Monday, June 30, 2014

მე ვარ ასეთი.
რაც არ უნდა ძვირფასი იყოს ადამიანი, თუ ვიგრძნობ რომ ვკარგავ, მისთვის არ ვიბრძვი. უბრალოდ განზე ვდგები და მშვიდად ვუყურებ მის წასვლას. ის ვერც კი გრძნობს, ჩემს ბრძოლას საკუთარ თავთან.
რამდენჯერაც ვიბრძოლე, იმდენჯერ ვინანე. სწორედ იმ ადამიანებმა გამიცრუეს იმედები, რომელთა გამოც თავმოყვარეობას გადავაბიჯე
ისიც ვისწავლე - წასვლით სხვა მოსვლა იწყება ხოლმე.
წადი.

Wednesday, June 25, 2014

"მე მომწონს როგორც მიდიან ლამაზი და ამაყი ქალები, სწრაფად და მიზანმიმართულად, ქუსლების კაკუნით და კარების ჯახუნით...შეიძლება შემდეგ ისინი სიმწრისგან ხმამაღლა ტირიან, მაგრამ ისინი მიდიან შესანიშნავად!."

Saturday, June 21, 2014

-რას ვეძებთ მთელი ცხოვრება?
- საკუთარ თავს სხვის გულში...

Thursday, June 19, 2014

მე ვზივარ და ჩემი ქვედაბოლო ხორცისფერ ნაკეცებს იშლის
ფურჩქნის რაღაცნაირად
შენი თვალებისკენ შემობრუნებული ხელები კი
ისეთივე ხორცისფერია,როგორც ჩემი სხეული...
ერთი პეშვი შემცივნების ვარსკვლავები სახეზე და გულისცემა
-თავზეხელმოჭერილი სიზმარივით
მე ვიშლი ფურცლებს
მე ვშლი ფეხებს-
როგორც რიტუალს
და როცა მამცივნებს შენ აქცევ თბილ ყვავილებს გაშლილი ვენებით
თვალებიდან
და გიყურებ შენი მკლავებიდან
როგორ მოდიან ლურჯი სიცოცხლის წერტილები,როგორც წმინდანები
როგორ ვშლი
როგორ აბნევ
როგორ მკოცნი
და მიყურებ
როგორ ვშვლი
როგორ აბნევ
როგორ მკოცნი
და როგორ
მიყურებ...........

Monday, June 9, 2014

დრო გაიქცა შუაღამით სოროდან -
ურჩი, თანაც გასაოცრად თავხედი.
- შენ! შენ შეგეძლო ყველაფერი გქონოდა
თუმცა მაინც არაფრისკენ წახვედი
ნურასოდეს ნუ იტყვი,ყველაფერი უკან დარჩაო.წინ ყოველთვის არის რაღაც,რასაც ერთბაშად შეუძლია ჩვენი ცხოვრების გადაფასებაც და გაუფასურებაც

ჭილაძე
"მე მომწონს როგორც მიდიან ლამაზი და ამაყი ქალები, სწრაფად და მიზანმიმართულად, ქუსლების კაკუნით და კარების ჯახუნით...შეიძლება შემდეგ ისინი სიმწრისგან ხმამაღლა ტირიან, მაგრამ ისინი მიდიან შესანიშნავად!."

ერიხ მარია რემარკი

Saturday, June 7, 2014

"მიენდე იმას, რაც მოგეცა. მშვიდად ამოძრავე კიდურები, იცურე აუღელვებლად, სხეული ხომ ნავია, ხელები ნიჩბები, მოუსვი ისე, რომ ხელი არ შეუშალო შენს გვერდით მოცურავეებს, რომლებიც შენსავით ეძებენ სწორ და ნეტარ რითმს... ეცადე შეინარჩუნო ნელი, მშვიდი სვლა, არ ააჩქარო და არ შეანელო მოძრაობა, რომელიც თანდათან მუსიკასავით შთანთქავს მთელ შენს არსებას, მიყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული."

/ირაკლი ჩარკვიანი, "მშვიდი ცურვა"/
მზეს მივუშვირო დაღლილი სახე,
მინდორში ვეგდო,
თვალებს ვლულავდე...
მეც ბავშვობიდან მოვდივარ აქეთ, -
რა მანძილია სიხარულამდე?


ჯერ კიდევ ვივლი,
ჯერ კიდევ დრო მაქვს,
თუმცა მთავარი გზა გამივლია.
მე ნაბიჯ-ნაბიჯ სიფრთხილით ვზომავ, -
სიხარულამდე რა მანძილია?


