შორს და ახლოსაც...
შორს და ახლოსაც იყოფა გზები,
გადიან დღენი, გარბიან წლები...
ჩვენი ცხოვრებაც იყოფა ფერით:
თეთრით, შავით და მისი ჯერით...
თითქოს ბავშვობით ავდივართ ზევით...
მერე ზრდასრულებს გვიყვარს „სხვა“ გზნებით...
შემდეგ სიცოცხლის ბობოქარ ნებით,
ცხოვრებას ვებრძვით, ბედ-იღბლის ხელით...
ბოლოს, სიბერე ჩაივლის ფეხით,
და ის ჩაგვაჭკნობს თავისი ფესვით...
დროის მანძილი კი განგვბანს ზღვებით,
ერთ დროს რომ დაგვწვა, აგვავსო ფერფლით...
შორს და ახლოსაც იყოფა გზები,
გადიან დღენი, გარბიან წლები...
ჩვენ კი ვერთდებით, ამ გზებთან რწმენით...
ლოცვით, გონებით... და სულის თმენით...
შორს და ახლოსაც იყოფა გზები,
გადიან დღენი, გარბიან წლები...
ჩვენი ცხოვრებაც იყოფა ფერით:
თეთრით, შავით და მისი ჯერით...
თითქოს ბავშვობით ავდივართ ზევით...
მერე ზრდასრულებს გვიყვარს „სხვა“ გზნებით...
შემდეგ სიცოცხლის ბობოქარ ნებით,
ცხოვრებას ვებრძვით, ბედ-იღბლის ხელით...
ბოლოს, სიბერე ჩაივლის ფეხით,
და ის ჩაგვაჭკნობს თავისი ფესვით...
დროის მანძილი კი განგვბანს ზღვებით,
ერთ დროს რომ დაგვწვა, აგვავსო ფერფლით...
შორს და ახლოსაც იყოფა გზები,
გადიან დღენი, გარბიან წლები...
ჩვენ კი ვერთდებით, ამ გზებთან რწმენით...
ლოცვით, გონებით... და სულის თმენით...