Wednesday, May 15, 2013

უძირო თვალებს დაგიკოცნი,
მერე...ჩაგიკრავ გულში,
ჩაგეხუტები, თავს მოგადებ
და ჩაგჩურჩულებ ყურში-
კი არ მიყვარხარ-მესუნთქები,
როგორც ჰაერი სუფთა,

როცა ჩემს გვერდით მეგულები,
შმაგს ვემსგავსები სუმთლად...
ამეკვიატე...გადამრიე...
ცხოვრებას გითმობ, გინდა???
ჩემთვის კერპიც ხარ,ცოდვიანი
და სალოცავიც წმინდა...
წამწამს წამწამზე მოგადებ და
ტუჩებს ტუჩებში ვხლართავ,
გულში გულს გიცვლი,ჩემს სიცოცხლეს
შენს სიყვარულში ვხარჯავ...
...უძირო თვალებს დაგიკოცნი
და ჩაგჩურჩულებ ყურში-
"ჩემი სუნთქვა ხარ"...მოგეხვევი
და ჩაგეკვრები გულში

Sunday, May 12, 2013

მივდივარ , ვიძვრები ,
სულში ნუ მიძვრები !
მიწისძვრის ბიძგები
ჩემს გულში იგრძენი?
შორს მყარი ფიცრები!
მძივივით ვიპნევი,
არადა, ვხედავ, რომ
უძღებად იქცევი.
შენ ვინ ხარ , შენს თავში
თავად თუ ერკვევი?
ამას ვერ ხვდები და
ფეხებშიც მედები?
აჩრდილი დამიხვდა
მიმავალს სულ ზევით,
როგორღაც მამცნო , რომ
არ ვიდგე შენს გვერდით.
ხელი რომ ჩაგჭიდე,
ვერ ვპოვე ბერკეტი ,
მე გადავიღალე
არ მინდა ზედმეტი.
გრძნობების ქურდობა
შემზიზღდა ლექსებით,
ღირსებას ვერ დავთმობ,
მივდივარ , გეცლები.
არც მიკვირს , მიწაში
რომ არ გაქვს ფესვები,
იფრინე, ძვირფასო,
ფრთებს არ შევეხები.
ღრუბლებში ხანდახან
ჭექაა ქუხილით,
ხო, ხშირად ღიმილიც
იცვლება წუხილით.
შენ არ შეიცვლები,
ივლი მაგ ,,ბისებით,, ,
მაგ ყალბი ბისებით
ყელამდე ივსები.
არადა , ვლოცულობ:
-ღმერთო , მიეც მეტი!
დროს უნდა გაუძლო,
ამასაც მე გეტყვი.
ასტრალში გასულო,
კოსმოსში შეგხვდები,
ბედავ და ვარსკვლავებს
ბრწყინვაშიც ედრები?
როგორ დანგრეულან
ეხ, პირამიდები ,
მაგ უკაცრიელში
წყურვილით მიკვდები.
ამიტომ მოვდივარ ,
ამიტომ ვიძვრები,
მინდა რომ გიკითხო
სიმართლის ლექსები.
სცენაზე დამდგარი
ხელებს ვშლი , ვშეშდები...
შენ არ გელოდები!
ა პ ლ ო დ ი ს მ ე ნ ტ ე ბ ი !!!

Monday, May 6, 2013

"მეეზოვე"

