Tuesday, April 30, 2013

შენ მოხვალ ჩემთან,ჰო მოხვალ მჯერა,როცა სურვილი საზღვრებსაც წაშლის და ნაოცნებარს შემკრთალს და ფერმკრთალს შეგეგებები ჭაღარა ბავშვი...მოხვალ და სულში იალქნებს გავშლი,მე გაპატიებ ყველაფერს მაშინ დროს გარდაცვლილს კი ვერ გაპატიებ,ვერ გაპატიებ ამდენ სიშორეს და ცხელ ცრემლებად დაღვრილ ოცნებას და არასოდეს არ მოგიშორებ სუისდგმავ ჩემო და ოცნებავ!
შენ მოხვალ ჩემთან ,ხო მოხვალ მჯერა!
რომ სული ჩემი გამიამინდოშენ სიყვარული არ იცი ჯერაც
და მოხვალ, მოხვალ მხოლოდ ამიტომ!!!
ყველაფერი სამი წერტილით იწყება..მათ შემდეგ სიცარიელეა… მოლოდინის სიცარიელე.. ამაო მოლოდინის, რომ გაგრძელდება, მაგრამ არ.. ვერ.. ვერ გრძელდება… არც შეიძლება, იმიტომ, რომ აზრს კარგავს გაგრძელებით.. სილამაზესაც კარგავს.. და, დარჩეს.. დარჩეს დაუსრულებელი და უშინაარსო მაგრამ ლამაზი… დარჩეს დაუსრულებელი და გაწყვეტილი.. უფრო ლამაზია და იმიტომ… როცა დიდი ხნის განმავლობაში გულით და გონებით ატარებ იმას, რაც ან ვინც უმნიშვნელოვნესია შენს ცხოვრებაში, მაგრამ შორსაა და თითქმის მიუწვდომელი.. იხსენებ ყველაფერს მასზე, იმას, თუ როგორი იყო მაშინ, უკანასკნელად რომ ნახე.. და არაადამიანური მოლოდინით ელოდები დღეს, წუთს, წამს როცა ისევ ნახავ… ნახავ იმას, რასაც ახლა მხოლოდ გონების თვალებით უყურებ…რასაც მხოლოდ ილუზია და წარმოდგენა ჰქვია…და ოცნებაც… და შენ გაცოცხლებს ეს მოლოდინი… ელოდები… ტკივილით და იმედით, ღიმილით და სევდით ელოდები… და უცებ! ის ის აღარააა… შეიცვალა… სანამ შორს იყავით ერთმანეთისგან, დრომ და ადამიანებმა შეცვალეს.. ცივია და უცხო… უგრძნობი და რაც მთავარია, მისთვის სულერთი ხარ… ამას უკვე ვეღარ უშველი…

Tuesday, April 23, 2013

თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს
რა გიგემია...

თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქნი
თუ ქალის კვნესა ყურთ არ გსმენია,
ქალს ფეხებამდე თუ არ გალოკავ
სხვა უკეთესი რა გიგემია...

თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არა გრძნობ
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია
ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს,
სხვა უკეთესი რა გიგემია...

ხომ არ გგონია, შენთვის არ მოთოვს
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა

და ერთი წუთით მოსულს ამქვეყნად
წუთები უღვთოდ მოგეჩვენება
ჩაგიკრავს გულში ღვთიური ლოცვა
სთქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია...

