Sunday, July 7, 2013

ხვალ შეგიყვარო ისევ

ამ ჰაერგაცლილ ფილტვებს
შენი ჩურჩულით ვივსებ
გადაგიყვარო მინდა,
რომ შემიყვარდე ისევ
ისევ პირველად ვნახო
ბაბუაწვერა ტყეში,
ჩამოვიბანოთ თმები
წვიმის პირველი თქეშით...
ლოყა დამიწვას ისევ
შენმა პირველმა კოცნამ
მაგრად ჩამიკრა გულში
გაგებუტები როცა...
ნაძვის წიწვების გემო
ტუჩს ააცალო ჩემსას
შენი პეშვიდან წყალი
ისევ პირველად შევსვა..
ჩემთან არ ხარ და -გხედავ
არრას ამბობ და-გისმენ
გადაგიყვარებ დღეს,რომ
ხვალ შეგიყვარო ისევ!