Sunday, July 21, 2013

როგორ ძალიან მომენატრე იცი? იცი რა ცუდად ვარ უშენოდ? როდესაც არ გელაპარაკები თავს მარტოდ ვგრძნობ, შენ მე სიცოცხლის უნარს მაძლევ, თითქოს შენთან ლაპარაკის დროს,თვალებით მეუბნები იცოცხლეო ჩემთვის, განა არღირს რომ ჩემთვის იცოცხლო? მე კი გეტყვი, გეტყვი რომ შენთვის ვცოცხლობ, ვცოცხლობ იმიტომ,რომ შენთვის ღირს, სიცოცხლე თუნდაც ერთი წამით...

ეს ერთი წამიც საკმარისია იმიტომ, რომ მეტი დრო არ მაქვს ალბათ და რომც მქონდეს არ მინდა! არ მინდა იმიტომ, რომ მინდა რომ ჩემგან შორს იყო რადგან... ასე უფრო ძლიერ მეყვარები და უფრო მეტ ინტერესს აღძრავ ჩემში !!!

შენ ჩემთვის მრავალგვერდიანი წიგნი ხარ, ზუსტად ის წიგნი, რომელსაც ბოლო ფურცელი აკლია და მე მის ძებნას შევალევ მთელ ჩემს სიცოცხლეს, მთელი ჩემი არსებას და... ალბათ ღირს რომ თუნდაც მაგისთვის ვიცოცხლო !!! ვიცოცხლო იმისთვის, რომ ამ ბოლო ფურცელს შევალიო მთელი ჩემი სიცოცხლე !!!



როგორ მინდა რო მშენს გულის ცემას მოვუსმინო და აი... მე მესმის უკვე, რა საყვარლად ცემს... მე მას ყურს ვუგდებ და ჩემი გულიც შენი გულისცემას ჰყვება !!!



როგორ მომწონს შენი ხმის ტემბრი როდესაც სევდა გაჰკრავს, სევდა ხომ სიყვარულის თანამგზავრია და მე მჯერა და მწამს, რომ შენც ისე ძლიერ გიყვარვარ როგორც მე !!!



შენი თვალები ისეთი მგრძნობიარეა რომ როდესაც ვუყურებ თუ როგორ ანთია მასში ცეცხლის ალი და მეც... ნებით თუ უნებლიედ ვვარდები მასში და ვიწვი !!!



შენი თმები ისე ბზინავს რომ შემიძლია შევადარო ჩანჩქერს, ოღონდ შორიდან შემყურეს, რა ლამაზად ჩამოდის მაღლიდან და რა ლამაზად ეხეთქება იქ, სადაც არავის მიესვლება და არავის მიეკარება გარდა ერთისა,ის ერთი მე ვარ, ოღონდ განა ძალით შევედი მასში არა, შენთვითონ მომეცი უფლება რათა შევსულიყავი და მეთარეშა !!!



შენი კანის სურნელი ვარდის სურნელს ჰგავს, რომელიც გაზაფხულზე ხარობს და მოწყვეტას ლამობს მაგრამ... ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი რადგან... მას ეკალი იცავს და არავის იკარებს გარდა ერთისა, !!!



და ბოლოს, მე ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა შენთვის, რასაც ვამბობ და რაც გითხარი, ყველაფერი გულიდანაა ამოღებული, გულმა გონებას უკარნახა.



და აი... იმ წიგნის ბოლო ფურცელი მეთვითონ დავწერე, დავწერე იმიტომ, რომ არ მქონდა საშუალება მეპოვა მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე... მაგრამ ეს არაა დასასრული, დამრჩა მხოლოდ შვიდი ჯადოსნური სიტყვა, ღომელსაც ყურში გეტყვი და რომელსაც არასდროს არავის არ ეტყვი შენი სიცოცხლის მანძილზე !!! ეს გვეცოდინება ჩვენ : მე, შენ და ღმერთს !!!



