მთელი ჩემი ცხოვრების სუნთქვით, ღიმილითა და ცრემლით მიყვარხარ
Tuesday, December 31, 2013
Sunday, December 22, 2013
Saturday, September 21, 2013
1 . ყველაზე დიდი რაოდენობის ვარდი,დაახლოებით 3 მილიონი იყიდება ვალენტინობის დღეს.
2 საშუალოდ ქალის გული უფრო ხშირად ცემს ვიდრე კაცის
3 თქვენს კმპიუტერში არ შეგიძლიათ არ არცრთ ფაილს, სურათს, ვინდოუსს თუ სხვა პროგრამას დაარქვათ სახელი Con. რადგან ყველასათვის ცნობილ მაიქროსოფთის შემქმნელს, თურმე პატარაობაში ერთი ბიჭი სახელად Con მუდამ აწვალებდა.
4 თუ თქვენ facebook-ის ბოლოს დაწერთ ციფრ ''4''-ს ავტომატურად მოხვდებით მარკ ზაკერბერგის ''კედელზე''
5 თუ ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან ექსტრემალურ სიტუაციაში,
მაშინ ბევრად უფრო დიდი შანსია რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდეთ,
ვიდრე ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
6 ადამიანების უმრავლესობას ქორწინებამდე 7-ჯერ უყვარდება.
7 საქორწილო ბეჭედს, როგორც იცით, ატარებენ მარცხენა ხელის არათითზე,რაც ძველი ბერძნების ახსნის მიხედვით "სიყვარულის ვენის" არსებობას მიეწერება ზუსტად ამ თითზე. ეს ვენა პირდაპირ გულთან მიდის
8 როდესაც ადამიანი შეყვარებულია, მისი ნერვული უჯრედები, რომლებიც რეაგირებენ საზოგადოების აზრზე, ითიშებიან. ამიტომაც შეყვარებული ყურადღებას არ აქცევს მშობლებისა და მეგობრების აზრს მისი ობიექტის მიმართ
9 მსოფლიოში წყვილების უმეტესობა ეყრება ქორწინების მეოთხე წელს.მეოთხე წლის მერე ურთიერთობა სტაბილიზაციას ინარჩუნებს მერვე წლამდე.
10 შეყვარებულობის დროს ადამიანის ტვინის გარვეული ნაწილი ძილის მდგომარეობაშია, თითქოს სიზმარში და ამიტომაც უწოდებენ სიყვარულს ბრმას.
11 გაწყვეტილ ურთიერთობას, სასიყვარულო იმედგაცრუებას ზოგიერთი ადამიანი მიჰყავს შეგნებამდე, უფრო მეტად უყვარდეს, ის ვინც იგი მიატოვა.

,,ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ჩატარდა სემინარი ქალებისთვის თემაზე: "როგორ ვიცხოვროთ სიყვარულით საკუთარ ქმართან."
მონაწილეებს დაუსვეს შეკითხვა: ,,ვის გიყვართ ქმარი?" უკლებლივ ყველამ აწია ხელი. მაშინ მათ ჰკითხეს: ,,როდის გამოუტყდნენ უკანასკნელად ქმარს სიყვარულში?" ზოგიერთმა უპასუხა: "დღეს", ზოგმა – "გუშინ", ზოგმა კი – "არ მახსოვს". ამის შემდეგ ქალებს სთხოვეს, მოემარჯვებინათ მობილური ტელეფონები და ქმრებისთვის გაეგზავნათ სმს შინაარსით: "მე შენ მიყვარხარ, ძვირფასო".
ახლა მონაწილეებს შესთავაზეს გაეცვალათ ტელეფონები და წაეკითხათ ერთმანეთის ტელეფონებში მოსული ტექსტური შეტყობინებები. გთავაზობთ ქმრების პასუხებს ცოლების სიყვარულის ახსნაზე:
1. რომელი ხარ?
2. ხომ კარგად ხარ?
3. მე შენ მიყვარხარ.
4. ახლა რაღა მოუვიდა მანქანას?
5. არ მესმის შენი, რა გინდა?
6. ახლა რა ჩაიდინე? ამჯერად პატიებას ნუღარ ელი.
7. ?!
8. არ გვინდა მიკიბულ-მოკიბული, პირდაპირ მითხარი, რამდენი გჭირდება?
9. ეს სიზმარია?
10. თუ ახლავე არ მეტყვი, ვის უგზავნიდი ამ სმს-ს, ვიღაც შემომაკვდება.
11. ხომ გთხოვე, მეტი აღარ დალიო-მეთქი
12. რასაც არ უნდა მთხოვდე, ჩემი პასუხია – არა!. ''

-გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით...
-რომ ვერ გაფრინდეთ?
-მაშინ ზღვას გადავცურავ!
-რას?
-ზღვას!
-როგორ?
-სიმღერით!
-ხუმრობთ?
-არ ვხუმრობ!
-დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
-კი, ბატონო.
-მაინც როგორ ჩავწეროთ?
-სიტყვასიტყვით.
-მაინც როგორ?
-მე გადავცურავ ზღვას!...
-რომ ვერ გაფრინდეთ?
-მაშინ ზღვას გადავცურავ!
-რას?
-ზღვას!
-როგორ?
-სიმღერით!
-ხუმრობთ?
-არ ვხუმრობ!
-დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
-კი, ბატონო.
-მაინც როგორ ჩავწეროთ?
-სიტყვასიტყვით.
-მაინც როგორ?
-მე გადავცურავ ზღვას!...
ცოლ-ქმარმა
გადაწყვიტა დასვენება, მხოლოდ ქმარი ერთი დღით ადრე ჩავიდა კურორტზე.
ჩავიდა, აიღო ნომერი. ოთახში კომპიუტერი დახვდა ინტერნეტით. გადაწყვიტა
დაეწერა ცოლისთვის შეტყობინება, რომელიც მეორე დღეს უნდა ჩამოსულიყო.
მაგრამ მისამართი აკრიფა არასწორედ და ერთი ასო შეეშალა. გამოვიდა, რომ
მისწერა სხვას, ქვრივ ქალს, რომელმაც წინა დღეს დაასაფლავა ქმარი. ქვრივმა
ფოსტის შემოწმება გადაწყვიტა. იქ იყო რამოდენიმე
შეტყობინება სამძიმრით და ერთი სათაურით: "ჩემს ცოლს, რომელიც ჯერ კიდევ
სახლშია". შედის ქვრივის შვილი დედასთან ოთახში. ხედავს გაფითრებული დედა
სკამიდან ცურდება. შვილი უყურებს მონიტორს, იქ კი შეტყობინებაა: "ძვირფასო!
ვიცი, რომ არც კი გეგონა, რომ მოგწერდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ
ინტერნეტია! მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ნორმალურად ჩავაღწიე.
დავრეგისტრირდი. ვემზადები შენი ჩამოსვლისთვის. იმედი მაქვს ჩამოაღწევ
დაბრკოლებების გარეშე, როგორც მე! მოუთმენლად გელოდები!
იყო და არა იყო რა,
ამქვეყნად რა არ ხდებოდა,
ვიღაცა გრძნობას იძენდა,
ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,
ვიღაცას ვიღაც უყვარდა,
ვიღაცას ის არ უყვარდა,
ვიღაცა იმას ნანობდა
ის ვიღაც რომ შეუყვარდა.
მეკი ძალიან მიყვარდი,
განვიცდი რომ შემივარდი,
რადგანაც შენ გადააგდე
მე რომ გაჩუქე ის ვარდი.
არადა ჩემთვის იყავი
ბედნიერების სათავე
და ვხვდები რომ სიყვარულით
ვერ მოგითოკე სადავე,
ვერ მოგითოკე აფრები,
ახლა შენამდე შორია,
მეგონა გული გქონდა და
თურმე ყინული გქონია.
ეს ლექსიც მაშინ დავწერე
როცა შენ ჩემგან წახვედი,
ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და
სულ სხვა ნაპირზე გახვედი.
წახვედი?....წადი შორს წადი,
იქნებ სულ გადამავიწყდე,
შენ შენსას თუ დაიკვეხნი,
იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს.
მაგრამ რა მოხდა, რა იყო,
განა ქვეყანა გაიყო,
უსიყვარულო ნიავმა,
შენზე ფიქრებიც წაიღო
და რაც არ გინდა ლამაზო,
არასდროს ღმერთმა არ მოგცეს,
ადრე თუ ვიან ინანებ,
იქნებ ოდესმეც წამოგცდეს,
რომ სიყვარული არ იცი,
სიცივე რატომ ჩაიცვი????
ერთი კითხვა მაქვს "სიცოცხლევ"
სირცხვილით ხომ არ დაიწვი?
ჩემს გულში თბილად იჯექი,
ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ,
ლექსს როცა ვწერდი მიყვარდი,
ახლა კი.......აღარ მიყვარხარ!
ამქვეყნად რა არ ხდებოდა,
ვიღაცა გრძნობას იძენდა,
ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,
ვიღაცას ვიღაც უყვარდა,
ვიღაცას ის არ უყვარდა,
ვიღაცა იმას ნანობდა
ის ვიღაც რომ შეუყვარდა.
მეკი ძალიან მიყვარდი,
განვიცდი რომ შემივარდი,
რადგანაც შენ გადააგდე
მე რომ გაჩუქე ის ვარდი.
არადა ჩემთვის იყავი
ბედნიერების სათავე
და ვხვდები რომ სიყვარულით
ვერ მოგითოკე სადავე,
ვერ მოგითოკე აფრები,
ახლა შენამდე შორია,
მეგონა გული გქონდა და
თურმე ყინული გქონია.
ეს ლექსიც მაშინ დავწერე
როცა შენ ჩემგან წახვედი,
ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და
სულ სხვა ნაპირზე გახვედი.
წახვედი?....წადი შორს წადი,
იქნებ სულ გადამავიწყდე,
შენ შენსას თუ დაიკვეხნი,
იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს.
მაგრამ რა მოხდა, რა იყო,
განა ქვეყანა გაიყო,
უსიყვარულო ნიავმა,
შენზე ფიქრებიც წაიღო
და რაც არ გინდა ლამაზო,
არასდროს ღმერთმა არ მოგცეს,
ადრე თუ ვიან ინანებ,
იქნებ ოდესმეც წამოგცდეს,
რომ სიყვარული არ იცი,
სიცივე რატომ ჩაიცვი????
ერთი კითხვა მაქვს "სიცოცხლევ"
სირცხვილით ხომ არ დაიწვი?
ჩემს გულში თბილად იჯექი,
ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ,
ლექსს როცა ვწერდი მიყვარდი,
ახლა კი.......აღარ მიყვარხარ!
Saturday, August 31, 2013
თუ შემიყვარებ, ვერ დამთმობ კიდეც
და თუ მიდიხარ, უნდა მობრუნდე...
მიდი, წაშალე თავნება კიდე,
ისე, რომ გრძნობით არც კი მოდუნდე...
მე დაგანახე გულის ღრმა სივრცე,
რადგან არ მინდა სხვასთან მოხუცდე,
ჩემთან არ თვალო ტეხილი კიბე,
ლაღად იარე, გესმის? მომნუსხე...
გინდა, გინატრო სურვილით კიდევ,
ან დღე, ღამესთან კოცნით რომ ხურდეს?
მაშინ, ნუ მეძებ, შენთან ვარ ისევ,
მაგრად გამათბე, რომ ზღვაც ცად ქუხდეს...
და თუ მიდიხარ, უნდა მობრუნდე...
მიდი, წაშალე თავნება კიდე,
ისე, რომ გრძნობით არც კი მოდუნდე...
მე დაგანახე გულის ღრმა სივრცე,
რადგან არ მინდა სხვასთან მოხუცდე,
ჩემთან არ თვალო ტეხილი კიბე,
ლაღად იარე, გესმის? მომნუსხე...
გინდა, გინატრო სურვილით კიდევ,
ან დღე, ღამესთან კოცნით რომ ხურდეს?
მაშინ, ნუ მეძებ, შენთან ვარ ისევ,
მაგრად გამათბე, რომ ზღვაც ცად ქუხდეს...
Friday, August 23, 2013
იქნებ ერთ დღესაც შეიცვალოს ჩემთვის რაიმე... დადგეს ახალი... სულ
ახალი დღე და წამები... დღე... სულ სხვანაირი... განსხვავებული ყველა
ძველთაგან... იქნებ, ერთ დღესაც რაიმე ახალი დაიწყოს და... ძველი სევდა
გაყვეს წარსულს... წავიდეს ჩემგან... იქნებ
ერთ დღესაც რამე ახალი მოხდეს და მერე... ამ ახალ დღეებს აღარ ერქვას
კვლავ მოჩვენება... კვლავ ძველის ჩრდილი... მოჩვენება, რომელიც დამდევს
მუდამ და განუწყვეტლივ და არ მშორდება... ცოტა ხნით მაინც ყველაფერი
გასცდეს ოცნებებს... ილუზიების სამყაროს და ყველა საზღვარს... და იქნებ ერთ
დღეს რეალურად მოხდეს რაიმე... რასაც არასდროს არ დავარქმევ ანთებულ
იმედს... და აღარ ვიტყვი, რომ ეს არის უიმედო იმედები... რომლებიც მალე
ჩაქრებიან და... კვლავ დავრჩები მარტო... და თუკი წამით რამე განათდა ეს არ
ნიშნავს... რომ რაიმე შეიცვალა... ყველაფერი ჯერ ხომ ისევ იგივეა... იმავე
ფერებით... რაც გუშინ იყო... და თუკი წამით რამე აენთო არ ნიშნავს იმას,
რომ... ეს გაგრძელდება... საუკუნოდ... რომ ეს იქნება... იქნება და დარჩება
ასე... არ შეიცვლება... რჩება რაღაც შენში ძალიან ღრმად დამარხული... რაც
გინდა მოხვდეს... რაც გინდა ახდეს... მუდამ რომ გინდა... მაგრამ მუდამ რომ
რჩება ასე... იმედები ხშირად უბრალოდ ბრწყინავენ და არ ხდებიან... მათ
მოაქვთ რაღაც... თუმცა ეს რაღაც არასოდეს არაფერს არ ცვლის... ისინი ძალიან
მალე ქრებიან... იმაზე მალე ვიდრე ელოდი... ვიდრე ფიქრობდი... მათ მოაქვთ
მხოლოდ სევდა და... მწუხარება გაუსაძლისი
Sunday, July 21, 2013
როგორ
ძალიან მომენატრე იცი? იცი რა ცუდად ვარ უშენოდ? როდესაც არ გელაპარაკები
თავს მარტოდ ვგრძნობ, შენ მე სიცოცხლის უნარს მაძლევ, თითქოს შენთან
ლაპარაკის დროს,თვალებით მეუბნები იცოცხლეო ჩემთვის, განა არღირს რომ
ჩემთვის იცოცხლო? მე კი გეტყვი, გეტყვი რომ შენთვის ვცოცხლობ, ვცოცხლობ
იმიტომ,რომ შენთვის ღირს, სიცოცხლე თუნდაც ერთი წამით...
ეს ერთი წამიც საკმარისია იმიტომ, რომ მეტი დრო არ მაქვს ალბათ და რომც მქონდეს არ მინდა! არ მინდა იმიტომ, რომ მინდა რომ ჩემგან შორს იყო რადგან... ასე უფრო ძლიერ მეყვარები და უფრო მეტ ინტერესს აღძრავ ჩემში !!!
შენ ჩემთვის მრავალგვერდიანი წიგნი ხარ, ზუსტად ის წიგნი, რომელსაც ბოლო ფურცელი აკლია და მე მის ძებნას შევალევ მთელ ჩემს სიცოცხლეს, მთელი ჩემი არსებას და... ალბათ ღირს რომ თუნდაც მაგისთვის ვიცოცხლო !!! ვიცოცხლო იმისთვის, რომ ამ ბოლო ფურცელს შევალიო მთელი ჩემი სიცოცხლე !!!
როგორ მინდა რო მშენს გულის ცემას მოვუსმინო და აი... მე მესმის უკვე, რა საყვარლად ცემს... მე მას ყურს ვუგდებ და ჩემი გულიც შენი გულისცემას ჰყვება !!!
როგორ მომწონს შენი ხმის ტემბრი როდესაც სევდა გაჰკრავს, სევდა ხომ სიყვარულის თანამგზავრია და მე მჯერა და მწამს, რომ შენც ისე ძლიერ გიყვარვარ როგორც მე !!!
შენი თვალები ისეთი მგრძნობიარეა რომ როდესაც ვუყურებ თუ როგორ ანთია მასში ცეცხლის ალი და მეც... ნებით თუ უნებლიედ ვვარდები მასში და ვიწვი !!!
შენი თმები ისე ბზინავს რომ შემიძლია შევადარო ჩანჩქერს, ოღონდ შორიდან შემყურეს, რა ლამაზად ჩამოდის მაღლიდან და რა ლამაზად ეხეთქება იქ, სადაც არავის მიესვლება და არავის მიეკარება გარდა ერთისა,ის ერთი მე ვარ, ოღონდ განა ძალით შევედი მასში არა, შენთვითონ მომეცი უფლება რათა შევსულიყავი და მეთარეშა !!!
შენი კანის სურნელი ვარდის სურნელს ჰგავს, რომელიც გაზაფხულზე ხარობს და მოწყვეტას ლამობს მაგრამ... ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი რადგან... მას ეკალი იცავს და არავის იკარებს გარდა ერთისა, !!!
და ბოლოს, მე ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა შენთვის, რასაც ვამბობ და რაც გითხარი, ყველაფერი გულიდანაა ამოღებული, გულმა გონებას უკარნახა.
და აი... იმ წიგნის ბოლო ფურცელი მეთვითონ დავწერე, დავწერე იმიტომ, რომ არ მქონდა საშუალება მეპოვა მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე... მაგრამ ეს არაა დასასრული, დამრჩა მხოლოდ შვიდი ჯადოსნური სიტყვა, ღომელსაც ყურში გეტყვი და რომელსაც არასდროს არავის არ ეტყვი შენი სიცოცხლის მანძილზე !!! ეს გვეცოდინება ჩვენ : მე, შენ და ღმერთს !!!
მე შენ მიყვარხარ!

