Wednesday, January 1, 2014

სიგიჟის ზღვარზე

დინამიკებს ხლეჩს ტრანსების მაღალი ბასები…
ლაზერების შექი კვეთს ბნელ სივრცეს…
ირგვლივ მარიხუანსას სუნი დგას, რაღაც იაფფასიანი აბები ყრია.
გულის რიტმი უკვე საკუთარ კალაპოტში კი არა დინამიკების ტემპს ყვება
გაშტერებული სახით მიქსავს დაბოლილი დჯ, ააა დისკ ჟოკეიიი :დ
მაგარი სირი ხარ შეჩემაა

რატო მეცეკვები დაგევასე? შენ არა შეჩემა იმ გოგოს ვეუბნები ხოო დიდძუძუებიანს
ფუუუ რა ოფლის სუნია, მარილიანი ოფლის
გავალ ვარწყევ და მოვალ ოკ?
ბაზარი არაა
გინდა ერთად ვარწყიოთ ?
ვახტანგურად?
ხოო
ფული დაგრჩა?
რა გინდა ?
რედ ბულს ხომ მიყიდი?
შენ შიგ ხო არა გაქ? რვა ლარი ღირს რედბული ლუდს გიყიდი ხუთლარიანს. ეგეც გეყოფა
კრიჟანო
მათხოვარო
რომ უნდა გვერწყია დაგავიწყდა?
არა გავიდეთ, მოდი მაკოცე
მეზარება შენთან ზასაობა. ხვალ იყოს ან გვიან სანაპიროზე
როცა გინდა და სადაც გინდა გეჟოოო
ოეეე დჯ რა ტაშ–ტას–ტარამტარებს ურავ რამე თესლი გაუშვი
არ გესმოს ხოო? მასშტყუანის დედ ასშ… ემდეგ
მეძინება…
გამოვდივარ სანაპიროზე, ტალღებში ვგრილდები, იქვე მეძინება.
ეოო ადე შეჩემაა. იღვიძებს ქალაქი
არა, ძილსაც არ აცლიან კაცს.
ვახომ დღესაც გავჩითავ იგივესო
ვაა. ვგულაობთ ტოოო… დღესაც?
იასნაა ბიჭოოო!
ლეპტოპს ვკეცავ და ლუდის დასალევად მივეშურები.
კარგი დღე იყო გუშინ უხვმკერდიანი.

სიკვდილის სუნი

დამესიზმრა, რომ თავი მომკვეთეს ანტიკვარული გილიოტინით. სადღაც მიმათრევდნენ, ძველ მუზეუმს ჰგავდა, ფილმებში ნანახ პირქუშ შენობას. ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ საშინელებათა ფილმში ამოვყევი თავი, თუმცა სიკვდილი სულაც არ ყოფილა ისეთი საშინელი, როგორსაც ველოდი. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც სხეული მომაშორეს. ნახევარი საათის შემდეგ მოპოვნა, ბებერმა დარაჯმა. სისხლის გუბე შეამჩნია და სიკვდილის სუნი.
მესმოდა, როგორ ტიროდნენ ვიღაცაები. შუა ოთახში იდო სხეული. შემოდიოდნენ უცნობები, ქალები იქვე სხდებოდნენ, მჭიდროდ დალაგებულ სკამებზე, მამაკაცები გადიოდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ აივანზე. ბოლოს, სადღაც ბალახმოდებულ, ძველისძველ სასფლაოზე დამტოვეს მარტო და წავიდნენ.
მაგრად გამოთვრებოდნენ იმ დღეს, ალბათ. საკუთარ სხეულთან დარჩენა არ მინდოდა, მეშინოდა იმ პირქუში ადგილის. არადა, წასასვლელიც არსად იყო. თავი წარმოვიდგინე ყველასგან მიტოვებულ ადამიანად დედამიწაზე, ყველასგან უჩინარად და დავიწყებულად. ახლა უკვე მეც ვიგრძენი სიკვდილის სურნელება, მიტოვების სუნი ქონდა მას და დავიწყების.

სიტუაციის აღწერა შეიძლება, რას ვგრძნობდი უკვე ძალიან ძნელი სათქმელია. რაც ვიცოდი და როგორც მასწავლეს, ან ჯოჯოხეთში უნდა წავეთრიე რქებიან არსებას და სადმე ქვაბში მოვეხარშე, ან რბილ ბალახზე წამოწოლილს უნდა მესმინა ვიოლინის ხმისათვის დაუსრულებლივ. მე არავინ მომაკითხა. ისევ იქ ვიყავი სადაც დამტოვეს. მეღვიძება და საშინლად მიტოვებულად ვგრძნობ თავს, უკვე ორი დღეა დეპრესია მაქვს, მაგარი.

Tuesday, December 31, 2013

მთელი ჩემი ცხოვრების სუნთქვით, ღიმილითა და ცრემლით მიყვარხარ
დაუწერელს დავწერ, დაუკანონებელს დავაკანონებ, სამყაროს ამბოხს გამოვუცხადებ და შენს თავს მაინც არავის დავუთმობ.!!

