ენერგოვამპირების შესახებ ქართული
საზოგადოებისთვის ბევრი რამ ცნობილია, მაგრამ ვეჭვობ ამ პრობლემის
მოგვარების გზები იყოს ნათელი. ალბათ ბევრ თქვენგანს ჰქონია შეხება
ენერგოვამპირებთან რეალურ ცხოვრებაში, ან ჩვენ თვითონ ვყოფილვართ
ენერგოვამპირი სხვის მიმართ, რის გამოც პრეტენზიები გამოუხატავთ. ორივე
შემთხვევაში, ამ პრობლემის მოუგვარებლობა არასახარბიელო შედეგებით
სრულდება: თუ ჩვენ ვართ ენერგოვამპირზმის მსხვერპლი მუდმივ წყენას, შფოთს,
დისკომფორტს განვიცდით ასეთ ადამიანებთან ურთიერთობით, ხოლო თუ ჩვენ ვართ
ენერგოვამპირები, მაშინ განვიცდით, რომ საყვარელი ადამიანები, რომელთან
ურთიერთობაც გვიხარია და გვსურს, რატომღაც გაგვირბიან ან გვერიდებიან.
ენერგოვამპირი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ძლიერი მამაკაცი, არამედ ქალიც, გოგოც, ბავშვიც და მოხუციც კი. ენერგოვამპირიზმი ხასიათის და სიტუაციის ატრიბუტია და არა ასაკის, სქესის ან ფიზიკური მდგომარეობის. მაშ როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას რეალურ ცხოვრებაში? ჯერ განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც თქვენ ხართ სხვისი აგრესიის მსხვერპლი.
ყველაზე სრულყოფილი გზა ამ პრობლემასთან გამკლავების არის ფსიქოთერაპია. მესმის ეს შეიძლება რეკლამაში ჩამომართვათ, მაგრამ ჩვენ ამაში 100% ვართ დარწმუნებული და რომ არ ვთქვათ, სიმართლის დამალვა გამოგვივა. განკურნებული ადამიანი ძლიერი ადამიანია და მას უამრავ პრობლემასთან ძალუძს მოხერხებულად გამკლავება. თუ არ გაქვთ სურვილი მიიღოთ ფსიქოლოგიური მომსახურება ან ამის შესაძლებლობა არაა, მაშინ შეგიძლიათ ქვემოთ მოყვანილ მეთოდებს მიმართოთ. ასეთი სულ სამია, თუ იმ ცხოვრებისეულ მრავალფეროვნებას დავწრიტავთ, რასაც თქვენ თქვენი ინდივიდუალური გამოცდილებით ამჟამადაც იყენებთ ცხოვრებაში:
1. გაქცევა. ყველაზე იოლ გამოსავლად ადამიანებს ჩვეულებრივ ეს მიაჩნიათ. ამაში იგულისხმება, როდესაც თქვენ ცდილობთ რაც შეიძლება ნაკლებად იკონტაქტოს ენერგოვამპირ ადამიანთან. ეს ადამიანის პირველი რეაქციაა, მაგრამ თავისი უარყოფითი მხარეები გააჩნია; ერთი ის, რომ შეიძლება ენერგოვამპირი თქვენი ისეთი ახლობელი იყოს, რომელთანაც სულ ვერ გაექცევით ურთიერთობას. მეორე კი ის, რომ თუ გაქცევით ვუშველით თავს, ე.ი. უარს ვამბობთ გაძლიერებაზე, კვლავ შეიძლება გავხდეთ ენერგოვამპირიზმის მსხვეპლი და ჩვენ თავს იმუნიტეტის შეძენისგან ვიცავთ.
