Wednesday, June 4, 2014

შენ ხარ მიზეზი ყველა ომის... შენ ხარ ევა... შენ ხარ მატილდე... და თუ გადაღლილს შენს თვალებზე ისევ გაწვიმდა... ეს ტკივილია სიყვარულის და სიმარტოვის... ეს ტკივილია რაც ცრემლებად შენს გულს დასცვივდა.... და ხარ სათავე ყველა ნგრევის და ყველა კვდომის.... და ხარ სათავე ყველა ცრემლის და ყველა გლოვის... შენ ხარ მიზეზი კაცთა მოდგმის... შენ ხარ ცდუნება... და სიცოცხლესთან ხელმეორე ხარ დაბრუნება.... სწორედ ამიტომ დაგემონე ჩემსავე ნებით..... სწორედ ამიტომ აღვსილი ვარ ლტოლვით და ვნებით... სწორედ ამიტომ ავაფეთქე ლექსის თარეში... სწორედ ამიტომ დაგეძებდი უცხო მხარეში... გამოგედევნე ქარის ფრთებით... მე დღემდე გეძებ.... წამი რა არის, წამითაც კი უშენოდ ვერ ვძლებ... რომ არ მინდოდა მარტო მყოფელს სევდას მოვეცვი... მე გული მქონდა და ის გულიც შენ ერთს მოგეცი...რომ ვერც ჩავატევ ვერც სიტყვებში გრძნობის გამხელას... რომ ახლა ვხვდები ნაკლი არ გაქვს უფლის ნახელავს... რომ უხსოვარი ცოდვის დღიდან ნათელი მოგდგამს... რომ შენში სუნთქავს...შენში იბრძვის ეს ჩემი მოდგმა... რომ ტანზე დაგდის ზღვის ტალღების მლაშე სურნელი... წყეულად მაქვს შენგან სიყვარული განუკურნელი... და როცა მტოვებ, საოცრების ტოვებ ქვესკნელებს... სიკვდილს შევიგრძნობ თუ ვერასდროს ვიგრძნობ შენს ხელებს... რომ ხარ მიზეზი ყველა ომის... რომ ხარ ევა... რომ ხარ მატილდა... რომ ხარ მიზეზი სულის კრთომის... და ჰაა... გაწვიმდა... ეს ტკივილია რაც ცრემლებად თვალებს გისველებს... გადმოვეშვები შენს სხეულზე და დავისვენებ... გადმოვეშვები.... ქარის ფრთებით... მე დღემდე გეძებ... წამი რა არის...წამითაც კი უშენოდ ვერ ვძლებ....