მე შენ მიყვარხარ!
გავბედე და გწერ, ისევ წვიმს. ფანჯარაში ვიხედები და შენ გხედავ, შენი ხატება არასდროს არ მცილდება წვიმის დროს , თავს მარტოსულად არ ვგრძნობ რადგან შენზე ფიქრი არ მანებებს თავს. სარკმელს ვაღებ და წვიმის წვეთებს ვეთამაშები, სახეს ვუშვერ და ისინიც თამამად მეფერებიან, ალბად სურთ შენზე მიამბონ რამე..... მეც თვალდახუჭული ვუყურადებ და ..... აი მომესმა შენზე ნათქვამიც, გულს ძგერა მემატება და მხოლოდ იმაზე ვოცნებობ არასდროს დამთავრდეს თხრობა, სუნთქვა მიხშირდება....... ვეღარ ვხვდები წვიმის წვეთებია თუ ცრემლებია, ფანჯარას ვხურავ და ოთახის გულში ვჯდები,გაიჩექა, შენზე ფიქრი ამერია. თავს მუხლებზე ვდებ და ვცდილობ შენი შეხება შევიგრძნო. გრძნობას აყოლილი მელანქოლიას ვნებდები და გარინდული გულის ძგერას ვუსმენ. სუნთქვის ხმაც განიბნევა ჰაერში და გარშემო მშფითვარე სიჩუმე ისადგურებს. ველი ....... არაფერი იცვლება. მხოლოდ წამებში წუთებად და წუთებში საათობად გადაქცეული დრო მიდის. მაგრამ მე მაინც მჯერა , რომ ზემოთ ავიხედავ და სასოებით აღვსილი თვალებით მას ვთხოვ, რომ კიდევ ერთხელ მომცეს შენთან შეხვერდის უფლება, რათა თვალებში შემოგხედო და გითხრა , რომ მე შენ ......

Saturday, July 20, 2013

შენ სანამ გძინავს - მე ვიღვიძებ
ისე უბრალოდ, გიყურებ და
ვფიქრობ ძილშიაც როგორ გინდა
მიხუტება....მერე გაკვირდები თვალებს ირგვლივ
რამდენით მეტია ნახაზები...
რატომღაც მძინარეს გეუბნები წლებისგან რომ
უფრო ლამაზდები...
მერე შენს თითებთან ჩავირბენ და
მზერით თეთრ ნატიფზე გავივაკებ...
და მიკვირს...ასეთი სასწაული
როგორ შეიძლება არ მიყვარდე?!
საბნის აწეული ნაპირიდან
მრგვალი მუხლისთავი მეცელქება...
შუბლზე აწყვეტილი ლურჯი ძარღვი
გვერდით საფეთქლებთან მეხეთქება...
ასეა ყოველ დილით გკითხულობ და
დილის შუქს მერამდენედ ვებუტები...
მერე შენ იღვიძებ ღიმილით და
მეხუტები. ♥

Tuesday, July 16, 2013

ჩემი სიბერე შენში შეივსო,
და წლებს შეეხო ბედის გზავნილი...
მინდა, ბოლო დღეც შენით შევიგრძნო,
მერე გაგიხდე - სულთან მანძილი...

არ გამიბრაზდე, გზას თუ ვერ გითმობ...
გული არ დაგწყდეს, რომ ხარ ხანგძლივი...
ამის დროც მოვა, მზის სხივს ვერ იცნობ
და ჩემს ბილიკებს შენც ცად გაივლი.

არ დამიღონდე, გულო, სულტკბილო,
ჩემზე ფიქრებით თავს ნუ დაიღლი,
აღარ ვიქნები?.. აბა, სულ ვიყო?
ასე ცხოვრებას შენ ვერ გაითვლი...

