Tuesday, October 28, 2014

განშორება
შენ ნუ გგონია,
რამეს ვდარდობ,
რამეს მივტირი,
ნურც იმას ფიქრობ,
უზენაესს რამეს შევუთქვამ,-
მე მიჭირს
შენთან განშორება,
თორემ სიკვდილი,
სიკვდილი რაა-
სულის გაყრა
ცოდვილ სხეულთან.

Sunday, October 26, 2014

მე - ყველაზე დიდი რეალისტი, რომანტიზმის მეწამული მანტიით მოსილი, სქესით - მდედრი და მდგომარეობით - მარტოსული, ვებრძვი ცხოვრებას. : ))
და მაინც,
სისულელეა ბედთან ჭიდილი.
ის, ვინც უნდა დარჩეს, მაინც დარჩება...
და წამსვლელი, კალთები რომც ახიო, მაინც წავა.

Tuesday, October 7, 2014


ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი მძიმე დეპრესიის პერიოდი, რომ თავის მოკვლაზე ფიქრი დავიწყე. მაგრამ ამ მომენტში, აბსოლუტურად შემთხვევით, ხელში ჩამივარდა პატარა წიგნი, მოთხრობათა კრებული, რომელმაც მომაბრუნა და ცხოვრების ხალისი დამიბრუნა. რომ არა ეს წიგნი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა მდგომარეობიდან გამოსვლა.

იმ დიდსულოვნებამ, რომელიც ამ მოთხრობებში იყო ჩადებული, სიკვდილისაგან მიხსნა.

სამწუხაროდ ამ მწერალსა და პოეტს არ იცნობენ ევროპაში. ეს ქართველი მწერალი, ვაჟა ფშაველაა. მე მომხიბლა მისი ნაწარმოებების სიღრმემ და თვითმყოფადობამ. სწორედ ამ წიგნის შემდეგ დავინტერესდი ქართული ლიტერატურით.

ალენ დელონი

სიტყვების მნიშვნელობა (შთამაგონებელი ისტორია)
ერთხელ ერთი ბრძენი ქვეყნის უცხო მხარეში წავიდა სამოგზაუროდ. გზად მან ერთ სოფელს ჩაუარა, რომლიდანაც ერთი ქალი გამოვიდა და ბრძენს სთხოვა სოფელში გაჰყოლოდა, რათა რაიმეთი დახმარებოდა მის ავადმყოფ ბავშვს და ემკურნალა მისთვის.
ბრძენი დასთანხმდა ქალს და სოფელში წაჰყვა.
სოფლის მთავარ მოედანზე უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და ყველა ელოდებოდა, თუ რას გააკეთებდა ბრძენი იმისათვის, რომ ავადმყოფი ბავშვისათვის ემკურნალა.
და ყველასაგან გასაოცრად ბრძენმა ბავშვს თავზე ხელი დაადო და ლოცვა დაიწყო.
– როგორ ფიქრობ, შენი ლოცვა უშველის, როდესაც წამლებმა ვერაფერი გააწყვეს? – წამოიძახა ერთმა კაცმა, რომელიც შეკრებილ ხალხს შორის იდგა.
– შენ არაფერი არ გესმის. და საერთოდაც ძალიან ბრიყვი და სულელი ხარ იმისათვის, რომ ამგვარი რამ გაიგო – ყველასაგან გასაკვირად მიაძახა ბრძენმა მის წინააღმდეგ განწყობილ კაცს.
კაცს სახე წამოენთო და გაუწითლდა. და იმდენად გამოვიდა წყობიდან, რომ ბრძენისაკენ საცემრადაც კი გაიწია, მაგრამ ხალხმა არ გაუშვა.
ხალხით გარშემოტყმულ გაბრაზებულ კაცს ბრძენი მიუხლოვდა და ღიმილით უთხრა:
ხედავ ჩემო მეგობარო? თუ ავ სიტყვას ისეთი ძალა აქვს, რომ შეუძლია ასე მარტივად გამოგიყვანოს წყობიდან და თავი დაგაკარგვინოს , როგორ ფიქრობ, გამორიცხულია, რომ კარგ სიტყვას ადამიანის მკურნალობა შეეძლოს?

ენერგოვამპირიზმი

ენერგოვამპირების შესახებ ქართული საზოგადოებისთვის ბევრი რამ ცნობილია, მაგრამ ვეჭვობ ამ პრობლემის მოგვარების გზები იყოს ნათელი. ალბათ ბევრ თქვენგანს ჰქონია შეხება ენერგოვამპირებთან რეალურ ცხოვრებაში, ან ჩვენ თვითონ ვყოფილვართ ენერგოვამპირი სხვის მიმართ, რის გამოც პრეტენზიები გამოუხატავთ. ორივე შემთხვევაში, ამ პრობლემის მოუგვარებლობა არასახარბიელო შედეგებით სრულდება: თუ ჩვენ ვართ ენერგოვამპირზმის მსხვერპლი მუდმივ წყენას, შფოთს, დისკომფორტს განვიცდით ასეთ ადამიანებთან ურთიერთობით, ხოლო თუ ჩვენ ვართ ენერგოვამპირები, მაშინ განვიცდით, რომ საყვარელი ადამიანები, რომელთან ურთიერთობაც გვიხარია და გვსურს, რატომღაც გაგვირბიან ან გვერიდებიან.

