Saturday, May 31, 2014

...ჩემს ცხოვრებაში არ იყო ისეთი წუთი, შენით რომ არ მესულდგმულა…

...მთელი სამყარო იმდენად არსებობდა ჩემთვის, რამდენადაც შენთან იყო რაიმე მიმართებაში…

...მხოლოდ შენი ცხოვრებით, მხოლოდ შენით შემეძლო ცხოვრება…

ცვაიგი
"ქალი ბრუნდება მაშინ, როცა ხედავს რომ მისი საყვარელი მამაკაცი მის გარეშე ცუდადაა, ხოლო კაცი ბრუნდება მაშინ როცა ხედავს რომ მისი საყვარელი ქალი მის გარეშე ბედნიერია."
თუ სიყვარული გაზაფხულია -- რატომ ვეძებ გამხმარ ტოტებს, როცა ამდენი მწვანე ხეა.
თუ სიყვარული ზაფხულია -- ქურქს რატომ ვეძებ, როცა გარეთ მზე წვიმს და სიცხე ადიდდა.
თუ სიყვარული შემოდგომაა -- რატომ მშია, როცა ყანებს ზედ კბილის წინ უმწიფთ ნაყოფი.
თუ სიყვარული ზამთარია -- მაშინ გაზაფხული რატომ არის, ან ზაფხული რატომ არის, ან შემოდგომა. რატომ დგება წელიწადის ეს დროები, ამ ფანჯარასთან რატომ ველი სხვა სიმღერის შემობრუნებას
თუ სიყვარული გაზაფხულია -- რატომ ვეძებ გამხმარ ტოტებს, როცა ამდენი მწვანე ხეა.
თუ სიყვარული ზაფხულია -- ქურქს რატომ ვეძებ, როცა გარეთ მზე წვიმს და სიცხე ადიდდა.
თუ სიყვარული შემოდგომაა -- რატომ მშია, როცა ყანებს ზედ კბილის წინ უმწიფთ ნაყოფი.
თუ სიყვარული ზამთარია -- მაშინ გაზაფხული რატომ არის, ან ზაფხული რატომ არის, ან შემოდგომა. რატომ დგება წელიწადის ეს დროები, ამ ფანჯარასთან რატომ ველი სხვა სიმღერის შემობრუნებას.

Citipointe Live - You Are My Freedom

Friday, May 30, 2014

ნორმან მეილერის "შიშვლები და მკვდრები"

პასუხი მათ, ვინც ომის მომხრეა
ნორმან მეილერის "შიშვლები და მკვდრები"

ვფიქრობ, ნორმან მეილერი არ უნდა დავძრახოთ იმისათვის, პირდაპირი იერიშით რომ შეეცადა იმის აღებას, რაც მასზე უკეთესად მიჩნეულმა მწერლებმა ბრძოლის სხვა ხერხებით ვერ მოიპოვეს.
მისი რომანი "შიშვლები და მკვდრები" უსასრულო, სულისშემძვრელ კივილად აღიქმება, თანამედროვე ომის მთელ სისასტიკეს და დაუნდობლობას რომ ამხელს. ეს არის მართლაც ამბიციური ნაწარმოები, მაგრამ გაბედული და უკომპრომისო. მე მას თამამად მოვიხსენიებ იმ საუკეთესო წიგნების გვერდით, რაც კი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაწერილა. მიუხედავად ცალკეული მოსაწყენი პასაჟებისა, სადაც ხშირად ერთსა და იმავეს გვიმეორებენ, მიუხედავად დაჟინებული მრავალსიტყვაობისა და ანალიტიკური მომენტების სიჭარბისა, ეს არის ცინცხალი ნიჭით დაჯილდოებული სულ ახალგაზრდა, ოცდახუთი წლის კაცის ძლიერი და შთამბეჭდავი ნაწარმოები, რომლის აქა-იქ მიმოფანტული "ჩავარდნები" მხოლოდ იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ ავტორს მოუხელთებელის შეწვდომა უფრო განუზრახავს, ვიდრე მისი ხელთ გდება და მუჭში გამომწყვდევა.
"შიშვლები და მკვდრები" უსაშველოდ დიდი რომანია, იმედგაცრუების მძლავრი ტალღით ნაპირზე გამორიყული! იგი ოცნების უფლებასაც კი არ გვიტოვებს და ისეთ უმოწყალო კანონადად ჩაგვესმის ყურში, რომლის დროსაც თითოეული ობიექტი თუ სამიზნე სულ ცოტა სამჯერ მაინც იწვნევს დარტყმას. გარდა ამისა, ეს არის მთავარი გმირის, გალაჰერის სექსუალურ განცდათა და ქმედებათა გუდმოდგინე რესტავრაცია. რომანის სტილი, არც მეტი არც ნაკლები, სალდაფონურია, გნებავთ ქუჩური, რაც, ალბათ, ბევრი მკითხველის სმენას შეურაცხყოფს, თუმც გაზვიადებული აქ თითქმის არაფერია: მეილერის მეომრები ხომ ადამიანებია, დათრგუნული, აგონიით განაწამები არსებები. ეს რომანი ომზე მოგვითხრობს და სისხლს გვაყურებინებს, ამიტომაც ის აისივით მეწამულია.
ეს არის გაბედულ იერიშთა მთელი სერია, რომელთა დროსაც ობიექტი რატომღაც აუღებელი რჩება. ისე კი, ცოტა ჭირს იმის გარკვევა, ამ ობიექტში რა იგულისხმება.
მისტერ მეილერს აშკარად არ მოსწონს ომი, არც მასში მონაწილე მებრძოლებითაა აღტაცებული (ამისთვის, ცხადია, ორიგინალობას ვერ დავაბრალებთ). იგი ყველანაირად ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ომის მთელი საშინელება მის მონაწილეთა ბუნებიდან მომდინარეობს, მათი ბუნება კი, თავის მხრივ, ომსა და სამხედრო ატმოსფეროს დაუმახინჯებია. არა მგონია, მთლად ასე იყოს საქმე! მეორე მსოფლიო ომამდელი ახალგაზრდობა ისე იყო დეპრესიით მოდუნებული, რომ საყოველთაო დემოკრატიის ფხიზელ გუშაგად ვერა და ვერ გამოდგებოდა!
რომანის ორი პერსონაჟი ებრაელია, ერთიც - ეთნიკური მექსიკელი; ამერიკელი ხალხის ოცნება მათ ჯერ ბოლომდე ვერ "გაუმშობლიურებიათ". მაგრამ რას ვერჩით, როცა თავად ამერიკელებს ბევრი აქვთ ერთმანეთთან გასარკვევი და საკამათო. აზრთა ასეთი სხვადასხვაობა მშვიდობის დროს, ასე თუ ისე, ასატანია, ომში კი, შეუდარებლად გამწვავებული: სამხედრო ატმოსფერო ხომ არნახული აგრესიით მუხტავს ადამიანებს, სწორედ ეს არის რომანის კვინტესენცია და მთავარ გმირსაც, გალაჰერს, მისი ცხოვრების არცთუ სახარბიელო პერიოდში მოვიხელთებთ წიგნის ფურცლებზე.
მეილერი ამ წარმოსახვით ომს მებრძოლთა ჯგუფის, ერთი გენერლის და კიდევ ერთი მაიორის თვალით გვაყურებინებს. ესენი უკვე ადამიანები აღარ არიან; რაღაც ერთიან, საშინელებით ათრთოლებულ, გაშიშვლებულ ნერვად უფრო აღიქმებიან.
მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს "საბრძოლო ერთეულები" სულიერი არსებანი, ცალკეული ინდივიდები იყვნენ ოდესღაც. რომანში ღრმად არის შესწავლილი მათი ხასიათები და იგი ბრწყინვალე რეტროსპექტული ჩანახატებით წარმოგვიდგება. სწორედ ეს მოქნილი ჩანახატები ადასტურებენ, რომ მეილერი ნიჭიერი და შორსმჭვრეტელი შემოქმედია. აი, ძირითადი სიუჟეტი კი ინერტულობით გამოირჩევა... დუნე, უსიცოცხლო თხრობის მსხვერპლს ემსგავსება. ბრძოლის ყველა დეტალის მხატვრულად "გადათარგმნა" არაფერს მატებს ტექსტს, მხოლოდ ამძიმებს. ამასთან ერთად, პერსონაჟთა წარსული და აწმყო ერთმანეთს მეტისმეტად სუსტად უკავშირდება, და მეტსაც გეტყვით: გენერალი, რომლის ხასიათის გამოძერწვაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ რომანში, ჩვეულებრივი ფაშისტის ინტელექტუალური ვერსიაა, სხვათა შორის, ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებული.
მაგრამ ეს თვალშისაცემი ხარვეზები ბევრს მაინც ვერაფერს აკლებს ნაწარმოებს.
აქ ხომ უამრავ ოსტატურად ნაქსოვ სიუჟეტს გადააწყდებით: თვეზე მეტია, რაც გალაჰერს შეატყობინეს, რომ მისი ცოლი გარდაიცვალა, ის კი კვლავ იღებს ქალის ბარათებს, დაწერილს იქამდე, ვიდრე ის მშობიარობას გადაჰყვებოდა; უილსონის დაღუპვის ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია, რაც კი ოდესმე ომის თემაზე დაწერილ წიგნებში ამომიკითხავს; ვერაფერი დამავიწყებს სერჟანტ კროფტის სადისტურ სახეს, რომელსაც სურს საკუთარი ჯარისკაცები ფრიალო კლდეებზე აძრომიალოს. რატომ, ამაზე ნუ დაფიქრდებით... უნდა და მორჩა! ყოველივე ეს "ომის გულიდან" ამოზრდილი ტრაგედიაა, ტრიუმფი სენტიმენტალობას მოკლებული რეალიზმისა. "შიშვლები და მკვდრები" უბრწყინვალეს წიგნად არ მიმაჩნია, მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო დანიჭიერი ამერიკელი მწერლის დაბადების საბუთად ხომ გამოდგება!
როგორ გამოვიცნოთ ტელეფონზე მოსაუბრე