Friday, April 19, 2013

ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ რაც დრო გადის...
რაც უფრო მეტად მოკლდებიან გზები და რაც რომ
რაიმე გვქონდა განსაზღვრული გარკვეულ ვადის,
თუ უვადობის სახით, რაშიც არათუ მკაცრად
ვერ ჩავატიეთ ერთმანეთი (მით უფრო - ვერც სხვა),
არამედ ისე ამოვწურეთ, რომ ბოლოს შვებით
ამოვისუნთქეთ და რაც უფრო - მით უფრო შეგვრცხვა,
რომ ასე მოხდა ჩვენს შორის და რომ ვიდრე სხვები
პირჯვარს სახავენ, ამხნევებენ ერთმანეთს ლოცვით,
სანთლებს უნთებენ, - ყველა რაღაც თადარიგს იჭერს, -
ჩვენ, ერთმანეთი გვაგონდება დროდადრო, როცა
ძალიან გვტკივა, ან როდესაც ძალიან გვიჭირს!!!
შენ მოხვალ ჩემთან,ჰო მოხვალ მჯერა,როცა სურვილი საზღვრებსაც წაშლის და ნაოცნებარს შემკრთალს და ფერმკრთალს შეგეგებები ჭაღარა ბავშვი...მოხვალ და სულში იალქნებს გავშლი,მე გაპატიებ ყველაფერს მაშინ დროს გარდაცვლილს კი ვერ გაპატიებ,ვერ გაპატიებ ამდენ სიშორეს და ცხელ ცრემლებად დაღვრილ ოცნებას და არასოდეს არ მოგიშორებ სუისდგმავ ჩემო და ოცნებავ!
შენ მოხვალ ჩემთან ,ხო მოხვალ მჯერა!
რომ სული ჩემი გამიამინდოშენ სიყვარული არ იცი ჯერაც
და მოხვალ, მოხვალ მხოლოდ ამიტომ!
ყველაფერი სამი წერტილით იწყება..მათ შემდეგ სიცარიელეა… მოლოდინის სიცარიელე.. ამაო მოლოდინის, რომ გაგრძელდება, მაგრამ არ.. ვერ.. ვერ გრძელდება… არც შეიძლება, იმიტომ, რომ აზრს კარგავს გაგრძელებით.. სილამაზესაც კარგავს.. და, დარჩეს.. დარჩეს დაუსრულებელი და უშინაარსო მაგრამ ლამაზი… დარჩეს დაუსრულებელი და გაწყვეტილი.. უფრო ლამაზია და იმიტომ… როცა დიდი ხნის განმავლობაში გულით და გონებით ატარებ იმას, რაც ან ვინც უმნიშვნელოვნესია შენს ცხოვრებაში, მაგრამ შორსაა და თითქმის მიუწვდომელი.. იხსენებ ყველაფერს მასზე, იმას, თუ როგორი იყო მაშინ, უკანასკნელად რომ ნახე.. და არაადამიანური მოლოდინით ელოდები დღეს, წუთს, წამს როცა ისევ ნახავ… ნახავ იმას, რასაც ახლა მხოლოდ გონების თვალებით უყურებ…რასაც მხოლოდ ილუზია და წარმოდგენა ჰქვია…და ოცნებაც… და შენ გაცოცხლებს ეს მოლოდინი… ელოდები… ტკივილით და იმედით, ღიმილით და სევდით ელოდები… და უცებ! ის ის აღარააა… შეიცვალა… სანამ შორს იყავით ერთმანეთისგან, დრომ და ადამიანებმა შეცვალეს.. ცივია და უცხო… უგრძნობი და რაც მთავარია, მისთვის სულერთი ხარ… ამას უკვე ვეღარ უშველი…

Thursday, April 18, 2013


შენ ზეცის თავს ზევით _ 
მზის გულში თავსდები
და ვარსკვლავავსებულ
ორბიტას გარს უვლი.
მე შენი განცდებით
წამს დავემსგავსები,
ჩემში არარსებულ,
მოგონილ წარსულით.
შენ ღრუბლისეულებს
შეხვდები სანისლეს,
სულებს და სხეულებს 
სითეთრეს აუშლი.
მე დამასნეულებს,
რომ ჩემსას არ ისმენ,
რომ თვალებს ნაწვიმარ
დღესავთი დაუშრი.
შენ მიემგზავრები
ნიავთა ლაშქარით
მოკვდავთა ნატვრების
ვარდისფერ საუფლოს.
მე ისევ ჯიბეში
მაქვს შენი თავშალი
და როცა დავთვრები,
სულ მასთან ვსაუბრობ.
შენ ალისვნებიან
მაგმური აღგზნებით
ნახევარმთვარესთან
ჟინს იკლავ, ისვენებ.
დღეს აივსებიან
მოთმენის ვაზნები
და შენს სამარესთან
მიშველე!
მიშველე!!
მიშველე!!!