ახლა გეცლები... დროში უძიროდ
თუმცა სიცოცხლეს... ისევ განვიცდი,
შენს სიყვარულში ვრჩები უძილო...
შენ ხარ სიცხადეც, ჩემში ნამდვილი!...
ჩვენ ყველას გვგონია , რომ ცხოვრება უსასრულო წამია , მაგრამ მოვა დრო და ყველა , თითოეული ჩვენგანი წავა იქ სადაც,ცხოვრება მთავრდება. ცხოვრება კი ვვისთვის ფერადად და ვისთვის შავად მთავრდება.
გული მტკივა იმ ხალხზე ვინც რომ ქვეყანას შესწირეს თავი . ზოგი სულ ტყუილად ღუპება,ზოგიც სამართლიანად.მაგრამ სიკვდილი არავის ინდობს არც მტერს და აარც მოყვარეს . გული მწყდება დღეს დღევანდელ ცხოვრებაში , რომ ვერ ფასდებიან ის ადამიანები,რომლებიც ნამდვილად დასაფასებელნი არიან და ფასდებიან ისინი ვიც რომ არ არიან დასაგასებელნი.რაც ყველაზე საშინელეებაა ამას საზოგადოების უმრავლესობა ვერ ხვდევა.ყოველდღე თითოეულმა ჩვენგანმა რომ იფიქროს ამ თემაზე იქნებ რაღაც საშველი დაადგეს ამ ცხოვრებას.
ცხოვრება უსასრულო როდია? მასში ბევრი დაბრკოლებებია ჩახლართული , რომლის გადალახვას დიდი ფიქრი სჭირდება და არა მარტო ფიქრი არამედ ცხოვრების შესწავლას, რასაც უდიდესი დრო სჭრდება.ისე გაგყიდის შენი მეგობარი , როგორც დიდი ხნის ნაყიდ ნივთს , ისე დაუფიქრებლად გაგცვლის შენი მეგობარი მდიდარ ადამიანზე ,როგორც ლოთი ღვინოს არაყზე ან არაყს ღვინოზე.დღეს არაყიუფრო ძვირადღირებულია ღვინოზე. ასევე მდიდარი ადამიანი უფრო ძვირადღირებული უბრალო გოგოზე ან ბიჭზე.საშინელეებაა ამას საზოგადოების უმრავლესობა ვერ ხვდევა.თინეიჯერებს ჰგონიათ რომთუ მაგრად ჩაცმული მეგობარი ეყოლება, ძვირიანი სუნამო ესხმევა , Ipad ან Iphone ექნება ისაა ნამდვილი მეგობარი. მე კი ვფიქრობ რომ ზოგ მდიდარ ადამიანს ძონძებში გახვეული გლახა სჯობია. ფულის გამო არ ღირს ვინმესთან დამეგობრება, მთავარია ადამიანი იყოს ერთგული და ადამიანური.მეგობრობას ფულით ვერ იყიდის ადამიანი.მეგობრობა თავისით მიდიის მდიდართანაც და ღარიბთანაც.
რას ვეძახი მე სიმდიდრეს? ამას ბევრი მეკითხება.სიმდიდრეს მე აუარებელ ფულს კი არ ვეძახი არამედ მეგობრობას , ნამდვილს და გულწრფელ მეგობრობას , არა მოჩვენებითსა და დროებითს.

Monday, July 15, 2013

დღეს შენთან თითქმის არაფერს ვმალავ,
უფრო გაღმერთებ რაც დრო გავიდა
შენ კვლავ მომეცი იმდენი ძალა
მთელს ჩემს ცხოვრებას ვიწყებ თავიდან.
შენთვის ვწნავ მინდვრის ყვავილთა გვირგვინს,
იქნებ ჩემს ტკივილს რამე ვუშველო,
დედას ვფიცავარ გულწრფელად მიკვირს,
როგორ ვიცხოვრე დღემდე უშენოდ.
თითქმის არაფერს ვმალავ...
უფრო გაღმერთებ რაც დრო გავიდა
შენ კვლავ მომეცი იმდენი ძალა
მთელს ჩემს ცხოვრებას ვიწყებ თავიდან
შენთვის ვწნავ მინდვრის ყვავილთა გვირგვინს,
იქნებ ჩემს ტკივილს რამე ვუშველო
დედას ვფიცავარ გულწრფელად მიკვირს,
როგორ ვიცხოვრე დღემდე უშენოდ! ♥