”ბატონო” - ასე პასუხობენ კეთილგანწყობილი, საქმიანი, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანები.

მათ ძლიერი ნერვული სისტემა აქვთ, ასე რომ დაჟინებული ზარების შემთხვევაშიც კი ისინი მწყობრიდან არ გამოდიან.

”ალო” - ასე უფრო თავის თავში ჩაკეტილი ადამიანები პასუხობენ, მათთან მრავალსიტყვაობა არ შეიძლება, საჭიროა მშვიდი, კონკრეტული, მხოლოდ საქმის არსთან დაკავშირებული საუბარი.

”გისმენთ” - ასე პასუხობენ პედანტური, უფრო სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებული ადამიანები.

უმჯობესია ასეთ ადამიანს ”გისმენთ” მეორედ არ გაამეორებინოთ. მათთან ხაზგასმული პატივსცემით საუბარია საჭირო.

”(სახელი და გვარი) გისმენთ” - თუ ასე გიპასუხეს, მოსაუბრესთან გვარიანი ”რევერანსია” საჭირო, რათა მისი კეთილგანწყობა დაიმსახუროთ და თქვენს მიმართ დადებითად განაწყოთ.

”დიახ” - ეს სიტყვა თავად ლაპარაკობს თავის თავზე, მოსაუბრე წინასწარ გამოხატავს თანხმობას ისე, რომ თავად ვერ აცნობიერებს ამას.

ტელეფონით წარმოთქმული ”დიახ”-აუჩქარებლობას, გაწონასწორებულობას, ნდობას, ხასიათის სირბილეს მოასწავებს. ასე რომ იმოქმედეთ მტკიცედ, მაგრამ მოთმინებით.

”ილაპარაკეთ” - ეს აშკარა უხეშობაა, მართალია ასე ძალიან იშვიათად პასუხობენ, მაგრამ მაინც, თუ მოსაუბრემ ასე გიპასუხათ, აუცილებელია თქვენც იგივე ტონი აირჩიოთ.