გავბედე
და გწერ, ისევ წვიმს. ფანჯარაში ვიხედები და შენ გხედავ, შენი ხატება
არასდროს არ მცილდება წვიმის დროს , თავს მარტოსულად არ ვგრძნობ რადგან
შენზე ფიქრი არ მანებებს თავს. სარკმელს ვაღებ და წვიმის წვეთებს
ვეთამაშები, სახეს ვუშვერ და ისინიც თამამად მეფერებიან, ალბად სურთ შენზე
მიამბონ რამე..... მეც თვალდახუჭული ვუყურადებ და ..... აი მომესმა შენზე
ნათქვამიც, გულს ძგერა მემატება და მხოლოდ იმაზე ვოცნებობ
არასდროს დამთავრდეს თხრობა, სუნთქვა მიხშირდება....... ვეღარ ვხვდები
წვიმის წვეთებია თუ ცრემლებია, ფანჯარას ვხურავ და ოთახის გულში
ვჯდები,გაიჩექა, შენზე ფიქრი ამერია. თავს მუხლებზე ვდებ და ვცდილობ შენი
შეხება შევიგრძნო. გრძნობას აყოლილი მელანქოლიას ვნებდები და გარინდული
გულის ძგერას ვუსმენ. სუნთქვის ხმაც განიბნევა ჰაერში და გარშემო მშფითვარე
სიჩუმე ისადგურებს. ველი ....... არაფერი იცვლება. მხოლოდ წამებში წუთებად
და წუთებში საათობად გადაქცეული დრო მიდის. მაგრამ მე მაინც მჯერა , რომ
ზემოთ ავიხედავ და სასოებით აღვსილი თვალებით მას ვთხოვ, რომ კიდევ ერთხელ
მომცეს შენთან შეხვერდის უფლება, რათა თვალებში შემოგხედო და გითხრა , რომ
მე შენ ......
Saturday, July 20, 2013
შენ სანამ გძინავს - მე ვიღვიძებ
ისე უბრალოდ, გიყურებ და
ვფიქრობ ძილშიაც როგორ გინდა
მიხუტება....მერე გაკვირდები თვალებს ირგვლივ
რამდენით მეტია ნახაზები...
რატომღაც მძინარეს გეუბნები წლებისგან რომ
უფრო ლამაზდები...
მერე შენს თითებთან ჩავირბენ და
მზერით თეთრ ნატიფზე გავივაკებ...
და მიკვირს...ასეთი სასწაული
როგორ შეიძლება არ მიყვარდე?!
საბნის აწეული ნაპირიდან
მრგვალი მუხლისთავი მეცელქება...
შუბლზე აწყვეტილი ლურჯი ძარღვი
გვერდით საფეთქლებთან მეხეთქება...
ასეა ყოველ დილით გკითხულობ და
დილის შუქს მერამდენედ ვებუტები...
მერე შენ იღვიძებ ღიმილით და
მეხუტები. ♥
Tuesday, July 16, 2013
ჩემი სიბერე შენში შეივსო,
და წლებს შეეხო ბედის გზავნილი...
მინდა, ბოლო დღეც შენით შევიგრძნო,
მერე გაგიხდე - სულთან მანძილი...
არ გამიბრაზდე, გზას თუ ვერ გითმობ...
გული არ დაგწყდეს, რომ ხარ ხანგძლივი...
ამის დროც მოვა, მზის სხივს ვერ იცნობ
და ჩემს ბილიკებს შენც ცად გაივლი.
არ დამიღონდე, გულო, სულტკბილო,
ჩემზე ფიქრებით თავს ნუ დაიღლი,
აღარ ვიქნები?.. აბა, სულ ვიყო?
ასე ცხოვრებას შენ ვერ გაითვლი...
ახლა გეცლები... დროში უძიროდ
თუმცა სიცოცხლეს... ისევ განვიცდი,
შენს სიყვარულში ვრჩები უძილო...
შენ ხარ სიცხადეც, ჩემში ნამდვილი!...
და წლებს შეეხო ბედის გზავნილი...
მინდა, ბოლო დღეც შენით შევიგრძნო,
მერე გაგიხდე - სულთან მანძილი...
არ გამიბრაზდე, გზას თუ ვერ გითმობ...
გული არ დაგწყდეს, რომ ხარ ხანგძლივი...
ამის დროც მოვა, მზის სხივს ვერ იცნობ
და ჩემს ბილიკებს შენც ცად გაივლი.
არ დამიღონდე, გულო, სულტკბილო,
ჩემზე ფიქრებით თავს ნუ დაიღლი,
აღარ ვიქნები?.. აბა, სულ ვიყო?
ასე ცხოვრებას შენ ვერ გაითვლი...
ახლა გეცლები... დროში უძიროდ
თუმცა სიცოცხლეს... ისევ განვიცდი,
შენს სიყვარულში ვრჩები უძილო...
შენ ხარ სიცხადეც, ჩემში ნამდვილი!...
ჩვენ ყველას გვგონია , რომ ცხოვრება უსასრულო წამია , მაგრამ მოვა დრო და
ყველა , თითოეული ჩვენგანი წავა იქ სადაც,ცხოვრება მთავრდება. ცხოვრება კი
ვვისთვის ფერადად და ვისთვის შავად მთავრდება.
გული მტკივა იმ ხალხზე ვინც რომ ქვეყანას შესწირეს თავი . ზოგი სულ ტყუილად ღუპება,ზოგიც სამართლიანად.მაგრამ სიკვდილი არავის ინდობს არც მტერს და აარც მოყვარეს . გული მწყდება დღეს დღევანდელ ცხოვრებაში , რომ ვერ ფასდებიან ის ადამიანები,რომლებიც ნამდვილად დასაფასებელნი არიან და ფასდებიან ისინი ვიც რომ არ არიან დასაგასებელნი.რაც ყველაზე საშინელეებაა ამას საზოგადოების უმრავლესობა ვერ ხვდევა.ყოველდღე თითოეულმა ჩვენგანმა რომ იფიქროს ამ თემაზე იქნებ რაღაც საშველი დაადგეს ამ ცხოვრებას.
ცხოვრება უსასრულო როდია? მასში ბევრი დაბრკოლებებია ჩახლართული , რომლის გადალახვას დიდი ფიქრი სჭირდება და არა მარტო ფიქრი არამედ ცხოვრების შესწავლას, რასაც უდიდესი დრო სჭრდება.ისე გაგყიდის შენი მეგობარი , როგორც დიდი ხნის ნაყიდ ნივთს , ისე დაუფიქრებლად გაგცვლის შენი მეგობარი მდიდარ ადამიანზე ,როგორც ლოთი ღვინოს არაყზე ან არაყს ღვინოზე.დღეს არაყიუფრო ძვირადღირებულია ღვინოზე. ასევე მდიდარი ადამიანი უფრო ძვირადღირებული უბრალო გოგოზე ან ბიჭზე.საშინელეებაა ამას საზოგადოების უმრავლესობა ვერ ხვდევა.თინეიჯერებს ჰგონიათ რომთუ მაგრად ჩაცმული მეგობარი ეყოლება, ძვირიანი სუნამო ესხმევა , Ipad ან Iphone ექნება ისაა ნამდვილი მეგობარი. მე კი ვფიქრობ რომ ზოგ მდიდარ ადამიანს ძონძებში გახვეული გლახა სჯობია. ფულის გამო არ ღირს ვინმესთან დამეგობრება, მთავარია ადამიანი იყოს ერთგული და ადამიანური.მეგობრობას ფულით ვერ იყიდის ადამიანი.მეგობრობა თავისით მიდიის მდიდართანაც და ღარიბთანაც.
რას ვეძახი მე სიმდიდრეს? ამას ბევრი მეკითხება.სიმდიდრეს მე აუარებელ ფულს კი არ ვეძახი არამედ მეგობრობას , ნამდვილს და გულწრფელ მეგობრობას , არა მოჩვენებითსა და დროებითს.

Monday, July 15, 2013
დღეს შენთან თითქმის არაფერს ვმალავ,
უფრო გაღმერთებ რაც დრო გავიდა
შენ კვლავ მომეცი იმდენი ძალა
მთელს ჩემს ცხოვრებას ვიწყებ თავიდან.
შენთვის ვწნავ მინდვრის ყვავილთა გვირგვინს,
იქნებ ჩემს ტკივილს რამე ვუშველო,
დედას ვფიცავარ გულწრფელად მიკვირს,
როგორ ვიცხოვრე დღემდე უშენოდ.
თითქმის არაფერს ვმალავ...
უფრო გაღმერთებ რაც დრო გავიდა
შენ კვლავ მომეცი იმდენი ძალა
მთელს ჩემს ცხოვრებას ვიწყებ თავიდან
შენთვის ვწნავ მინდვრის ყვავილთა გვირგვინს,
იქნებ ჩემს ტკივილს რამე ვუშველო
დედას ვფიცავარ გულწრფელად მიკვირს,
როგორ ვიცხოვრე დღემდე უშენოდ! ♥
Wednesday, July 10, 2013
ის ჩემზე მეტად ამაყია, მაგრამ იცის, რომ სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას...
ის ხშირად მიბრაზდება,მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ჯუჯღუნს რომ მოვრჩები მოდის და მეხუტება...
ის ჩემზე მაღალია და გულში მეღიმება, რადგან ისეთი შეგრძნება მაქვს მას მეტი შანსი აქვს ცას მიწვდეს
და ვარსკვლავი მომიწყვიტოს...
ის არასდროს მეუბნება, რომ ტირილი მიხდება...
როცა ვტირი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის,რომ დამამშვიდოს...
ის ყოველ წამს მაგრძნობინებს, რომ 24 საათი არსებობს და ამ საათებს ერთმანეთზე ფიქრში ვატარებთ...
ის ყოველთვის ცდილობს, რომ იყოს ზომიერი და მაგრძნობინებს, რომ მხოლოდ სიყვარულში არ არსებობს
საზღვრები...
ის მიბიძგებს, რომ ვიარო ტაძარში, დავესწრო ლოცვებს..
ის უფალს ხედავს ჩვენს ურთიერთობაში...
ის თავს მადებს, ცისკენ იყურება და ძალიან ბევრს მაოცნებებს....
ის კარგი მეგობარია ამავდროულად..
შემიძლია დავურეკო და საათობით ვასმენინო ჩემს წუწუნს და მან მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრას "მიყვარხარ"
ის გულწრფელია..
როცა ბრაზდება, მიღიმის და თვალებით მაგრძნობინებს, რომ ძალიან ნაწყენია და ჩემგან იმ სიტყვების
მოსმენა უნდა, რომელიც მისთვის ძალიან ძვირფასია...
ის თბილია და ორივე თბილები ვართ,,, ჩვენ ერთად ვხატავთ მზეს და გვგონია,რომ დედამიწას მხოლოდ
მზე არ ათბობს..
ის რომანტიულია, უსმენს იმ მელოდიებს, რასაც მე ვუგზავნი და შეუძლია ძალიან ბევრი ლექსი მომიძღვნას...
მას უყვარს, როდესაც მის დაწერილ ლექსებს მე ვკითხულობ...
ის რეალისტია,ამბობს,რომ ყველაზე მეტად უნდა ჩემთან ერთად ცხოვრება...
ამბობს, რომ მისთვის გავჩნდი და დედაჩემის არ ერიდება, რომ ამაში დაარწმუნოს....
ის გამორჩეულია,მილიარდ ადამიანში გამოვიცნობ მის ხმას...
ის ჩემს პაროდიას აკეთებს და ძალიან ბევრს მაცინებს.. შემდეგ თავადაც ითხოვს მისი პაროდია გავაკეთო
და ორივეს გვიხარია...
ის ჩემს სამყაროში ცხოვრობს და მე მის სამყაროს პატივს ვცემ..
ის მე ძალიან მიყვარს...
ის ჩემია..
ის ერთია...