ენერგოვამპირი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ძლიერი მამაკაცი, არამედ ქალიც, გოგოც, ბავშვიც და მოხუციც კი. ენერგოვამპირიზმი ხასიათის და სიტუაციის ატრიბუტია და არა ასაკის, სქესის ან ფიზიკური მდგომარეობის. მაშ როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას რეალურ ცხოვრებაში? ჯერ განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც თქვენ ხართ სხვისი აგრესიის მსხვერპლი.

ყველაზე სრულყოფილი გზა ამ პრობლემასთან გამკლავების არის ფსიქოთერაპია. მესმის ეს შეიძლება რეკლამაში ჩამომართვათ, მაგრამ ჩვენ ამაში 100% ვართ დარწმუნებული და რომ არ ვთქვათ, სიმართლის დამალვა გამოგვივა. განკურნებული ადამიანი ძლიერი ადამიანია და მას უამრავ პრობლემასთან ძალუძს მოხერხებულად გამკლავება. თუ არ გაქვთ სურვილი მიიღოთ ფსიქოლოგიური მომსახურება ან ამის შესაძლებლობა არაა, მაშინ შეგიძლიათ ქვემოთ მოყვანილ მეთოდებს მიმართოთ. ასეთი სულ სამია, თუ იმ ცხოვრებისეულ მრავალფეროვნებას დავწრიტავთ, რასაც თქვენ თქვენი ინდივიდუალური გამოცდილებით ამჟამადაც იყენებთ ცხოვრებაში:

1. გაქცევა. ყველაზე იოლ გამოსავლად ადამიანებს ჩვეულებრივ ეს მიაჩნიათ. ამაში იგულისხმება, როდესაც თქვენ ცდილობთ რაც შეიძლება ნაკლებად იკონტაქტოს ენერგოვამპირ ადამიანთან. ეს ადამიანის პირველი რეაქციაა, მაგრამ თავისი უარყოფითი მხარეები გააჩნია; ერთი ის, რომ შეიძლება ენერგოვამპირი თქვენი ისეთი ახლობელი იყოს, რომელთანაც სულ ვერ გაექცევით ურთიერთობას. მეორე კი ის, რომ თუ გაქცევით ვუშველით თავს, ე.ი. უარს ვამბობთ გაძლიერებაზე, კვლავ შეიძლება გავხდეთ ენერგოვამპირიზმის მსხვეპლი და ჩვენ თავს იმუნიტეტის შეძენისგან ვიცავთ.

2. შეგუება. როდესაც მსხვერპლს სხვა გზა აღარ რჩება, ის ირჩევს დანებდეს ენერგოვამპირს და მუდმივად კვებოს თავისი ენერგიით. ამ შემთხვევაში ენერგოვამპირი კმაყოფილია და ახლო ადამიანად მიაჩნიხართ. ამ მეთოდის პრობლემა ისაა, რომ ენერგიას, რომელსაც ენერგოვამპირი გართმევთ, თქვენი ორგანიზმი კარგავს; შესაბამისად, შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ მომავალში თქვენი ორგანიზმის რესურსი ამოიწურება და საკმაოდ არასახარბიელო შედეგებს ვღებულობთ: ნევროზი, სკლეროზი, დიაბეტი, წნევა, გაფუჭებული ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, ინსულტი და შეიძლება სისმსივნეც კი გამოიწვიოს შემგუებლური პოლიტიკის არჩევამ. რა თქმა უნდა შეიძლება გაგიმართლოთ და ენერგოვამპირზე დიდხანსაც კი იცოცხლოთ, მაგრამ სისცოცხლის ხარისხი, ანუ სიამოვნება, რასაც საკუთარი არსებობით იღებთ, ქვეითდება. და ბოლოს, გზა მესამე:

3. ბრძოლა. ენერგიით ენერგოვამპირს ვერ ვაჯობებთ, ეს ფაქტია. მაგრამ იმედის გადაწურვა არ ღირს. შეიძლება ორი ხერხის გამოყენება; მოკლე და მტკივნეული დარტყმების მიყენება მზარდი ინტენსივობით და ენერგოვამპირის სუსტი მხარეების მოძებნა. რაც არ უნდა უნაკლოდ და ძლიერად გეჩვენებოდეთ ვამპირი, პატარა სისუსტეები ყველას აქვს. სწორედ ისინია მსხვერპლის იმედი. ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში არ დაიზაროთ ამ სუსტ წერტილში მიაყენოთ დარტყმა. თუ სათანადო სიჯიუტეს გამოიჩენთ ადრე თუ გვიან შედეგი აუცილებლად დადგება. ბოლოსდაბოლოს, ენერგოვამპირიც იგრძნობს უსიამოვნებას თქვენთან ურთიერთობით, თვითონ შეგეშვებათ და სხვა მსხვერპლის ძებნას დაიწყებს. დაე ასეც იყოს.