მხოლოდ ასეთ შემთხვევაში თუ მიაღწევთ თქვენსას. წინააღმდეგ შემთხვევაში ”განადგურება” არ აგცდებათ.
დააფესეთ "მანდილოსნები რომლებმაც იციან თავისი ფასი, მაგრამ არასდროს გტკენენ ამით გულს, რომელთანც უყვართ თქვენი მოსმენა და თქვენთან ერთად სეირნობა, რომელიც გაგიგებთ მაშინ როდესაც თითქმის არავის ესმის თქვენი, რომელიც მოგცემთ უფლებას დაინახოთ მისი თვალების სიღრმე და დაგრთავთ ნებას რომ მისი ხელი ატაროთ დილიდან საღამომდე.
არ შეიმჩნიო "მანდილოსანი" რომელსაც ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, რომელსაც მხოლოდ რაღაცის გამო ჭირდები, რომ სატრაბახო ქონდეს დაქალებთან, რომელიც შენში იმას აფასებს თუ დღეს რომელ ძვირადღირებულ რესტორანში წაიყვან და რა მანქანით მიაკითხავ, რომელიც ყურადღებას არ აქცევს შენ სულიეერ სამყაროს თუ რა ხდება იქ და მხოლოდ შენი ათლეტური სხეულით ტკბობა სურს.
მოძებნე "მანდილოსანი" რომელიც ისევე გცემს პატივს როგორც შენ მას, რომელიც მხოლოდ შენნგან არ ელის საჩუქრებს და ძალიან იშვითად მაგრამ მაინც გიკეთებს საჩუქარს რომელიც გაგახარებს. რომელიც იმის მაგივრად რომ გთხოვოს რესტორანში წაყვანა დაგპატიჟებს მისივე ხელით გაკეთებულ სადილზე, რომელიც იტრაბახებს იმას, რომ მას გვერდით საუკეთესო მამაკაცი ყავს და გაუხადე მას საქმე ისე რომ ამის თქმის სურვილი გაუჩნდეს ...
შენ ის ქალი ხარ, მე ვისაც ვნატრობ, ვისაც სიცოცხლეს ბრმადაც კი ვანდობ, დიდრონ მზესავით ალერსით მათბობ, და ამ გრძნობებით უგონოდ მათრობ. შენ ის ქალი ხარ, ჩემი რჩეული, გულზე მარგალიტ გადაბნეული, ზოგჯერ ეული, გულჩახვეული, სიყვარულისთვის გადარეული. შენ ის ქალი ხარ, ველად გაშლილი, მოუწყვეტელი მინდვრის ყვავილი, და გადაღლილი, გრძნობად დაღვრილი, უტკბეს ჰანგებად გულში ჩაღვრილი. რა ლამაზი ხარ, გშვენის ვარდები, მწვანე თვალები, ზურმუხტ-ლალები, შენ ის ქალი ხარ... შენ ის ქალი ხარ.. მე სიკვდილამდე რომ მეყვარები!
გამომიშვით, აღარ მინდა სიკვდილი
დრომ შეჭამა ჩემი ჩუმი ტკივილი,
გამომიშვით, ნუთუ ღმერთი არა გწამთ,
არ მოგბეზრდათ ჩემი ურცხვი კივილი?
აღარ მინდა ბუნებასთან ჩივილი
და სიმწრისგან უნებლიეთ ვიღიმი,
გამომიშვით, დამეხვია მატლები,
ძლივსღა ვუძლებ, მე უშენოდ გავქრები!
გამომიშვით, მიწა ძალზე მამძიმებს
ბალახი მჭამს, აბიბინდა ჩემს გულზე
ახლა მივხვდი, როგორ მომნატრებიხარ,
გაქცევა მსურს, მიწისქვეშეთს ვერ ვიტან
გამომიშვით, ბედნიერება მინდა,
ცა მასველებს, ქვაში გაჭედილი ვარ,
ხან მაჭვიმს და ხანაც მათოვს და მცივა,
უშენობა როგორ გამჭირვებია!
საფლავიდან გამოქცევა მინდება,
არ დამტოვოთ, გამომიშვით აქ ცივა,
სიბნელეა, სიყვარულიც არ მინდა,
აgარ ვკვდები, მე ხომ უკვე გვამი ვარ
და ამ ტკივილს სულიც ვეღარ აიტანს!
დამნაშავეა .....დამნაშავეა.... დამნაშავეა...
ათასჯერ გაისმა ხმა სოფელსა შინა დიდი მონდომებით,
ერთი მეორეს, მეორე მესამეს..... და თანაც ამდენს,
კარიდან კარზე უყვებოდნენ გაგონილ ამბებს.
მთელი სოფელი გარს შემოხვეოდა შვილსა ცოდვილსა,
ყველა გაჰყვიროდა.... სიტყვებს ტყვიასავით უგულოდ ისროდნენ,
მაყურებლები ამ სანახაობით თავსაც კი ირთობდნენ.
იმ დღეს არ ინდობდნენ... იმ დღეს არ ინდობდნენ....
ხელებშეკრული "გაიძვერა" კი მიწაზე ეგდო.....
ხალხი მას ლანძღავდა სიტყვებით, ენით, ცხარე გონებით.....
მეტის ღირსიაო ეს ნაძირალა...... ამბობდნენ ქალები,
და მისკენ იწეოდნენ რომ დაეთხარათ მისთვის თვალები.
ამისი დედა ნეტა როგორ ცოცხლობს..... არ სცხვენიაო?
ასეთი შვილის გაზრდა...... რა სათქმელიაო!
გაიგე თურმე რა უქნია ამ სასიკვდილესო...?
აი ამისთანების სიცოცხლეა რომ მასიკვდილებსო....
ისმოდა განაჩენი.....ნაადრევად გამოტანილი,
ისმოდა ემოცია..... ხმას აყოლილი, ამოტანილი,
ისმოდა ხმაური, ისმოდა ჩურჩული.... გადალაპარაკება...
მიწაზე დაგდებულ "გაიძვერას" კი არვინ არ აცდიდა დალაპარაკებას.
გმირი კაცები მის ირგვლივ მწკრივად ჩამდგარიყვნენ,
ისინი სიმართლის სადარაჯოზე ფხიზლად დამდგარიყვნენ!
ყველას საკუთარი თავსთვის მიეცა თურმე უფლება....
რომ კბილებით დაეცვათ ენით მოტანილი მართლმსაჯულება!
და აი მოდის კაცთა დიადი..... დიდი სასამართლო,
მათი სამსახური არის რომ იჯდნენ და სხვები ასამართლონ.
ხალხი გაიკრიფა, დარბაზი მოამზადეს, სცენა დაუდგეს,
და დამნაშავე მართლმსაჯულებას ტალახში ამოსვრილი ფეხქვეშ დაუგდეს.
და აი ბრალდებულიც ..... განაჩენის მოლოდინში გადადებული,
კანონით შემოსილი ადამიანების გადაწყვეტილებას ელოდებოდა,
თავჩაქინდრული, უიარაღოდ ..... სამსჯავრო სკამზე,
დარბაზში მყოფთაგან ალბათ არავის არ ეცოდებოდა.
თქვენო აღმატებულებავ ეს გაიძვერა სიკვდილს ღირსიაო,
და წამოდგა ბრალმდებელი შენიღბული თვითკმაყოფილებით,
თავდაჯერებული აგრესიით ბრალდებულს ახლოს ჩაუარა და....
განაცხადა რომ შემოვიფარგლებიო ამ ეტაპზე ამ განყოფილებით.
დასაჯდომად წასულ ბრალმდებელს კი მოესმა ხალხის ძახილი,
ყურებში ესმოდა მას ბრალდებების გადაძახილი,
გზაში მყოფმა კი გადაიფიქრა... სკამზე არ დაჯდა,
იგი მიხვდა რომ დრო მისი იყო, იგი ხალხს მართავდა.....
და იგი შემობრუნდა ხალხის ძახილით გაგულისებული
თვალი გადაავლო და დაინახა მოძახილები ... გაკულისებული,
მაგრამ მან იცოდა მთავარი დაიჭირა... მავანთა ძახილი,
ცხენი შებმულია, გზა მოყინულია ..... მიუშვით მარხილი.
და იგი ყვებოდა თუ როგორ ნახა მან გაგონილი,
და იგი ყვებოდა თუ როგორ სტკიოდა მას გაგონილი,
და იგი ყვებოდა მის დანაშაულს და მას ყვებოდნენ..
და ამას ყვებოდნენ ყველანი ვისაც ჰქონდა გაგონილი და არ გაგონილი.
ბრალდებებს მოვრჩიო განაცხადა ბრალმდებელმა და უტიფრად შეხედა პროცესის მოსამართლეს,
დააჩქარეო..... აქ გადაწყვეტილება მხოლოდ ერთიაო,
დამნაშავე სიკვდილის გზას უნდა გავუყენოთო..... თვალებით ანიშნა,
ხალხიც დაკმაყოფილდება....ამისი მოწყალე ხომ თავად ღმერთიაო...
გველის სისინივით ისმოდა დარბაზში ბრალმდებელის ბრალდება,
ამ დროს კი დედამიწაზე არც არავინ იყო ბრალდებულს რომ დასდგომოდა თავდებათ,
მას კი სიცოცხლეზე ფიქრის დროც კი აღარ ჰქონდა ამჯერად,
იცოდა რომ სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა....
მისი ქვიშის საათი სადაც არის დამთავრდება.
ყველაფერი ლაგდება, ყველაფერი ვით თქმულა......ბრალდებული კი თავჩაქინდრულა,
ფიქრობდა რატომ მოვიდა ასე, რატომ ეკიდა მისი სიცოცხლე სხვაზე,
ფიქრობდა ერთზე, და ფიქრობდა ასე....
გაგიკვირდებათ და სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ის არ ფიქრობდა საკუთარ თავზე.
და აი, მოსამართლემ დაარტყა ჩაქუჩი...
რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებამდე ერთ სანტიმეტრს მეტყველებდა,
მისმა აღმატებულებამ თითქოს დაამთქნარა კიდეც,
და მედიდურად მიიღო მკაცრი გამომეტყველება,
შემდეგ კი დარბაზს ძლევამოსილად გადახედა და განაცხადა:
... ბრალდებულს ეძლევა საბოლოო სიტყვის თქმის უფლებაო!
წამოდგა ბრალდებული, ცას ახედა......ღმერთს თავისი სიმართლე თვალებით გაანდო,
იგივე თვალები დარბაზს სინანულით მოავლო,
შემდეგ კი მოსამართლეს და ბრალმდებლებს გადახედა:
მე სასიკვდილო განაჩენის მოლოდინში გადადებული ......
ვდგევარ სამსხვერპლოზე შესაწირი საქონელივით გამზადებული,
ყური მოგიკრიათ.... დამნაშავეაო და მოღალატესთან გყევართ გათანაბრებული,
ყველას კი თვალებში გეტყობათ რომ მიმბაძველობით, სიმდაბლით და თავის წარმოჩენით ხართ გათამამებულნი.
ცინიკოსებო!!! თავის შესაქცევად ... ბოლო სიტყვის თქმის უფლებაც რომ მომეცით,
ის კი გავიწყდებათ .... მიწაზე წაქცეულს წიხლებით რომ მცემდით.
რა გითხრათ? რომ სულს ვერ წამართმევთ და ხორცი თქვენი იყოს?.... წმინდანი არ ვარ.....
რაღა დაგიმალოთ და ერთი სიტყვის თქმის უფლებაღა ვარ!
საკუთარ ცოდვებში ჩამალულხართ , გსურთ ჩემი დასჯა,
საყოველთაოდ ბინძურ სახეზე კი ნიღბებ აფარებულებს გადაგიწყვეტიათ აქ ჩემი განსჯა.
ვხედავ რომ სინათლის მტკიცებას სიბნელეში არა აქვს აზრი,
ვერ დამანახა მე ეს მიზეზი მჯდომმა ......აქ თუნდაც ერთმა,
ჩემდა სამწუხაროდ ჩემი სიმართლის ამბავი მხოლოდ და მხოლოდ,
ვიცით მიწაზე მე და.... ზეცაში ღმერთმა.
და სანამ დამსჯით მე არ ვაპირებ აგიკლოთ ლანძღვით,
არც იმას ვცდილობ რომ ვიქცე ცრემლებად ან მონანიებად,
მაგრამ იცოდეთ რომ სინდისში შავ ლაქად დაგრჩებით....
და თუ გადაწყვეტთ........ მონანიებას,
არ დაგზარდებით და თქვენ საფლავზე მოვალ იებად.
მაგრამ ჰოი საოცრებავ რომ საოცრებები არ ხდება კიდევ,
როს გამისტუმრებთ საიქიოში მხდალი სივაჟკაცით,
აღფრთოვანებას თქვენ ვერ დამალავთ განაჩენის დროს,
და დარბაზს დატოვებთ უკიდეგანოდ მცდარი სიკაშკაშით.
რა სამწუხაროა სიცოცხლე ჩემი...... თუნდ იყოს ბრალეული,
მცადრ გზაზე მდგარი ბრბოსაგან წვეთ-წვეთად რომ უნდა იყოს დალეული,
რა სამწუხაროა კაცობრიობას.....
სიკეთით სიბოროტე ჯერ რომ არ ჰყოლია ბოლომდე დაძლეული !
ტაშისმკვრელებო!!!....თქვენთანაც დამრჩენია სიტყვა სათქმელი,
თქვენ ხართ იმ ბინძური ძალის მარაგი ამპარტავნობის,
და უცაბედად თქვენც თუ მოგადგათ იგივე ძალა ამპარტავნობის,
თქვენ უცილობლივ ხმას ამოიღებთ... უსამართლობააო, ესე გამოდის.
ხვალინდელი თქვენ კი გახლავართ მე დღეს, ..... მდგომი თქვენს წინაშე,
ნუ გამომიგლოვებთ.... მე მხოლოდ მსხვერპლი ვარ და ეს მაკმარეთ,
მე ბრალდებებმა და ბრალმდებლებმა დამასამარეს ......
შემდეგი კი თქვენ ხართ .....რადგან სიჩუმის ტაშისკვრით ითხრით სამარეს!
რაღა დამრჩენია გარდა ერთისა რომ მოვკვდე ამაყად,
შევეწირები სიმართლეს ჩემსას ..... ქედმოუხრელად,
თქვენთან ცხოვრება ყოფილა ფუჭი...... არარაობა,
დაე დამთავრდეს, დაე დამთავრდეს...... სანახაობა.
ბედის ირონიით დღეს თქვენი სიტყვა კანონის მცვლელია,
ბედის ირონიით დღეს თქვენი სიტყვა დენთის შემცველია.
ჩემთვის განაჩენი გამოტანილია, აქ ჩემთვისი ტყვია გასროლილია,
აქ ჩემი სიცოცხლის მოკლე ბილიკზე..... მანძილი უკვე გაზომილია.
ცილისწამება კი ალბათ ამქვეყნად,
ყველაზე მწარე და სასტიკად მწველია,
სიტყვა ხომ ხანდახან ტყვიაზე უფრო,
დაუნდობელი და უგულო მკვლელია......
ეს თეატრი კი ფუჭია ფუჭი,
თქვენ ხომ სიმართლის არ გიძგერთ გულები,
სასაცილოა, ჩვენ ერთ როლს ვთამაშობთ...
ბრალმდებლებიც და ბრალდებულებიც !
(c) ზურა სალუქვაძე
,,მიწა მიატოვე, ცამ თუ მიგიზიდა."
ნიკა ჩერქეზიშვილი
–––
როცა შენი სულის მდგომარეობა
პიკს მიაღწევს,
უნდა ადგე და მოკვდე.
სამწუხაროა,
რომ ამ მინდორზე,
რომელსაც
თვითმკვლელობა ჰქვია
გასაკაფი გზები
აღარ დაგვრჩა.
ჩვენ ვერ გადავხტებით
ფანჯრებიდან.
ვერც რევოლვერს
დავიჭერთ ხელში და
ნიკაპზე მივიბჯენთ.
ჩვენივე ჰალსტუხებიდანაც
კი ვერ გავაკეთებთ
მარყუჟებს და
დავიწყებას ვერ მივეცემით.
რადგან...
ყველამ დაგვასწრო.
ხურჯინში ჩაალაგეს
ღმერთისთვის წასაკითხი
ლექსები და წავიდნენ.
ბანალურია,
ჩემო ძვირფასო
გალაკტიონ,
ასე ცხოვრება.
ასე სიკვდილიც
ბანალურია,
გეტყოდი ალბათ,
გეკითხა მაინც.
ფანჯრებს იქით
მაინც არაფერი
არსებობს და რაც
მოჩანს იმაზე მეტს
არ უნდა ელოდო კაცი.
მუზებს თუ გასდევ,
შეცდები და დაიღუპები,
რადგან მიდიან ისე,
რომ ნაკვალევი
აღარ დატოვონ.
და ვერ მოძებნი,
ვერც ერთი ცის
ვერც ერთ ღრუბელში.
ქვეყანაში,
სადაც სიკვდილს
კი არა,
სიცოცხლესაც აღარ
გვაცდიან,
რაღა უნდა ვილაპარაკოთ?
საკუთარი თავისგან
ფანჯრებში გაქცევა
არ ნიშნავს სიკვდილს,
გალაკტიონ!
გამოგიგონე.
შენი სახელი დავარქვი
სიცარიელეს,
მარცხნივ.

