გიყვარდეს - ნიშნავს მისცე ვიღაცას შენი განადგურების საშუალება, მაგრამ, თან გჯეროდეს რომ ის ამას არ გააკეთებს
Friday, February 28, 2014
”ადრე
ვიღვიძებ. ჯერ ისევ ბნელა. თვალს არ ვახელ, ვცდილობ კვლავ ძილს მივცე
თავი, მაგრამ ამაოდ. სადღაც სევდიან და პირქუშ სამყაროში დავბორიალობ, შუა
გზაზე სინამდვილესა და საშინელეს შორის ... თავს ვაბრუნებ შენი ბალიშისკენ,
რომელსაც წინანდებურად მარჯვნივ ვდებ ხოლმე და თვალწინ მიდგას შენი
გაქვავებული სახე; ჩანს მე მეძებდი როცა ესალმებოდი სიცოცხლეს. ვხედავ შენს
გაშლილ ხელისგულებს, რომლებმაც მიმახვედრეს, რომ არავითარ ტანჯვას, არავითარ წამებას არ შეუშფოთებიხარ ბოლო წუთებში”
Thursday, February 27, 2014
Wednesday, February 26, 2014
პირველად
გწერ... მაგრამ ყოველთვის როცა სულის რომელიღაც ნაწილს მიკლავენ პირველი
შენ მახსენდები, რომ შენი სული ჩამბერო და გამაცოცხლო...ერთადერთი ხარ
ვისაც არასდროს მოვუკლივარ, და ერთადერთი ხარ ვისაც ყოველ დილით ვკლავ
მასთან რომ არ ვიღვიძებ და ყოველ ღამით მასთან რომ არ ვიძინებ.
გასაცოცხლებლად ახლა შენი ხმის გაგებაც კმარა....არ ვიცი საიდან დავიწყო,
მე ხომ სულ ჩუმად ვარ შენთან, მხოლოდ მოსმენა მიყვარს იმ
უდარდელი ხმის ისეთი რომ შევუყვარდი როგორიც ვარ, ყველა ჩემი ნაკლით. როცა
ჩემს სულს ჰოროზონტი უმთავრდება და მგონია რომ მის იქით უარაფრობა,
უფერობა და სიკვდილია შენ მხვდები მზესავით, ოღონდ ვერ ვარჩევ ეს მზის
ჩასვლაა თუ ამოსვლა. სადაც არ უნდა ვიყო და სადაც არ უნდა იყო მაინც
მაწვდენ შენს სხივებს და აცოცხლებ ჩემს თვითმკვლელ გრძნობებს. ახალი
გრძნობებით კი ისევ ის ვხდები ვინც ყოველ დილა-საღამოს გკლავს და გტოვებს
სულის ყველაზე უკიდეგანო წერტილში ...
სულაც არ მინდოდამაინც გამახსენა.
წვიმა არ მინდოდაზეცამ დამასველა.
ნიავი მინდოდა და ქარი დაქროდა
ყიდვა მინდოდა და ჯიბეში რა მქონდა
სიტბო მინდოდა და ზამთარი მათოვდა
როდესაც მციოდა არავინ მათბობდა.
ღამე მინდოდა და უცბათ თენდებოდა
წუთი მინდოდა და წამათ გრძელდებოდა,
მეტირებოდა და ცრემლი გამქრალიყო
ფხიზელს ვეძებდი და ყველა დამთვრალიყო.
კეთილს ვეძებდი და ვპოულობდი ბოროტს
წინ მივდიოდი და სულ მტოვებდნენ ბოლოს.
ჩუმად ვიყავი და ჩუმად ხმადაბლაო
დავიღლებოდი და ჩქარა რა დაღლაო.
ყიდვა მინდოდა და ვკეტავ დაბინდდაო
ჩემს სახლს ვაღებდი და შენ აქ რაგინდაო.
არ ვჩხუბობდი და ჩხუბის ბუნტიაო
არ მომიპარავს და ეგეც ქურდიაო.
რიგში ვიდექი და ეს აქ დაიცდისო
მართალს ვამბობდი და ამან რაიცისო.
სიცოცხლე მინდოდა და სიკვდილი მეტრფოდა
თბილ სიტყვას ველოდი და არავინ მეტყოდა.
მათხოვარს ვხვდებოდი და ფული მეცარ მქონდა
გვერდს რომ აუვლიდი ძუნწოს მეძახოდა.
ჯერ ყვავილს დავკრეფდი სადმე თუ გხვდებოდი
რაში მჭირდებაო რატომ წუხდებოდი.
ლექსებს გიწერდი და მგონი ვერარიო
გამომივიდაო ესეც მწერალიო.