ჩემი არ გქვია, მაგრამ აღგიქვამ,
ახალ პეიზაჟს არ გადაგითქვამ...
გრძნობებს ჩაგაცვა? იცი? არ მინდა,
ფარსის სარჩული ნეტა რაღად გვინდა...
ჩვენ ისევ ჩვენ ვართ, ჩვენი შრის გარეთ,
ბექრაუნდს ვხატავთ მეგობრის ქურქით,
რა საჭიროა ფერები ფუნჯის
სხეულის კედლები ამბორს ხარკს უხდის...
ადამიანი მასის ენები, გარშემო გვლოკავს,
მე–გემო–ვნები...
ჩვენში მიყრილი ალტერ მე–ები - ვერნისაჟია -არ ვემონებით...!
ღალატის ხურდებს ქუდში არ გიყრი,
არ გინაპირებ, სარეცელს გიშლი,
წამით და წამში ვნებაში ვნებას –მესამე თვალით ნეკნებში გიცვლი.
არ დავიცალე...
გრძნობად არ ჩაგიცვი...
პეიზაჟად აღქმული – ლუვრში გზად გაგიშვი ...
უბრალოდ მიყვარხარ!

ვიცი,რომ მოგწონს ქალში ძლიერ წითელი ბაგე,
"ვნებებს აღძრავსო" – ამბობ ხოლმე,მე კი ვერ ვნახე,
საცხი – რომელსაც, მოვუხდენდი გაცრეცილ ტუჩებს.
ალბათ, არ მინდა არ გიყვარდე და მხოლოდ გსურდე.
ვიცი,რომ მოგწონს შავი მოგრძო წამწამთა წყობა,
თვალებს როდესაც გიფახულებს ვიღაც მაცდურად.
მე ტუშს არ ვხმარობ,ბუნებამ კი პატარა მისცათ
ჩემს წამწამთ სიგრძე...
სწორედ ამიტომ ალბათ თვალებს ვერ გისწორებ,
ვერც გიფახულებ...
თუმცა ხანდახან მორიდებით შორიდან გიმზერ
და თუკი მზერას შენსას სადმე გადავეყარე დაბლა ვხრი თვალებს..
ვიცი,რომ მოგწონს ქალზე სწორი მბზინავი თმები,
ერთი შერხევით რომ მიიპყრობს თავისკენ მზერას.
მე ბღუჯა თმა მაქვს და ხუჭუჭა,არც გავისწორებ,თუმცა
მაჯერებ რომ მიხდება,მაინც არ მჯერა...
ვიცი,რომ მოგწონს ქალში რაღაც ქალური შარმი,
ალბათ, ამიტომ ვცდილობ სულ რომ მოვგავდე ალქაჯს.
ხანდახან გიკვირს რით შევძელი შენი მიზიდვა,
ალბათ იმით რომ სულ არავის არაფრით ვგავარ.

Sunday, July 7, 2013
ხვალ შეგიყვარო ისევ
ამ ჰაერგაცლილ ფილტვებს
შენი ჩურჩულით ვივსებ
გადაგიყვარო მინდა,
რომ შემიყვარდე ისევ
ისევ პირველად ვნახო
ბაბუაწვერა ტყეში,
ჩამოვიბანოთ თმები
წვიმის პირველი თქეშით...
ლოყა დამიწვას ისევ
შენმა პირველმა კოცნამ
მაგრად ჩამიკრა გულში
გაგებუტები როცა...
ნაძვის წიწვების გემო
ტუჩს ააცალო ჩემსას
შენი პეშვიდან წყალი
ისევ პირველად შევსვა..
ჩემთან არ ხარ და -გხედავ
არრას ამბობ და-გისმენ
გადაგიყვარებ დღეს,რომ
ხვალ შეგიყვარო ისევ!
Friday, July 5, 2013
Out of Time
მე დრო არ მაქვს… ჰო… უსაქმურობისგან არ
მცალია, ნუღარ მომაცდენთ, ისედაც დრო არ მაქვს. ჰო იმდენი რამე დამრჩა
საოცნებოდ რომ არ მცალია, ხომ იცით ცხოვრება რა ხანმოკლეა 1… 2… 3… და უკვე
ოცდახუთი წელი გავიდა… 1… 2… და 25-ჯერ აალაგეს ნაძვის ხე, 25-ჯერ
მოატყუეს ბავშვები, თოვლის ბაბუით. 1… 2… და ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ,
გუშინდელი ცელქი ყმაწვილები დღეს დაქორწინდნენ, გუშინდელი ოცნებები
დღევანდელმა რეალობამ შეცვალა. დროის მდინარებამ ყველას თავისი კალაპოტი
გამოუყო, ჰოდა დამაცადეთ, ნუ მაიძულებთ შემოვცურდე ამ მდინარეში, მე დროის
მიღმა ვტივტივებ და ამიტომაც არ მაქვს დრო, არ მცალია. ნუ მეკითხებით რატომ
არ ვმუშაობ! ნუ მეკითხებით რატომ ვცხოვრობ წარსულით! ნუ შემახსენებთ რომ
ჩემი შესაძლებლობების პონტენციალი უაზროდ ცდება, ნუ შემახსენებთ რომ უნდა
ვიბრძოლო, ნუ დამტუქსავთ უმოქმედობისთვის, ნიჰილიზმისთვის,
ინფანტილიზმისთვის. დამაცადეთ იქნებ მართლაც დავაღწიო თავი დროს, იქნებ
საკუთარ თავსაც კი გავექცე… ვინ იცის…
დამტოვეთ მარტო, ჩემს კომპიუტერთან! არ
მითხრათ რომ ღამის 4 საათია, არ შემახსენოთ რომ არსებობს ძილი, რომ საჭიროა
ის. დამტოვეთ ჩემს კომპიუტერთან და გაცვეთილ ოცნებებთან მარტო.
ოღონდაც ნუ დამითვლით დროს, ნუ
შემეკითხებით თარიღს, ნუ მეტყვით რომ დრო ფულია. ნუ გაგაკვირვებთ ჩემი
უსაფუძვლო სენტიმენტალიზმი, ნაკლად ნუ ჩამითვლით რომ ცხოვრებას ისე არ
ვერგები როგორც ჭურჭელს სითხე.
ნუ მეკითხებით რა არის ახალი. მე დროის
მიღმა ვარ და აქ არც არაფერია ახალი და არც არაფერი ძველი. ნუ დამაბრალებთ
პესიმიზმს და ნუ დამიწყებთ საუბარს ოპტიმიზმზე მე არც ერთი ვიცი და არც
მეორე. ნუ გამიბითურებთ რომანტიკას და ნუ უწოდებთ მას არაცნობიერ ონანიზმს.
დამტოვეთ ოცნებებთან მარტო, ფოტოებთან
რომლებიც ცოცხლდება ღამით, დამტოვეთ მარსზე ბროწეულების ხესთან, დამტოვეთ
კოსმოსში, უცხო დედამიწაზე…
და არ ინერვიულოთ, ყველაფერი გამივლის!
Thursday, July 4, 2013
:)
ეს
დღეც უშენობის დღეებს გავატანე, თითებს დაჰყვებიან სუნთქვის აკორდები, სული
რომ მომეთქვა, ძალა დავატანე, არა, არ დავღლილვარ, ისევ მაგონდები ისე
დამიგროვდი, ვერსად ჩაგატიე, ვიცი ამოხეთქავს მალე აგონია, ასე რომ
მიყვარხარ ესეც მაპატიე, იქნებ დავიღალო..თუმცა არ მგონია.. შენს თბილ
ხელისგულზე ნატვრად ვმეორდები, ბაგის კუთხეებთან ღიმილს წაგასწარი, მოდი,
ამაღამაც სიზმრად გელოდები, დედა დაგაფიცე, უკვე დაგასწარი....
Wednesday, July 3, 2013
შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა
არ მითხოვია: ჩემთან მოდი! თავად მოხვედი...
თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება...
არ მითხოვია: მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი...
შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.
არ მითხოვია: ვიყინები...ხელებს გამითბობ?
შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო...
არ მითხოვია: ჩამეხუტე და არ გამიშვა...
არ მითხოვია...და მე დღემდე არაფერს ვითხოვ...
არ მითხოვია: გამიღიმე! თავად მიღიმი,
ჯიუტი ქალის ფრთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს...
არ მითხოვია: ჩემი გულის კუნჭულში დარჩი...
შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა.ჩემში მე იქნები! !
ხელის გულზე დაგიყრი ღიმილებს...
ტუჩის კუთხეში დაგიტოვებ კოცნებს....
შევაჩერებ დროს....რათა უკვდავყო შენი სახება....
წავშლი ზღვარს რეალობასა და უტოპიას შორის...
თავს დაგადებ გულზე და ფიქრის ძაფს გავწყვეტ...
შენს გულისცემას ჩემად გავითავისებ....
ჩემი დუმილი, ყველა სიტყვაზე უფრო თბილი....ჩურჩულად დაიღვრება....
გაწითლებული მთვარე სადღაც მიიმალება.....
რა საჭიროა მთვარის შუქი, როდესაც შენი მზერა სულში მწვდება და ყოველგვარ წყვდიადს ანათებს.....
სადღაც კუთხეში, ჩვენს მიღმა...სამყარო დარჩება...
ჩემი სამყარო კი შენს თვალებში იფეთქებს ......
ისევ მოსწყდება ბაგეებს ღიმილი....
ჩემში სითბოდ ჩაიღვრები...ჩემში იმედი იქნები....
ჩემში მე იქნები! !

