Wednesday, July 10, 2013

ჩემი არ გქვია, მაგრამ აღგიქვამ,
ახალ პეიზაჟს არ გადაგითქვამ...
გრძნობებს ჩაგაცვა? იცი? არ მინდა,
ფარსის სარჩული ნეტა რაღად გვინდა...
ჩვენ ისევ ჩვენ ვართ, ჩვენი შრის გარეთ,
ბექრაუნდს ვხატავთ მეგობრის ქურქით,
რა საჭიროა ფერები ფუნჯის
სხეულის კედლები ამბორს ხარკს უხდის...
ადამიანი მასის ენები, გარშემო გვლოკავს,
მე–გემო–ვნები...
ჩვენში მიყრილი ალტერ მე–ები - ვერნისაჟია -არ ვემონებით...!
ღალატის ხურდებს ქუდში არ გიყრი,
არ გინაპირებ, სარეცელს გიშლი,
წამით და წამში ვნებაში ვნებას –მესამე თვალით ნეკნებში გიცვლი.
არ დავიცალე...
გრძნობად არ ჩაგიცვი...
პეიზაჟად აღქმული – ლუვრში გზად გაგიშვი ...
უბრალოდ მიყვარხარ!