"მიენდე იმას, რაც მოგეცა.
მშვიდად ამოძრავე კიდურები, იცურე აუღელვებლად, სხეული ხომ ნავია, ხელები
ნიჩბები, მოუსვი ისე, რომ ხელი არ შეუშალო შენს გვერდით მოცურავეებს,
რომლებიც შენსავით ეძებენ სწორ და ნეტარ რითმს... ეცადე შეინარჩუნო ნელი,
მშვიდი სვლა, არ ააჩქარო და არ შეანელო მოძრაობა, რომელიც თანდათან
მუსიკასავით შთანთქავს მთელ შენს არსებას, მიყევი მას და გახსოვდეს, რომ
შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული."
/ირაკლი ჩარკვიანი, "მშვიდი ცურვა"/
/ირაკლი ჩარკვიანი, "მშვიდი ცურვა"/