-მაინც არ მესმის რაში გჭირდება წარსულში ხეტიალი?
-მეხმარები?!
-რისთვის ? ისედაც ყველა დეტალი გახსოვს, ყველა ფრაგმენტი.
-სიტყვები, ქცევა, ემოცია კი! მე რეალობის გარკვევა მინდა, მისი ფიქრების ამოცნობა.
-ნარჩენებში ქექვა მხოლოდ ტკივილს მოგიტანს.
- მჭირდება! ყველაფერი ჩაიწერე, არაფერი გამოგრჩეს!
-დავიწყოთ?
-მზად ვარ?
ერთი…
თვალებს ხუჭავ, ქუთუთოები გიმძიმდება.
ორი…
ტანში ნელი ჟრუანტელი გივლის, გონება და სხეული ერთმანეთს შორდება.
სამი…
სასიამოვნო განცდაა. წარსულში ბრუნდები,1998 წელი, 28 ივლისია, ღამის 12 საათი
-რა ხდება?
-ბაღში ვართ, მიყვარს ეს ძველი ხის სკამი სკამი, მალე დალპება ალბათ. სად ჩამოვჯდებით, სად ვისაუბრებთ მერე?
-რაზე ვსაუბრობთ?
-ჩვენს მომავალზე, სად ვიცხოვრებთ? შვილებზე. რას დავარქმევთ? როგორ ავღზრდით.
არა, არ ვაპირებ სახლიდან სკამი ვათრიო.
-სკამი რატო უნდა ათრიო?
-მასაც უფიქრია, 50 წლის შემდეგ როცა მოხუცები ვიქნებით, და აქ მოგვინდება, სკამს მაინც არ წამოვიღებ სახლიდან, ყავარჯენს დაყრდნობილი ვერ შევძლებ.
-წასვლაზე კითხე? რატომ მიდის?
- მერე რა 3 თვე უცებ გავა, სამუდამოდ კი არ ვშორდებით.
-მას კითხე?
-ჩვენ გვიყვა..
-მას რატო არ ეკითხები?.
-მასაც უყვარვარ, სულ მეუბნება ამას. თუმცა….
-თუმცა რა? გონია რომ ასე ფიქრობს?
- არ მინდა მის ფიქრებში ხეტიალი, მე სიტყვებიც მაკმაყოფილებს.
-შენ ახლა ჰიპნოზის ქვეშ ხარ, შენს ირგვლივ რაც ხდება ილუზიაა, ილუზიაში ილუზიის შექმნა დაგღუპავს!
-არ მინდა!
-კარგი შევეშვათ. 2000 წელი 28 ივლისი – რა ხდება?
-ჩემს ოთხში ვარ მარტო, ვწერ.
-რაზე ან ვისზე?
-მასზე..
-ასეც ვიცოდი!!! -მორჩა!
-ბოლო რა შეკითხვა იყო? რატო წაშალე?
-ხვალ გავაგრძელებთ!
****************
ყველას ეჭვის თვალით ვერ შეხედავ, მითუმეტეს იმას ვინც გიყვარს.
როცა ბრმა ხარ, სამყაროს ვერ ხედავ, ადამიანებს ვერ აღიქვამ შენს სამყაროს ქმნი, შენთვის სასურველს. მხოლოდ მისი მსხვრევის შემდგომ გიჩნდება კითხვები.
-როდის დაიწყო?-რატო ვერ შეამჩნიე? – რა გამოგრჩა?
მანაც მოგცა საბაბი, არაფრისგან იდეალურ სამყაროს ვერ შექმნი. თითოეული სიტყვით, დაპირებით შენთვის მისაღები სამყაროს შექმნის იდეა მოგაწოდა. შენ მოუძებნე მას ამ სამყაროში ადგილი თვითნებურად. რეალურად ის შენის სამყაროს ნაწილად არასდროს მოიაზრებდა თავს. მისმა წასვლამ ყველაფერი დაამსხვრია, ტკივილის განცდამ რეალურად ამ ყველაფრის განსჯის უნარი დაგიბრუნა.
დიახ, გეუბნებოდა მიყვარხარო!
რას ფიქრობდა?. ენით ყველაფერს გაალამაზებ, სიტყვებით ადვილად შენიღბავ.
სამწუხაროა მაგრამ ადამიანი მხოლოდ სიტყვებამდეა გულწრფელი. თუ შეძელი და მის ფიქრებს ჩაწვდი მხოლოდ მაშინ შეიცნობ მას. თუ მის ფიქრებში შენთვის ადგილი არ არის! დროულად უნდა შეამჩნიო!
გრძნობა რომელიც გიჩნდება ცნობიერში, საკუთარ თავთან ბრძოლის, ეჭვის და შიშის დაძლევის შემდეგ არ შეიძლება ერთ მარტივ სიტყვაში – „მიყვარხარ“ მოაქციო. მითუმეტეს ირწმუნო წამიერად გაელვებული აზრი.
****************
-გავაგრძელოთ! კიდე ერთი დეტალი მაინტერესებს?
-არ ღირს! – ბოლო კითხვა? მე გუშინდელ დღეზეც გკითხე, 2 წელი გავიდა. შენ კიდევ მასზე ფიქრობ! ისევ გიყვარს, მასზე წერ, ოცნებობ!
-არ მიყვარს!
-მასზე ფიქრობ და საწინააღმდეგოს მიმტკიცებ!
-არ მიყვარს! როგორც თქვი ეს ნარჩენებია, მანდ ქექვა მსიამოვნებს.