შველა მინდოდა და არავინ მშველოდა
მეტირებოდა და სულყველა მღეროდა
შორს მივდიოდი და ნეტავ სად ივლისო
გული მტკიოდა და ალბათ გაგივლისო.
რატომ დადიხარო დღისით ან ღამეო
სიტყვა არ მითქვამს და უკვე დამღალეო
ამიტომ ვამბობ და ამიტომ მიკვირსთქო
რომ ვსუნთქავ წუხდებით? მაინცცც რომ ვიკითხო?..

ვიცი, რომ ვარ, თუმცა არ ვიცი როდემდე…
ვიცი, რომ სანამ ვარ, ჩემი ყოფნა ისეთი უნდა იყოს, რომ მიხაროდეს, რომ ვარ, თუმცა ხშირად არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო ეს…
ვიცი, რა მახარებს, რა მიტაცებს, თუმცა ხშირად არ ვიცი, როგორ მივიღო ეს…
ვიცი, რა მტკენს გულს და რა მთრგუნავს, თუმცა ზოგჯერ არ ვიცი, ამათი თავიდან აცილება…
ვიცი, ვინ მიყვარს და ვინ არა, თუმცა ზოგჯერ არ ვიცი, როგორ დავიტოვო მარტო ისინი, ვინც მიყვარს და როგორ ამოვძირკვო ისინი, ვინც არ მიყვარს…
ვიცი, რა მინდოდა და რა არ გამომივიდა. ახლა უკვე ისიც ვიცი, რატომ, თუმცა არ ვიცი, რატომ არ მოვიქეცი ისე, რომ გამოსულიყო, რაც მინდოდა…
ვიცი, რომ არ მომწონს ბევრი რამ, რაც არის ახლა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არ ვიცი, როგორი უნდა იყოს, რომ მომწონდეს…
ვიცი, რომ მინდა ვიცოდე, ვინ ვინაა, მე კი მხოლოდ ის ვიცი, მე ვინ ვარ და ზოგჯერ ესეც არ ვიცი ბოლომდე…
ვიცი, რომ გაუთავებლად ვეძებ ცხოვრების აზრს, ხან მგონია, რომ ვიპოვე და ხან-არა და არ ვიცი, მოვძებნი საბოლოოდ თუ ვერა…
ვიცი, რომ ვიგონებ პატარ-პატარა სატყუარებს საკუთარი თავისთვის, თუმცა ხშირად არ ვიცი, რა მოვიგონო…და ამაზე ხშირად ის არ ვიცი, რაში მჭირდება ეს…
ვიცი, რომ არ ვარ ცუდი, ისიც ვიცი, რომ არავის არასდროს ვაზარალებ იმით, რომ ვარ, თუმცა არ ვიცი, რატომ მიჩნდება ხოლმე სურვილი ვიყო ცუდი და ისიც არ ვიცი, რატომ ვერ ვახერხებ ამას, თუმცა არა, ეს ვიცი…
ვიცი, რომ შემიძლია ვიცინო საკუთარ წარუმატებლობაზე, მწარედ, მაგრამ მაინც და არ ვიცი, ეს რომ არ შემეძლოს, რა მეშველებოდა!
ვიცი, რომ იოლად მიჩუყდება გული და მეტირება, თუმცა არ ვიცი, ასე რომ არ იყოს, უკეთესი იქნებოდა თუ არა…
ვიცი, რომ ადამიანები ვერ შეიცვლებიან, ვერც მე, ვერც სხვა და არ ვიცი, რატომ ცდილობენ ამას გამუდმებით და მონდომებით.
ვიცი, რომ ბევრი რამე ვიპოვე ამ ვიცი-არ ვიცის ჭიდილში, არ ვიცი, კიდევ აღმოვაჩენ რამეს თუ არა საკუთარ თავში, მაგრამ ვიცი, რომ ვცდი და არ გავჩერდები…
“ვიციდან” ”არ ვიცის” შორის თითქოს მხოლოდ ერთი პატარა ნაწილაკი დგას, ორად-ორი ასოსგან შემდგარი, მანძილი კი სიცოცხლისხელაა…

მერე
რა თუ ვიღაც მიზეზს არ გილევს ცრემლებისათვის?ატირებული სახის გაბრუნებას
კისრის მარტივი მოძრაობა ჰყოფნის. შეიძლება რაღაც თუ ვიღაც მთელი ცხოვრება
დარჩეს შენს ცხოვრებაში, რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს გულში...თუმცა არც
ისაა აუცილებელი იცოდნენ რა ხდება შენში.სათბურის მცენარესავით გამოგიხვევ
გულში, გამოგათბობ, გამოგაშუშებ. მერე რა თუ უფრო გაიზრდები.მერე რა თუ
უფრო ამტკივდები... გაზაფხულისფერს როდის
გნახავ...იმ ქალაქში , რომელშიც დღეებს უმისამართო ნაბიჯებით ვყლაპავ.