გაჩერებაზე ვდგავარ. ვხედავ როგორ ასუფთავებს ჩემს წინ ქალაქის მეეზოვე მიდამოს. გულმოდგენილი ეკიდება საქმეს და თითოეულ სიგარეტის ბიჩოკსაც კი არ ტოვებს.
სახეზე წარმოსადეგი ბიჭი ჩანს, მაგრამ "სტაფილოსფერი ფორმა" აცვია და ქუჩას ასუფთავებს. არადა ხომ შეიძლებოდა ამ ფორმის მაგივრად შარვალ კოსტუმი ცმოდა და ის ყოფილიყო ეხლა ქუჩაზე ამაყად რომ გადადის, ტაქს, რომ აჩერებს და უზრუნველად მიდის თავის საქმეზე. მაგრამ არა, თავისმა ცხოვრებამ მას ეს არგუნა. ანდაც ყოფილიყო ის ავტობუსში, რომ მხვდება ჩვეულებრივი მოქალაქე, ჩვეულებრივად ჩაცმული მაგრამ მაინც უკმაყოფილო, რადგან შეწუხებულია ხალხმრავლობით. უბრალო ცხოვრებისეული მოვლენით არის შეწუხებული და აბა კითხეთ "მეეზოვეს" განა შეწუხებულია? არა. ის მორჩილად და მონდომებით ასრულებს თავის მოვალეობას.
არადა როგორ მოუხდებოდა შარვალ კოსტუმი, ვფიქრობ მე... მაგრამ მე ვინ მეკითხება ?
ვაჩერებ სამარშუტო ტაქსს... ადგილი არ არის... ფეხზე მიწევს დგომა. მე ორ ადამიანს შორის ჩავდექი, რომელნიც ერთმანეთის გასწვრივ იჯდნენ და გემრიელად ჭორაობდნენ.
– "უკაცრავად ახალგაზრდავ, მაგრამ ხომ ხედავთ ვლაპარაკობთ, თქვენ კი ხელს გვიშლით".
– უკაცრავად, მალე ჩავდივარ და აღარ შეგაწუხებთ. ვპასუხობ მოკლედ. თუმცა ძალიან ბევრი რამის თქმა შემეძლო, ამ ორი ლაპარაკისგან გაბერილი ქალბატონისთვის. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ისინი მაინც ვერაფერს გაიგებდნენ. მაგრამ პრობლემა ამაში არ არის რომ ვერაფერს გაიგებდნენ, პრობლემა იმაშია, რომ ადამიანები გახდნენ აგრესიულები, აღიზიანებთ ყველაფერი, აღარ აქვს მნიშვნელობა ასაკს, გარეგნობას, ლაპარაკს, უბრალოდ ყველაფერი აღიზიანებთ. აღარ უთმობენ ერთმანეთს არაფერს. ადამიანები ცხოველთა დიდი ჯაგად გადაიქცა, რომლებიც გადარჩენის ინსტიქტით სხვას ესხმიან თავს. სამწუხაროა, ვფიქრობ გულში... ჩავდივარ ეკლესიასთან, ვხედავ როგორ იწერს ვიღაც მოქალაქე პირჯვარს და იმისაც ვხედავ, მისი შემხედვარე სხვებიც როგორ იწერენ. აფსურდის თეატრია ვფიქრობ მე... აფსურდის თეატრი, რომელშიც მონაწილეობით ადამიანები ისე გაიწაფნენ, რომ ყველა მათგანი უკვე კარგად გამოწვრთნილი, ორპირი, ქედმაღალი, მატყუარაა... და ისევ "მეეზოვე" ამჯერად სხვა, წმინდავს და ასუფთავებს, ნეტა, როგორია ის შიგნიდან ? ალბათ ისეთი როგორიც არიან თავმდაბალი, მშრომელი და ცხოვრების მორჩილი ადამიანები...

"მწუხარე ღამეს ოცნება თანსდევს"

შენს ტკივილს, თვალებს,
ცრემლიანს ცხარეს,
მე ყოველ ღამე
ვუნახავ მთვარეს,
არვიცი რატომ,
არვიცი რისთვის,
მე ისევ მოგდევ
შენ კი არ მიცდი.
მწუხარე ღამეს,
მზის სხივი დაჰკრავს,
შენზე ოცნებას
ვერ გამიქარცწყლებს,
ის უფრო მეტად
ჩაჰბერავს ჩემში
იდუმალ აზრებს
სევდიანს ცხარეს,
რატომ არ ვიცი
შენ ისევ აქ ხარ,
ჩემში ცოცხლობ და
ხანდახან კვდები,
როგორც ვარსკვლავი,
თავის ურჩ მთვარეს,
მიჰყვება მისდევს
და თან ვერ ერწყმის.
სიჩუმე ირგვლივ,
წვიმაც კი მშვიდი,
ლურჯი თვალები
დიდ ზღვაზე დიდი,
ყველაზე მეტად
მწუხარე ტკბილი,
როცა ჩემთან ხარ
მაშინ ვარ მშვიდი.
არვიცი, რას ვწერ,
რას ვფიქრობ, რას ვდებ,
მე შენზე ფიქრით
სიჩუმეს ვარღვევ.
მთვარიან ღამეს,
ოცნებას ცხარეს,
ტკივილი თან სდევს
შენ ისევ დაგსდევ.