მოგკლავდი…
მოგკლავდი…
მაგრამ…
არა შენი სიკვდილით,
შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში
და მერე ყველაზე დახინჯებული გულით
თავიდან შეგიყვარებდი.
მეტკინე…
როგორც მოტეხილი მკლავი,
თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა
და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების
ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.
იმდენად მარტო ვარ,
ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,
არა თუ ადამიანებს და ყველაფერი
ხელიდან მივარდება:
კალამი და შენი სუნი,
იები და შენი გაბუტვა.
ვის?!
ვის გავარდნია ხელიდან
ყველაზე მართალი ღიმილი.
ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?
მე გამივარდა.
არა!
ალბათ ძალით დავანარცხე მიწას
და ნამსხვრევებად ვაქციე
შენი ბროლის ტუჩები,
რომ არავის შეემჩნია რა ვნებით
მიყვარდა მათი კოცნა.
მოგკლავდი…მაგრამ…
არა სიკვდილით.
სიცოცხლით მოგკლავდი,
სიცილით მოგკლავდი და მერე
შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი
ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს
სიახლოვის მკვლელი
და შენთან ერთად დავშორდებოდი
ცაზე შეყვარებულ დედამიწას.
-მომკლავდი?
-ალბათ.
Tuesday, July 2, 2013
ხელოვნურ მიხაკებს იები მირჩევნია...
ხელოვნურ მიხაკებს იები მირჩევნია... სიხარულს ცრემლები, რომ მიწვავს თვალებს...მოგონილ სიყვარულს ლექსები მირჩევნია და ლამაზ ტყუილებს სიმართლე მწარე... გზატკეცილს უბრალო ბილიკი მირჩევნია... დიდ სუფრას ალალი ყველი და პური... ბედნიერს ბედთან მებრძოლი მირჩევნია... მდიდრის ფულს ღარიბის კეთილი გული... დიდ ტილოს ბუნების შედევრი მირჩევნია, ღიმილი დედის მკერდს მიკრული ბავშვის... უაზრო სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია, ისეთი, სულმა რომ იფრინოს ცაში ...
Friday, June 28, 2013
:(
ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია, გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია, ~ "დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის, ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის, ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას: "იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"... ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს, ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ, მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი მთვალი, მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი" მე კი ვაგრძელებ : მას ერთი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი, დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი? რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული, მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა,,, მაჩუქე გული... მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუთში ჩემგან შორს არის, თან ჩემი ჰქვია ამავედროს ჩემი არ არის , ~ ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული არ არის და მაინც ჩემთვის მასზე კარგი არავინ არის... ცოტა ხნის შემდეგ მე ავდგები და გარეთ გავალ, ვიყიდი ვარდებს, 21 ცალს ისევ ნამიანს, ნაცნობ აღმართზე სიბნელეში ნელ- ნელა ავალ და მივადგები ამ გზის ბოლოს, ღობეს ჟანგიანს.. კარებს გავაღებ თვალს მოვავლებ სულ ბალახია, იმ ადგილს ვეძებ სადაც ჩემი გული მარხია , და გავჩერდები ნაძვის ძირში მე ერთ საფლავთან, ვარდებს დავაწყობ ჩამოვჯდები საფლავის ქვასთან... ხომ არ გეგონა დამავიწყდი ჩემო სიცოცხლე ? ეჰ... რა უზომოდ მენატრები ნეტა იცოდე, დაბადებისდღის მოსალოცად ამოგიარე, გადაგიხადე... და იმიტომ დავიგვიანე.... : ((
Wednesday, June 26, 2013
რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალება ლმობიერება გაქრა.
ვარდს გაეფურჩქნა
ატომური სოკო,
რკინაბეტონის ჯუნგლებში
დაკაცდა მაუგლი,
პარაბელუმით ხელში.
დადგა დრო,
გამოთხოვებისა ტყესთან,
დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების,
დრო წითლად ხატვის,
წითელ ქაღალდზე,
მაშინებელი, დაუნდობელი,
როგორც ყოველი მართალი, დრო.
ირაკლი ჩარკვიანი
მერე
რა თუ ვიღაც მიზეზს არ გილევს ცრემლებისათვის?ატირებული სახის გაბრუნებას
კისრის მარტივი მოძრაობა ჰყოფნის. შეიძლება რაღაც თუ ვიღაც მთელი ცხოვრება
დარჩეს შენს ცხოვრებაში, რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს გულში...თუმცა არც
ისაა აუცილებელი იცოდნენ რა ხდება შენში.სათბურის მცენარესავით გამოგიხვევ
გულში, გამოგათბობ, გამოგაშუშებ. მერე რა თუ უფრო გაიზრდები.მერე რა თუ
უფრო ამტკივდები... გაზაფხულისფერს როდის გნახავ...იმ ქალაქში , რომელშიც
დღეებს უმისამართო ნაბიჯებით ვყლაპავ. ქალაქში, რომელიც ტომარასავით მაქვს
თავზე ჩამოცმული და ვერ ვგრძნობ. დავდივარ ქუჩებში სხვა განზომილებით და
თითო წინსწრებულ ნაბიჯს ვნანობ და ვიმედოვნებ. რომ მახრჩობ ხანდახან, ყელში
რომ წამიჭერს მონატრება ახალ დილას ვნატრობ. ახლებურ დილას...საოცარი ისაა
რომ იმ ახლებურ დილაშიც შენ მინდიხარ, სხვანაირი კი არა ზუსტად ასეთი,
ოღონდ... მარტო შენ არ წერ ამ ამბავს...აქ მე ვარ ავტორი და ჩემი სუნითაა
სავსე მთელი გზა...ამ ამბის გაუსაძლისობა არა შენი, არამედ ჩემი - ერთი
უცნაური მეზღაპრის ბრალია, რომელსაც არ უყვარს ტკივილთან ღიმილით ბრძოლა.არ
უყვარს სიმარტივე და ...უყვარხარ შენ.
"ჩემია!" ძალიან
ჩემია...შესულგულებული მაქვს...უნებურად შემესულგულა და შემეზარდა
არსებობაში. ჩემი ნატვრის ხე ხარ!..შორს გადარგული და უწყლობისთვის
გამეტებული. ჩემით გაუდაბნოებული... ჩემი ხარ, ჩემეული ხარ.მზიანი დღის
მთვარეული მონაბიჯე...
Tuesday, June 25, 2013
"ბედნიერებამ მითხრა –ნუ მეძებ"
ბედნიერებამ მითხრა _ ნუ მეძებ
შენი შვილების თვალებში მნახე..
ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე
ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე.
შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან
სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს,
სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა
ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო.
მნახე კახეთის უდრეკ დგომაში,
მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში,
თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში
და ჭირნახულის ჟივილ-ხივილში.
დაზამთრებული გურიის მთებში,
ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში,
საგაზაფხულედ მზა ნადურებში
და კრიმანჭულის ჭირზე სიცილში.
ბედნიერებამ მითხრა _ რად მეძებ?!
მე ხომ მეგრული ნანები მქვია,
ლაზური ქვისფერის დაბლობებზე
გაზრდილ ქალ-ვაჟებს რომ ზნედ ატყვია...
მე ამ ჰერეთის, ან იმერეთის
სიზმრების ცა ვარ დაუსაბამო,
სტუმრის გულიან მოსაფერებ(თ)ის
უარყოფა ვარ სოფლის საამო...
ის ქალაქი ვარ ქარის მცნობელი,
გულის ბაგრატის გუმბათის ხელა,
ზემო-იმერეთს დინჯად მომსვლელი
ზრდლობიანი ვარ საპოვნელა...
მე მთების ზღვა ვარ თეთრად გაშლილი,
სვანური ზარის ცრემლში ნაჟური,
უშბის კალთა ვარ მეწყრად დაშლილი,
და აქაფებულ ენგურს ნაწური.
დარიალს მჯდომი ქირიკაშვილის
შეცოდებული ჯიხვი ვარ ნორჩი,
გერგეტის მზე ვარ მყინვრად აშლილი
და განძის გადამმალავი ომში.
ჭიუხში ხევსურთან შემთხვეული
ფშავში მისული ნისლის უბე ვარ,
დინჯი თუშის და ფიცხი მთიულის
თვალში დამდგარი ფიქრის გუბე ვარ.
ქართული სულის მგელვარე რაშის
შმაგი, ამაყი და მორცხვი მთა ვარ,
ჭოროხის თავშიც და გურჯის კარშიც
ჩაუქრობელი ქრისტეს ნატვრა ვარ.
კუპრად და ჭირად მოზღვავებულით
ვერმოწამლული ხულოელი ვარ,
განდაგან თრევას არგუებული
შენი ერთგული აჭარელი ვარ.
ბედნიერებამ მითხრა _ თუ მეძებ
ალესანდროულს ნუ მოსწევ გვიან...
რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთე
იმას ნამდვილი ხვანჭკარა ჰქვიან.
ჭელიშის ოთხთავთან შეწირული
სანთელ-ბერების არგანაგონი..
სჯულის მსხვერპლი ვარ თავგანწირული,
სიდარბაისლე ვარ ბარაკონის.
ტაოს ცრემლი ვარ ბანად შთენილი,
სახლის დაცვა ვარ ლომგულ-ფხოველის,
კლარჯეთის ხმა ვარ ვერმოწვდენილი
გალავნებამდე სვეტიცხოველის...
მამა გრიგოლის შეწყნარებული
არაუდები ხანძთის შვილი ვარ,
ფარავანი ვარ ნინოს ხლებული,
იოთამ ზედგენიძის ძილი ვარ.
თუ არ დაგღალე _ აფხაზეთი ვარ...
სურნელი სოჭის მთუთქავს, მაციებს,
მე ყოველ ღამე კვლავ იქ შევდივარ
სანამ უფალი არ მაპატიებს_
ქართულის ზერელედ მივიწყებას,
სტუმარ-ქალების მალულად დევნას,
სიმდიდრისათვის გაფაციცებას,
მიწას მოწყვეტას, საფლიდო ლხენას.
სანამ უძღები შვილი მამასთან
თავჩაქინდრული ცრემლით არ მივალ...
სამოსელს პირველს მამა ჩამაცვამს
და სიხარულით გული წამივა...
სანამ ილორში წმინდა გიორგის
არ მივენდობი მწირველ-მღვდელივით
და არ ვიტირებ რაც არ ვიცოდი
ზურმუხტ-ბიჭვინთის ღვთისმშობელივით...
მაშინ დასცხრება აბელის ცრემლად
სამაჩბლოში დაბა ბრწყინვალე,
აღარ ვიქნები კერპების მძევლად,
აღარ შემარცხვენს ჩემი სიმხდალე.
ბედნიერებამ მითხრა _ სად მეძებ...
მზე დასავლეთში როდის ასულა,
რეებს აგროვებ, დარდობ საგნებზე
და ვეღარ იცლი იდგე კაცურად!
სადმე, სულ ახლოს, აქ, ვარძიასთნ
სარგის თმოგველის ნაკამარალზე,
მტრის გაოგნებულ ელეგიასთან,
მის მოღალატე ცოლის დანკალზე...
ქორებრ ხედვიდე მღელვარე ზეგანს
ლურჯ-ბალახიან ჯავახეთისა,
მესხთა სამკვიდროს, აბულის წყებას,
კუმურდოს ლოდინს ძღვენთა კვეთისა.
ნაათაბაგარ, ნამოღალატარ
ოდესღაც ტყიან განვლიდე გორებს,
დაუდევარი ფიქრის კვალდაკვალ
მიადგებოდე მოპარულ ლორეს...
ბედნიერებამ მითხრა _ რა ვიცი...
კახში ინგილოს რა ეშველება...
თუ გეშორება უკვე დმანისი
და მარნეული არ გეშენება..
ისე მოკვდები _ გარეთ არ გახვალ
რისთვის-ღა ცხოვრობ? საერთოდ ვინ ხარ?
შენ ძმაო ქართველს სულ აღარ გავხარ...
რას ადღეგრძელებ, რაებს იხსენებ,...
ვის რად არგია სად რა მოგსვლია?!..
დასთვრები, ისტორიას იჩემებ
ხალიბებს, ჭანებს, კაბადოკიას...
არაფერს არ ქმნი... რით-ღა შოულობ
მაგ საგროვებელს - და არა სარჩოს?
მოფხანვის მაგვარ შვებას პოულობ
როცა იყიდი და აღარც გახსოვს რისთვის იყიდე?
რის გეშინოდა? -როცა მოხვეჭის გზაზე დგებოდი...
რით მიგაძინეს და რა გინდოდა
როცა ნამუსთან დაბრუნდებოდი..
ბედნიერებამ მითხრა _ არ მეძებ...
თორემ სამშობლოს ცვარიან ბგერას
იავარქმნილი გულის ნადებზე
იმყოფინებდი მალამოდ ძგერას...
მელექსეობის ამპარტავნებას
მდუმარე ჭვრეტის ლხინში გასცვლიდი...
დამანებებდი დევნას თავნებას
და შენთან მოსვლას თითონ მაცლიდი..
ნაღდი თბილისის საღმოებად
არდანაბიჯებ ხატების გრილში
ვიწრო-ქუჩების ჭა-ეზოებად
ნატანჯი ხალხის დაღლილ ღიმილში...
დაბრუნდებოდი მშობლების სახლში
რაც ღმერთმა მოგცა _ იმით ძლიერი,
დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში
მოიქცეოდი როგორც ივერი.
ჩაგიხუტებდი.. რაც წლები დაგრჩა
ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდი
და შენნაირი გარეთ ვინ დაგრჩა
აწი იმაზე დაფიქრდებოდი...
წარდგომის ჟამი დამშვიდებულზე
უეცარ ხმობად დაგიდგებოდა
ნააღსარებზე აწი შენ გულზე
ძებნა და შფოთი არ იქნებოდა..
ამიტომ ნურსად.. გესმის.. ნუ მეძებ..
ყველა ასახდენ ზღაპარში მნახე..
და სიხარულის უხლებ ველებზე
იმედის სიოდ გამომიძახე...

Monday, June 24, 2013
სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი...
მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ, რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, ისევ
ვართ საუკუნოდ. ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს. ისევ ისე
მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.
ნუ დამელაპარაკები სხვა
კილოთი. ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს. გაიცინე, რაზეც
გვეცინებოდა. ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე. ჩემი
სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა, ყოველგვარი
ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც
მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა. რად
გგონივარ შენს ფიქრთა გარეთ? იმიტომ, რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ? მე
შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ… ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის…
ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ. თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და
სასუფეველი. თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის
დამინახო!.. თუ ძალგიძს, იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი,
ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!.. თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო
მშვენიერებას, რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!..
როგორ! თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?
გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა, როცა
ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისათვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს, შენი
სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო, იმ დღეს შენ კვლავ
შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ, კვლავ ჰპოვებ მის გულს
და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას ჰპოვებ, ოღონდ უფრო განწმენდილს.
შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!
Monday, June 10, 2013
კარგია
ფლირტი, მერე მიჩვევაც კარგია , მერე ჩახუტებაა, მალე აცივდება,აცივებაც
კარგია, პლედს მოახურებ, ისიც მოგახურებს, მერე ხელებს გაითბობს შენი
ჯემპრის ქვეშ... მერე შენ გაითბობ. მერე...მერე ,მერე...გაზაფხულდება ...
სანამ გაზაფხულდება და საერთოდ ურთიერთობის ყველა ეტაპზე ქალი პირველ რიგში მამაკაცში ალბათ სიმშვიდეს ეძებს , ყური ფონენდოსკპივით აქვს , გულზე მიადებს და გულის ცემას უსმენს, მერე ითვლის და ეძინება ყველაზე მშვიდად და უშფოთველად. ისე როგორც დედის მკერდზე დედის რძით კისერჩაღვრილ ჩვილს ...
კაცისთვის ალბათ არაფერია იმაზე სასიამოვნო შეგრძნება როცა შენთვის საყვარლ თუ სასურველ ქალს ესეთ მდგომარეობაში რომ ხედავ... ხედავ მის ოდნავ მოღუშულ სახეს ნელ–ნელა რომ სწორდება, ლაგდება და ნაკვთებზე ღიმილი ეფინება ... ცდილობ ხმადაბლა ისუნთქო და არც კი შეირხე , სახეზე ჩამოყრილ თმას ყურს უკან ისე გადაუწევ თითქოს პეპელამ აწია და გადადო თმა.... ან უფრო ნაზად.
ეს ალბათ ყველაზე ღრმა ძილია ყველაზე მოკლემტრაჟიან ძილს შორის , ღრმა და სასიამოვნოდ ამავსებელი მამაკაცის მკერდის ტემპერატურით. ტემპერატურა რომლიც ორმაგრდება და მისი მნიშვნელობით 1000 გრადუს ცელსიუს უდრის . მისი გარდაქმან რომ ხდებოდეს ალბათ ყველაზე მძიმე მეტალს სამუდამოდ დაადნობდა . მერე ეღვიძება და ისე გიყურებს როგორც ბავშვი საწოლის თავზე დაკიდებულ თბილი ფერებით შეფერილ სათამაშოს ... ხელებსაც ისე მოგიფათურებ სახეზე თითქოს პირველად აღგიქვა .
ძილიენბისა ქალბატონო...