Sunday, December 22, 2013

როდესმე გეტყვი რომ , არსებობისთვის მე პურზე მეტად, შენი ხორბლისფერ კან ქვეშ გამთბარი სული მჭირდება... როდესმე იგრძნობ რომ , უფრო ახლოს ვარ ვიდრე წამწამებს შორის წამის მოლოდინი ...

Saturday, September 21, 2013

1 . ყველაზე დიდი რაოდენობის ვარდი,დაახლოებით 3 მილიონი იყიდება ვალენტინობის დღეს.
2 საშუალოდ ქალის გული უფრო ხშირად ცემს ვიდრე კაცის
3 თქვენს კმპიუტერში არ შეგიძლიათ არ არცრთ ფაილს, სურათს, ვინდოუსს თუ სხვა პროგრამას დაარქვათ სახელი Con. რადგან ყველასათვის ცნობილ მაიქროსოფთის შემქმნელს, თურმე პატარაობაში ერთი ბიჭი სახელად Con მუდამ აწვალებდა.
4 თუ თქვენ facebook-ის ბოლოს დაწერთ ციფრ ''4''-ს ავტომატურად მოხვდებით მარკ ზაკერბერგის ''კედელზე''
5 თუ ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან ექსტრემალურ სიტუაციაში,
მაშინ ბევრად უფრო დიდი შანსია რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდეთ,
ვიდრე ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
6 ადამიანების უმრავლესობას ქორწინებამდე 7-ჯერ უყვარდება.
7 საქორწილო ბეჭედს, როგორც იცით, ატარებენ მარცხენა ხელის არათითზე,რაც ძველი ბერძნების ახსნის მიხედვით "სიყვარულის ვენის" არსებობას მიეწერება ზუსტად ამ თითზე. ეს ვენა პირდაპირ გულთან მიდის
8 როდესაც ადამიანი შეყვარებულია, მისი ნერვული უჯრედები, რომლებიც რეაგირებენ საზოგადოების აზრზე, ითიშებიან. ამიტომაც შეყვარებული ყურადღებას არ აქცევს მშობლებისა და მეგობრების აზრს მისი ობიექტის მიმართ
9 მსოფლიოში წყვილების უმეტესობა ეყრება ქორწინების მეოთხე წელს.მეოთხე წლის მერე ურთიერთობა სტაბილიზაციას ინარჩუნებს მერვე წლამდე.
10 შეყვარებულობის დროს ადამიანის ტვინის გარვეული ნაწილი ძილის მდგომარეობაშია, თითქოს სიზმარში და ამიტომაც უწოდებენ სიყვარულს ბრმას.
11 გაწყვეტილ ურთიერთობას, სასიყვარულო იმედგაცრუებას ზოგიერთი ადამიანი მიჰყავს შეგნებამდე, უფრო მეტად უყვარდეს, ის ვინც იგი მიატოვა.
,,ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ჩატარდა სემინარი ქალებისთვის თემაზე: "როგორ ვიცხოვროთ სიყვარულით საკუთარ ქმართან."

მონაწილეებს დაუსვეს შეკითხვა: ,,ვის გიყვართ ქმარი?" უკლებლივ ყველამ აწია ხელი. მაშინ მათ ჰკითხეს: ,,როდის გამოუტყდნენ უკანასკნელად ქმარს სიყვარულში?" ზოგიერთმა უპასუხა: "დღეს", ზოგმა – "გუშინ", ზოგმა კი – "არ მახსოვს". ამის შემდეგ ქალებს სთხოვეს, მოემარჯვებინათ მობილური ტელეფონები და ქმრებისთვის გაეგზავნათ სმს შინაარსით: "მე შენ მიყვარხარ, ძვირფასო".

ახლა მონაწილეებს შესთავაზეს გაეცვალათ ტელეფონები და წაეკითხათ ერთმანეთის ტელეფონებში მოსული ტექსტური შეტყობინებები. გთავაზობთ ქმრების პასუხებს ცოლების სიყვარულის ახსნაზე:

1. რომელი ხარ?
2. ხომ კარგად ხარ?
3. მე შენ მიყვარხარ.
4. ახლა რაღა მოუვიდა მანქანას?
5. არ მესმის შენი, რა გინდა?
6. ახლა რა ჩაიდინე? ამჯერად პატიებას ნუღარ ელი.
7. ?!
8. არ გვინდა მიკიბულ-მოკიბული, პირდაპირ მითხარი, რამდენი გჭირდება?
9. ეს სიზმარია?
10. თუ ახლავე არ მეტყვი, ვის უგზავნიდი ამ სმს-ს, ვიღაც შემომაკვდება.
11. ხომ გთხოვე, მეტი აღარ დალიო-მეთქი
12. რასაც არ უნდა მთხოვდე, ჩემი პასუხია – არა!. ''