Wednesday, February 26, 2014

მერე რა თუ ვიღაც მიზეზს არ გილევს ცრემლებისათვის?ატირებული სახის გაბრუნებას კისრის მარტივი მოძრაობა ჰყოფნის. შეიძლება რაღაც თუ ვიღაც მთელი ცხოვრება დარჩეს შენს ცხოვრებაში, რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს გულში...თუმცა არც ისაა აუცილებელი იცოდნენ რა ხდება შენში.სათბურის მცენარესავით გამოგიხვევ გულში, გამოგათბობ, გამოგაშუშებ. მერე რა თუ უფრო გაიზრდები.მერე რა თუ უფრო ამტკივდები... გაზაფხულისფერს როდის გნახავ...იმ ქალაქში , რომელშიც დღეებს უმისამართო ნაბიჯებით ვყლაპავ. ქალაქში, რომელიც ტომარასავით მაქვს თავზე ჩამოცმული და ვერ ვგრძნობ. დავდივარ ქუჩებში სხვა განზომილებით და თითო წინსწრებულ ნაბიჯს ვნანობ და ვიმედოვნებ. რომ მახრჩობ ხანდახან, ყელში რომ წამიჭერს მონატრება ახალ დილას ვნატრობ. ახლებურ დილას...საოცარი ისაა რომ იმ ახლებურ დილაშიც შენ მინდიხარ, სხვანაირი კი არა ზუსტად ასეთი, ოღონდ... მარტო შენ არ წერ ამ ამბავს...აქ მე ვარ ავტორი და ჩემი სუნითაა სავსე მთელი გზა...ამ ამბის გაუსაძლისობა არა შენი, არამედ ჩემი - ერთი უცნაური მეზღაპრის ბრალია, რომელსაც არ უყვარს ტკივილთან ღიმილით ბრძოლა.არ უყვარს სიმარტივე და ...უყვარხარ შენ.
"ჩემია!" ძალიან ჩემია...შესულგულებული მაქვს...უნებურად შემესულგულა და შემეზარდა არსებობაში. ჩემი ნატვრის ხე ხარ!..შორს გადარგული და უწყლობისთვის გამეტებული. ჩემით გაუდაბნოებული... ჩემი ხარ, ჩემეული ხარ.მზიანი დღის მთვარეული მონაბიჯე...