Wednesday, July 10, 2013

ის ჩემზე მეტად ამაყია, მაგრამ იცის, რომ სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას...
ის ხშირად მიბრაზდება,მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ჯუჯღუნს რომ მოვრჩები მოდის და მეხუტება...
ის ჩემზე მაღალია და გულში მეღიმება, რადგან ისეთი შეგრძნება მაქვს მას მეტი შანსი აქვს ცას მიწვდეს
და ვარსკვლავი მომიწყვიტოს...
ის არასდროს მეუბნება, რომ ტირილი მიხდება...
როცა ვტირი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის,რომ დამამშვიდოს...
ის ყოველ წამს მაგრძნობინებს, რომ 24 საათი არსებობს და ამ საათებს ერთმანეთზე ფიქრში ვატარებთ...
ის ყოველთვის ცდილობს, რომ იყოს ზომიერი და მაგრძნობინებს, რომ მხოლოდ სიყვარულში არ არსებობს
საზღვრები...
ის მიბიძგებს, რომ ვიარო ტაძარში, დავესწრო ლოცვებს..
ის უფალს ხედავს ჩვენს ურთიერთობაში...
ის თავს მადებს, ცისკენ იყურება და ძალიან ბევრს მაოცნებებს....
ის კარგი მეგობარია ამავდროულად..
შემიძლია დავურეკო და საათობით ვასმენინო ჩემს წუწუნს და მან მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრას "მიყვარხარ"
ის გულწრფელია..
როცა ბრაზდება, მიღიმის და თვალებით მაგრძნობინებს, რომ ძალიან ნაწყენია და ჩემგან იმ სიტყვების
მოსმენა უნდა, რომელიც მისთვის ძალიან ძვირფასია...
ის თბილია და ორივე თბილები ვართ,,, ჩვენ ერთად ვხატავთ მზეს და გვგონია,რომ დედამიწას მხოლოდ
მზე არ ათბობს..
ის რომანტიულია, უსმენს იმ მელოდიებს, რასაც მე ვუგზავნი და შეუძლია ძალიან ბევრი ლექსი მომიძღვნას...
მას უყვარს, როდესაც მის დაწერილ ლექსებს მე ვკითხულობ...
ის რეალისტია,ამბობს,რომ ყველაზე მეტად უნდა ჩემთან ერთად ცხოვრება...
ამბობს, რომ მისთვის გავჩნდი და დედაჩემის არ ერიდება, რომ ამაში დაარწმუნოს....
ის გამორჩეულია,მილიარდ ადამიანში გამოვიცნობ მის ხმას...
ის ჩემს პაროდიას აკეთებს და ძალიან ბევრს მაცინებს.. შემდეგ თავადაც ითხოვს მისი პაროდია გავაკეთო
და ორივეს გვიხარია...
ის ჩემს სამყაროში ცხოვრობს და მე მის სამყაროს პატივს ვცემ..
ის მე ძალიან მიყვარს...
ის ჩემია..
ის ერთია...
ჩემი არ გქვია, მაგრამ აღგიქვამ,
ახალ პეიზაჟს არ გადაგითქვამ...
გრძნობებს ჩაგაცვა? იცი? არ მინდა,
ფარსის სარჩული ნეტა რაღად გვინდა...
ჩვენ ისევ ჩვენ ვართ, ჩვენი შრის გარეთ,
ბექრაუნდს ვხატავთ მეგობრის ქურქით,
რა საჭიროა ფერები ფუნჯის
სხეულის კედლები ამბორს ხარკს უხდის...
ადამიანი მასის ენები, გარშემო გვლოკავს,
მე–გემო–ვნები...
ჩვენში მიყრილი ალტერ მე–ები - ვერნისაჟია -არ ვემონებით...!
ღალატის ხურდებს ქუდში არ გიყრი,
არ გინაპირებ, სარეცელს გიშლი,
წამით და წამში ვნებაში ვნებას –მესამე თვალით ნეკნებში გიცვლი.
არ დავიცალე...
გრძნობად არ ჩაგიცვი...
პეიზაჟად აღქმული – ლუვრში გზად გაგიშვი ...
უბრალოდ მიყვარხარ!
ვიცი,რომ მოგწონს ქალში ძლიერ წითელი ბაგე,
"ვნებებს აღძრავსო" – ამბობ ხოლმე,მე კი ვერ ვნახე,
საცხი – რომელსაც, მოვუხდენდი გაცრეცილ ტუჩებს.
ალბათ, არ მინდა არ გიყვარდე და მხოლოდ გსურდე.

ვიცი,რომ მოგწონს შავი მოგრძო წამწამთა წყობა,
თვალებს როდესაც გიფახულებს ვიღაც მაცდურად.
მე ტუშს არ ვხმარობ,ბუნებამ კი პატარა მისცათ
ჩემს წამწამთ სიგრძე...
სწორედ ამიტომ ალბათ თვალებს ვერ გისწორებ,
ვერც გიფახულებ...
თუმცა ხანდახან მორიდებით შორიდან გიმზერ
და თუკი მზერას შენსას სადმე გადავეყარე დაბლა ვხრი თვალებს..

ვიცი,რომ მოგწონს ქალზე სწორი მბზინავი თმები,
ერთი შერხევით რომ მიიპყრობს თავისკენ მზერას.
მე ბღუჯა თმა მაქვს და ხუჭუჭა,არც გავისწორებ,თუმცა
მაჯერებ რომ მიხდება,მაინც არ მჯერა...

ვიცი,რომ მოგწონს ქალში რაღაც ქალური შარმი,
ალბათ, ამიტომ ვცდილობ სულ რომ მოვგავდე ალქაჯს.
ხანდახან გიკვირს რით შევძელი შენი მიზიდვა,
ალბათ იმით რომ სულ არავის არაფრით ვგავარ.

Monday, July 8, 2013

სამყაროს ახლა ისე სწრაფად ვშორდები სურვილიც აღარ გამიჩნდება შემობრუნების...