ქალაქში, რომელიც ტომარასავით მაქვს თავზე ჩამოცმული და ვერ ვგრძნობ.
დავდივარ ქუჩებში სხვა განზომილებით და თითო წინსწრებულ ნაბიჯს ვნანობ და
ვიმედოვნებ. რომ მახრჩობ ხანდახან, ყელში რომ წამიჭერს მონატრება ახალ
დილას ვნატრობ. ახლებურ დილას...საოცარი ისაა რომ იმ ახლებურ დილაშიც შენ
მინდიხარ, სხვანაირი კი არა ზუსტად ასეთი, ოღონდ... მარტო შენ არ წერ ამ
ამბავს...აქ მე ვარ ავტორი და ჩემი სუნითაა სავსე მთელი გზა...ამ ამბის
გაუსაძლისობა არა შენი, არამედ ჩემი - ერთი უცნაური მეზღაპრის ბრალია,
რომელსაც არ უყვარს ტკივილთან ღიმილით ბრძოლა.არ უყვარს სიმარტივე და
...უყვარხარ შენ.
"ჩემია!" ძალიან ჩემია...შესულგულებული მაქვს...უნებურად შემესულგულა და შემეზარდა არსებობაში. ჩემი ნატვრის ხე ხარ!..შორს გადარგული და უწყლობისთვის გამეტებული. ჩემით გაუდაბნოებული... ჩემი ხარ, ჩემეული ხარ.მზიანი დღის მთვარეული მონაბიჯე...

დააკვირდით სურათს და ამოირჩიეთ ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მეტად იპყრობს თქვენს ყურადღებას და შემდეგ იხილეთ შედეგები:
1."გახსნილი"
თქვენ იმ ტიპის ადამიანი ხართ,რომელიც ნებისმიერს უშვებს თავის ცხოვრებასა და გულში.თქვენ თვლით,რომ უკეთესია გარისკოთ და მიიღოთ ტრამვა,ვიდრე ჩაიკეტოთ ადამიანებისთვის.არავის არ აჩვენებთ თქვეს შიშებსა და დაურწმუნებლობას.თვლით,რომ თვითონ უნდა გადაჭრათ საკუთარი პრობლემები.ცდილობთ ყველაფერი გაიღოთ ადამიანებისთვის,თუნდაც გული დამძიმებული გქონდეთ.სხვების დახმარებით საკუთარ იარებს იშუშებთ.
2."შეგნებული"
იმ ტიპის ადამიანი ხართ,რომლეც ყოველთვის ცდილობს კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს და სწორედ მოიქცეს.თვლით,რომ თქვენ საქცილებს მნიშვნელობა აქვთ სხვათა ცხოვრებაში.არ აჩვენებთ ადამიანებთ თქვენს მღელვარებას და განაწყენებას.ცდილობთ იყოთ უკეთესი – ეს ხომ ის მცირედია,რაც ამ პლანეტაზე შეგიძლიათგააკეთოთ.
3."მტანჯველი"
თქვენ არ შეგიძლიათ არ იფიქროთ,რომ ცხოვრება– ერთგვარი ავადმყოფი კოსმოსური ხუმრობაა.ყველგან ცდილობთ თქვენი სამყაროს პოვნას,ყველგან – სადაც კი შესაძლებელია.ეძებთ თქვენს ადგილს ამ დახლართულ სამყაროში.ბევრი რამ გამოიარეთ.შეიძლება ითქვას,რომ დაცემის შემდეგ საკუთარი თავის "აღდგენის" ოსტატი ხართ.
4."ფილოსოფიური"
იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით,რომლებსაც ყველაფრის გააზრება უყვართ.გიყვართ საგანთა ღრმა და ფარული არსის მონახვა.თქვენ,ხანდახან,ძალიან ღრმად იძირებით თქვენს აზრებში და გიძნელდებათ უკან დაბრუნება.შეგიძლიათ ერთმნიშვნელოვნად რაღაცაში გაერკვიოთ,მაგრამ მაინც დაურწმუნებელი დარჩეთ ამასთან დაკავშირებით.ცხოვრება თავსატეხად გეჩვენებათ და არ გაჩერდებით,ვიდრე ყველა ნაწილს ერთ მთლიანობაში არ მოაგროვებთ.
