამოსულიყო. მაგრამ მისამართი აკრიფა არასწორედ და ერთი ასო შეეშალა. გამოვიდა, რომ მისწერა სხვას, ქვრივ ქალს, რომელმაც წინა დღეს დაასაფლავა ქმარი. ქვრივმა ფოსტის შემოწმება გადაწყვიტა. იქ იყო რამოდენიმე შეტყობინება სამძიმრით და ერთი სათაურით: "ჩემს ცოლს, რომელიც ჯერ კიდევ სახლშია". შედის ქვრივის შვილი დედასთან ოთახში. ხედავს გაფითრებული დედა სკამიდან ცურდება. შვილი უყურებს მონიტორს, იქ კი შეტყობინებაა: "ძვირფასო! ვიცი, რომ არც კი გეგონა, რომ მოგწერდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ ინტერნეტია! მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ნორმალურად ჩავაღწიე. დავრეგისტრირდი. ვემზადები შენი ჩამოსვლისთვის. იმედი მაქვს ჩამოაღწევ დაბრკოლებების გარეშე, როგორც მე! მოუთმენლად გელოდები!
იყო და არა იყო რა,
ამქვეყნად რა არ ხდებოდა,
ვიღაცა გრძნობას იძენდა,
ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,
ვიღაცას ვიღაც უყვარდა,
ვიღაცას ის არ უყვარდა,
ვიღაცა იმას ნანობდა
ის ვიღაც რომ შეუყვარდა.
მეკი ძალიან მიყვარდი,
განვიცდი რომ შემივარდი,
რადგანაც შენ გადააგდე
მე რომ გაჩუქე ის ვარდი.
არადა ჩემთვის იყავი
ბედნიერების სათავე
და ვხვდები რომ სიყვარულით
ვერ მოგითოკე სადავე,
ვერ მოგითოკე აფრები,
ახლა შენამდე შორია,
მეგონა გული გქონდა და
თურმე ყინული გქონია.
ეს ლექსიც მაშინ დავწერე
როცა შენ ჩემგან წახვედი,
ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და
სულ სხვა ნაპირზე გახვედი.
წახვედი?....წადი შორს წადი,
იქნებ სულ გადამავიწყდე,
შენ შენსას თუ დაიკვეხნი,
იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს.
მაგრამ რა მოხდა, რა იყო,
განა ქვეყანა გაიყო,
უსიყვარულო ნიავმა,
შენზე ფიქრებიც წაიღო
და რაც არ გინდა ლამაზო,
არასდროს ღმერთმა არ მოგცეს,
ადრე თუ ვიან ინანებ,
იქნებ ოდესმეც წამოგცდეს,
რომ სიყვარული არ იცი,
სიცივე რატომ ჩაიცვი????
ერთი კითხვა მაქვს "სიცოცხლევ"
სირცხვილით ხომ არ დაიწვი?
ჩემს გულში თბილად იჯექი,
ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ,
ლექსს როცა ვწერდი მიყვარდი,
ახლა კი.......აღარ მიყვარხარ!

Saturday, August 31, 2013

თუ შემიყვარებ, ვერ დამთმობ კიდეც
და თუ მიდიხარ, უნდა მობრუნდე...
მიდი, წაშალე თავნება კიდე,
ისე, რომ გრძნობით არც კი მოდუნდე...

მე დაგანახე გულის ღრმა სივრცე,
რადგან არ მინდა სხვასთან მოხუცდე,
ჩემთან არ თვალო ტეხილი კიბე,
ლაღად იარე, გესმის? მომნუსხე...

გინდა, გინატრო სურვილით კიდევ,
ან დღე, ღამესთან კოცნით რომ ხურდეს?
მაშინ, ნუ მეძებ, შენთან ვარ ისევ,
მაგრად გამათბე, რომ ზღვაც ცად ქუხდეს...

Friday, August 23, 2013

იქნებ ერთ დღესაც შეიცვალოს ჩემთვის რაიმე... დადგეს ახალი... სულ ახალი დღე და წამები... დღე... სულ სხვანაირი... განსხვავებული ყველა ძველთაგან... იქნებ, ერთ დღესაც რაიმე ახალი დაიწყოს და... ძველი სევდა გაყვეს წარსულს... წავიდეს ჩემგან... იქნებ ერთ დღესაც რამე ახალი მოხდეს და მერე... ამ ახალ დღეებს აღარ ერქვას კვლავ მოჩვენება... კვლავ ძველის ჩრდილი... მოჩვენება, რომელიც დამდევს მუდამ და განუწყვეტლივ და არ მშორდება... ცოტა ხნით მაინც ყველაფერი გასცდეს ოცნებებს... ილუზიების სამყაროს და ყველა საზღვარს... და იქნებ ერთ დღეს რეალურად მოხდეს რაიმე... რასაც არასდროს არ დავარქმევ ანთებულ იმედს... და აღარ ვიტყვი, რომ ეს არის უიმედო იმედები... რომლებიც მალე ჩაქრებიან და... კვლავ დავრჩები მარტო... და თუკი წამით რამე განათდა ეს არ ნიშნავს... რომ რაიმე შეიცვალა... ყველაფერი ჯერ ხომ ისევ იგივეა... იმავე ფერებით... რაც გუშინ იყო... და თუკი წამით რამე აენთო არ ნიშნავს იმას, რომ... ეს გაგრძელდება... საუკუნოდ... რომ ეს იქნება... იქნება და დარჩება ასე... არ შეიცვლება... რჩება რაღაც შენში ძალიან ღრმად დამარხული... რაც გინდა მოხვდეს... რაც გინდა ახდეს... მუდამ რომ გინდა... მაგრამ მუდამ რომ რჩება ასე... იმედები ხშირად უბრალოდ ბრწყინავენ და არ ხდებიან... მათ მოაქვთ რაღაც... თუმცა ეს რაღაც არასოდეს არაფერს არ ცვლის... ისინი ძალიან მალე ქრებიან... იმაზე მალე ვიდრე ელოდი... ვიდრე ფიქრობდი... მათ მოაქვთ მხოლოდ სევდა და... მწუხარება გაუსაძლისი