ვფიქრობ შემოდგომაზე და
მახსენდება ფორთოხლები.

სხვებმა არ იციან ვის ველაპარაკები,
როცა ჩუმად ვარ.

შენ უნდა გრძნობდე,
შენ უნდა გესმოდეს ჩემი!

არასდროს მიყურებ,
როცა ერთად ვართ,
ამ დროს ვხუჭავ თვალებს,
ჩემს ფიქრებში მოდიხარ შენ
და მხრებზე მაწყობ ხელებს.
ჩვეულებრივ,
ოდნავ მარცხნივ წევ თავს
და იცინი, ისე
როგორც მე მიყვარს.

მხოლოდ ასე მოვახერხე შენი დატოვება.
მე სხვაგვარად არ შემეძლო -
ჩემი სიმშვიდე შენს თვალებშია.

შენი წასვლაც დარჩენაა,
ოღონდ მტკივნეული...

ვფიქრობ შემოდგომაზე და
მახსენდება ფორთოხლები.

მარიამ ბეროძე
და არ ვუწერ არავის და არაფერს... მხოლოდ ინტერესის გამო.

...

მე, უბრალოდ, არ ვიცი სხვა რამის კეთება
და როცა წასვლა მომინდება, ავდგები და წავალ.

მე აქ ჩემი ფურცლებით მოვედი
და ჩემი ცხოვრება ამ ფურცლებზეა.

ნიკა ჩერქეზიშვილი
ყველა თანაგრძნობა არის სისულელე,
როცა ტკივილისგან ცაა ნაცრისფერი