5."იდუმალი"
საკუთარი თავისთვისაც კი ზოგჯერ გამოცანა ხართ,არაფერი რომ არ ვთქვათ სხვებზე.წარმატება უნდა ვუსურვოთ მათ,ვინც თქვენს გაგებას ეცდება.წინააღმდეგობათა ნაკრები ხართ,რომელიც თავის ხასიათს არნახული სისწრაფით ცვლის.საკმარისია იპოვოთ საკუათარი თავი,რომ მაშინვე იცვლებით და თქვენ ძიებას ხელახლა იწყებთ.თვდაპირველად აკვირდებით ადამიანს და შემდეგ იწყებთ მასთან საუბარს.ლაპარაკობთ მხოლოდ იმას,რაშიც დარწმუნებული ხართ.
6."მგრძნობიარე"
იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით,რომელიც ყველაფერს ამჩნევს და არაფერი ავიწყდება.ძალიან მგრძნობიარე ხართ და უმნიშვნელო რამესაც კი შეუძლია თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენა.ადვილია თქვენი ცრემლებამდე ან სიცილამდე მიყვანა.ბევრს არ უჩვენებთ,რამდენად სათუთი ხართ.ამის მაგივრად აჩვენებთ,თუ რამდენად შორსმჭვრეტელი შეიძლება იყოთ.შეიძლება,იწანასწარმეტყველოთ კიდევაც რა შეიძლება მოხდეს შემდგომში თქვენს ცხოვრებაში.
7."ცეცხლოვანი"
მუდამ ენერგიული ან....შეყვარებული ხართ.ან გიყვართ ან გძულთ.სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს.ძალინ დიდი ენერგია გაქვთ,მაგრამ ზოგჯერ ნერვული ხართ.ყველაფერი – თქვენთვის ძალიან დიდი ფსონია.ხანდახან რა შეგიძლიათ არ შექმნათ თქვენს თავში დრამა.
8."ექსცენტრიული"
თქვენ ხართ ადამიანი ტიპაჟი,რომლესაც უჩვეულო ინტერესები და შეხედულებები აქვს,ცოტა უცნაურობებიც გახასიათებთ.არც თუ ისე გიყვართ წესები.უმეტესად მოქმედებთ პრინციპით:"რასაც მინდა იმას ვაკეთებ და იყოს,რაც იქნება...".გახსნილი ხართ სხვა ადამიანებისთვის.უბრალოდ გეცინებათ იმ ადამიანებზე,ვინც ცდილობს თქვეს შეცვლას.არ გიყვართ რუხი მასის ნაწილად ყოფნა.
9."ინტუიციური"
ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებით,რომლებსაც კარგად ესმით სამყარო და სხვა ადამიანების.შეგიძლიათ ბევრს მიხვდეთ ადამიანის სახის გამომეტყველებითა და ხმით.გრძნობთ,როდესაც გატყვილებენ.სამყაროს აჩვენებთ მხოლოდ იმას,რისი ჩვენებაც გსურთ.გრძნობთ,თუ როდის მანიპულირებენ თქვენით და იცით როგორ მართოთ სხვა,თუ ეს საჭიროა,მაგრამ ჩვეულებრივ არ აკეთებთ ამას...
Tuesday, February 25, 2014
იპოვე შენი და შენი საყვარელი ადამიანის ჰოროსკოპის გადამკვეთი რიცხვი
1. ბრძოლა და კამათი
2. ხანმოკლე ურთიერთობები
3. შესანიშნავი წყვილი
4. ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი
5. ვნებიანი ურთიერთობა, ბედნიერი წყვილი
6. შესაძლებელია ყველაფერი კარგად იყოს
7. შესაძლოა იმედების გაცრუება
8. ურთიერთობის წინასწარჭვრეტა შეუძლებელია
9. მეგობრობა და ხალისი
10. ორივე ჯიუტია და გასარკვევია ვინ გაიმარჯვებს
11. არაჩვეულებრივი და მოვლენებით აღსავსე ურთიერთობა
12. ხალისიანი და ბედნიერი შეხვედრები
13. სრული ურთიერთგაგება
14. განსხვავებული ტემპერამენტები
15. კარგი წყვილია და უგებენ ერთმანეთს
16. ორივეს სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ რომელიმეს მოუწევს დათმობა
17. ნუ გაჯიუტდებით და ყველაფერი კარგად იქნება
18. მჭიდრო ურთიერთობები და ბევრი საერთო
19. ერთი წუთიც და ხანძარი
20. არ არის ურთიერთგაგება
21. ყველაფერი საუკეთესოდაა მეგობრობასა და სიყვარულში
22. შეიძლება მობეზრდეთ ერთმანეთი
