ბროწეულივით გახლეჩილ ზეცას
მე ხელებს ვუწვდი,
რომ მარცვალ-მარცვალ
შენ გიწილადო ყველა ვარსკვლავი.
შენს გასართობად
ლეგენდებს,
მითებს
ვქსოვ, როგორც მფრინავ ხალიჩას ბავშვი, -
შენ ავად ხარ და
მე ღამეს გითევ,
შენს ძილს ვდარაჯობ სინათლის დაშნით…
ბროწეულივით გახლეჩილ ზეცას
მე ხელებს ვუწვდი,
რომ მარცვალ-მარცვალ
შენ გიწილადო ყველა ვარსკვლავი.
მე ხელებს ვუწვდი,
რომ მარცვალ-მარცვალ
შენ გიწილადო ყველა ვარსკვლავი.
შენს გასართობად
ლეგენდებს,
მითებს
ვქსოვ, როგორც მფრინავ ხალიჩას ბავშვი, -
შენ ავად ხარ და
მე ღამეს გითევ,
შენს ძილს ვდარაჯობ სინათლის დაშნით…
ბროწეულივით გახლეჩილ ზეცას
მე ხელებს ვუწვდი,
რომ მარცვალ-მარცვალ
შენ გიწილადო ყველა ვარსკვლავი.