მერე რა რომ ვერაფერს ვამბობ,დაღლილი,ამდენი
ბრალდებებით...შარშანდელი ბროწეულის ხის ნაყოფი წელსაც ვერ ვიგემეთ ,აი
აქვე დგას ჩემი სახლის კართან ახლოს, მოუვლელ ბაღჩაში, ბროწეულის ეს ხე
ღირსებაშელახულივით,ხმება ზეზეურად რაც მისი მოკვეთა გადაწყვიტეს,დგას და
ასხია შარშანდელი ნაყოფი ნაძვისხის სათამაშოებივით უნაყოფო,საოცარია, როგორ
ინარჩუნებს და ვერ იმეტებს ძირს საგდებად უკვე შემომპალ და უსარგებლო
ბროწეულის ბურთებს,მთელი ზამთარი ქარში,წვიმაში,ყინვასა და დიდთოვლობაში
მედგრად ახვევდა ტოტებს უნაყოფო ნაყოფს, იცის, წელს თუ არ დაიზარეს გაისად
მაინც მოჭრიან,ის მაინც ყვავის,სიკვდილის შიშით თავი არავის მოუკლავს ,მერე
რა რომ ვერაფერს ვამბობ ,მე არ დავღლილვარ ამდენი ბრალდებებით...