23. ხანგრძლივი და თბილი ურთიერთობები
24. სრული ურთიერთგაგება
25. ბევრი წყენა და გაბუტვა
26. შესანიშნავი წყვილი
27. ისინი ერთად არც თუ ისე კარგად იქნებიან
28. ნაზი ურთიერთობები, ეხალისებათ ერთმანეთთან კონტაქტი
29. ძლიერად იზიდავენ ერთმანეთს
30. ისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა
31. მხოლოდ ძლიერ სიყვარულს შეუძლია მათი გაერთიანება
32. ბევრი თავგადასავალი და მხიარულება
33. ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან საიმისოდ, რომ ბედნიერები იყვნენ
34. ბევრი განცდა
35. შესაძლოა მშვენიერი ურთიერთობები
36. თბილი და ნაზი გრძნობები
37. ნაკლებად ესმით ერთმანეთის
38. მტკიცე კავშირი
39. ხელმოცარულობა, მოწყენა და ცოტა საერთო
40. აქვთ ლტოლვა ერთმანეთის მიმართ, მაგრამ კარგი ცოტაა
41. წყენა და გაუგებრობა
42. ბევრი ბედნიერებით აღსავსე დღე
43. ლამაზი წყვილი
44. ცოტაა კარგი, დიდი ჩხუბი
45. გამართლებული კავშირი
46. ყველაფერი კარგადაა, მაგრამ კამათი გარდაუვალია
47. ბედნიერი ურთიერთობები, ყველაფერს გააკეთებენ ერთმანეთისათვის
48. ბევრი სიძნელეა და ნაკლები რომანტიკა
49. ერთად ცუდად არიან, გაუბედაობა და დაძაბულობა
50. ურთიერთობა ხანმოკლეა
51. სრული ურთიერთგაგება, მაგრამ შესაძლოა მობეზრება
52. გაექეცით ერთფეროვნებას
53. წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ იქნებიან ძალიან ბედნიერები
54. ჯობია, არ სცადოთ
55. უკეთესს ვერც კი ინატრებ
56. არ აქვთ ერთმანეთის გაგების სურვილი
57. მძლავრი და ვნებიანი სასიყვარულო რომანი
58. თბილი და კარგი ურთიერთობები
59. უხვი გრძნობები და ეჭვიანობა
60. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ქონდეთ შესანიშნავი ურთიერთობები
61. მეგობრობა, სიყვარულში ცოტა აქვთ საერთო
62. ყველაფერი კარგადაა, მაგრამ საჭიროა ნაცნობების დიდი წრე
63. ენდე იმას, ვინც გიყვარს
64. ურთიერთობა არ არის იოლი, მაგრამ ბედნიერება შესაძლებელია
65. მეგობრობაც და სიყვარულიც
66. ძალიან განსხვავებულები არიან, ძნელი იქნება ურთიერთგაგება
67. ურთიერთობა ხანმოკლეა
68. თუ თევზები დაემორჩილებიან, მაშინ ბედნიერება გარანტირებულია
69. გაგიჟებული სიყვარული
70. თუ თხის რქა არ იქნება მოსაწყენი, ყველაფერი კარგად იქნება
71. ორივე თავისუფლების მოყვარეა, საჭიროა მეტი საერთო ინტერესის გამოძებნა
72. ერთნაირი გემოვნება და მსგავსი ხასიათი, მაგრამ კონფლიქტი გარდაუვალია
73. იშვიათად ახერხებენ იყვნენ ბედნიერები
74. საერთო ინტერესები და სულიერი სიახლოვე
75. თუ ისწავლიან დათმობას, იქნებიან ბედნიერები
76. სიმპათია გააჩნიათ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ დარჩებიან გულგრილნი
77. ბევრია ფანტაზია და ოცნება
78. ურთიერთობებში მიწყენილობა

Monday, February 24, 2014
ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება
– ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი. 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული
ხართ; 25–ისას იმიტომ, რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ, რომ ბევს მუშაობთ;
55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის
მოგონებები გტანჯავთ. 75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თან მეტასტაზებით.