2. შეგუება. როდესაც მსხვერპლს სხვა გზა აღარ რჩება, ის ირჩევს დანებდეს ენერგოვამპირს და მუდმივად კვებოს თავისი ენერგიით. ამ შემთხვევაში ენერგოვამპირი კმაყოფილია და ახლო ადამიანად მიაჩნიხართ. ამ მეთოდის პრობლემა ისაა, რომ ენერგიას, რომელსაც ენერგოვამპირი გართმევთ, თქვენი ორგანიზმი კარგავს; შესაბამისად, შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ მომავალში თქვენი ორგანიზმის რესურსი ამოიწურება და საკმაოდ არასახარბიელო შედეგებს ვღებულობთ: ნევროზი, სკლეროზი, დიაბეტი, წნევა, გაფუჭებული ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, ინსულტი და შეიძლება სისმსივნეც კი გამოიწვიოს შემგუებლური პოლიტიკის არჩევამ. რა თქმა უნდა შეიძლება გაგიმართლოთ და ენერგოვამპირზე დიდხანსაც კი იცოცხლოთ, მაგრამ სისცოცხლის ხარისხი, ანუ სიამოვნება, რასაც საკუთარი არსებობით იღებთ, ქვეითდება. და ბოლოს, გზა მესამე:
3. ბრძოლა. ენერგიით ენერგოვამპირს ვერ ვაჯობებთ, ეს ფაქტია. მაგრამ იმედის გადაწურვა არ ღირს. შეიძლება ორი ხერხის გამოყენება; მოკლე და მტკივნეული დარტყმების მიყენება მზარდი ინტენსივობით და ენერგოვამპირის სუსტი მხარეების მოძებნა. რაც არ უნდა უნაკლოდ და ძლიერად გეჩვენებოდეთ ვამპირი, პატარა სისუსტეები ყველას აქვს. სწორედ ისინია მსხვერპლის იმედი. ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში არ დაიზაროთ ამ სუსტ წერტილში მიაყენოთ დარტყმა. თუ სათანადო სიჯიუტეს გამოიჩენთ ადრე თუ გვიან შედეგი აუცილებლად დადგება. ბოლოსდაბოლოს, ენერგოვამპირიც იგრძნობს უსიამოვნებას თქვენთან ურთიერთობით, თვითონ შეგეშვებათ და სხვა მსხვერპლის ძებნას დაიწყებს. დაე ასეც იყოს.
ეხლა ენერგოვამპირებსაც მივცეთ რჩევები. რაღაც თვალსაზრისით, ისინიც მსხვერპლები არიან, ოღონდ საკუთარი ცალსახა ხედვის. ენერგოვამპირიზმის ბევრ მსხვერპლს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ თვით ენერგოვამპირებს თავისი თავი მოსიყვარულე, კეთილ, მზრუნველ და რაც მთავარია, სამართლიან ადამიანებად მიაჩნიათ. ისინი ძალიან გულნატკენი რჩებიან, როდესაც მათი მსხვერპლი „არ უფასებს“ ამ სიყვარულს და უმალ უმადურობაში სდებენ ბრალს. მაშ რით შეიძლება მოიპოვონ თავისი მსხვეპლების კეთილგანწყობა და ორმხრივად სასიამოვნო ურთიერთობას მიაღწიონ?
პასუხი, უპირველესად, მომიტევეთ, მაგრამ ისევ ფსიქოთერაპიაა. ჩვენ მათ საკუთარი ბრაზის მართვასა და ლმობიერებას ვასწავლით. ხოლო თვითონ შეიძლება ამ მეთოდს მიმართონ: ეცადონ, საკუთარ თავს, თავის საქციელს ნეიტრალური, გარე დამკვირვებლის თვალით შეხედონ, ეცადონ სხვა ენერგოვამპირების ქცევა შეაფასონ ობიექტურად მათი მსხვერპლის მიმართ. ეს ცოტა ძნელი მისაღწევია, ამიტომ ძალიან ფიცხ ენერგოვამპირებს ისღა დაგვრჩენია ვურჩიოთ, რომ ოდნავი ეჭვი შეიტანონ თავის ფიქრში იმის შესახებ, მართლა ასეთ უდიერ მოპყრობას „იმსახურებს“ თუ არა მსხვერპლი. გახსოვდეთ, ენერგოვამპირებო, თქვენ საკუთარი ცალსახა ხედვის მსხვერპლი ხართ, ამიტომ სხვადასხვა კუთხით შეხედვა ერთდაიგივე საკითხზე შეიძლება ქმედითი მექანიზმი აღმოჩნდეს თქვენი სხვა ადამიანებისადმი მოპყრობის შერბილებაში. სხვამ თუ არა, ჩვენ ფსიქოლოგებმა ბევრი ვიცით თქვენი ფარული შიშების შესახებ.
დასკვნის სახით გეტყვით, რომ ორივე, მსხვერპლიც და ენერგოვამპირიც საკუთარ თავთან ურთიერთობის დეფიციტის მსხვერპლია. არ არსებობენ მუდმივად ენერგოვამპირი და მუდმივად მსხვერპლი ადამიანები. შეიძლება ერთი პიროვნება მეორესთან მსხვერპლი იყოს, ხოლო მესამესთან ვამპირი. მეტიც, ადამიანი საკუთარი თავის მიმართაც შეიძლება იყოს ვამპირი და პირიქით, ჩვენ ვიყოთ საკუთარი თავის მსხვერპლი. ყველაფერი ამის გასარკვევად არსებობს ჩვენი კაბინეტიც, მაგრამ უფრო მეტად სირცხვილი, ვიდრე უსახსრობა უშლის ხელს ადამიანებს მიმართონ ფსიქოლოგს, იზრუნონ საკუთარი თავის გაძლიერებასა და თავისუფლებაზე, რაც ჩვენში მერწმუნეთ უფრო სინანულს იწვევს, ვიდრე სიღარიბეს.