ნიკა ჩერქეზიშვილი
დაბარდნილია ცა ვარსკვლავებით,
მთვარე წააგავს უდაოდ ნამგალს.
ჩამებღაუჭა დარდი მკლავებით,
ასე მგონია, უდანოდ დამკლავს.
როდესაც ბოცა უკვე იცლება,
როდესაც მტოვებს ბოლო სტუმარი,
სარკესთან მიწევს იმის მტკიცება,
რომ სიყვარულის შემწევს უნარი.
სარკიდან მწვავენ ცივი თვალები,
მიჭირს ფოკუსში მათი დაჭერა.
ჩვენ ორივენი ვდგავართ მთვრალები
და ერთმანეთის არც ერთს არ გვჯერა.
გამოხედვა გვაქვს ორივეს მკვახე,
სისხლი ივლისის მზესავით ცხელი.
ერღმანეთს ვურტყამთ- ემსხვრევა სახე.
მე კი, უბრალოდ მეჭრება ხელი
,შემოქმედებითი მემკვიდრეობა ერთადერთია,რასაც ხელოვანი ადამიანი სათუთად უფრთხილდება. მომავალ თაობათა მეხსიერება გამოააშკარავებს
არტისტის ღვაწლს და ის დარჩება უკვდავი
ცოცხლებში,დარჩება მისი სახე და მისი ცოცხალი ხმა.''
ჩემი კუნძული
მსგავსი გაბერილი აფრის
_აზრი ჩემი,მუდამ გარბის
იქ,სადაც ჟღერს ჰანგი არფის,
არ ელიან უცხოს არვის.
მხოლოდ მე თუ მიმესვლება.
მუზა ჩემი თავს მევლება.
კივის სული_დარდს ელევა.
ატლანტის ძალა მეძლევა.
ეს კუნძული შევთხზე ჩემით,
გიჟებს_პოეტებს,რომ შვენით.
მივქრი მისკენ ნატვრის გემით,
აუღწერელია ენით.
საოცარი სამყაროა,
ჯადოსნური აქ წყაროა.
ჩემმა ნატვრამ აწარმოა
ისეთი ცა,აქ ცა როა.
აქ ნექტარით ვიკლავ წყურვილს,
ფერიებთან ვიხდენ სურვილს.
არ ავყევი წუხელ წუხილს
_სხვა ეშხი აქვს ზეცის ქუხილს.
სხვა დუღილი სისხლის დუღილს...
აქ ვერ ნახავ ნასახს შუღლის,
აქ პეპელას დათვი უვლის.
აქ ნაცნობ კენტავრსაც ულხინს.
მაგრამ გუშინ უცებ მოვკვდი
_გაუგებრობაში მოვხვდი.
მე შენდობას უფალს ვთხოვდი.
(შენც გახსენე,შენც მახსოვდი).

P.S. ვერვის განდობთ კუნძულს ჩემსას
ოქროსფერი ფარის მწყემსვას.
კუნძული აქვს ყველა თქვენგანს.
თუ გწამთ_ჰპოვებთ ნატვრის გემბანს.
თუ სიცოცხლის სურვილი შემრჩა, შენი ბრალია.
და ამიტომაც,
გულში ლოცვასავით გამუდმებით აღარ გიმეორებ,
რომ მალე დამავიწყდეს, თუ როგორ მიყვარხარ.
ყოველდღე ვიპარები შინიდან,
ჩანთაში ვიყრი საკუთარ ნაწერებს,
უბრალო ფანქარს და წიგნს
სახელად "მატილდა".
ფეხაკრეფით ვუახლოვდები გასასვლელს,
ჩუმად ვაღებ კარს და მივრბი...
უმისამართოდ...
ბოლოს ცახცახით ვებჯინები საკუთარ მუხლებს,
გაოცებული დავყურებ ხელებს და
ვხვდები, რომ სხეული კართან დამრჩა,
სახელურზე ჩამოკიდებული.
ქრება ჟინი და მანამ ვუბრუნდები საკუთარ თავს,
სახლს,
სანამ დედა მომხსნის ზურგზე მოკიდებულ ჩანთას,
ნამცხვრისსუნიანი ხელებით შემომთავაზებს ჩაის და
ჩემთვის გადანახულ ქიშმიშს ჩამიყრის მუჭში.

ჩვენ ყველას გვჭირდება ერთი გაქცევა...
ჩაჰკიდეთ ხელი საკუთარ სხეულს და
ნელ-ნელა გაუყევით არსაითკენ
მიმავალ გზას!
ბილიკზე მხოლოდ წინ მიმავალი ნაკვალევია -
მე უკუსვლით დავბრუნდი

Monday, May 26, 2014

სიყვარული არ არის,
მოდიოდეს,
შუბლზე ნაზად გკოცნიდეს
და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდეთ ერთად.

სიყვარულია,
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში,
მუხლებზე მდგარი,
ჭუჭყიან იატაკს ხეხავდე,
რომ შენი შეშლილი ქმრის ნახვის საშუალება გქონდეს.

სიყვარული არ არის,
ნაჩუქარ სამასლარიან ბეჭედში
ალერსს ასლარიანებივით აბრუნებდე
და სამ დღეში მიცვალებულივით გაცივდე.

სიყვარულია,
უკურნებელი სენით დაავადებულის სარეცელთან იდგე,
გაქვავებული,
ფეხმოუცვლელად
და სიმწრისგან ტუჩებს იჭამდე.

სიყვარული არ არის,
დაიძინო,
გაიღვიძო
და აღარ გიყვარდეს.

სიყვარულია,
22 წლის დაქვრივდე
და 92 წლისასაც მხოლოდ მისი სახელი გერქვას.

მწარეა,
მაგრამ ეს არის სიყვარული.
სასტიკია,
მაგრამ აქ ცხოვრობს ღმერთი...
ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან
დაგხვდება გამომწვევ კაბით და მკლავებით,
შენ უნდა გახსოვდეს რომ უცხო არის
და გადაკეტე ზურგ სუკან ოთახის კარები.
არ უთხრა ყავაზე გადაჭრით უარი
,ალკოჰოლს თუ დალევთ, მან მეტი დალიოს,
როდესაც დათვრება გულდასმით უარეთ
რომ შენმა ფიქრმა და ზრუნვამ გადარიოს.
ლექსი წაუკითხე ალერსზე ხმადაბლა
ეცეკვე მგზნებარედ, თამამად, უხეშად
ასწავლე ტუჩებით ტუჩებზე გადაბმა
და კოცნა აქციე სევდიან ნუგეშად.
უთხარი, რომ მისი სუნისგან ირევი
რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია
დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები
პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზია.
აჩვენე ნიღაბი, რომელსაც მოიხსნი
მიხვდეს რომ მარტო ხარ და მისით აივსე,
მსუბუქი მისი თმა სახეზე მოისვი,
ბევრი ესაუბრე ვნებაზე, მაისზე.
გაჩუმდი როდესაც დაიწყებ ფერებას.
რამე რომ ზედმეტი წამოგცდეს,
ინანებ ჯობია აჩვენო ვნების გახელება
და მერე დაღლილმა თვალები მინაბე.
ახლა მან დაიწყოს ზრუნვა და გიაროს,
ოთახში მთავრის შუქს შიშველი დაუდგეს
ღამემ გათენება რომ დაიგვიანოს
მზის სხივად ლოგინზე შენ უნდა გაუთბე.
როდესაც გადაღლილს ძილი მოერევა
და შენზე დაღვრილი ბურანში ჩარჩება,
იქაც არ მოაკლო მგზნებარე ფერება
ვერ შეძლოს სიცხადის სიზმრისგან გარჩევა.
ადექი ჩუმად და გამოდი სახლიდან,
თავთან დაუტოვე ყვავილის ფურცელი,
ვიდრე ამ შეგრძნებას სიყვარულს გახდი
და გამოებერება სიმწიფით მუცელი.
იარე ცარიელ ქუჩაში თავდახრით,
ცუდად მოიქეცი ასე რომ დატოვე,
თავს ირჩენ გრძნობებზე უხეში თავდასხმით
და ისევ ერთად ხართ შენ და სიმარტოვე.
დრო მოვა, როდესაც გონება შეშლილი
მიხვდები არავინ გიყვარდა მასავით,
მას კი გრძნობა ექნება შენდამი შეცვლილი
და გულში ჩაგიკრავს საყვარელ ძმასავით.
შეცდი რომ ასე ბრმად აყევი ჩემ რჩევას...
ქალი რომ თავისთან პაემანს დაგითქვავს,
ისწავლე ბედნიერ წუთების შემჩნევა...
ჩათვალეთ მე თქვენთვის ეს სიტყვა არ მითქვამს..

Monday, May 19, 2014

- სად გაქრა ღიმილი შენი?
- ღმერთებს დაუბრუნდა ცაში. ცხოვრებას რომ ღიმილი აჩუქო, საჭიროა, მქონდეს ჯერ ერთი, გაწონასწორებული ხასიათი, მეორე – ფული, მესამე – უფრო ძლიერი ნერვები, ვიდრე მე მაქვს.

