და საუკუნოდ გიცდი...
წვიმს და ზეცამაც ქუხილით იცის, რატომ...
ქრის და მიწამაც შარაგზით იცის. რისთვის...
მე კი არ მინდა, ამ ქვეყნად ვიყო მარტო,
თუმცა არა მსურს „სადღაცა“ ვიყო, სხვისთვის...
გული გულშივე მზესთან კოცონით დარდობს,
სული სულშივე უკვე ლოცულობს მისთვის,
ეს სიყვარული თურმე ეკლებით ვარდობს,
სტკივა და უძლებს... გრძნობით ზღვარს იქით იბრძვის!..
ტრფობას სიზმარიც კოცნის გარეშე არ სცნობს,
ღამემ დაუკრა მთვარის ვალსები დღისთვის,
შენ კი ჩემში ხარ, დროსთან ვერ დაგთმობ მარტო...
და საუკუნოდ და საუკუნოდ გიცდი...