Friday, May 30, 2014

დაბარდნილია ცა ვარსკვლავებით,
მთვარე წააგავს უდაოდ ნამგალს.
ჩამებღაუჭა დარდი მკლავებით,
ასე მგონია, უდანოდ დამკლავს.
როდესაც ბოცა უკვე იცლება,
როდესაც მტოვებს ბოლო სტუმარი,
სარკესთან მიწევს იმის მტკიცება,
რომ სიყვარულის შემწევს უნარი.
სარკიდან მწვავენ ცივი თვალები,
მიჭირს ფოკუსში მათი დაჭერა.
ჩვენ ორივენი ვდგავართ მთვრალები
და ერთმანეთის არც ერთს არ გვჯერა.
გამოხედვა გვაქვს ორივეს მკვახე,
სისხლი ივლისის მზესავით ცხელი.
ერღმანეთს ვურტყამთ- ემსხვრევა სახე.
მე კი, უბრალოდ მეჭრება ხელი