Sunday, May 18, 2014

როდესაც ხშირად პატიობ - სარგებლობენ, როდესაც დიდხანს გიყვარს - ვეღარ ამჩნევენ, როდესაც მზად ხარ ყველაფრისთვის - აღარ აფასებენ და მხოლოდ მაშინ ხდები ძვირფასი, როდესაც მიდიხარ და აღარასდროს დაბრუნდები
გუშინ არაფრის თქმა არ შეიძლებოდა და თქმას აზრი ჰქონდა....
დღეს კი ყველაფრის თქმა შეიძლება მაგრამ სათქმელმა დაკარგა აზრი..

"მისნის ღამე"
ხვდები, რომ წინ განუმეორებელი, მხოლოდ შენთვის განკუთვნილი მომავალი მოიგელის. ბოლოს და ბოლოს გესმის, რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი იმ პიროვნებაზე, რომლადაც საკუთარ თავს ძერწავ.(პოლ ოსტერი)

Saturday, May 17, 2014

"გულზე თუ ერთხელ დაგაბიჯეს ნაფეხურს ვერასდროს ვერ გადაშლი...
სულში თუ ერთხელ ჩაგაფურთხეს ნაკვალევს ვერასოდეს ვეღარ წაშლი...
წამში თუ სიცოცხლე გაგიმწარეს წლობის სიყვარულს უცებ წაშლის...
ზღვაში თუ ტალღებად აგაგორეს, ფრთებს თუ მოგტეხავენ ვეღარ გაშლი...
ისეთ ადამიანს ნუ ენდობი, დღეს რომ გაღმერთებს და ხვალ რომ წაგშლის.."
დიდი გამბედაობა სჭირდება იმას, რომ მტრებს წინ აღუდგე, მაგრამ ბევრად მეტი სიმამაცეა საჭირო მეგობრების გვერდში დასადგომად.
"დააკვირდით თქვენს ფიქრებს, ისინი თქვენი სიტყვები ხდებიან. დააკვირდით თქვენს სიტყვებს ისინი ქმედებად იქცევიან. დააკვირდით თქვენს მოქმედებებს ისინი ჩვევებად ყალიბდებიან. დააკვირდით თქვენს ჩვევებს ისინი თვისებებად იქცევიან. დააკვირდით თქვენს თვისებებს, ისინი თქვენს ბედს განსაზღვრავენ."
- ლაო ძი

Thursday, May 15, 2014

ემოცია - სევდა

ემოცია არის ცვლილებათა რთული პატერნი, რომელიც მოიცავს ფიზიოლოგიურ აღგზნებას, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებსა და ქცევას; წარმოადგენს პასუხს სიტუაციაზე, რომელიც პიროვნულად მნიშვნელოვნად არის აღქმული. არსებობს ბევრი, ემოცია. თუმცა ეკანმა გამოყო ექვსი ბაზისური ემოცია, მათ შორის არის  სევდა.
   სევდა არის ძალიან სპეციფიკური ემოცია, რომელიც ნეგატიურ განცდებთან ასოცირდება, თუმცა  ემოციათაგან არც ერთი შეიძლება ჩაითვალოს ნეგატიურად ან პოზიტიურად, კარგად ან ცუდად, სასარგებლოდ ან საზიანოდ. არც სევდის ემოცია არის გამონაკლისი.გარკვეულ პირობებში და გარკვეულ გარემოებებში ის გვევლინება, როგორც ერთ-ერთი ადეკვატური რეაქცია.ასე, მაგალითად როცა ვკარგავთ ოჯახის წევრს, დანარჩენები იკრიბებიან, რომ დაიტირონ ის. მიუხედევად იმისია, რომ მათი დაახლოება გამოწვეულია სიკვდილით. თითოეული მათგანი მწვავედ განიცდის ღრმა კავშირებს, რომელიც აერთიანებს მას ნათესავებთან. ეს კუთვნილების გრძნობა ადამიანის ფსიქოლოგიური ცხოვრებაში თამაშობს მნიშვნელოვან როლს.
     სევდა, რომელიც ანელებს ადამიანის ცხოვრების ტემპს, უკან მოხედვის საშუალებას იძლევა-ახლებურად სამყაროს დანახვის. ამ ახალმა პერსპექტივამ შეიძლება გააღრმავოს სევდა, მაგრამ მას შეუძლია განაახლოს შეხედულებები ფასეულობებზე, საშუალებას გვაძლევს დავფიქრდეთ იმაზე, რაზეც ადრე არ ვფიქრობდით. სევდის დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენი შესაძლებლობები გვაქვს ხელიდან გაშვებული.
      სევდის ემოცია, ისევე როგორც ყველა ბაზისური ემოცია, არის უნივერსალური, აქედან გამომდინარე, მას აქვს უნივერსალური აქტივატორები. განშორება, ან განცალკევება, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, წარმოადგენს სევდის ძირითად აქტივატორს. იძულებითი განშორება ოჯახთან, ახლო მეგობართან იწვევს სევდას, ასევე, ადამიანმა სევდა შეიძლება განიცადოს ადამიანებთან ყოფნის დროს. ფსიქოლოგიურმა იზოლაციამ შეიძლება მიიღოს სხვადასახვა ფორმები. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობის შეუძლებლობა, თავისი გრძნობების გულწრფელად გამოუხატველობა, შეუძლებლობა გარშემომყოფებისგან მოიპოვის სიმპათია. განშორების მსგავსად, იმედგაცრუებასაც მიჰყავს ადამიანი ფსიქოლოგიური იზოლაციისკენ, მარტოობისკენ, დანაკარგისკენ. თუმცა, ყველაზე ღრმა სევდას ჩვენში იწვევს გარდაცვალება- ახლო მეგობრის, ან ოჯახის წევრის არის შეუვსებელი დანაკლისი. ჩვენ ვკარგავთ ადამიანს, რომელთანაც დაკავშირებული ვიყავით ხანგრძლივი და მყარი კავშირებით, რომელსაც ჩვენი ცხოვრების დიდი დრო მივუძღვენით და ვისთანაც ვიზიარებდით ჩვენს სიხარულს და უბედურებას. ასეთი მეგობრული და სასიყვარულო დანაკლისი იწვევს ჩვენში უბედურებას.
დასახული მიზნის მიღწევის წარუმატებლობამ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს სევდა. ამასთან ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის მისწრაფებები სხვადასახვანაირია. ასე მაგალითად, ზოგი სტუდენტი შეიძლება ბედნიერი იყოს როდესაც გამოცდაზე მიიღებს ,,დამაკმაყოფილებელ“ შეფასებას, ზოგისთვის კი ეს ნიშნავს ჩავარდნას, რაც იწვევს სევდას ამ ადამიანში.
    სევდისადმი მიდრეკილება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: სოციალურზე და ბიოლოგიურზე. არსებობს მონაცემები, რომ დეპრესია, რომელშიც საკვანძო როლს თამაშობს სევდის ემოცია, შეიძლება ჰქონდეს მემკვიდრეობითი ბუნება. თუმცაღა, სევდისადმი მიდრეკილება დეტერმინირებულია არა მარტო ბიოლოგიური თვისებებით, არამედ ინდივიდის ცხოვრებისეული გამცდილებით. ადამიანები, რომლებმაც ბავშვობაში განიცადეს წარუმატებლობა, გამოირჩევიან მოწყვლადობით, სევდისადმი მიდრეკილებით.
   ადამიანის ასაკიდან, სევდის განცდის ინტენსივობიდან გამომდინარე, მის მიმიკურ გამოხატვას შეიძლება თან ახლდეს ვოკალური კომპონენტი-ტირილი ან ღრიალი. მიმიკასთან დაკავშრებით ჩაატარეს ექსპერიმენტი. ექსპერიმენტში  9 თვის 36 ბავშვმა და მათმა დედებმა. ექსპერიმენტის პროცედურა შემდეგში მდგომარეობდა: ექსპერიმენტატორის თხოვნით, დედა ბავშვის თანდასწრებით მიმიკით გამოხატავდა სიხარულის და სევდის ემოციას. ამასთან ექსპერიმენტატორმა  დააფიქსირა ის დრო, როდესაც ბავშვი უყურებდა თავის დედას. ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბავშვი გამოხატავს სიხარულს და დიდხანს უყურებს დედას მაშინ, როდესაც დედა გამოხატავს სიხარულის ემოციას და პირიქით, ის მეტად გამოხატავს სევდას და მრისხანებას და ნაკლებად უყურებს დედას, როდეასც ის არის სევდიანი.
    მიმიკა ამჟღავნებს თავის თავს რამდენიმე წამის განმავლობაში, მაგრამ მისი განცდა გრძლედება ძალიან დიდხანს. ადამიანი, როდესაც არის სევდიანი სახე გაფითრებულია, ლაპარაკობს ცოტას, მეტყველების ტემპი შენელებულია. ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს ჩაახშოს სევდის ემოცია. ძლიერი  სევდის დროსაც ცდილობენ შეინარჩუნონ სახის სიმშვიდე, მაგრამ როგორი სუსტიც არ უნდა იყოს სევდის გამოვლინება, ის ყურადღებიან დამკვირვებელს ვერ გამოეპარება.სევდიანმა ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ გული დამძიმებული აქვს, მაგრამ ეს სიმძიმის შეგრძნება ყველგანაა- გულშიც, სახეზეც და კიდურებშიც. სევდის დროს ჩვენს გარშემო არის სიცარიელე, სიბნელე, სამყარო უფერული და ცივი გვეჩვენება. გარდა ფიზიკური ტკივილისა სევდის დროს ადამიანი განიცდის ფსიქოლოგიურ ტკივილსაც, რომელსაც ხშირად ადამიანი უფრო ღრმაც განიცდის, ვიდრე ფიზიკურს.
სევდა სხვა ნეგატიურ ემოციებთან შედარებით ხასიათდება დაბალი დაძაბულობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ადვილად იტანს სევდას, ვიდრე ვთქვათ შიშს. სიამოვნების პარამეტრი სევდის ემოციაში აღინიშნება დაბალი მაჩვენებლით, ისევე როგორც შიშში, ბრაზში, ან დანაშაულის გრძნობის დროს.
 