Friday, June 7, 2013
დახურეთ ზეცა!
ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ...
მოსწიეთ მთვარე,
მოსაყრელად დამიდგით მუხლის
და თქვენ ქარებო,
ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,
რომ ჩემმა გმინვამ
გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.
სულნო შეშლილნო,
ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,
რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით
იგრძნოს სამყარომ...
გადამიტანეთ -
მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ,
მიწას ცხელ მკერდზე
სიყვარულად გამოაყაროს
ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ...
მოსწიეთ მთვარე,
მოსაყრელად დამიდგით მუხლის
და თქვენ ქარებო,
ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,
რომ ჩემმა გმინვამ
გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.
სულნო შეშლილნო,
ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,
რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით
იგრძნოს სამყარომ...
გადამიტანეთ -
მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ,
მიწას ცხელ მკერდზე
სიყვარულად გამოაყაროს
მე მოვალ შენთან...გაზაფხულის წვიმას მოვყვები,
მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...
მოვალ დაღლილი...გათანგული ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან.
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...

...რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ.
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ.
Wednesday, May 15, 2013
უძირო თვალებს დაგიკოცნი,
მერე...ჩაგიკრავ გულში,
ჩაგეხუტები, თავს მოგადებ
და ჩაგჩურჩულებ ყურში-
კი არ მიყვარხარ-მესუნთქები,
როგორც ჰაერი სუფთა,
როცა ჩემს გვერდით მეგულები,
შმაგს ვემსგავსები სუმთლად...
ამეკვიატე...გადამრიე...
ცხოვრებას გითმობ, გინდა???
ჩემთვის კერპიც ხარ,ცოდვიანი
და სალოცავიც წმინდა...
წამწამს წამწამზე მოგადებ და
ტუჩებს ტუჩებში ვხლართავ,
გულში გულს გიცვლი,ჩემს სიცოცხლეს
შენს სიყვარულში ვხარჯავ...
...უძირო თვალებს დაგიკოცნი
და ჩაგჩურჩულებ ყურში-
"ჩემი სუნთქვა ხარ"...მოგეხვევი
და ჩაგეკვრები გულში
მერე...ჩაგიკრავ გულში,
ჩაგეხუტები, თავს მოგადებ
და ჩაგჩურჩულებ ყურში-
კი არ მიყვარხარ-მესუნთქები,
როგორც ჰაერი სუფთა,
როცა ჩემს გვერდით მეგულები,
შმაგს ვემსგავსები სუმთლად...
ამეკვიატე...გადამრიე...
ცხოვრებას გითმობ, გინდა???
ჩემთვის კერპიც ხარ,ცოდვიანი
და სალოცავიც წმინდა...
წამწამს წამწამზე მოგადებ და
ტუჩებს ტუჩებში ვხლართავ,
გულში გულს გიცვლი,ჩემს სიცოცხლეს
შენს სიყვარულში ვხარჯავ...
...უძირო თვალებს დაგიკოცნი
და ჩაგჩურჩულებ ყურში-
"ჩემი სუნთქვა ხარ"...მოგეხვევი
და ჩაგეკვრები გულში
Sunday, May 12, 2013
მივდივარ , ვიძვრები ,
სულში ნუ მიძვრები !
მიწისძვრის ბიძგები
ჩემს გულში იგრძენი?
შორს მყარი ფიცრები!
მძივივით ვიპნევი,
არადა, ვხედავ, რომ
უძღებად იქცევი.
შენ ვინ ხარ , შენს თავში
თავად თუ ერკვევი?
ამას ვერ ხვდები და
ფეხებშიც მედები?
აჩრდილი დამიხვდა
მიმავალს სულ ზევით,
როგორღაც მამცნო , რომ
არ ვიდგე შენს გვერდით.
ხელი რომ ჩაგჭიდე,
ვერ ვპოვე ბერკეტი ,
მე გადავიღალე
არ მინდა ზედმეტი.
გრძნობების ქურდობა
შემზიზღდა ლექსებით,
ღირსებას ვერ დავთმობ,
მივდივარ , გეცლები.
არც მიკვირს , მიწაში
რომ არ გაქვს ფესვები,
იფრინე, ძვირფასო,
ფრთებს არ შევეხები.
ღრუბლებში ხანდახან
ჭექაა ქუხილით,
ხო, ხშირად ღიმილიც
იცვლება წუხილით.
შენ არ შეიცვლები,
ივლი მაგ ,,ბისებით,, ,
მაგ ყალბი ბისებით
ყელამდე ივსები.
არადა , ვლოცულობ:
-ღმერთო , მიეც მეტი!
დროს უნდა გაუძლო,
ამასაც მე გეტყვი.
ასტრალში გასულო,
კოსმოსში შეგხვდები,
ბედავ და ვარსკვლავებს
ბრწყინვაშიც ედრები?
როგორ დანგრეულან
ეხ, პირამიდები ,
მაგ უკაცრიელში
წყურვილით მიკვდები.
ამიტომ მოვდივარ ,
ამიტომ ვიძვრები,
მინდა რომ გიკითხო
სიმართლის ლექსები.
სცენაზე დამდგარი
ხელებს ვშლი , ვშეშდები...
შენ არ გელოდები!
ა პ ლ ო დ ი ს მ ე ნ ტ ე ბ ი !!!
სულში ნუ მიძვრები !
მიწისძვრის ბიძგები
ჩემს გულში იგრძენი?
შორს მყარი ფიცრები!
მძივივით ვიპნევი,
არადა, ვხედავ, რომ
უძღებად იქცევი.
შენ ვინ ხარ , შენს თავში
თავად თუ ერკვევი?
ამას ვერ ხვდები და
ფეხებშიც მედები?
აჩრდილი დამიხვდა
მიმავალს სულ ზევით,
როგორღაც მამცნო , რომ
არ ვიდგე შენს გვერდით.
ხელი რომ ჩაგჭიდე,
ვერ ვპოვე ბერკეტი ,
მე გადავიღალე
არ მინდა ზედმეტი.
გრძნობების ქურდობა
შემზიზღდა ლექსებით,
ღირსებას ვერ დავთმობ,
მივდივარ , გეცლები.
არც მიკვირს , მიწაში
რომ არ გაქვს ფესვები,
იფრინე, ძვირფასო,
ფრთებს არ შევეხები.
ღრუბლებში ხანდახან
ჭექაა ქუხილით,
ხო, ხშირად ღიმილიც
იცვლება წუხილით.
შენ არ შეიცვლები,
ივლი მაგ ,,ბისებით,, ,
მაგ ყალბი ბისებით
ყელამდე ივსები.
არადა , ვლოცულობ:
-ღმერთო , მიეც მეტი!
დროს უნდა გაუძლო,
ამასაც მე გეტყვი.
ასტრალში გასულო,
კოსმოსში შეგხვდები,
ბედავ და ვარსკვლავებს
ბრწყინვაშიც ედრები?
როგორ დანგრეულან
ეხ, პირამიდები ,
მაგ უკაცრიელში
წყურვილით მიკვდები.
ამიტომ მოვდივარ ,
ამიტომ ვიძვრები,
მინდა რომ გიკითხო
სიმართლის ლექსები.
სცენაზე დამდგარი
ხელებს ვშლი , ვშეშდები...
შენ არ გელოდები!
ა პ ლ ო დ ი ს მ ე ნ ტ ე ბ ი !!!
Monday, May 6, 2013
"მეეზოვე"
გაჩერებაზე ვდგავარ. ვხედავ როგორ ასუფთავებს ჩემს წინ ქალაქის მეეზოვე
მიდამოს. გულმოდგენილი ეკიდება საქმეს და თითოეულ სიგარეტის ბიჩოკსაც კი არ
ტოვებს.
სახეზე წარმოსადეგი ბიჭი ჩანს, მაგრამ "სტაფილოსფერი ფორმა" აცვია და ქუჩას ასუფთავებს. არადა ხომ შეიძლებოდა ამ ფორმის მაგივრად შარვალ კოსტუმი ცმოდა და ის ყოფილიყო ეხლა ქუჩაზე ამაყად რომ გადადის, ტაქს, რომ აჩერებს და უზრუნველად მიდის თავის საქმეზე. მაგრამ არა, თავისმა ცხოვრებამ მას ეს არგუნა. ანდაც ყოფილიყო ის ავტობუსში, რომ მხვდება ჩვეულებრივი მოქალაქე, ჩვეულებრივად ჩაცმული მაგრამ მაინც უკმაყოფილო, რადგან შეწუხებულია ხალხმრავლობით. უბრალო ცხოვრებისეული მოვლენით არის შეწუხებული და აბა კითხეთ "მეეზოვეს" განა შეწუხებულია? არა. ის მორჩილად და მონდომებით ასრულებს თავის მოვალეობას.
არადა როგორ მოუხდებოდა შარვალ კოსტუმი, ვფიქრობ მე... მაგრამ მე ვინ მეკითხება ?
ვაჩერებ სამარშუტო ტაქსს... ადგილი არ არის... ფეხზე მიწევს დგომა. მე ორ ადამიანს შორის ჩავდექი, რომელნიც ერთმანეთის გასწვრივ იჯდნენ და გემრიელად ჭორაობდნენ.
– "უკაცრავად ახალგაზრდავ, მაგრამ ხომ ხედავთ ვლაპარაკობთ, თქვენ კი ხელს გვიშლით".
– უკაცრავად, მალე ჩავდივარ და აღარ შეგაწუხებთ. ვპასუხობ მოკლედ. თუმცა ძალიან ბევრი რამის თქმა შემეძლო, ამ ორი ლაპარაკისგან გაბერილი ქალბატონისთვის. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ისინი მაინც ვერაფერს გაიგებდნენ. მაგრამ პრობლემა ამაში არ არის რომ ვერაფერს გაიგებდნენ, პრობლემა იმაშია, რომ ადამიანები გახდნენ აგრესიულები, აღიზიანებთ ყველაფერი, აღარ აქვს მნიშვნელობა ასაკს, გარეგნობას, ლაპარაკს, უბრალოდ ყველაფერი აღიზიანებთ. აღარ უთმობენ ერთმანეთს არაფერს. ადამიანები ცხოველთა დიდი ჯაგად გადაიქცა, რომლებიც გადარჩენის ინსტიქტით სხვას ესხმიან თავს. სამწუხაროა, ვფიქრობ გულში... ჩავდივარ ეკლესიასთან, ვხედავ როგორ იწერს ვიღაც მოქალაქე პირჯვარს და იმისაც ვხედავ, მისი შემხედვარე სხვებიც როგორ იწერენ. აფსურდის თეატრია ვფიქრობ მე... აფსურდის თეატრი, რომელშიც მონაწილეობით ადამიანები ისე გაიწაფნენ, რომ ყველა მათგანი უკვე კარგად გამოწვრთნილი, ორპირი, ქედმაღალი, მატყუარაა... და ისევ "მეეზოვე" ამჯერად სხვა, წმინდავს და ასუფთავებს, ნეტა, როგორია ის შიგნიდან ? ალბათ ისეთი როგორიც არიან თავმდაბალი, მშრომელი და ცხოვრების მორჩილი ადამიანები...

