წამოვედი… ავდექი და წამოვედი… აზრზე არა ვარ სადა ვარ, მაგრამ ვიცი, რომ
გზაში ვარ. ჩემთვის ეს ყველაფერი მაინც ნაცნობია… აუცილებელი ხომ არ არის,
რომ ყველაფერი ნანახი მქონდეს? ცურვას კიდევ კოჭებამდე წყალში ვერ ისწავლი.
მე სიახლის არ მინდა რომ მეშინოდეს… თორემ რა ძალა მედგა? ერთ ნაბიჯს არ
გადავდგამდი! ხანდახან კითხვები ხომ ჯობია პასუხებს? ამიტომაც ვარ გზაში.
ამიტომაც წამოვედი. ჩემი მთავარი ღირსება აზროვნებაა. ვიზრდებოდე ჩემთვის…
ნამდვილი მხატვარი იცი, ვინ არის? ვინც აღარ ხატავს…