”ადრე
ვიღვიძებ. ჯერ ისევ ბნელა. თვალს არ ვახელ, ვცდილობ კვლავ ძილს მივცე
თავი, მაგრამ ამაოდ. სადღაც სევდიან და პირქუშ სამყაროში დავბორიალობ, შუა
გზაზე სინამდვილესა და საშინელეს შორის ... თავს ვაბრუნებ შენი ბალიშისკენ,
რომელსაც წინანდებურად მარჯვნივ ვდებ ხოლმე და თვალწინ მიდგას შენი
გაქვავებული სახე; ჩანს მე მეძებდი როცა ესალმებოდი სიცოცხლეს. ვხედავ შენს
გაშლილ ხელისგულებს, რომლებმაც მიმახვედრეს, რომ არავითარ ტანჯვას, არავითარ წამებას არ შეუშფოთებიხარ ბოლო წუთებში”