"99 ფრანკი"

“სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ
ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა,რომელიც ყველაფერს განაგებს ადამიანის
ამქვეყნიურ შარაგზაზე, ზოგისთვის,რომ მართლაც შარაგზა არის და ზოგისთვის
კი, მიხვეულ–მოხვეული ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური
გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ–მოხვეულ ეკლიან ბილიკზე,
ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ,რომ ის სიყვარულია”
როცა მთვარე ამოვა ყველაფერი მაშინ გამოვა, როცა მთვარე ამოვა სიყვარული მაშინ გამოვა
მთვარეს უყვარს ღამე ვარსკვლავები და რამე, გამითავდა თამბაქო მთვარემ მითხრა არ მაქო
ჩემი გოგო რო გერქვას ჩოქვით შემოვივლიდი ვერას, დღეს უეცრად გაწვიმდა ჩემი გოგო როცა სახლში წავიდა
მთვარე როცა ამოვა ყველაფერი მაშინ გამოვა, როცა მთვარე ამოვა სიყვარული მაშინ გამოვა
თუ არ გინდა აქ მაშინ იყავი მანდ, ბიჭი ვარ იასამნის ქუჩიდან გოგო მყავს საკაიფო უბნიდან
თბილისელო ბიჭებო ნიკოტინით გაჟღენთილებო, გაუსწარით დროს შეხედე შეხედე როგორ თოვს
გუდაური და თოვლი ვოდკა მომეცი ორი,მთვარე როცა ამოვა სიყვარული მაშინ გამოვა,როცა მთვარე ამოვა მაშინ ყველაფერი გამოვა
ბიჭი ვარ იასამნის ქუჩიდან გოგო მყავს საკაიფო უბნიდან,გაუსწარით დროს შეხედე შეხედე როგორ თოვს
თბილისელო ბიჭებო ნიკოტინით გაჟღენთილებო, ჩემი გოგო რო გერქვას ჩოქვით შემოვივლიდი ვერას
მთვარე როცა ამოვა ყველაფერი მაშინ გამოვა, როცა მთვარე ამოვა ჩვენი სიყვარული მაშინ გამოვა ♥♥♥ : ))))))))))

ბროწეულივით გახლეჩილ ზეცას
მე ხელებს ვუწვდი,
რომ მარცვალ-მარცვალ
შენ გიწილადო ყველა ვარსკვლავი.
შენს გასართობად
ლეგენდებს,
მითებს
ვქსოვ, როგორც მფრინავ ხალიჩას ბავშვი, -
შენ ავად ხარ და
მე ღამეს გითევ,
შენს ძილს ვდარაჯობ სინათლის დაშნით…
ბროწეულივით გახლეჩილ ზეცას
მე ხელებს ვუწვდი,
რომ მარცვალ-მარცვალ
შენ გიწილადო ყველა ვარსკვლავი.
მე ხელებს ვუწვდი,
რომ მარცვალ-მარცვალ
შენ გიწილადო ყველა ვარსკვლავი.
შენს გასართობად
ლეგენდებს,
მითებს
ვქსოვ, როგორც მფრინავ ხალიჩას ბავშვი, -
შენ ავად ხარ და
მე ღამეს გითევ,
შენს ძილს ვდარაჯობ სინათლის დაშნით…
ბროწეულივით გახლეჩილ ზეცას
მე ხელებს ვუწვდი,
რომ მარცვალ-მარცვალ
შენ გიწილადო ყველა ვარსკვლავი.
შორს და ახლოსაც...
შორს და ახლოსაც იყოფა გზები,
გადიან დღენი, გარბიან წლები...
ჩვენი ცხოვრებაც იყოფა ფერით:
თეთრით, შავით და მისი ჯერით...
თითქოს ბავშვობით ავდივართ ზევით...
მერე ზრდასრულებს გვიყვარს „სხვა“ გზნებით...
შემდეგ სიცოცხლის ბობოქარ ნებით,
ცხოვრებას ვებრძვით, ბედ-იღბლის ხელით...
ბოლოს, სიბერე ჩაივლის ფეხით,
და ის ჩაგვაჭკნობს თავისი ფესვით...
დროის მანძილი კი განგვბანს ზღვებით,
ერთ დროს რომ დაგვწვა, აგვავსო ფერფლით...
შორს და ახლოსაც იყოფა გზები,
გადიან დღენი, გარბიან წლები...
ჩვენ კი ვერთდებით, ამ გზებთან რწმენით...
ლოცვით, გონებით... და სულის თმენით...

"
არსებობს უმიზეზო უსამართლობა, როდესაც ხშირად საკუთარი ნების წინააღმდეგ
ცხოვრებას მიჰყავხარ იქ სადაც არ გინდა, გაკეთებინებს იმას რაც არ გინდა და
ყოველივე ამის გამო სამუდამო ტკივილს გიტოვებს გულში, რომელიც შემდეგ
აღარასოდეს აღარაფრით აღარ წაიშლება და ბოლომდე გტანჯავს, ამიტომ უნდა
ეცადო რომ არასოდეს არ გაუკეთო ცუდი იმას ვინც ისეთივე ადამიანია როგორიც
შენ თვითონ ხარ., მთავარი ეს არის და არა სიამაყე, მთავარია სიკეთე მხოლოდ
სიკეთე და სულგრძელობაა ჭეშმარიტი ადამიანური თვისებები, ყოველივე
დანარჩენის მნიშვნელობა მოჩვენებითია"
გურამ გეგეშიძე. "შურისძიება"
გურამ გეგეშიძე. "შურისძიება"
დღეს მეყვარები აუხსნელად, მხოლოდ თვალებით,
ხვალე კი, ალბათ, გადაგაგდებ, როგორც თამბაქოს.