ეხლა ენერგოვამპირებსაც მივცეთ რჩევები. რაღაც თვალსაზრისით, ისინიც მსხვერპლები არიან, ოღონდ საკუთარი ცალსახა ხედვის. ენერგოვამპირიზმის ბევრ მსხვერპლს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ თვით ენერგოვამპირებს თავისი თავი მოსიყვარულე, კეთილ, მზრუნველ და რაც მთავარია, სამართლიან ადამიანებად მიაჩნიათ. ისინი ძალიან გულნატკენი რჩებიან, როდესაც მათი მსხვერპლი „არ უფასებს“ ამ სიყვარულს და უმალ უმადურობაში სდებენ ბრალს. მაშ რით შეიძლება მოიპოვონ თავისი მსხვეპლების კეთილგანწყობა და ორმხრივად სასიამოვნო ურთიერთობას მიაღწიონ?

პასუხი, უპირველესად, მომიტევეთ, მაგრამ ისევ ფსიქოთერაპიაა. ჩვენ მათ საკუთარი ბრაზის მართვასა და ლმობიერებას ვასწავლით. ხოლო თვითონ შეიძლება ამ მეთოდს მიმართონ: ეცადონ, საკუთარ თავს, თავის საქციელს ნეიტრალური, გარე დამკვირვებლის თვალით შეხედონ, ეცადონ სხვა ენერგოვამპირების ქცევა შეაფასონ ობიექტურად მათი მსხვერპლის მიმართ. ეს ცოტა ძნელი მისაღწევია, ამიტომ ძალიან ფიცხ ენერგოვამპირებს ისღა დაგვრჩენია ვურჩიოთ, რომ ოდნავი ეჭვი შეიტანონ თავის ფიქრში იმის შესახებ, მართლა ასეთ უდიერ მოპყრობას „იმსახურებს“ თუ არა მსხვერპლი. გახსოვდეთ, ენერგოვამპირებო, თქვენ საკუთარი ცალსახა ხედვის მსხვერპლი ხართ, ამიტომ სხვადასხვა კუთხით შეხედვა ერთდაიგივე საკითხზე შეიძლება ქმედითი მექანიზმი აღმოჩნდეს თქვენი სხვა ადამიანებისადმი მოპყრობის შერბილებაში. სხვამ თუ არა, ჩვენ ფსიქოლოგებმა ბევრი ვიცით თქვენი ფარული შიშების შესახებ.

დასკვნის სახით გეტყვით, რომ ორივე, მსხვერპლიც და ენერგოვამპირიც საკუთარ თავთან ურთიერთობის დეფიციტის მსხვერპლია. არ არსებობენ მუდმივად ენერგოვამპირი და მუდმივად მსხვერპლი ადამიანები. შეიძლება ერთი პიროვნება მეორესთან მსხვერპლი იყოს, ხოლო მესამესთან ვამპირი. მეტიც, ადამიანი საკუთარი თავის მიმართაც შეიძლება იყოს ვამპირი და პირიქით, ჩვენ ვიყოთ საკუთარი თავის მსხვერპლი. ყველაფერი ამის გასარკვევად არსებობს ჩვენი კაბინეტიც, მაგრამ უფრო მეტად სირცხვილი, ვიდრე უსახსრობა უშლის ხელს ადამიანებს მიმართონ ფსიქოლოგს, იზრუნონ საკუთარი თავის გაძლიერებასა და თავისუფლებაზე, რაც ჩვენში მერწმუნეთ უფრო სინანულს იწვევს, ვიდრე სიღარიბეს.


"ლიმნიანი" ჩაი


ყავა - უშაქრო,
ან ჩაი - "ლიმნიანი",
"KENT"-ი ღერებით და ბედსაც არ ვემდური.
დამყვა ხასიათი, ისე ჯინიანი,
შენც კი არ მინდიხარ - არაპოეტური.

წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა,
სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან.
ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს,
ჰოდა,
თუნდაც ერთი იყოს - მხოლოდ შენთვის მინდა.

მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს,
სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას,
მოდი,
დაენახე წამებს გაჩერებულს,
მოდი,
გეხვეწები, კოცნით დამღალე და...

გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით,
ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და
ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები,
რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.

Monday, October 6, 2014

საკუთარი გრძნობების გამოხატვის უცოდინრობა არ ნიშნავს მათ უქონლობას.!!!
მეოცე საუკუნემდე გარუჯული კანის მქონე ადამიანებს სოციალურად დაბალ ფენებს მიაკუთვნებდნენ, არისტოკრატულ და კეთილშობილურ იერს თეთრი კანი წარმოაჩენდა.

პირველად გარუჯული კანის ეფექტს ინგლისში მიაქციეს ყურადღება, როცა ცხენოსნობა და ცურვა სპორტის პოპულარულ სახეობებად ჩამოყალიბდა. თუმცა დანარჩენ ევროპაში 1908 წლამდე მზის სხივებს უფრთხოდნენ და სითეთრის შენარჩუნებაზე ყველანაირად ზრუნავდნენ.

გარუჯული კანი გლამურის სიმბოლოდ მას შემდეგ გადაიქცა, რაც კოკო შანელი პარიზში ფრანგული რივიერიდან მთლიანად გარუჯული დაბრუნდა.

1922 წლის ზაფხულში კოკო შანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თეთრი კანი გარუჯულისგან განსხვავებით არაჯანსაღად და ულამაზოდ გამოიყურება. ამ მოვლენამ გადატრიალება მოახდინა არა მარტო მოდის ისტორიაში, არამედ საზაფხულო დასვენების სტილშიც. ამ დღიდან ფრანგები გრძელვადიან შვებულებებს იღებენ და თამამად ისვენებენ ზღვისპირა კურორტებზე...
,,ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს, დაბადებიდან, სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება... მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ - ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპერწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლის ამაოების ქარი. "

/გოდერძი ჩოხელი/
სჯობია მართლა არამზადა იყო ნამდვილი,
ვიდრე ტყუილად არამზადას ხალხმა გადაროს.
ბედნიერებაც აღარ არის მაშინ ადვილი,
თუ ეს ცხოვრება სხვის ჭკუაზე უნდა ატარო.
რატომ შემიქეს აწყვეტილი ვნება დამნთქმელი,
სხვათა აზრები რატომ უნდა გახდნენ საჩვენო?
თვითონ ცოდვილებს ჩემს ცოდვებზე რა აქვთ სათქმელი,
ან რად ცდილობენ თეთრი შავად რომ მომაჩვენონ?!
მე იგივე ვარ და ვინც მადებს მძიმე ბრალდებას,
მხოლოდ თავს ამხელს, მე კი ვრჩები უზიანები,
სულით მდაბლების თავდასხმა კი მალიმალდება
და მსაჯულობენ თავად სულით კუზიანები.
პატივაყრილებს სურთ პატივი სხვასაც აჰყარონ
და მოგაჩვენონ ეს ქვეყანა ცოდვილთ სამყაროდ.

/უილიამ შექსპირი/
"სამყარო იმდენად დალპა,რომ ვინმეს შეყვარებაც კი - ეს ყველაზე დიდი რისკია, რომლის უფლებაც შეგვიძლია მივცეთ ჩვენს თავს.შინაგანად გვძაბავს იმის ალბათობა, რომ ეს შეიძლება ცალმხრივი აღმოჩნდეს ან აგრესიულად იქნას გაგებული.

ადამიანები გადაეჩვივნენ სიყვარულს, მსოფლიოს სამომხმარებლო ურთიერთობები მართავს."

ბერნარდ შოუ
სიკვდილამდე ორი დღით ადრე ფედერიკო ფელინიმ მითხრა: როგორ მინდა, კიდევ ერთხელ შევიყვარო! ამას ქალზე არ ამბობდა, იმის თქმა უნდოდა, რომ სიყვარული ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი რამაა. როცა გიყვარს, შენ უბრალოდ ადამიანი კი აღარ ხარ, არამედ თითქოს სურნელებად იქცევი. მიწაზე კი არ დადიხარ, ჰაერში ლივლივებ. სწორედ ტრფიალების ეს განცდაა ცხოვრებაში მთავარი.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ან არ გიყვარს – ქალი, სამუშაო, სამყარო თუ ცხოვრება… სიყვარული არც სიხარულია და არც დარდი, არც ჯილდო და არც გამოცდა, ეს ყველაფერი ერთად მოგზაურობაა ზღაპრულ მომაჯადოებელ ქვეყანაში, ბილიკი იმ საიდუმლოში, რომელიც უნდა ამოხსნა. სიყვარული ყოველთვის გადის, ყველაფერს თავისი დასასრული აქვს. მაგრამ ერთი მდგომარეობა ყოველთვის მეორეში გადადინდება, და ეს მეორე შეიძლება უფრო ძლიერი გრძნობა იყოს, ვიდრე ტრფიალებააა.