"მწუხარე ღამეს ოცნება თანსდევს"
შენს ტკივილს, თვალებს,
ცრემლიანს ცხარეს,
მე ყოველ ღამე
ვუნახავ მთვარეს,
არვიცი რატომ,
არვიცი რისთვის,
მე ისევ მოგდევ
შენ კი არ მიცდი.
მწუხარე ღამეს,
მზის სხივი დაჰკრავს,
შენზე ოცნებას
ვერ გამიქარცწყლებს,
ის უფრო მეტად
ჩაჰბერავს ჩემში
იდუმალ აზრებს
სევდიანს ცხარეს,
რატომ არ ვიცი
შენ ისევ აქ ხარ,
ჩემში ცოცხლობ და
ხანდახან კვდები,
როგორც ვარსკვლავი,
თავის ურჩ მთვარეს,
მიჰყვება მისდევს
და თან ვერ ერწყმის.
სიჩუმე ირგვლივ,
წვიმაც კი მშვიდი,
ლურჯი თვალები
დიდ ზღვაზე დიდი,
ყველაზე მეტად
მწუხარე ტკბილი,
როცა ჩემთან ხარ
მაშინ ვარ მშვიდი.
არვიცი, რას ვწერ,
რას ვფიქრობ, რას ვდებ,
მე შენზე ფიქრით
სიჩუმეს ვარღვევ.
მთვარიან ღამეს,
ოცნებას ცხარეს,
ტკივილი თან სდევს
შენ ისევ დაგსდევ.
ცრემლიანს ცხარეს,
მე ყოველ ღამე
ვუნახავ მთვარეს,
არვიცი რატომ,
არვიცი რისთვის,
მე ისევ მოგდევ
შენ კი არ მიცდი.
მწუხარე ღამეს,
მზის სხივი დაჰკრავს,
შენზე ოცნებას
ვერ გამიქარცწყლებს,
ის უფრო მეტად
ჩაჰბერავს ჩემში
იდუმალ აზრებს
სევდიანს ცხარეს,
რატომ არ ვიცი
შენ ისევ აქ ხარ,
ჩემში ცოცხლობ და
ხანდახან კვდები,
როგორც ვარსკვლავი,
თავის ურჩ მთვარეს,
მიჰყვება მისდევს
და თან ვერ ერწყმის.
სიჩუმე ირგვლივ,
წვიმაც კი მშვიდი,
ლურჯი თვალები
დიდ ზღვაზე დიდი,
ყველაზე მეტად
მწუხარე ტკბილი,
როცა ჩემთან ხარ
მაშინ ვარ მშვიდი.
არვიცი, რას ვწერ,
რას ვფიქრობ, რას ვდებ,
მე შენზე ფიქრით
სიჩუმეს ვარღვევ.
მთვარიან ღამეს,
ოცნებას ცხარეს,
ტკივილი თან სდევს
შენ ისევ დაგსდევ.
Tuesday, April 30, 2013
შენ
მოხვალ ჩემთან,ჰო მოხვალ მჯერა,როცა სურვილი საზღვრებსაც წაშლის და
ნაოცნებარს შემკრთალს და ფერმკრთალს შეგეგებები ჭაღარა ბავშვი...მოხვალ და
სულში იალქნებს გავშლი,მე გაპატიებ ყველაფერს მაშინ დროს გარდაცვლილს კი
ვერ გაპატიებ,ვერ გაპატიებ ამდენ სიშორეს და ცხელ ცრემლებად დაღვრილ
ოცნებას და არასოდეს არ მოგიშორებ სუისდგმავ ჩემო და ოცნებავ!
შენ მოხვალ ჩემთან ,ხო მოხვალ მჯერა!
რომ სული ჩემი გამიამინდოშენ სიყვარული არ იცი ჯერაც
და მოხვალ, მოხვალ მხოლოდ ამიტომ!!!
შენ მოხვალ ჩემთან ,ხო მოხვალ მჯერა!
რომ სული ჩემი გამიამინდოშენ სიყვარული არ იცი ჯერაც
და მოხვალ, მოხვალ მხოლოდ ამიტომ!!!
ყველაფერი
სამი წერტილით იწყება..მათ შემდეგ სიცარიელეა… მოლოდინის სიცარიელე.. ამაო
მოლოდინის, რომ გაგრძელდება, მაგრამ არ.. ვერ.. ვერ გრძელდება… არც
შეიძლება, იმიტომ, რომ აზრს კარგავს გაგრძელებით.. სილამაზესაც კარგავს..
და, დარჩეს.. დარჩეს დაუსრულებელი და უშინაარსო მაგრამ ლამაზი… დარჩეს
დაუსრულებელი და გაწყვეტილი.. უფრო ლამაზია და იმიტომ… როცა დიდი ხნის
განმავლობაში გულით და გონებით ატარებ იმას, რაც
ან ვინც უმნიშვნელოვნესია შენს ცხოვრებაში, მაგრამ შორსაა და თითქმის
მიუწვდომელი.. იხსენებ ყველაფერს მასზე, იმას, თუ როგორი იყო მაშინ,
უკანასკნელად რომ ნახე.. და არაადამიანური მოლოდინით ელოდები დღეს, წუთს,
წამს როცა ისევ ნახავ… ნახავ იმას, რასაც ახლა მხოლოდ გონების თვალებით
უყურებ…რასაც მხოლოდ ილუზია და წარმოდგენა ჰქვია…და ოცნებაც… და შენ
გაცოცხლებს ეს მოლოდინი… ელოდები… ტკივილით და იმედით, ღიმილით და სევდით
ელოდები… და უცებ! ის ის აღარააა… შეიცვალა… სანამ შორს იყავით
ერთმანეთისგან, დრომ და ადამიანებმა შეცვალეს.. ცივია და უცხო… უგრძნობი და
რაც მთავარია, მისთვის სულერთი ხარ… ამას უკვე ვეღარ უშველი…
Tuesday, April 23, 2013
თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს
რა გიგემია...
თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქნი
თუ ქალის კვნესა ყურთ არ გსმენია,
ქალს ფეხებამდე თუ არ გალოკავ
სხვა უკეთესი რა გიგემია...
თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არა გრძნობ
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია
ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს,
სხვა უკეთესი რა გიგემია...
ხომ არ გგონია, შენთვის არ მოთოვს
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა
და ერთი წუთით მოსულს ამქვეყნად
წუთები უღვთოდ მოგეჩვენება
ჩაგიკრავს გულში ღვთიური ლოცვა
სთქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია...
Friday, April 19, 2013
ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ რაც დრო გადის...
რაც უფრო მეტად მოკლდებიან გზები და რაც რომ
რაიმე გვქონდა განსაზღვრული გარკვეულ ვადის,
თუ უვადობის სახით, რაშიც არათუ მკაცრად
ვერ ჩავატიეთ ერთმანეთი (მით უფრო - ვერც სხვა),
არამედ ისე ამოვწურეთ, რომ ბოლოს შვებით
ამოვისუნთქეთ და რაც უფრო - მით უფრო შეგვრცხვა,
რომ ასე მოხდა ჩვენს შორის და რომ ვიდრე სხვები
პირჯვარს სახავენ, ამხნევებენ ერთმანეთს ლოცვით,
სანთლებს უნთებენ, - ყველა რაღაც თადარიგს იჭერს, -
ჩვენ, ერთმანეთი გვაგონდება დროდადრო, როცა
ძალიან გვტკივა, ან როდესაც ძალიან გვიჭირს!!!
რაც უფრო მეტად მოკლდებიან გზები და რაც რომ
რაიმე გვქონდა განსაზღვრული გარკვეულ ვადის,
თუ უვადობის სახით, რაშიც არათუ მკაცრად
ვერ ჩავატიეთ ერთმანეთი (მით უფრო - ვერც სხვა),
არამედ ისე ამოვწურეთ, რომ ბოლოს შვებით
ამოვისუნთქეთ და რაც უფრო - მით უფრო შეგვრცხვა,
რომ ასე მოხდა ჩვენს შორის და რომ ვიდრე სხვები
პირჯვარს სახავენ, ამხნევებენ ერთმანეთს ლოცვით,
სანთლებს უნთებენ, - ყველა რაღაც თადარიგს იჭერს, -
ჩვენ, ერთმანეთი გვაგონდება დროდადრო, როცა
ძალიან გვტკივა, ან როდესაც ძალიან გვიჭირს!!!
შენ
მოხვალ ჩემთან,ჰო მოხვალ მჯერა,როცა სურვილი საზღვრებსაც წაშლის და
ნაოცნებარს შემკრთალს და ფერმკრთალს შეგეგებები ჭაღარა ბავშვი...მოხვალ და
სულში იალქნებს გავშლი,მე გაპატიებ ყველაფერს მაშინ დროს გარდაცვლილს კი
ვერ გაპატიებ,ვერ გაპატიებ ამდენ სიშორეს და ცხელ ცრემლებად დაღვრილ
ოცნებას და არასოდეს არ მოგიშორებ სუისდგმავ ჩემო და ოცნებავ!
შენ მოხვალ ჩემთან ,ხო მოხვალ მჯერა!
რომ სული ჩემი გამიამინდოშენ სიყვარული არ იცი ჯერაც
და მოხვალ, მოხვალ მხოლოდ ამიტომ!
შენ მოხვალ ჩემთან ,ხო მოხვალ მჯერა!
რომ სული ჩემი გამიამინდოშენ სიყვარული არ იცი ჯერაც
და მოხვალ, მოხვალ მხოლოდ ამიტომ!
ყველაფერი
სამი წერტილით იწყება..მათ შემდეგ სიცარიელეა… მოლოდინის სიცარიელე.. ამაო
მოლოდინის, რომ გაგრძელდება, მაგრამ არ.. ვერ.. ვერ გრძელდება… არც
შეიძლება, იმიტომ, რომ აზრს კარგავს გაგრძელებით.. სილამაზესაც კარგავს..
და, დარჩეს.. დარჩეს დაუსრულებელი და უშინაარსო მაგრამ ლამაზი… დარჩეს
დაუსრულებელი და გაწყვეტილი.. უფრო ლამაზია და იმიტომ… როცა დიდი ხნის
განმავლობაში გულით და გონებით ატარებ იმას, რაც
ან ვინც უმნიშვნელოვნესია შენს ცხოვრებაში, მაგრამ შორსაა და თითქმის
მიუწვდომელი.. იხსენებ ყველაფერს მასზე, იმას, თუ როგორი იყო მაშინ,
უკანასკნელად რომ ნახე.. და არაადამიანური მოლოდინით ელოდები დღეს, წუთს,
წამს როცა ისევ ნახავ… ნახავ იმას, რასაც ახლა მხოლოდ გონების თვალებით
უყურებ…რასაც მხოლოდ ილუზია და წარმოდგენა ჰქვია…და ოცნებაც… და შენ
გაცოცხლებს ეს მოლოდინი… ელოდები… ტკივილით და იმედით, ღიმილით და სევდით
ელოდები… და უცებ! ის ის აღარააა… შეიცვალა… სანამ შორს იყავით
ერთმანეთისგან, დრომ და ადამიანებმა შეცვალეს.. ცივია და უცხო… უგრძნობი და
რაც მთავარია, მისთვის სულერთი ხარ… ამას უკვე ვეღარ უშველი…
Thursday, April 18, 2013
შენ ზეცის თავს ზევით _
მზის გულში თავსდები
და ვარსკვლავავსებულ
ორბიტას გარს უვლი.
მე შენი განცდებით
წამს დავემსგავსები,
ჩემში არარსებულ,
მოგონილ წარსულით.
შენ ღრუბლისეულებს
შეხვდები სანისლეს,
სულებს და სხეულებს
სითეთრეს აუშლი.
მე დამასნეულებს,
რომ ჩემსას არ ისმენ,
რომ თვალებს ნაწვიმარ
დღესავთი დაუშრი.
შენ მიემგზავრები
ნიავთა ლაშქარით
მოკვდავთა ნატვრების
ვარდისფერ საუფლოს.
მე ისევ ჯიბეში
მაქვს შენი თავშალი
და როცა დავთვრები,
სულ მასთან ვსაუბრობ.
შენ ალისვნებიან
მაგმური აღგზნებით
ნახევარმთვარესთან
ჟინს იკლავ, ისვენებ.
დღეს აივსებიან
მოთმენის ვაზნები
და შენს სამარესთან
მიშველე!
მიშველე!!
მიშველე!!!
წანწალით დაღლილი
წანწალით დაღლილი ძაღლივით
მოვალ და კარებთან დავწვები,
თვალები მექნება დახრილი,
მზერა კი _ დიდი და ხანგრძლივი.
ბარათით დაღლილი მტრედივით
სარკმელთან სიახლეს მოგიტან,
მერე დაგეხვევი რეტივით
მთვარის უალერსო ლოგინთან.
ოჯახით დაღლილი სახლივით
ხმაამოუღებლად გინატრებ.
წანწალით დაღლილი ძაღლივით
კარებთან მოგიტან სიმართლეს.
ოდესღაც მიყვარდი!
Sunday, April 14, 2013
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ
ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც...
მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს,
ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია,
ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი,
როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს
და სითბოში მთა-ბარს ახვევს,
ყვავილებით მოქარგულა
არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე,
როგორ სტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა
ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ
ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო
ცივ სამარეს მიესალმა?
დღესაც იგი იმ სამარეს
გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება
და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება
ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი
მისი უღვთო სილამაზე:
თმას გაიშლის, დაემხობა
და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი,
გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე,
ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის
დაღლილი და უბედური?—
"გავქრე ისე, როგორც ნისლი,
როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს
სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს,
როგორც ვიყო, სადაც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე...
თუ როდისმე დაგივიწყო!"
მესაფლავე, კიდევ იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც გალავნისას
მესაფლავე აღებს კარებს:
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი
კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს
არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი
სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა,
უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ
ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: "ოჰ, შეშფოთდეს
სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს
გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი,
როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს
სიმშვიდე და მოსვენება,
შენი სახე გულს კაწრავდეს,
სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე,
თუ როდისმე დაგივიწყო!"
მესაფლავე, კიდევ იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი,
ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს
თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი,
ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს
სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით
ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს
და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი
დასჩნევია უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით
მოგონებებს იწვევს გრძნობა, —
ახლა? ახლა კიდევ იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ
მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს,
სევდიანს და გულმოსაკლავს:
სახე თაფლის სანთელს უგავს,
სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს,
გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია
ღამის თევა, უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით
მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, ახლაც იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს
უნებურად მოჰკრა თვალი,
გაიფიქრა: "ისიც ჩემებრ
ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა,
უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის
ცხოველ ნათელს მოკლებული", —
ასე ამბობს სევდიანი
ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო
ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ...
შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს
იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული
სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც,
ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ
მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ
უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე,
შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ
სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს
მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა:
"შემიყვარდი, შემიყვარდი,
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება,
შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად...
ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი
არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება
ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული,
სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა...
გამომყევი ცოლად, ქალო!"
დაუცადე, მესაფლავე,
თუ რა პასუხს მისცემს ქალი,
შენ გგონია, რაკი ვაჟმა
დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა?
მე მგონია - არა, არა...
განა გუშინ არ იყო, რომ
სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს
რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
"თანახმა ვარ! ერთადერთი
მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება,
ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ...
წამიყვანე, სადაცა გსურს"...
მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება,
რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს
კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს
ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს
დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს
დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი
წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ
დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა
ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
განისვენეთ, ძლიერი და
უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა
სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ
ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე -
ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,
და ვაი მას, ვის სიკვდილი
სიცოცხლეშივ ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ
დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილს
კუბოში სჭედს მესაფლავე—
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე
თან ველურად იღიმება, —
იცის, იცის მესაფლავემ,
როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ,
დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს
მწუხარე ჟამს საოცნებო!
ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც...
მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს,
ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია,
ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი,
როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს
და სითბოში მთა-ბარს ახვევს,
ყვავილებით მოქარგულა
არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე,
როგორ სტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა
ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ
ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო
ცივ სამარეს მიესალმა?
დღესაც იგი იმ სამარეს
გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება
და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება
ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი
მისი უღვთო სილამაზე:
თმას გაიშლის, დაემხობა
და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი,
გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე,
ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის
დაღლილი და უბედური?—
"გავქრე ისე, როგორც ნისლი,
როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს
სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს,
როგორც ვიყო, სადაც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე...
თუ როდისმე დაგივიწყო!"
მესაფლავე, კიდევ იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც გალავნისას
მესაფლავე აღებს კარებს:
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი
კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს
არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი
სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა,
უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ
ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: "ოჰ, შეშფოთდეს
სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს
გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი,
როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს
სიმშვიდე და მოსვენება,
შენი სახე გულს კაწრავდეს,
სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე,
თუ როდისმე დაგივიწყო!"
მესაფლავე, კიდევ იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი,
ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს
თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი,
ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს
სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით
ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს
და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი
დასჩნევია უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით
მოგონებებს იწვევს გრძნობა, —
ახლა? ახლა კიდევ იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ
მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს,
სევდიანს და გულმოსაკლავს:
სახე თაფლის სანთელს უგავს,
სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს,
გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია
ღამის თევა, უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით
მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, ახლაც იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს
უნებურად მოჰკრა თვალი,
გაიფიქრა: "ისიც ჩემებრ
ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა,
უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის
ცხოველ ნათელს მოკლებული", —
ასე ამბობს სევდიანი
ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო
ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ...
შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს
იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული
სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც,
ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ
მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ
უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე,
შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ
სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს
მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა:
"შემიყვარდი, შემიყვარდი,
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება,
შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად...
ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი
არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება
ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული,
სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა...
გამომყევი ცოლად, ქალო!"
დაუცადე, მესაფლავე,
თუ რა პასუხს მისცემს ქალი,
შენ გგონია, რაკი ვაჟმა
დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა?
მე მგონია - არა, არა...
განა გუშინ არ იყო, რომ
სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს
რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
"თანახმა ვარ! ერთადერთი
მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება,
ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ...
წამიყვანე, სადაცა გსურს"...
მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება,
რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს
კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს
ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს
დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს
დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი
წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ
დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა
ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
განისვენეთ, ძლიერი და
უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა
სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ
ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე -
ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,
და ვაი მას, ვის სიკვდილი
სიცოცხლეშივ ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ
დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილს
კუბოში სჭედს მესაფლავე—
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე
თან ველურად იღიმება, —
იცის, იცის მესაფლავემ,
როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ,
დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს
მწუხარე ჟამს საოცნებო!
შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები,
რადგან შენ არ გაქვს ჩემზე ფიქრები,
დრო გავა მეტყვი"იზრუნე თავზე",
"მე ხულ სხვა მიყვარს და ვფიქრობ მასზე".
ეს არ იქნება ჩემთვის ახალი,
ვიცი ოდესმე ამას გავიგებ,
თითქოს მკარნახობს ღმერთი მაღალი,
რომ ჩემს სიყვარულს ფეხ ქვეშ გაიგებ.
ერთ დღეს მოაგრთმევს ვინმე ბუკეტებს,
მოგეწონება თვალები მისი,
შენ დაინახავ მასში უკეთესს,
ვიცი რომ არ ვარ მე შენი ღირსი.
წლები გავა და გული დაგწყდება,
ჩემი სიტყვები შენ წინ დაგხვდება,
მიხვდები მაშინ თუ ვინ გყოლია,
რომ ჩემს სიყვარულს ძალა ჰქონია.
მე ეს არ მინდა ოდესმე მოხდეს,
რომ ჩემს დიდ გრძნობებს,ცუდი რამ მოჰყვეს,
არ მინდა შენში ის დავინახო,
ვისაც არ ველი ის ავისახო.
რა ვქნა რომ ბედმა ასე დამცინა,
რომ სიყვარულში ასე გამწირა,
არ დამანახა მასში სინათლე,
თუ ერთხელ მაინც არ გამიმართლებს.

