ყველაფერი
სამი წერტილით იწყება..მათ შემდეგ სიცარიელეა… მოლოდინის სიცარიელე.. ამაო
მოლოდინის, რომ გაგრძელდება, მაგრამ არ.. ვერ.. ვერ გრძელდება… არც
შეიძლება, იმიტომ, რომ აზრს კარგავს გაგრძელებით.. სილამაზესაც კარგავს..
და, დარჩეს.. დარჩეს დაუსრულებელი და უშინაარსო მაგრამ ლამაზი… დარჩეს
დაუსრულებელი და გაწყვეტილი.. უფრო ლამაზია და იმიტომ… როცა დიდი ხნის
განმავლობაში გულით და გონებით ატარებ იმას, რაც
ან ვინც უმნიშვნელოვნესია შენს ცხოვრებაში, მაგრამ შორსაა და თითქმის
მიუწვდომელი.. იხსენებ ყველაფერს მასზე, იმას, თუ როგორი იყო მაშინ,
უკანასკნელად რომ ნახე.. და არაადამიანური მოლოდინით ელოდები დღეს, წუთს,
წამს როცა ისევ ნახავ… ნახავ იმას, რასაც ახლა მხოლოდ გონების თვალებით
უყურებ…რასაც მხოლოდ ილუზია და წარმოდგენა ჰქვია…და ოცნებაც… და შენ
გაცოცხლებს ეს მოლოდინი… ელოდები… ტკივილით და იმედით, ღიმილით და სევდით
ელოდები… და უცებ! ის ის აღარააა… შეიცვალა… სანამ შორს იყავით
ერთმანეთისგან, დრომ და ადამიანებმა შეცვალეს.. ცივია და უცხო… უგრძნობი და
რაც მთავარია, მისთვის სულერთი ხარ… ამას უკვე ვეღარ უშველი…