აზრი - აზრადვე...
გული - გულადვე...
ღამე - ღამედვე...
დილა - დილადვე...
რა მანძილია სიხარულამდე?
ალბათ იმდენი,
რაც სიკვდილამდე.


/არჩილ სულაკაური/
როცა ხე ვიყავი, არ ვიმეორებდი სიტყვებს წამდაუწუმ,
არ ვკვებავდი წყლითა და პურით,
ჩემი წილი მზისა და ჩრდილის ამარა ვიყავ,
ჩემი წილი დგომით და რხევით.
არც სახლები იდგნენ წყალში,
და თავის ნაცვლად, სხვა სახლებს არ ირეკლავდნენ.
არც ქალაქები მონაცვლეობდნენ, თარიღებივით.
არც მშიოდა. არც ვიძინებდი.
არც სიზმრებს ეკიდათ ცეცხლი შუა ზაფხულში
და არავინ იმსახსოვრებდა დღეების რიგს, არც საათებს.
როცა ხე ვიყავი,
წყალი თებერვალს მოჰქონდა,
მზე - აპრილის ანგელოზებს.
ახლა კი, ჩემო სულის ხეებო,
იარაღივით უნდა ავისხა მოთმინება, მოლოდინი
და ჩემი ცხოვრება - დაუქოქავი მუსიკალური სათამაშო.

/ნინია ნადირაძე/
საოცარია,
ვიჩხრიკები,
იქნებ სადმე შემომრჩა მეთქი,
ვეძებ ყველგან და ვერაფრით ვპოულობ სიტყვებს.
წავიდნენ ჩემგან,
არც ვაწყენინე,
არც გავაბრაზე,
უბრალოდ წასვლა გადაწყვიტეს,
და მეც,
თითქმის მშიდი ვარ,
აღარ განვიცდი,
რადგან მაქვს ცხრა ცხოვრების სამყოფი
სიყვარული,
რომელსაც სიტყვები არ ეყო.
მხოლოდ ჩემი თვალები გადასცემეს ხელებს,
ხელები კი, საშინელი სისწრაფით შენს მხრებზე იტოტებიან.

/ნინია ნადირაძე/

Friday, June 6, 2014

თუკი მე თქვენს მოლოდინს არ ვამართლებ, ნუ გწყინთ, ეს ხომ თქვენი "მოლოდინია", და არა ჩემი "დაპირებები"
უთქმელი სიყვარული...

თვალები შეხვდნენ ერთმანეთს მზერით,
ქვიშის საათმა სილა გალია,
კაცი მიხვდა, რომ გულის ხმა ესმის,
ქალმაც კინაღამ სული დალია...

განცდით ფიქრები მზის სითბოს ერწყმის,
თითქოს სხივებიც სიცხით მთვრალია,
კაცის გულნატვრას მანძილი ესხმის,
ქალის გულათვლაც უფრო მზარდია...

სუნთქვის სურვილი სიზმრად ცხადს ერთვის,
სიღრმეს გრძნობები მეტად სწადია,
კაცის ბაგეებს - მიყვარხარ!.. ეთქმის,
ქალის წამწამებს ცრემლი ასხმია...

თითქოს ორივე ახლა, ცას ეკვრის,
თუმცა, ამ ლტოლვას ფეთქვა აკლია,
კაცი, მეუღლეს შინ რომ ჰყავს - ვერ ცვლის...
ქალიც მისი ქმრის ჩრდილად - ლანდია...

გარემოება... რჩეულებს ებრძვის,
მათი დროება გზა და ვალია,
კაცის სიყვარულს სინდისი ქეჯნის
ქალიც - მიჯნური, კდემამ ამსხვრია...

პირველ სიყვარულს ცხოვრება მღერის
და უკანასკნელს რაღაც აკლია,
ვიღაც, წარსულით სიცოცხლეს ერწყმის,
ვიღაც, მომავლით დღესაც მკვდარია...

ჰოდა, ცხოვრებაც ივსება ფერფლით,
თუკი გრძნობები უკვე მცდარია,
კაცი და ქალი შეიქმნენ ნებით!
ქალი და კაცი, ერთად - ანთია!...