Sunday, July 7, 2013

ხვალ შეგიყვარო ისევ

ამ ჰაერგაცლილ ფილტვებს
შენი ჩურჩულით ვივსებ
გადაგიყვარო მინდა,
რომ შემიყვარდე ისევ
ისევ პირველად ვნახო
ბაბუაწვერა ტყეში,
ჩამოვიბანოთ თმები
წვიმის პირველი თქეშით...
ლოყა დამიწვას ისევ
შენმა პირველმა კოცნამ
მაგრად ჩამიკრა გულში
გაგებუტები როცა...
ნაძვის წიწვების გემო
ტუჩს ააცალო ჩემსას
შენი პეშვიდან წყალი
ისევ პირველად შევსვა..
ჩემთან არ ხარ და -გხედავ
არრას ამბობ და-გისმენ
გადაგიყვარებ დღეს,რომ
ხვალ შეგიყვარო ისევ!

Friday, July 5, 2013

Out of Time

მე დრო არ მაქვს… ჰო… უსაქმურობისგან არ მცალია, ნუღარ მომაცდენთ, ისედაც დრო არ მაქვს. ჰო იმდენი რამე დამრჩა საოცნებოდ რომ არ მცალია, ხომ იცით ცხოვრება რა ხანმოკლეა 1… 2… 3… და უკვე ოცდახუთი წელი გავიდა… 1… 2… და 25-ჯერ აალაგეს ნაძვის ხე, 25-ჯერ მოატყუეს ბავშვები, თოვლის ბაბუით. 1… 2… და ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ, გუშინდელი ცელქი ყმაწვილები დღეს დაქორწინდნენ, გუშინდელი ოცნებები დღევანდელმა რეალობამ შეცვალა. დროის მდინარებამ ყველას თავისი კალაპოტი გამოუყო, ჰოდა დამაცადეთ, ნუ მაიძულებთ შემოვცურდე ამ მდინარეში, მე დროის მიღმა ვტივტივებ და ამიტომაც არ მაქვს დრო, არ მცალია. ნუ მეკითხებით რატომ არ ვმუშაობ! ნუ მეკითხებით რატომ ვცხოვრობ წარსულით! ნუ შემახსენებთ რომ ჩემი შესაძლებლობების პონტენციალი უაზროდ ცდება, ნუ შემახსენებთ რომ უნდა ვიბრძოლო, ნუ დამტუქსავთ უმოქმედობისთვის, ნიჰილიზმისთვის, ინფანტილიზმისთვის. დამაცადეთ იქნებ მართლაც დავაღწიო თავი დროს, იქნებ საკუთარ თავსაც კი გავექცე… ვინ იცის…
დამტოვეთ მარტო, ჩემს კომპიუტერთან! არ მითხრათ რომ ღამის 4 საათია, არ შემახსენოთ რომ არსებობს ძილი, რომ საჭიროა ის. დამტოვეთ ჩემს კომპიუტერთან და გაცვეთილ ოცნებებთან მარტო.
ოღონდაც ნუ დამითვლით დროს, ნუ შემეკითხებით თარიღს, ნუ მეტყვით რომ დრო ფულია. ნუ გაგაკვირვებთ ჩემი უსაფუძვლო სენტიმენტალიზმი, ნაკლად ნუ ჩამითვლით რომ ცხოვრებას ისე არ  ვერგები როგორც ჭურჭელს სითხე.
ნუ მეკითხებით რა არის ახალი. მე დროის მიღმა ვარ და აქ არც არაფერია ახალი და არც არაფერი ძველი. ნუ დამაბრალებთ პესიმიზმს და ნუ დამიწყებთ საუბარს ოპტიმიზმზე მე არც ერთი ვიცი და არც მეორე. ნუ გამიბითურებთ რომანტიკას და ნუ უწოდებთ მას არაცნობიერ ონანიზმს.
დამტოვეთ ოცნებებთან მარტო, ფოტოებთან რომლებიც ცოცხლდება ღამით, დამტოვეთ მარსზე ბროწეულების ხესთან, დამტოვეთ კოსმოსში, უცხო დედამიწაზე…
და არ ინერვიულოთ, ყველაფერი გამივლის!

