Friday, May 30, 2014

დამნაშავეა .....დამნაშავეა.... დამნაშავეა...
ათასჯერ გაისმა ხმა სოფელსა შინა დიდი მონდომებით,
ერთი მეორეს, მეორე მესამეს..... და თანაც ამდენს,
კარიდან კარზე უყვებოდნენ გაგონილ ამბებს.
მთელი სოფელი გარს შემოხვეოდა შვილსა ცოდვილსა,
ყველა გაჰყვიროდა.... სიტყვებს ტყვიასავით უგულოდ ისროდნენ,
მაყურებლები ამ სანახაობით თავსაც კი ირთობდნენ.
იმ დღეს არ ინდობდნენ... იმ დღეს არ ინდობდნენ....
ხელებშეკრული "გაიძვერა" კი მიწაზე ეგდო.....
ხალხი მას ლანძღავდა სიტყვებით, ენით, ცხარე გონებით.....
მეტის ღირსიაო ეს ნაძირალა...... ამბობდნენ ქალები,
და მისკენ იწეოდნენ რომ დაეთხარათ მისთვის თვალები.
ამისი დედა ნეტა როგორ ცოცხლობს..... არ სცხვენიაო?
ასეთი შვილის გაზრდა...... რა სათქმელიაო!
გაიგე თურმე რა უქნია ამ სასიკვდილესო...?
აი ამისთანების სიცოცხლეა რომ მასიკვდილებსო....
ისმოდა განაჩენი.....ნაადრევად გამოტანილი,
ისმოდა ემოცია..... ხმას აყოლილი, ამოტანილი,
ისმოდა ხმაური, ისმოდა ჩურჩული.... გადალაპარაკება...
მიწაზე დაგდებულ "გაიძვერას" კი არვინ არ აცდიდა დალაპარაკებას.
გმირი კაცები მის ირგვლივ მწკრივად ჩამდგარიყვნენ,
ისინი სიმართლის სადარაჯოზე ფხიზლად დამდგარიყვნენ!
ყველას საკუთარი თავსთვის მიეცა თურმე უფლება....
რომ კბილებით დაეცვათ ენით მოტანილი მართლმსაჯულება!
და აი მოდის კაცთა დიადი..... დიდი სასამართლო,
მათი სამსახური არის რომ იჯდნენ და სხვები ასამართლონ.
ხალხი გაიკრიფა, დარბაზი მოამზადეს, სცენა დაუდგეს,
და დამნაშავე მართლმსაჯულებას ტალახში ამოსვრილი ფეხქვეშ დაუგდეს.
და აი ბრალდებულიც ..... განაჩენის მოლოდინში გადადებული,
კანონით შემოსილი ადამიანების გადაწყვეტილებას ელოდებოდა,
თავჩაქინდრული, უიარაღოდ ..... სამსჯავრო სკამზე,
დარბაზში მყოფთაგან ალბათ არავის არ ეცოდებოდა.
თქვენო აღმატებულებავ ეს გაიძვერა სიკვდილს ღირსიაო,
და წამოდგა ბრალმდებელი შენიღბული თვითკმაყოფილებით,
თავდაჯერებული აგრესიით ბრალდებულს ახლოს ჩაუარა და....
განაცხადა რომ შემოვიფარგლებიო ამ ეტაპზე ამ განყოფილებით.
დასაჯდომად წასულ ბრალმდებელს კი მოესმა ხალხის ძახილი,
ყურებში ესმოდა მას ბრალდებების გადაძახილი,
გზაში მყოფმა კი გადაიფიქრა... სკამზე არ დაჯდა,
იგი მიხვდა რომ დრო მისი იყო, იგი ხალხს მართავდა.....
და იგი შემობრუნდა ხალხის ძახილით გაგულისებული
თვალი გადაავლო და დაინახა მოძახილები ... გაკულისებული,
მაგრამ მან იცოდა მთავარი დაიჭირა... მავანთა ძახილი,
ცხენი შებმულია, გზა მოყინულია ..... მიუშვით მარხილი.
და იგი ყვებოდა თუ როგორ ნახა მან გაგონილი,
და იგი ყვებოდა თუ როგორ სტკიოდა მას გაგონილი,
და იგი ყვებოდა მის დანაშაულს და მას ყვებოდნენ..
და ამას ყვებოდნენ ყველანი ვისაც ჰქონდა გაგონილი და არ გაგონილი.
ბრალდებებს მოვრჩიო განაცხადა ბრალმდებელმა და უტიფრად შეხედა პროცესის მოსამართლეს,
დააჩქარეო..... აქ გადაწყვეტილება მხოლოდ ერთიაო,
დამნაშავე სიკვდილის გზას უნდა გავუყენოთო..... თვალებით ანიშნა,
ხალხიც დაკმაყოფილდება....ამისი მოწყალე ხომ თავად ღმერთიაო...
გველის სისინივით ისმოდა დარბაზში ბრალმდებელის ბრალდება,
ამ დროს კი დედამიწაზე არც არავინ იყო ბრალდებულს რომ დასდგომოდა თავდებათ,
მას კი სიცოცხლეზე ფიქრის დროც კი აღარ ჰქონდა ამჯერად,
იცოდა რომ სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა....
მისი ქვიშის საათი სადაც არის დამთავრდება.
ყველაფერი ლაგდება, ყველაფერი ვით თქმულა......ბრალდებული კი თავჩაქინდრულა,
ფიქრობდა რატომ მოვიდა ასე, რატომ ეკიდა მისი სიცოცხლე სხვაზე,
ფიქრობდა ერთზე, და ფიქრობდა ასე....
გაგიკვირდებათ და სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ის არ ფიქრობდა საკუთარ თავზე.
და აი, მოსამართლემ დაარტყა ჩაქუჩი...
რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებამდე ერთ სანტიმეტრს მეტყველებდა,
მისმა აღმატებულებამ თითქოს დაამთქნარა კიდეც,
და მედიდურად მიიღო მკაცრი გამომეტყველება,
შემდეგ კი დარბაზს ძლევამოსილად გადახედა და განაცხადა:
... ბრალდებულს ეძლევა საბოლოო სიტყვის თქმის უფლებაო!
წამოდგა ბრალდებული, ცას ახედა......ღმერთს თავისი სიმართლე თვალებით გაანდო,
იგივე თვალები დარბაზს სინანულით მოავლო,
შემდეგ კი მოსამართლეს და ბრალმდებლებს გადახედა:
მე სასიკვდილო განაჩენის მოლოდინში გადადებული ......
ვდგევარ სამსხვერპლოზე შესაწირი საქონელივით გამზადებული,
ყური მოგიკრიათ.... დამნაშავეაო და მოღალატესთან გყევართ გათანაბრებული,
ყველას კი თვალებში გეტყობათ რომ მიმბაძველობით, სიმდაბლით და თავის წარმოჩენით ხართ გათამამებულნი.
ცინიკოსებო!!! თავის შესაქცევად ... ბოლო სიტყვის თქმის უფლებაც რომ მომეცით,
ის კი გავიწყდებათ .... მიწაზე წაქცეულს წიხლებით რომ მცემდით.
რა გითხრათ? რომ სულს ვერ წამართმევთ და ხორცი თქვენი იყოს?.... წმინდანი არ ვარ.....
რაღა დაგიმალოთ და ერთი სიტყვის თქმის უფლებაღა ვარ!
საკუთარ ცოდვებში ჩამალულხართ , გსურთ ჩემი დასჯა,
საყოველთაოდ ბინძურ სახეზე კი ნიღბებ აფარებულებს გადაგიწყვეტიათ აქ ჩემი განსჯა.
ვხედავ რომ სინათლის მტკიცებას სიბნელეში არა აქვს აზრი,
ვერ დამანახა მე ეს მიზეზი მჯდომმა ......აქ თუნდაც ერთმა,
ჩემდა სამწუხაროდ ჩემი სიმართლის ამბავი მხოლოდ და მხოლოდ,
ვიცით მიწაზე მე და.... ზეცაში ღმერთმა.
და სანამ დამსჯით მე არ ვაპირებ აგიკლოთ ლანძღვით,
არც იმას ვცდილობ რომ ვიქცე ცრემლებად ან მონანიებად,
მაგრამ იცოდეთ რომ სინდისში შავ ლაქად დაგრჩებით....
და თუ გადაწყვეტთ........ მონანიებას,
არ დაგზარდებით და თქვენ საფლავზე მოვალ იებად.
მაგრამ ჰოი საოცრებავ რომ საოცრებები არ ხდება კიდევ,
როს გამისტუმრებთ საიქიოში მხდალი სივაჟკაცით,
აღფრთოვანებას თქვენ ვერ დამალავთ განაჩენის დროს,
და დარბაზს დატოვებთ უკიდეგანოდ მცდარი სიკაშკაშით.
რა სამწუხაროა სიცოცხლე ჩემი...... თუნდ იყოს ბრალეული,
მცადრ გზაზე მდგარი ბრბოსაგან წვეთ-წვეთად რომ უნდა იყოს დალეული,
რა სამწუხაროა კაცობრიობას.....
სიკეთით სიბოროტე ჯერ რომ არ ჰყოლია ბოლომდე დაძლეული !
ტაშისმკვრელებო!!!....თქვენთანაც დამრჩენია სიტყვა სათქმელი,
თქვენ ხართ იმ ბინძური ძალის მარაგი ამპარტავნობის,
და უცაბედად თქვენც თუ მოგადგათ იგივე ძალა ამპარტავნობის,
თქვენ უცილობლივ ხმას ამოიღებთ... უსამართლობააო, ესე გამოდის.
ხვალინდელი თქვენ კი გახლავართ მე დღეს, ..... მდგომი თქვენს წინაშე,
ნუ გამომიგლოვებთ.... მე მხოლოდ მსხვერპლი ვარ და ეს მაკმარეთ,
მე ბრალდებებმა და ბრალმდებლებმა დამასამარეს ......
შემდეგი კი თქვენ ხართ .....რადგან სიჩუმის ტაშისკვრით ითხრით სამარეს!
რაღა დამრჩენია გარდა ერთისა რომ მოვკვდე ამაყად,
შევეწირები სიმართლეს ჩემსას ..... ქედმოუხრელად,
თქვენთან ცხოვრება ყოფილა ფუჭი...... არარაობა,
დაე დამთავრდეს, დაე დამთავრდეს...... სანახაობა.
ბედის ირონიით დღეს თქვენი სიტყვა კანონის მცვლელია,
ბედის ირონიით დღეს თქვენი სიტყვა დენთის შემცველია.
ჩემთვის განაჩენი გამოტანილია, აქ ჩემთვისი ტყვია გასროლილია,
აქ ჩემი სიცოცხლის მოკლე ბილიკზე..... მანძილი უკვე გაზომილია.
ცილისწამება კი ალბათ ამქვეყნად,
ყველაზე მწარე და სასტიკად მწველია,
სიტყვა ხომ ხანდახან ტყვიაზე უფრო,
დაუნდობელი და უგულო მკვლელია......
ეს თეატრი კი ფუჭია ფუჭი,
თქვენ ხომ სიმართლის არ გიძგერთ გულები,
სასაცილოა, ჩვენ ერთ როლს ვთამაშობთ...
ბრალმდებლებიც და ბრალდებულებიც !
(c) ზურა სალუქვაძე