დილას მოაქვს სიჩუმე, ფართოდ გახელილი თვალები და ჯერ კიდევ მთვლემარე
ფიქრები. გონებაში „ერთი“ იბადება და თან მრავალი. ირღვევა ადამიანი :
ორად, სამად, ოთხად…“მე საერთოდ, ორი ვარ“… ვწევარ ისე, როგორც ყარყატი
საქათმეში.. სასაცილოდ არ მყოფნის ჩემი ღრმა ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური ( ჰო
,ესენი ბრჭყალებში) აზრები და ჭერს ვუყურებ.. თურმე ადამიანს ის დღეც
დაუდგება ბუზი დასათვლელად რომ არ ეყოლება. აღმოსავლეთისკენ ვიქციე მხარი.
ჩემი თავის დანახვაც მეზარება, თან ორის. ერთი მეორის გვერდზე დგას. ეს
მოქმედებს – ის უყურებს. შიში მერევა და ვიბზარები…არის ამაში რაღაც
უჩვეულო გახელება, საშინელება და სიტკბო.
ენას ვიღლი და სათქმელი არ ითქმის. გრძნობა ფიქრსა და სიტყვებს შორისაა…სადღაც შიშიც ბუდობს – ფიქრზე მეტი და სიტყვებზე ნაკლები. ამასთან ერთად – დუმილი, როგორც ხელუხლებელი საზღვარი. ფიქრები წამია თვითონ, ამიტომ ვერ ვაფიქსირებთ.. ისევ დუმილი და დუმილში გაგუდული სევდა, ტკივილი. .თან გაურკვეველი ნეტარება.. ხმა_ დაბლა ფიქრობს.. რაღაც სხვა მინდა..
ჰმ.. რას არ მისწვდება ხოლმე ზმორებაში ადამიანის ფიქრი.
ამ „ორს“ ერთმანეთში ვაწებებ და ვდგებით.. ვეგებები ახალ დილას და ვიწყებ ვიბრირებას მთელი აგებულებით, ფეხის თითებიდან თმის ღერამდე.. ხარბად ვისუნთქავ ჰაერს, ახლის მოლოდინში.. დილა ურითმოა, ნაბიჯები ურიტმო .. მუსიკას ვუწყობ ფეხს და ვერწყმი სამყაროს მიწიდან – ცამდე, ჩემი ლირიკით : მარადი ხაზი, მარადი მელანქოლიის..
ისევ ეს ხალხი.. მე რომ დამაბერა და საკუთარი ცხოვრება წამართვა.. დამშალა და დარღვეულს ბორკილები მომარგო.. კანიდან-კანში მზიდა და მწელა ..
ხმამ ისევ დაბლა იფიქრა.. ამ მიწაზე ფიქროს არ ფიქრობს! დღეს ისევ ამცდა წუთები.. სულიერი გამოფიტვის შავბნელი წუთები…ეს მე არ ვარ.. სხვა მინდა ..
გზა.. გზა.. და „ჩვენ“…“ გადასასვლელზე დაფიქრდი ვინ ხარ“.. ეს სიტყვები მიტრიალებს თავში.. ტვინს ვივარცხნი.. გზაზე გადასვლა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.. ვიცი, სასაცილოა.. ჰო და მეც ვიცინი, უსიხარულოდ ( არადა, არა.. ) … მიყვარს გზა… ყველაზე მეტ საიდუმლოს ინახავს.. გზას ვუყვებოდი, რომ კატასტროფა მესაჭიროებოდა, არა მეტაფორულად, არამედ ნამდვილად და საბოლოოდ.. და როცა ძლიერი დარტყმა მივიღე, თავისუფლება თავისი ფეხით მოვიდა.. მაგრამ ადამიანებს გვირჩევნია გაბმული ტკივილი გვტანჯავდეს, ვიდრე მარტო ვიყოთ რომლის უკან დამოუკიდებლობა დგას..
სიმართლე გითხრათ, სულაც არა !
გზაში…
თითქოს გზა კი არა , მე ვიწყები.. დამთავრებას ვერ ვასწრებ, არადა აშკარად ვმეორდები.. ამდენი განმეორება თავგზას-მირევს-გულს .. გადავიარე ცხრაჯერ ცხრა მთა , ცხრა ზღვა და ცხრა ოკეანე.. დავიღალე ჩემი ლირიკით..
გავსაღამოვდი..
ვიღაც მიახლოვდება.. ადამიანის ხმის გაგება მინდა.. მიყვარს ხმა , თვალებზე მეტად..
- მწუხრი მშვიდობისა
- მშვიდობისა
- რას ეძებ ?
- ჩემი საიდუმლოებები რომ არა .. ( თვითკმაყოფილი ღიმილით )
- გგონია იმას დავუწყებ მორგებას , რასაც მალავ ?
- არა, არა.. მასში ვერ განხორციელდები… უბრალოდ, სიმშვიდის დარღვევა არ მინდა
- კეთილი იყოს შენი მობრძანება.. ოღონდ, ფეხზე არ გაიხადო
- ‘ ნამგზავრი ‘ ადამიანის ფეხსაცმელები ცოტათი დასვრილია და დაიფერთხავს მაინც
- ჰო.. დასვრილი რომ არის იმიტომ გითხარი არ გაიხადო-მეთქი.. თუ მაინცდამაინც დაფერთხვა გინდა, აქ ქენი
- ფეხშიშველა ტანტალი მირჩევნია ახალ მდელოზე
- შემოდი ისეთი, როგორიც ხარ..
და შევაბიჯე მყუდრო ნავსაყუდელში …