თოვს ახლა მშვიდად ამ დაწყევლილ ზამთრის ქალაქში
და მგონია, რომ ჩემს ნერვებზე ღმერთი თამაშობს.
შენ არც კი იცი, - პოეტობა სისხლში გამიჯდა!
ტკივილებს, ალბათ, ასე უფრო კარგად ვატარებ.
ვხედავ, ტეკილა ჩამოასხეს, - ვიცანი ფერით...
ალბათ, ამ ზამთარს ტეკილაზე გადავატრებ.
ვიხსენებ ისე, სხვათაშორის, გამოცლილ ჭიქებს,
ვამოკლებ დღეებს, ქუჩები კი წვანან მანძილად.
ლექსები ჩემი წაუკითხეთ ძილის წინ ლოცვებს,
ლოცვები - ბავშვებს, უფრო ხშირად, უფრო ხანგრძლივად.
მგონი, ვმკრეხელობ, შენ კი... თურმე, ისევ მიყვარხარ,
თუმცაღა ვხვდები, რომ ლექსებით შენც გადაგღალე.
ხვალ გადაგაგდებ, უშედეგოდ, როგორც თამბაქოს,
რომელიც, უკვე ვეცადე და ვერ გადავაგდე...

-როდესაც
ადამიანები ერთმანეთით უკმაყოფილები არიან და ჩხუბობენ, მათი გულები
შორდება ერთმანეთს ეს მანძილი კი რომ დაიფაროს ისინი იწყებენ ყვირილს რაც
უფრო ყვირიან მით მეტად ბრაზდებიან და შორდებიან ერთმანეთს.
- რა ხდება მაშინ როცა ერთმანეთი უყვარდებათ? ისინი არ ყვირიან, პირიქით ხმადაბლა საუბრობენ, იმიტომ რომ მათი გულები ერთმანეთთან ახლოსაა, რაც უფრო მეტად უყვარდებათ რა ხდება ამ დროს? ისინი აღარც კი ლაპარაკობენ, უბრალოდ ჩურჩულებენ, ბოლოს კი ჩურჩულიც ზედმეტი ხდება, ისინი უბრალოდ უყურებენ ერთმანეთს და უთქმელად ესმით ერთმანეთის, ასეთი რამ მაშინ ხდება როცა გვერდით მოსიყვარულე ადამიანი გყავთ.
ასე, რომ როცა კამათობთ, არ მისცეთ თქვენს გულებს დაშორების უფლება, არ თქვათ ისეთი რამ რაც ხელს შეუწყობს ერთმანეთთან მანძილის გაზრდას, გაუფრთხილდით ერთმანეთს, იმიტომ რომ შეიძლება დადგეს ისეთი დღე, რომ მანძილი თქვენს შორის ისე გაიზარდოს, უკან დასაბრუნებელი გზა ვეღრ მოძებნოთ.

„დადგება დრო, როცა ჩვენ კვლავ ვიქნებით ადამიანები“...
ერთი ჩვეულებვრივი, მეოცნებე მოზარდი – მისი გულწრფელობით, საღი აზროვნებითა და ტრაგიკული ბედით, რომელიც ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოვლენას უკავშირდება, ჰოლოკოსტის საშინელების სიმბოლო გახდა. მისი დიდება თავისმა ტრაგიკულმა ბედმაც განაპირობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ბავშვური გულწრფელობაა, რომელიც არასდროს არ ტყუის. საკონცენტრაციო ბანაკიდან ცოცხალი რომ დაბრუნებულიყო, მოგვიანებით, აუცილებლად ცნობილი მწერალი გახდებოდა, მაგრამ შეიძლება ისეთი დიდებისთვის ვერ მიეღწია, როგორიც სიკვდილმა მოუტანა.
დიახ, ეს ანა ფრანკია – ფაშიზმის 15 წლის მსხვერპლი, რომელიც დისკრიმინაციისა და ცრურწმენების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო გახდა.
ის,რომ ჩვენ არ შეგვიძლია ქუჩაში გამოსვლა მე უფრო მეტად მთრგუნავს, ვიდრე ამის გამოხატვა შემიძლია და საშინლად მეშინია, რომ შეიძლება გვიპოვონ და დაგვხვროტონ. ეს რათქმაუნდა არასასიამოვნო პერსპექტივაა”.