სევდის ფუნქციები
    სევდა ასრულებს კომუნიკაციის ფუნქციას, ატყობინებს თვით ადამიანს და მის გარშემო მყოფებს დისჰარმონიის შესახებ.. სევდის დროს ადამიანი გვატყობინებს, რომ ის არის ცუდად და ჭირდება დახმარება. გამომეტველება, რომელიც ადამიანს აქვს სევდის ემოციის დროს, იწვევს თანაგრძნობას გარშემომყოფებისას.
    სევდა, როგორც სხვა ნებისმიერი ემოცია ასრულებს მოტივაციის ფუნქციას. მას შეუძლია გამოიწვიოს სურვილი წაშალოს ან აღადგინოს ადამიანებთან ურთიერთობა. ნეგატიური მოტივაცია გარკვეულწილად საჭიროა არის ადამიანისთვის.მისი მეშვეობით ჩვენ ვრეაგირებთ როგორც ჩვენს პრობლემებზე, ისე მეგობრისაზე.
    სევდის ემოციის ჩახშობა საზიანო არის ადამიანისთვის, რადგან მას დიდი მნიშვნელობა აქვს პირადი ზრდის უზრუბველყოფისთვის. სევდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ემპათიის გრძნობის ფორმირებაში. ბავშვის ტირილი დედაში თანაგრძნობის გრძნობას იწვევს, აიძულებს მას ყურადღება მიაქციოს ბავშვს, დაამშვიდოს. თუ ადამიანი იხსენებს სევდიან მომენტებს თავისი ცხოვრებიდან, მას ეცოდება საკუთარი თავი, მაგრამ თუ ის გაიხსენებს თავისი მეგობრის სევდიან ეპიზოდებს, ის განიცდის სევდას მეგობრის მიმრთ და შეეცდება მის დახმარებას.
   სევდის ემოცია ხშირად დაკავშირებული არის სექსუალურ ურთიერთობასთან. სევდა, რომელიც გამოწვეულია საყვარელი ადამიანის დაკარგვით, მწვავედ გვაგრძნობინებს მარტოობას. კავშირი სევდასა და სექსუალურ განცდებს შორის იმით არის განპირობებული, რომ სევდის ემოცია და სექსუალური ურთიერთობები აყალიბებენ ერთგულების გრძნობას. თუ ადამიანი შეეცდება გადალახოს სევდის არასასურველი ფიზიოლოგიური მდგომარეობა ,,რაიმე გემრიელით“(შოკოლადი, კოფეინი), მან შეიძლება განიცადოს დროებითი აღმავლობის შეგრძნება. რამდენიმე ხნის განმავლობაში ადამიანი განიცდის გამოცოცხლებას, მას არ აწუხებს სევდის და დეპრესიის ტვირთი. მაგრამ ასეთმა რეგულარულმა მოქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ფორმირება სევდის ემოციისა და საკვების დამოკიდებულებაში, რაც იწვევს ჭარბ წონას.თუ ის გასუქდება და საკუთარ თავს დაადანაშაულებს ამაში-პირდაპირი გზით მიდის დეპრესიისკენ.
      გადაღლილობასაც შეუძლია შეიტანოს თავისი წვილილი სევდის ემოციაში.გადაღლილობის გრძნობა მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ, გონებრივ და სოციალურ აქტივობაზე. ნებისმიერი მოღვაწეობა, რომელიც ადრე მოგვწონდა, ახლა გვღლის და იწვევს სევდას ჩვენში.
 
                         ტომკინსის სოციალიზაციის თეორია
      ტომკინსმა თავის მოდელში გამოყოფს ოთხ ტიპს სევდის სოციალიზაციის. ესენია:
სოციალიზაცია-
1.                                 დასჯის მეშვეობით;
2.                                 წახალისების მეშვეობით;
3.                                 ნაწილობრივი წახალისების მეშვეობით;
4.                                  სხვადასხვა საშუალებების მეშვეობით(შერეული ტიპი)
სევდის სოციალიზაცია დასჯით. ამ ტიპის სევდის სოციალიზაციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ბავშვის ცრემლები იწვევს ნეგატიურ რეაქციას მოზრდილებში, როდესაც მშობლები ან აღმზრდელები სჯიან ბავშვს იმის გამო, რომ ის ტირის და არ იგებენ ცრემლების მიზეზს. თუ მშობელი ეხმარება შვილს სევდის გადალახვაში, დროთა განმავლობაში მან შეიძლება მიაღწიოს თვითპატივისცემას და თვითდაჯერებულობას.
სევდის სოციალიზაცია წახალისებით.მშობლები ცდილობენ დაამშვიდონ ბავშვი ცდილობენ სტიმულის გაუქმებას/შემცირებას, რომელმაც გამოიწვია სევდა.ბოლო გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: თუ მშობლები შემოიფარგლებიან მხოლოდ საალერსო სიტყვებით და თანაგრძნობით, მაშინ ეს გამოიწვევს უმოქმედობის-ინფანტილიზმის განვითარებას ბავშვში. თუ მშობლები რეალუარდ ეხმარებიან ბავშვს, აქტიურად ეძებენ დახმარების გზებს-როგორ დაამარცხოს ბავშვმა სევდის გრძნობა, ასეთი ბავშვები უფრო განვითარებულები იქნებიან. ამ ტიპის სოციალიზაციის დროს ადამიანი სწავლობს სევდის გადალახვას, მის განცდას. მან იცის, რომ ის გარდაუვალია და იმასაც აცნობიერებს, რომ მას სიხარული შეცვლის, მისი დამოკიდებულება  თავის თავისადმი და ცხოვრებისადმი მთლიანობაში განპირობებულია ოპტიმიზმით. ამრიგად, სევდის სოციალიზაციის ეს ტიპი არის უფრო პროდუქტიული, ვიდრე დამსჯელი.
სევდის სოციალიზაცია ნაწილობრივი წახალისების მეშვეობით. ტომკინსის აზრით, სევდის სოციალიზაციის ამ ტიპმა ბავშვი შეიძლება მიიყვანოს ალკოჰოლზმთან და ნარკომანიასთან. ეს გამოწვეულია იმით, რომ მშობლები ამ დროს უბრალოდ კოცნიან, ეალერსებიან და ახალისებენ მტირალა ბავშვს, არ ღებულობენ არავითარ ზომებს, რომ სევდის ეს მიზეზები დაიყვანონ ბავშვის გონებამდე, რათა მომავალში თვითონ შეძლოს მისი გამოსწორება. ასეთი ბავშვი როდესც გაიზრდება ვერ შეძლებს სევდის გადატანას და ეცდება გაექცეს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ მწუხარებას.
სევდის სოციალიზაციის შერეული ტიპი. ზემოთ აღწერილი სევდის სოციალიზაციის ტიპები, როგორც წესი არ გამოიყენება ,,უმწიკვლოდ“. სოციალიზაციის რეალური პროცესი ხშირად ითვისებს სხვადასხვა მეთოდებს და ამ მეთოდებსი კომბინაცია შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. ბავშვის ცხოვრების სხვდასხვა პერიოდში მშობლებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა წესებით: წახალისების მეთოდით, დასჯის მეთოდით. ბავშვის სევდაზე ეფექტურად მოქმედებისას მშობელს უნდა შეეძლოს გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდები. დასაწყიში მათ უნდა თანაუგრძნონ ბავშვს, რათა მან იცოდეს, რომ დედა და მამა იზიარებენ მის ტკივილს. შემდეგ მათ უნდა დააწყნარონ ის და შეეცადონ აღმოფხვრან სევდის მიზეზი. ბოლოს, მშობლებმა უნდა წაახალისონ ბავშვი, უნდა გამოუცხადონ მხარდაჭერა, რომ ის დამოუკიდებლად გაუკლავდეს მძიმე სიტუაციას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ბავშვი ისწავლის სევდის გადალახვის ეფექტურ სტრატეგიას.
 