Thursday, July 4, 2013

:)

ეს დღეც უშენობის დღეებს გავატანე, თითებს დაჰყვებიან სუნთქვის აკორდები, სული რომ მომეთქვა, ძალა დავატანე, არა, არ დავღლილვარ, ისევ მაგონდები ისე დამიგროვდი, ვერსად ჩაგატიე, ვიცი ამოხეთქავს მალე აგონია, ასე რომ მიყვარხარ ესეც მაპატიე, იქნებ დავიღალო..თუმცა არ მგონია.. შენს თბილ ხელისგულზე ნატვრად ვმეორდები, ბაგის კუთხეებთან ღიმილს წაგასწარი, მოდი, ამაღამაც სიზმრად გელოდები, დედა დაგაფიცე, უკვე დაგასწარი....

E. Morricone Amapola

http://www.youtube.com/watch?v=NkdDlV1M10c

Wednesday, July 3, 2013

შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა

არ მითხოვია: ჩემთან მოდი! თავად მოხვედი...
თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება...
არ მითხოვია: მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი...
შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.
არ მითხოვია: ვიყინები...ხელებს გამითბობ?
შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო...
არ მითხოვია: ჩამეხუტე და არ გამიშვა...
არ მითხოვია...და მე დღემდე არაფერს ვითხოვ...
არ მითხოვია: გამიღიმე! თავად მიღიმი,
ჯიუტი ქალის ფრთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს...
არ მითხოვია: ჩემი გულის კუნჭულში დარჩი...
შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა.

ჩემში მე იქნები! !

ხელის გულზე დაგიყრი ღიმილებს...
ტუჩის კუთხეში დაგიტოვებ კოცნებს....
შევაჩერებ დროს....რათა უკვდავყო შენი სახება....
წავშლი ზღვარს რეალობასა და უტოპიას შორის...
თავს დაგადებ გულზე და ფიქრის ძაფს გავწყვეტ...
შენს გულისცემას ჩემად გავითავისებ....
ჩემი დუმილი, ყველა სიტყვაზე უფრო თბილი....ჩურჩულად დაიღვრება....
გაწითლებული მთვარე სადღაც მიიმალება.....
რა საჭიროა მთვარის შუქი, როდესაც შენი მზერა სულში მწვდება და ყოველგვარ წყვდიადს ანათებს.....
სადღაც კუთხეში, ჩვენს მიღმა...სამყარო დარჩება...
ჩემი სამყარო კი შენს თვალებში იფეთქებს ......
ისევ მოსწყდება ბაგეებს ღიმილი....
ჩემში სითბოდ ჩაიღვრები...ჩემში იმედი იქნები....
ჩემში მე იქნები! !

მოგკლავდი…

მოგკლავდი…
მაგრამ…
არა შენი სიკვდილით,
შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში
და მერე ყველაზე დახინჯებული გულით
თავიდან შეგიყვარებდი.
მეტკინე…
როგორც მოტეხილი მკლავი,
თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა
და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების
ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.
იმდენად მარტო ვარ,
ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,
არა თუ ადამიანებს და ყველაფერი
ხელიდან მივარდება:
კალამი და შენი სუნი,
იები და შენი გაბუტვა.
ვის?!
ვის გავარდნია ხელიდან
ყველაზე მართალი ღიმილი.
ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?
მე გამივარდა.
არა!
ალბათ ძალით დავანარცხე მიწას
და ნამსხვრევებად ვაქციე
შენი ბროლის ტუჩები,
რომ არავის შეემჩნია რა ვნებით
მიყვარდა მათი კოცნა.
მოგკლავდი…მაგრამ…
არა სიკვდილით.
სიცოცხლით მოგკლავდი,
სიცილით მოგკლავდი და მერე
შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი
ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს
სიახლოვის მკვლელი
და შენთან ერთად დავშორდებოდი
ცაზე შეყვარებულ დედამიწას.
-მომკლავდი?
-ალბათ.

Tuesday, July 2, 2013

ხელოვნურ მიხაკებს იები მირჩევნია...

ხელოვნურ მიხაკებს იები მირჩევნია... სიხარულს ცრემლები, რომ მიწვავს თვალებს...მოგონილ სიყვარულს ლექსები მირჩევნია და ლამაზ ტყუილებს სიმართლე მწარე... გზატკეცილს უბრალო ბილიკი მირჩევნია... დიდ სუფრას ალალი ყველი და პური... ბედნიერს ბედთან მებრძოლი მირჩევნია... მდიდრის ფულს ღარიბის კეთილი გული... დიდ ტილოს ბუნების შედევრი მირჩევნია, ღიმილი დედის მკერდს მიკრული ბავშვის... უაზრო სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია, ისეთი, სულმა რომ იფრინოს ცაში ...