წანწალით დაღლილი

წანწალით დაღლილი ძაღლივით
მოვალ და კარებთან დავწვები,
თვალები მექნება დახრილი,
მზერა კი _ დიდი და ხანგრძლივი.
ბარათით დაღლილი მტრედივით
სარკმელთან სიახლეს მოგიტან,
მერე დაგეხვევი რეტივით
მთვარის უალერსო ლოგინთან.
ოჯახით დაღლილი სახლივით
ხმაამოუღებლად გინატრებ.
წანწალით დაღლილი ძაღლივით
კარებთან მოგიტან სიმართლეს.
ოდესღაც მიყვარდი!

Sunday, April 14, 2013

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ
ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც...
მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს,
ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია,
ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი,
როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს
და სითბოში მთა-ბარს ახვევს,
ყვავილებით მოქარგულა
არემარე მომხიბლავი.

ვერა ხედავ, იმ საფლავზე,
როგორ სტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა
ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!

განა გუშინ არ იყო, რომ
ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო
ცივ სამარეს მიესალმა?

დღესაც იგი იმ სამარეს
გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება
და ღამითაც არ იძინებს.

მოვა ხოლმე და დაჯდება
ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი
მისი უღვთო სილამაზე:

თმას გაიშლის, დაემხობა
და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი,
გული მტკივა, გული მტკივა!

მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე,
ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის
დაღლილი და უბედური?—

"გავქრე ისე, როგორც ნისლი,
როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს
სიმშვიდე და მოსვენება.

შენი სახე გულს კაწრავდეს,
როგორც ვიყო, სადაც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე...
თუ როდისმე დაგივიწყო!"

მესაფლავე, კიდევ იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

აი, თუნდაც გალავნისას
მესაფლავე აღებს კარებს:
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი
კიდევ სატრფოს ასამარებს.

გულმოკლული ძვირფას კუბოს
არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი
სიყვარული მეორდება?

უსაზღვროა მისი სევდა,
უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ
ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.

ფიცით ამბობს: "ოჰ, შეშფოთდეს
სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს
გაზაფხულის მზის სხივები,

გავქრე ისე, როგორც ნისლი,
როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს
სიმშვიდე და მოსვენება,

შენი სახე გულს კაწრავდეს,
სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე,
თუ როდისმე დაგივიწყო!"

მესაფლავე, კიდევ იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი,
ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს
თავს ადგება, ვით აჩრდილი,

ხელში ვარდის მთელი ბუჩქი,
ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს
სამარისა თეთრი ჯვარი.

ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით
ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს
და სიყვითლე ეპარება.

საცოდავი! თვალებსაც კი
დასჩნევია უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით
მოგონებებს იწვევს გრძნობა, —

ახლა? ახლა კიდევ იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ
მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს,
სევდიანს და გულმოსაკლავს:

სახე თაფლის სანთელს უგავს,
სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს,
გლოვის სიტყვას ეუბნება.

მის თვალებსაც დასჩნევია
ღამის თევა, უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით
მოგონებებს იწვევს გრძნობა!

მესაფლავე, ახლაც იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს
უნებურად მოჰკრა თვალი,
გაიფიქრა: "ისიც ჩემებრ
ტირის ცრემლებშეუმშრალი;

უძიროა კაცის სევდა,
უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის
ცხოველ ნათელს მოკლებული", —

ასე ამბობს სევდიანი
ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო
ცქერამ გული აუძგერა...

ასე იცის თანაგრძნობამ...
შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს
იმათ შორის ის სიმები,

რომლის ძალით ორი გული
სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც,
ქვეყნად ეგრე როდი ხდება.

როცა ფიცით აცილებენ
მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ
უკანასკნელ ყოფნის დღემდე.

გამიგონე, მესაფლავე,
შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ
სულელივით ახარხარდი?!

რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს
მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა:
"შემიყვარდი, შემიყვარდი,

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება,
შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად...
ძლიერი მაქვს სიყვარული...

მართალია, ის სატრფონი
არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება
ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.