   სევდის ურთიერთქმედება სხვადასხვა ემოციებზე და კოგნიტურ პროცესებთან.
სევდის და მრისხანების ურთიერთქმედება. ტომკინსის აზრით სევდა წარმოადგენს მრისხანების აქტივატორს. ყველა, ვისთვისაც ცნობილია სევდის გრძნობა იციან, რომ მას თან ახლავს მრისხანების გამოვლინება, ადამიანი თავის თავს ემდურება, ან სხვას ადანაშაულებს თავის უბედურებაში. მამის მრისხანე რეაქცია ბავშვის სევდაზე განპირობებულია ინტერაქციით ,,სევდა-მრისხანება“. ამ შემთხვევაში მამა ბრაზობს არა ბავშვზე, არამედ სევდის წყაროზე.
სევდის ურთიერთქმედება სირცხვილის ემოციასთან. თუ მშობლები მუდმივად სჯიან მტირალა ბავშვს, მან შეიძლება განიცადოს სირცხვილი, როცა მას მოუნდება ტირილი. ამრიგად, სევდა სირცხვილის აქტივატორია და მან შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფური მორიდებულობის გრძნობა.
სევდის ემოცია ურთიერთქმედებს კოგნიტურ პროცესებთან. სხვადასხვა მეცნიერების გამოკვლევებმა აძვენა, რომ კოგნიტური პროცესების შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს სევდა, რომელიც თავის მხრივ იწვევს აზრის და აქტივობის შეცვლას.
      სევდის ემოციის სიხშირე და ინტენსიობა მოქმედებს ადამიანის მე-კონცეფციაზე. თუ ადამიანი ხშირად არის მოწყენილი და სევდიანი, მას ჩამოუყალიბდება სევდიანი ადამიანის ხასიათი დაბლი თვითშეფასებით, საკუთარი არაეფექტურობის შეგრძნებით და პრობლემების გადაწყვეტის უუნარობით.
      სევდის რეგულაციის სამი სახე არსებობს:
1.რეგულაცია სხვა ემოციის მეშვეობით- სხვა ემოციის გააქტიურება იმისთვის, რომ გავაქროთ ან შევამციროთ სევდის ინტენსიობა;
2. კოგნიტური რეგლაცია- ყურადღების და აზროვნების გადართვა;
3. მოტორული რეგულაცია-ფიზიკური აქტიურობის გზით.
 
გამოყენებული ლიტერატურა:
 
Э. Изард -  Психология эмоций

Tuesday, May 13, 2014

"არასდროს მოგეცემა მეორე შანსი, რომ მოახდინო პირველი შთაბეჭდილება."
კოკო შანელი
"ჩემს განვლილ გზაზე თქვენ ვერ გაივლით ... უკვე წავშალე ნაფეხურები...მე ნებას გაძლევთ, რომ ჩემს სულამდე ამოიაროთ საფეხურები...ამოიარეთ ძალიან ნელა,და არ გეგონოთ – ეს ადვილია,კიბეზე, სადაც ყოველთვის ბნელა,ის ავა მხოლოდ, ვინც სულ ფრთხილია,ამოიარეთ... გაბედეთ... გიცდით...ზემოთ ამოდით, ნუ ბრუნავთ წრეზე,მე კი შორიდან დაგაკვირდებით,ვინ აღმოჩნდებით ჭკვიანი სხვებზე,რომ მიხვდეთ – მე ჩემს გამოვლილ გზაზე რატომ წავშალე ნაფეხურები...რომ ჩემს სულამდე ამოსასვლელად არსებობს მხოლოდ საფეხურები..."
ზოგჯერ მგონია, რომ ყველაფერი ვიგრძენი, რისი გრძნობაც შესაძლებელია და ახალს აღარაფერს ვიგრძნობ.. მხოლოდ უკვე ნაგრძნობის მომცრო ვერსიებს

Saturday, May 10, 2014

მე არ მაქვს ცუდი ხასიათი, უბრალოდ სწრაფად ვრეაგირებ სისულელეებზე

Saturday, May 3, 2014

წამოვედი… ავდექი და წამოვედი… აზრზე არა ვარ სადა ვარ, მაგრამ ვიცი, რომ გზაში ვარ. ჩემთვის ეს ყველაფერი მაინც ნაცნობია… აუცილებელი ხომ არ არის, რომ ყველაფერი ნანახი მქონდეს? ცურვას კიდევ კოჭებამდე წყალში ვერ ისწავლი. მე სიახლის არ მინდა რომ მეშინოდეს… თორემ რა ძალა მედგა? ერთ ნაბიჯს არ გადავდგამდი! ხანდახან კითხვები ხომ ჯობია პასუხებს? ამიტომაც ვარ გზაში. ამიტომაც წამოვედი. ჩემი მთავარი ღირსება აზროვნებაა. ვიზრდებოდე ჩემთვის… ნამდვილი მხატვარი იცი, ვინ არის? ვინც აღარ ხატავს…

Thursday, May 1, 2014

გვიან იღვიძებ და მალევე ხვდები - შენს გაღვიძებას არვინ ელოდა.
ტანსაცმელს ჰკიდებ ხელს და ისევ საწოლზე ყრი...
ჩადიხარ აბაზანაში, ხელში ტელეფონი გიჭირავს და ისე ჩაბღაუჭებიხარ, თითქოს მარტო ეგ დაგრჩა ყველაზე ძვირფასი.
ხმის ამოუღებლად დგეხარ, რამოდენიმე წამი... გრძნობები, მხოლოდ ტელეფონიდანღა მოდის.
არ ელი, იცი...
იცი და მაშინვე ფიქრობ: - ჩაი!
გადიხარ სამზარეულოში, მუსიკას რთავ და... არაფერი.
არაფერია მასზე ძვირფასი.

ისევ აბაზანა.
ისევ სარკე.
უცქერ და ხვდები, სარკე რაღაცას კარგავს, ისე არ გირეკლავს: - ნეტა ვინ არის?!
საძინებელი: - ნეტა რას ვიცმევ?! - თუმცა უკვე სულერთია, მაინც არავინ გელოდა...
რაც ხელთ მოგხვდება იღებ და გადიხარ...
- როდის მოხვალ?
- როცა...
და ამას მე მარტოობას ვუწოდებ, ზოგი კი - თავისუფლებას...