ანა ფრანკი 1929 წელს, ფრანკფურტში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იგი საცხოვრებლად ნათესავებთან, ამსტერდამში გადავიდა. 1942 -დან 1944 წლამდე ნიდერლანდები გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული, ამიტომ ოჯახი იძულებული გახდა, საიდუმლო თავშესაფარში დამალულიყო. 1944 წელს ოჯახი აღმოაჩინეს და მისი წევრები საკონცენტრაციო ბანაკებში გააგზავნეს. ანა ფრანკი 1945 წელს ბერგენ-ბელზენში გარდაიცვალა.
მარტოსული ანა ფრანკი ხშირად დადიოდა სამალავის სხვენზე, სადაც თავის დღიურთან ერთად განმარტოვდებოდა და მას გულში დაგროვილ ტკივილს უზიარებდა. ანამ შეიძინა მეგობარი პიტერი, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა. პირველი სიყვარულიც მაშინ მოვიდა, თუმაცა მას განხორციელება არ ეწერა. ანა ფრანკს კი ამ ლამაზი სიყვარულიდნ შემორჩა პირველი კოცნა და ტკბილი მოგონებები.
ანა ფრანკი არა მხოლოდ გამოძახილია მოზარდთა თვითდამკვიდრებისა და ჩამოყალიბების მნიშვნელობისა, მის თავს გადამხდარი ამბავი ჰოლოკოსტის საშინელების დამადასტურებელი დოკუმენტია, რომელსაც მოზარდის დღიური ყვება.
ანა არა მხოლოდ ძალიან კარგად ყვება, არამედ აზროვნებს, გამოაქვს სამართლიანი დასკვნები, კარგად აფასებს რეალობას, პატარა გოგონა, რომელიც გამოკეტილია სამალავში უფრო და უფრო მაღალზნეობრივი და ჩამოყალიბებული ხდება, იმის მაგივრად რომ დაეცეს. სამალავის ვიწრო, შეხუთული გარემოს და გვირაბის ბოლოს დანახული სინათლესავით სანატრელ იმედს ჩაბღაუჭებული, ომისა და დევნის დამთავრებას დანატრებული სულები, კიდევ უფრო ექსტრემალურსა და სასოწარკვეთილს ხდის მკითხველის სურვილს რომ აღარასდროს, აღარასდროს განმეორდეს ომები და დისკრიმინაცია, რომ არასდროს იყოს საკმარისი სხვენის სარკმლიდან წაბლის ხის დანახვა.
დამალულთაგან მხოლოდ ანას მამა – ოტო ფრნკი გადარჩა, რომელსაც მემკვიდრეობად დარჩა ქალიშვილის დღიური. შემდგომ ეს დღიური ერთი ჟურნალისტისა და ისტორიკოსის ხელში მოხვდა, რომელმაც ჰოლანდიურ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდნენ გამომცემლები ანას ამბით. დღიური დღემდე 65-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და გაიყიდა მრავალი მილიონი ასლი. ოტომ დააფუძნა ანა ფრანკის მუზეუმი და ფონდი, რომლის მთავარი ფუნქცია გახდა ადამიანების, უმეტესად მოზარდების, ინფორმირება, დისკრიმინაციისა და ცრურწმენების შესახებ. ანა ფრანკის გზავნილი დღესაც არანაკლებ აქტუალურია.
ანა ფრანკის მუზეუმი და ფონდი ამსტერდამში, აქტიურად ფუნქციონირებს, ცდილობს 15 წლის მოზარდის ისტორია ყველა მოზარდამდე მიიტანოს. ანა ფრანკი აქტუალობას არც მისი სიკვდილიდან 67 წლის შემდეგ კარგავას.
დადგება დღე,როდესაც ეს საშინელი ომი ბოლოსდაბოლოს დამთავრდება. დადგება დრო, როცა ჩვენ კვლავ ვიქნებით ადამიანები და არა უბრალოდ ებრაელები!”.
და საუკუნოდ გიცდი...
წვიმს და ზეცამაც ქუხილით იცის, რატომ...
ქრის და მიწამაც შარაგზით იცის. რისთვის...
მე კი არ მინდა, ამ ქვეყნად ვიყო მარტო,
თუმცა არა მსურს „სადღაცა“ ვიყო, სხვისთვის...
გული გულშივე მზესთან კოცონით დარდობს,
სული სულშივე უკვე ლოცულობს მისთვის,
ეს სიყვარული თურმე ეკლებით ვარდობს,
სტკივა და უძლებს... გრძნობით ზღვარს იქით იბრძვის!..
ტრფობას სიზმარიც კოცნის გარეშე არ სცნობს,
ღამემ დაუკრა მთვარის ვალსები დღისთვის,
შენ კი ჩემში ხარ, დროსთან ვერ დაგთმობ მარტო...
და საუკუნოდ და საუკუნოდ გიცდი...

Saturday, February 22, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)