Thursday, April 11, 2013
სულის ამოსუნთქვა ბოლო წამია,
ჰაერში გაიბჟნება,თითქოს ღრუბელია,
დიდხანს იტრიალებს ტრიალ ცის ფერდობზე,
მერე საფეხურებს აუყვება თითქოს ბავშვია.
მისი საფლავი ჯერ კიდევ ბორცვიანი,
შემკული ყვავილებით,დამჭკნარი ცის ცრემლია.
შორი შორია,ცა ჰაერშია,
ცის ზემოთ სამოთხეა,სულის საბძელია.
სხეული ოთხ ფიცარში უძრავი შემკულია,
მისი საყვარელი მოსილი შავებშია.
ახლა ის შორია,თითქოს ცის ფერია,
სული განსაცდელში მყოფი,სხეული უდაბნოს ფერია.
გამოვეთხოვე მონატრებით
უკვე მეოთხე შემოდგომის
ნაზ ფოთოლცვბენას,
ბაჯაღლოსფერში ირეკლებიან
მოგონებები ოქროსფერ სხივად,
შენ "სენიორიტას"გეძახიან
უცხო მხარეში
საქართველოში კი გეძახდნენ
უმანკოებას,
გულში ჩაღვრილი
ცრემლის წვეთი
სისხლამდე აღწევს
მონატრებული შვილის
ფიქრი მაგონებს
ტანგოს,
შენ 'სენიორიტას"გეძახიან
უცხო მხარეში
და არ იციან
რომ ეს ნიშნავს
უმანკოებას...
უკვე მეოთხე შემოდგომის
ნაზ ფოთოლცვბენას,
ბაჯაღლოსფერში ირეკლებიან
მოგონებები ოქროსფერ სხივად,
შენ "სენიორიტას"გეძახიან
უცხო მხარეში
საქართველოში კი გეძახდნენ
უმანკოებას,
გულში ჩაღვრილი
ცრემლის წვეთი
სისხლამდე აღწევს
მონატრებული შვილის
ფიქრი მაგონებს
ტანგოს,
შენ 'სენიორიტას"გეძახიან
უცხო მხარეში
და არ იციან
რომ ეს ნიშნავს
უმანკოებას...
ღამეა,ბნელი, ცივი, ყველას სძინავს, მარტო ვდგავარ სიკვდილის აჩრდილივიტ
თეთრ საპატარძლო კაბით. თეთრი, ქათქათა,გრძელი,ყველაპერი თეთრია თმა კი
შავი, გრძელი,ხვეული, როგორც ეს ღამე,ხვალ ქორწილია ჩემი ქორწილი, ვგრძნობ
რაღაც უჩნაური უნდა მოხდეს, არ ვიცი, არ ვიცი. გათენდა, მშვენიერი
ამინდია,იები და ენძენები აყვავებული, გაზაპხულის სურნელი ტრიალებს ეზოში.
დილიტ დედამ გამაღვიძა -ისევ უცნაური შეგრძნება მაქვს. გოგონა ადგა ცაიცვა
და სარკესთან მივიდა - რა ლამაზი ვარ, როგორ მიხდება ეს კაბა, ისევ თავბრუს
ხვევა და სისუსტე უნდა წავიქცე, მაგრამ თავს ვიკავებ გაიპიქრა გოგონამ და
სარკე ხელიდან გაუვარდა. ხმა რომ გაიგეს შემოვარდნენ, ხმაური ატყდა
სასახლეში.- რა მოხდა?- არაპერია მე ავალაგებ უბრალოდ დავარდა. ცერემონია
დაიწყო, ეკლესიასტან ყველა ნაცნობი შეკრებილიყო და პატარძალს ელოდებოდა,
ბიჭი ეკლესიაში იყო და ნერვიულობდა -რომ არ მოვიდეს- კარგი რაა დაწყნარდი -
დილით რომ მივაკიტხე მიტხრეს რომ ცოტა დააგვიანდებოდა მაგრამ ასე?- კაი ხო
იცი უყვარხარ და აუცილებლად მოვა ამ დროს გაისმა მეჯვარის ხმა - პატარძალი
მოდის პატარზალი მანქანა გაიო და პატარძალი გადმოვიდა, ძაან ლამაზი იყო,
თეთრი გრძელი კამა, ლამაზი ხვეული ტმები, ულამაზესი ქალბატონი იყო,
ნამდვილი პრინცესასავით შეაბიჯა ეკლესიაში ბიჭი ბაიბნა ასეტი ლამაზი ჯერ არ
ენახა, ჯვრისწერა დაიწყო, ისევ უცნაური შეგრძნება, ღმერტო რა მჭირს ამ
დრეზე ხო დიდი ხანია ვოცნებობ, პატარძალი ჩაპიქრებული იდგა სარკმელთან. და
გაისმა ნანატრი სიტყვებიც ბიჭმა დაუპიქრებლად თქვა -რათქმაუნდა გოგონა კი
ბევრს პიქრობდა -კარგად ხარ ჩასჩურჩულა ბიჭმა კიკი კარგად ვარ რათქმაუნდა
თანახმა ვარ თქვა გოგონამ და ბიწს შეხედა, გაუღიმა, მანაც რომ არ გაურიმა
გაუკვირდა, შემდეგ ხელი მოკიდა და უთხრა- კარგად ხარ? ბიჭმა არაპერი
უპასუხა უგონოდ წაიქცა . ზოგი რას ყვიროდა ზოგი რას.-სარკე სარკე დაიყვირა
გოგონამ ტვალები აუცრემლიანდა ძირში დავარდა ბიჭი გულში ჩაიკრა და ყვიროდა
სარკე სარკე მაგრამ ეს სიტყვები არავის ესმოდა...ისევ ღამეა, ბნელი, ცივი
ყველას ჩაეძინა, მარტო მე ვდგავარ სიკვდილის აჩრდილივიტ შავ კაბაში
გამოწყობილი ყველაპერი სავია შავი თმა კი თეთრი და სწორი...
Sunday, April 7, 2013
მანძილი შენამდე დიდია
შენიდან ჩემამდე არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია
მანცვიფრებ
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები
ქარია მომიტანს რამე ჭორს..
მე ვამბობ არ მომენატრები
შენ სდუმხარ იღიმი
საეჭვოდ
ვარსკვლავნი აენთნენ ,
... რომ ვხედავ , შორი_შორს
საკმაოდ
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები
ქარია მომიტანს რამე ჭორს
მე ვამბობ არ მომენატრები
შენ სდუმხარ იცინი
საეჭვოდ.
შენიდან ჩემამდე არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია
მანცვიფრებ
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები
ქარია მომიტანს რამე ჭორს..
მე ვამბობ არ მომენატრები
შენ სდუმხარ იღიმი
საეჭვოდ
ვარსკვლავნი აენთნენ ,
... რომ ვხედავ , შორი_შორს
საკმაოდ
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები
ქარია მომიტანს რამე ჭორს
მე ვამბობ არ მომენატრები
შენ სდუმხარ იცინი
საეჭვოდ.
Saturday, April 6, 2013
მიყვარხარ
მიყვარხარ ძლიერ… ძლიერ… რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს,ორი პატარა თათი,
ო,იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი,
ო,იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენითი-
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი.
მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფართო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარძლიერ,ძლიერ…მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ…მთელი გრძნობით და ძალით…
მთელი სამყარო ვრცელი,შენით არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ,ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,ფიქრში ჩემთან ხარ დღისით.
გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი,მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მიყვარხარ ცხადად,მალვით,
როგორც აროდეს არვინ,არ ჰყვარებია არვის…
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუთვნის ყველა,რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ,სატრფოც ვარ შენი,მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ.
სატრფოვ,შვილო და დედავ,ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად,ერთად,მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო,ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე, კარგო.

რამდენჯერ იყო,
წამოვიწყე თითქოს ბედნიერება,
უფრო სწორედ წამომცდა.
და ყოველთვის რაღაც მაკლდებოდა მისდამი
და მიკლავდა ამ მოულოდნელ სიხარულს.
მაგრამ სასიამოვნო განცდად მრჩებოდა ის, რომ
ასე ახლოს იდგა ჩემთან.
მოკლედ,
ყოველთვის იყო რაღაც,
რაც ყველაფერს აფუჭებდა.
ახლა კი საით, ჩემო მოჩვენებითო სიმშვიდევ,
ჩემო სიჩუმევ,
რომელ კედელზე ამოვკაწრო შენი სახელი,
რომ მოვიშორო ყველა მოულოდნელობა - ბევრჯერ მატკინეს..
ახლა კი თვითონ ამოვზილავ ჩემს გულის სამყოფს
და საკუთარ თავს ნაწილ-ნაწილ პეშვით მოგიტან.
ალბათ ასეა,
დაუმსახურებელი ბედნიერება -
კაზინოში მოგებულ ფულს ჰგავს,
ეს კი მალე გაივლის.
Friday, April 5, 2013
პირველი თვე ვერაფერსაც ვერ გაიგებ,
მეორე თვე-რაღაც ახლის მოლოდინი,
მესამე თვე - მოლოდინის გამართლება
მეოთხეში ფეხებს გირტყამს მომლოდინე.
მეხუთე თვეს უფრო მკაცრად გეჩხუბება,
ხან იცინის, ხან კი ვერას გაგებინებს,
მეექვსე თვე - უფრო ჭარბი სიხარული
მოლოდინი შენი და იმ მომლოდინეს
ფორიაქი, მეშვიდეში დრო ვერ გადის,
ანდა გადის კუს ნაბიჯით, გულს გითრთოლებს,
მერვე თვეა - უფრო მეტად შეიგრძნობ და
ის ლოდინის მხოლოდ ერთ თვეს დაგიტოვებს.
ნელა გადის, ელოდები მის თბილ ხელებს,
პირველ ტირილს პირველ სიცილს და მის თვალებს,
მეცხრე თვეში აგისრულებს შენს ოცნებას
და შენს მკერდზე დაიძინებს “მომლოდინე“.
Thursday, April 4, 2013
მთავარია, ისე გეჭიროს თავი - თითქოს არაფერი.
მთავარია, არ შეიმჩნიო, რომ აღარ გჯერა მოგონილი გაზაფხულების.
მთავარია, არ გამოჟონოს მღვრიე სისხლმა - ისევ შიგნით ჩაიქცეს.
მთავარია, დღისით დაგროვილი ტყუილები, ღამე მაინც ამოიღო.
მთავარია, დღისით მოიტყუო კარგად - ღამეში რაღაცნაირად დაიკარგები.
მთავარია, ვერ მიხვდნენ, რომ შენ ხვდები -
სრულიად საკმარისია და უპრიანი, უფრთო იდიოტი ეგონო.
მთავარია, ჩასუნთქვა არ გაგიჭირდეს და ამოსუნთქვა იყოს
გრილი და ხანგრძლივი.
მთავარია, სინდისმა არ შეგაწუხოს.
მთავარია, სინდისს გაუმკავდე.
მთავარია, შეეჩვიო, რომ ხორცისმჭამელი გახდი.
მთავარია, სიზმრებმა აღარ დაგასნებოვნონ და
სიყვარულის ნამუსრევს უმტკივნეულოდ გაუშვა ხელი.
და ღიმილი არ დაგავიწყდეს - ყოვლისმცოდნე და ოდნავ დამცინავი.