Wednesday, June 4, 2014

შენ ხარ მიზეზი ყველა ომის... შენ ხარ ევა... შენ ხარ მატილდე... და თუ გადაღლილს შენს თვალებზე ისევ გაწვიმდა... ეს ტკივილია სიყვარულის და სიმარტოვის... ეს ტკივილია რაც ცრემლებად შენს გულს დასცვივდა.... და ხარ სათავე ყველა ნგრევის და ყველა კვდომის.... და ხარ სათავე ყველა ცრემლის და ყველა გლოვის... შენ ხარ მიზეზი კაცთა მოდგმის... შენ ხარ ცდუნება... და სიცოცხლესთან ხელმეორე ხარ დაბრუნება.... სწორედ ამიტომ დაგემონე ჩემსავე ნებით..... სწორედ ამიტომ აღვსილი ვარ ლტოლვით და ვნებით... სწორედ ამიტომ ავაფეთქე ლექსის თარეში... სწორედ ამიტომ დაგეძებდი უცხო მხარეში... გამოგედევნე ქარის ფრთებით... მე დღემდე გეძებ.... წამი რა არის, წამითაც კი უშენოდ ვერ ვძლებ... რომ არ მინდოდა მარტო მყოფელს სევდას მოვეცვი... მე გული მქონდა და ის გულიც შენ ერთს მოგეცი...რომ ვერც ჩავატევ ვერც სიტყვებში გრძნობის გამხელას... რომ ახლა ვხვდები ნაკლი არ გაქვს უფლის ნახელავს... რომ უხსოვარი ცოდვის დღიდან ნათელი მოგდგამს... რომ შენში სუნთქავს...შენში იბრძვის ეს ჩემი მოდგმა... რომ ტანზე დაგდის ზღვის ტალღების მლაშე სურნელი... წყეულად მაქვს შენგან სიყვარული განუკურნელი... და როცა მტოვებ, საოცრების ტოვებ ქვესკნელებს... სიკვდილს შევიგრძნობ თუ ვერასდროს ვიგრძნობ შენს ხელებს... რომ ხარ მიზეზი ყველა ომის... რომ ხარ ევა... რომ ხარ მატილდა... რომ ხარ მიზეზი სულის კრთომის... და ჰაა... გაწვიმდა... ეს ტკივილია რაც ცრემლებად თვალებს გისველებს... გადმოვეშვები შენს სხეულზე და დავისვენებ... გადმოვეშვები.... ქარის ფრთებით... მე დღემდე გეძებ... წამი რა არის...წამითაც კი უშენოდ ვერ ვძლებ....

Monday, June 2, 2014

არსად მიდიან რეალურად ადამიანები, უბრალოდ თვალს მიეფარებიან ხოლმე როგორც ბავშვობაში დამალობანას თამაშისას.როცა დგახარ სახით კედლისკენ ან თვალებზე ხელებს იფარებ.ისინი გარბიან სხვადასხვა მიმართულებით მარტო იმიტომ რომ იპოვნო და დააბრუნო, მარტო იმიტომ რომ აღმოჩენისას ორივეს გაგეცინოთ იმაზე თუ სად და როგორც იმალებოდნენ.

არსად მიდიან რეალურად ადამიანები,არვიცი რამდენად მიყვარს კოელიო,არვიცი რამდენად მახსოვს რაც კი წამიკითხავს,მაგრამ ის მახსოვს რომ ამბობდა:"ადამიანები ყოველთვის დაბრუნებით გამოწვეული სიხარულის გამო მიდიან სადმე".ხო ეს ასეა, არ შეიძლება ადგე და გულს ამოაგლიჯო ის ადგილი რომელზეც ადრე ვინმე მიიმაგრე.არ შეიძლება ადგე და როგორც მიშელ გონდრის ფილმშია, ვინმეს მიადგე რომ ამნეზია დაიმართო, რომ ყველაფერი დაივიწყო, რომ ცხოვრება შეიცვალო, რომ ყველაფერი ნოლზე დასვადა დაივიწყო.

არსად მიდიან რეალურად ადამიანები,უბრალოდ ზოგჯერ როცა ჰაერი მძიმეა და მსუყე ხდება,შენი თანაზიარი ჰაერი აღარ ყოფნით და სულ ცოტა ხნით ხელოვნური სუნთქვის მსგავსად სხვა მხარეს სჭირდებათ ბაგის მიბრუნება.როგორც ელექტროშოკი მომაკვდავ სხეულზე - სხვა ემოციები სჭირდებათ რომ გულმა მუშაობა არ შეწყვიტოს.

თუმცა მერე ისევ როგორც ჩვეული გადარჩენილი მოკვდავები ჩვეულ ყოფაში ბრუნდებიან,ჩვეულ გარემოს ითავსებენ.ჩვეული ჰაერით იწყებენ სუნთქვას.

არსად მიდიან ადამიანები და მეც უკვე ისე მყარად ვდგავარ ქარიშხალიც ვერ ამომაგდებს ფესვებიდან,შენ კი იხრები ყველა ნიავის დაქროლვაზე, იხრები მაგრამ მაინც ვიცი, არსად მიდიხარ!