Monday, October 6, 2014

მეოცე საუკუნემდე გარუჯული კანის მქონე ადამიანებს სოციალურად დაბალ ფენებს მიაკუთვნებდნენ, არისტოკრატულ და კეთილშობილურ იერს თეთრი კანი წარმოაჩენდა.

პირველად გარუჯული კანის ეფექტს ინგლისში მიაქციეს ყურადღება, როცა ცხენოსნობა და ცურვა სპორტის პოპულარულ სახეობებად ჩამოყალიბდა. თუმცა დანარჩენ ევროპაში 1908 წლამდე მზის სხივებს უფრთხოდნენ და სითეთრის შენარჩუნებაზე ყველანაირად ზრუნავდნენ.

გარუჯული კანი გლამურის სიმბოლოდ მას შემდეგ გადაიქცა, რაც კოკო შანელი პარიზში ფრანგული რივიერიდან მთლიანად გარუჯული დაბრუნდა.

1922 წლის ზაფხულში კოკო შანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თეთრი კანი გარუჯულისგან განსხვავებით არაჯანსაღად და ულამაზოდ გამოიყურება. ამ მოვლენამ გადატრიალება მოახდინა არა მარტო მოდის ისტორიაში, არამედ საზაფხულო დასვენების სტილშიც. ამ დღიდან ფრანგები გრძელვადიან შვებულებებს იღებენ და თამამად ისვენებენ ზღვისპირა კურორტებზე...