Wednesday, April 3, 2013

ტანგო–ცეკვის პოეზია
კეფიდან მაყოლებ მზერას,
ზურგიდან გიფეთქავს გული.
სხვის თეძოს მიარხევ მტევნით,
ტანგოს მე მირითმავ პულსით.
საკინძე შემიხსნა ძგერამ
მუხლებში ჩამლღვალი გულის.
კაბის ქვეშ ვაგროვებ ღელვას,
ვერთვი ლიბერტანგოს სულის.
ღაწვები აეწვათ კრძალვებს.
გული ჩაეტმასნა წვივებს,
ტერფებს ვაშეშებ და ვებრძვი
ტანგოს, სხვის კაბას რომ იცმევს.
თეძოდან სხვა თეძოზე ხელი…
სხვა შიფონმოსხმული ტანგო…
ჩვენ კი ვაგრძელებთ მზერით
ცეკვას ერთად და მარტოდ…
ზურგიდან გიფეთქავს გული.
სხვის თეძოს მიარხევ მტევნით,
ტანგოს მე მირითმავ პულსით.
საკინძე შემიხსნა ძგერამ
მუხლებში ჩამლღვალი გულის.
კაბის ქვეშ ვაგროვებ ღელვას,
ვერთვი ლიბერტანგოს სულის.
ღაწვები აეწვათ კრძალვებს.
გული ჩაეტმასნა წვივებს,
ტერფებს ვაშეშებ და ვებრძვი
ტანგოს, სხვის კაბას რომ იცმევს.
თეძოდან სხვა თეძოზე ხელი…
სხვა შიფონმოსხმული ტანგო…
ჩვენ კი ვაგრძელებთ მზერით
ცეკვას ერთად და მარტოდ…
მარტის წვიმა გულუბრყვილო მე შენს ცრემლებს მაგონებს,
ვით წარსული გულში იგი ტკბილი სევდის ფერია.
თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ შენს უნაზეს ამბორებს
და სიფხიზლეს დარდით თვალი ყვითლად დაუფერია.
მე არ მინდა ეს სიმკრთალე შენს წინ გადაიშალოს,
რადგან შენთან მერიდება სინატიფე სულისა.
ღმერთო შეგთხოვ წმინდა გრძნობა გულში არ დაიშალოს
და ის იყოს მიწვდომილი მიზან-დასახულისა.
მტვერი ვიყავ, მტვრისგან ვიქმენ, ვით ცოცხალი არსება
და ღვთიური ეს წყალობა ყვავის უფლის წიაღში.
ჩემი სიტყვა გულითადი ვიცი დაემსგავსება, -
როს სურნელი გაზაფხულის გაფრენილი ნიავში.
დაფრინავენ ფოთლებივით ქარის ორომ-ტრიალში
სტრიქონები ფრთებ გაშლილი ღრუბლის მსუბუქ ბაფთებში.
უფრო მეტი სიძვირფასე ამ ცხოვრება ტიალში,
არაფერი არ მაქვს მეტი გარდა ლექსის თარეშის.
სევდა, როგორც ერთი სული ჩემში გაცოცხლებულა
და ნარნარა პოეზიის ხასხას ველებს შევეხე.
სული ჩემი მისი ნახვით მეტად გაოცებულა,
ნახე ირგვლივ საამოა, შეიგრძენი, შეხედე.
გული მიცემს აღტაცებით, როს დაუწველ ცეცხლში ვარ,
აღმაფრენა მხოლოდ მხოლოდ აღმაფრენა უკვდავი!
ჰე წაიღე ჩემი ცრემლი, მე უსიტყვოდ შენი ვარ,
ამ ტაეპებს ნორჩი კვირტი შენგან უკვე უყვავის...
მარტის წვიმა, - პოეზია, - მე შენს ცრემლებს მაგონებს
და წარსული ახლა ჩვენი მარტო სევდის ფერია.
თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ შენს უნაზეს ამბორებს
და ეს გრძნობა აწ ნაგრძნობი წმინდა ზეციერია.
გრძნობა გონების გარეშე.. გრძნობა საზღვრებს გარეშე.. გრძნობა, მე, შენ და სხვა არაფერი.. მიყვარხარ.. მე შენ გგრძნობ.. მე შენით ვსუნთქავ.. მე შენით ვარსებობ.. მე შენზე ვლოცულობ.. მე შენ მზეს გადარებ.. მე შენ მიყვარხარ.. შენ ხარ ჩემი სიცოცხლე.. ჩემი სამყარო და ჩემი ჰაერი და ჩემი მზე და ჩემი გათენება და ჩემი ფიქრი და ჩემი სიყვარული ხარ.. მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად.. შენ ხომ იცი, როგორ მიყვარს მზე.. დიდი, თბილი და ყვითელი.. მანათობელი და მაცოცხლებელი.. მე უკვე მზეზე მეტად მიყვარხარ.. მიყვარხარ და ასე მგონია, ჩვენი სიყვარული დედამიწას ატრიალებს.. მიყვარხარ და სამყარო ჩემი მგონია..მიყვარხარ და სიცოცხლე მიხარია.. მიყვარხარ და მიყვარხარ და მიყვარხარ.. დილა იწყება შენით, მაგრამ არ მთავრდება.. რატომ? იმიტომ, რომ შენ არ მთავრდები ჩემში.. შენ დაუსრულებელი ხარ.. მიკვირს, როდის მოვასწარი ასე შენი შეყვარება.. მაგრამ უკვე ესეც მეორეხარისხოვანია, იმიტომ, რომ ძალიან, ძალიან მიყვახრარ.. შენი უზომოდ თბილი ხმა მიყვარს.. შენი თბილი თვალები.. შენი თბილი ხელები.. მიყვარხარ : )) მე და შენ.. შენ და მე.. ჩვენ ... ვაიმე, მართლა ძალიან მიყვარხარ.. უზომოდ : )) უწერტილოდ : )) დაუსრულებლად : )) უსაზღვროდ : )) დაუფიქრებლად დაგითმობ სიცოცხლეს..დაუფიქრებლად გაჩუქებ ჩემს წილ ბედნიერებას, სიხარულს, ჰაერს.. მხოლოდ სიყვარულს ვერ გაჩუქებ.. აბა, როგორ უნდა გაჩუქო შენ შენივე თავი.. ეს ხომ შენ.. შენ ხარ ჩემი სიყვარული. იცი რა ძლიერ გგრძნობ? ჩემში ხარ,ჩემი ხარ, ჩემი ნაწილი ხარ.. მიყვარხარ და ამ სიყვარულის მიზეზი მე არ ვარ, შენ ხარ.. იმდენად მაღალი და უძირო ადამიანი ხარ შეუძლებელია არ მიყვარდე. დაუსრულებლად შემიძლია გაგიმეორო, რომ მიყვარხარ.. და არასოდეს მომბეზრდება ამის განმეორება.. არასოდეს დავიღლები იმის თქმით, რომ სიცოცხლეს მირჩევნიხარ.. რა ერთფეროვანი ვარ ჩემი აზრებით არა?! რაზეც არ უნდა დავიწყო ლაპარაკი ან ფიქრი, ბოლოს მაინც შენამდე მოვდივარ.. მაგრამ მიყვარხარ და რა ვქნა ) ასე არასოდეს მყვარებია.. და არც მეყვარება, რადგან ამაზე მეტად ვერავის შევიყვარებ : )) შენ უძლებ ჩემს ბავშვურ და ჭირვეულ ხასიათს.. შენ უსიტყვოდ გესმის ჩემი.. შენ მე გიყვარვარ.. შენ მე შენი თავი მაჩუქე.. შენ მე სიყვარული მასწავლე და დიდი, ძალიააან, ძაალიიან დიდი მადლობა ამისთვის..
ტირილი მინდა... მაგრამ
ცრემლები არ მომდის... მინდა თვალები დავხუჭო და გავქრე... ან შენ
გაგაქრო... არა, რა სისულელეს ვამბობ... შენ ხომ ცხოვრებას მილამაზებ...
ქვეყანა რომც ინგრეოდეს, მაინც მენდომებოდა სიცოცხლის გაგრძელება... მხოლოდ
იმის იმედით გავიღვიძებდი დილით,რომ იქნებ შენი თვალები მენახა...
ყველაფერს დავთმობდი, რაც კი ძვირფასია ჩემთვის, რომე კიდევ ერთხელ მაინც
მეგრძნო შენი სიახლოვე... შენი გულისცემა... შენი სითბო... იცი რატომ
მიყვარს ზღვა? ის შენს თვალებს მაგონებს... იცი რატომ მიყვარს პატაარ
ბავშვი? ის შენი ღიმილივით სუფთაა და სათნო... იცი რატომ მიყვარს სიჩუმე?
სიჩუმეში შენი გულის ცემა მესმის... იცი რატომ მიყვარს სიცოცხლე? იმიტომ
რომ შენ არსებობ... მეძინება... მაგრამ თვალების დახუჭვის მეშინია...
იმიტომ რომ ვიცი... შენს სახეს დავინახავ... და მერე ისევ ტირილი
მომინდება... მაგრამ ცრემლები არ წამოვა... მინდა რომ შენთან ერთად
გატარებული ყოველი წამი გავყინო და შევინახო... ... საერთოდ არ ვარ
ძუნწი... მაგრამ შენ არ დაგთმობდი..
შენზე ფიქრები არ მასვენებს... ყველაფერზე შენ მახსენდები... და მერე ისევ ტირილი მინდება... მაგრამ ცრემლები არ მომდის... იცი რატომ? იმიტომ, რომ შენს გამო წამოსული ცრემლების დაკარგვაც მენანება... მირჩევნია გულმა იტიროს... და ტირის კიდევაც...

Tuesday, April 2, 2013
”კატერინა”
შემოდგომაა… ყველგან შემოდგომაა… სახლშიც… გულშიც… დარაბებს მიღმა
გაზაფხულია, მაგრამ ჩემს ოთახში, ლარნაკის ირგვლივ, პატარა შემოდგომა დგას.
ახლა ეს შემოდგომა მირჩევნია ზაფხულს, ზამთარს და გაზაფხულსაც…
უკვე მეცამეტე დღეა მზის სხივები მათაც ჩემსავით არ უნახავთ… 13… 13… იმ დღესაც 13 იყო… მარტი… ჰო, 13 მარტი აპირებდა უკვე შემოსვლას. ბებიაქალმა თვალი ვეებერთელა კედლის საათისკენ გააპარა. სწორედ იმ წამს საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა და ახალშობილი გოგონას ტირილიც გაისმა. შუაღამის დადგომასთან ერთად ზღაპრის ტრანსფორმაცია დაიწყო და კონკიამ მეტამორფოზა განიცადა…
…
13 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც `გავიცანი. გავიცანი?.. არა, უფრო სწორად, დავინახე და… ღრმად ჩავისუნთქე… სურნელმა გამაბრუა… მსუბუქად, ძალიან მსუბუქად მომიახლოვდნენ…
`ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა მინდა იყო. შეგიძლია, ყოველდღე ისე იცხოვრო, როგორც უკანასკნელ დღეს?..~
პირი დავაღე გაოცებისგან.
`შეგიძლია!~ _ ჩაილაპარაკეს ორიოდე წამის შემდეგ და თითებზე ნაზად შემეხნენ.
ჩემს ოთახში მივუჩინე მათ ადგილი…
…
ზეცაში… არა, რა ზეცაში, ჭერზე, ჩემი ოთახის ჭერზე ანგელოზები დაფრინავენ და უხილავი ძაფებით ქსოვენ ჩემი მისამართით წინადადებას.
ვკითხულობ: დღეს შენი უკანასკნელი დღეა… თვალებმა გონების დახმარებით ორპინიანი სასწორი გამოძერწა. ჩემი ტვინი დუღილს იწყებს და მალე ხუფიანი ჩაიდანივით აყვირდება. მახრჩობს უსიამოვნო სისველე… ჩაიდანს საცობი აეხადა. შვებას ვგრძნობ. კარგმა და ავმა ისტორიებმა გადმოლაგება დაიწყეს თავიდან და სასწორის პინებზე დალაგდნენ. პირველი ვერ წონის მეორეს, ვერც მეორე პირველს… `არც მიწისა ვარ, არც ცისა…~… არც… არა, მოიცა! ხომ შემიძლია უკეთესი ვიყო? თანაც დღეს ჩემი უკანასკნელი დღეა. დღეს… დღეს უნდა მოვასწრო ყველაფერი…
* ჩემზე გაბრაზებულ დედ-მამას ვეხმიანები, პატიებას ვთხოვ ყველაფრისთვის…
შემდეგ…
* ბანკში ვრეკავ და ანგარიშზე არსებულ თანხას ვიღაც უცნობ პატარას ვჩუქნი, რომ სიცოცხლე გაუხანგრძლივონ…
შემდეგ…
* ჩემი ყულაბა ხომ სავსეა, რა ვქნა, გავიმეტო?..
დღეს შენი უკანასკნელი დღეა… ჩამესმის ყურში და… დარაბებს, მერე ფანჯარას ვაღებ. მუჭით უამრავ ხურდას ვყრი გარეთ და ეზოს ბავშვებს ორიოდე წუთში პირი აქვთ მოთხვრილი მარწყვისა და შოკოლადის ნაყინით.
შემდეგ…
შემდეგ მიმიკა დუელში მიწვევს _ ტუჩის კუთხეებს მაღლა მიწევს, ღაწვებზე პატარა ღრმულებს მიჩენს და თვალებში ონავარი სხივები მიღიტინებენ. საავტორო (დედაჩემს და მამაჩემს ვგულისხმობ) უფლებები დარღვეულია. მე ისეთი აღარ ვარ, როგორიც შემქმნეს… ვხარხარებ…
სასაცილოდ მაქვს საქმე? დღეს ხომ ჩემი უკანასკნელი დღეა…
…
კარზე გაბმული ზარია.
გვირილების თაიგული… ყურში ჩამჩურჩულეს… მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ…
P.შ.დღეს ჩემი უკანასკნელი დღეა…
ხვალ… ხვალ კი ცხოვრებას ვიწყებ თავიდან… :)

Subscribe to:
Posts (Atom)