Friday, May 30, 2014

ყოველდღე ვიპარები შინიდან,
ჩანთაში ვიყრი საკუთარ ნაწერებს,
უბრალო ფანქარს და წიგნს
სახელად "მატილდა".
ფეხაკრეფით ვუახლოვდები გასასვლელს,
ჩუმად ვაღებ კარს და მივრბი...
უმისამართოდ...
ბოლოს ცახცახით ვებჯინები საკუთარ მუხლებს,
გაოცებული დავყურებ ხელებს და
ვხვდები, რომ სხეული კართან დამრჩა,
სახელურზე ჩამოკიდებული.
ქრება ჟინი და მანამ ვუბრუნდები საკუთარ თავს,
სახლს,
სანამ დედა მომხსნის ზურგზე მოკიდებულ ჩანთას,
ნამცხვრისსუნიანი ხელებით შემომთავაზებს ჩაის და
ჩემთვის გადანახულ ქიშმიშს ჩამიყრის მუჭში.

ჩვენ ყველას გვჭირდება ერთი გაქცევა...
ჩაჰკიდეთ ხელი საკუთარ სხეულს და
ნელ-ნელა გაუყევით არსაითკენ
მიმავალ გზას!
ბილიკზე მხოლოდ წინ მიმავალი ნაკვალევია -
მე უკუსვლით დავბრუნდი