დავივიწყოთ ის წარსული,
სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა...
გამომყევი ცოლად, ქალო!"

დაუცადე, მესაფლავე,
თუ რა პასუხს მისცემს ქალი,
შენ გგონია, რაკი ვაჟმა
დაივიწყა თავის ვალი,

ქალიც ასე მოიქცევა?
მე მგონია - არა, არა...
განა გუშინ არ იყო, რომ
სატრფო მიწას მიაბარა?

მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს
რა პასუხით გაისტუმრებს!

მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
"თანახმა ვარ! ერთადერთი
მომავალი მასულდგმულებს...

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება,
ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ...
წამიყვანე, სადაცა გსურს"...

მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება,
რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს
კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.

ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს
ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს
დღეს არც ერთი იმათგანი,

საფლავთაგან მტვერს და ბალახს
დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი
წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...

განისვენეთ, განისვენეთ
დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა
ცოცხალთ ფიქრი საარსებო...

განისვენეთ, ძლიერი და
უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?

ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა
სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ
ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...

ასე ხდება ქვეყანაზე -
ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,
და ვაი მას, ვის სიკვდილი
სიცოცხლეშივ ავიწყდება...

ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ
დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილს
კუბოში სჭედს მესაფლავე—

სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე
თან ველურად იღიმება, —
იცის, იცის მესაფლავემ,
როგორც უნდა... როგორც ხდება...

განისვენეთ, განისვენეთ,
დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს
მწუხარე ჟამს საოცნებო!
შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები,
რადგან შენ არ გაქვს ჩემზე ფიქრები,
დრო გავა მეტყვი"იზრუნე თავზე",
"მე ხულ სხვა მიყვარს და ვფიქრობ მასზე".

ეს არ იქნება ჩემთვის ახალი,
ვიცი ოდესმე ამას გავიგებ,
თითქოს მკარნახობს ღმერთი მაღალი,
რომ ჩემს სიყვარულს ფეხ ქვეშ გაიგებ.

ერთ დღეს მოაგრთმევს ვინმე ბუკეტებს,
მოგეწონება თვალები მისი,
შენ დაინახავ მასში უკეთესს,
ვიცი რომ არ ვარ მე შენი ღირსი.

წლები გავა და გული დაგწყდება,
ჩემი სიტყვები შენ წინ დაგხვდება,
მიხვდები მაშინ თუ ვინ გყოლია,
რომ ჩემს სიყვარულს ძალა ჰქონია.

მე ეს არ მინდა ოდესმე მოხდეს,
რომ ჩემს დიდ გრძნობებს,ცუდი რამ მოჰყვეს,
არ მინდა შენში ის დავინახო,
ვისაც არ ველი ის ავისახო.

რა ვქნა რომ ბედმა ასე დამცინა,
რომ სიყვარულში ასე გამწირა,
არ დამანახა მასში სინათლე,
თუ ერთხელ მაინც არ გამიმართლებს.

Thursday, April 11, 2013










სულის ამოსუნთქვა ბოლო წამია,
ჰაერში გაიბჟნება,თითქოს ღრუბელია,
დიდხანს იტრიალებს ტრიალ ცის ფერდობზე,
მერე საფეხურებს აუყვება თითქოს ბავშვია.
მისი საფლავი ჯერ კიდევ ბორცვიანი,
შემკული ყვავილებით,დამჭკნარი ცის ცრემლია.
შორი შორია,ცა ჰაერშია,
ცის ზემოთ სამოთხეა,სულის საბძელია.
სხეული ოთხ ფიცარში უძრავი შემკულია,
მისი საყვარელი მოსილი შავებშია.
ახლა ის შორია,თითქოს ცის ფერია,
სული განსაცდელში მყოფი,სხეული უდაბნოს ფერია.
თვალი თვალში გაგიყარე ურცხვად
და ცხოვრებამ გამიარა წამში
შენი მზერა და ეს წყნარი სუნთქვა
ჟრუანტელმა დამიარა ტანში:))
გამოვეთხოვე მონატრებით
უკვე მეოთხე შემოდგომის
ნაზ ფოთოლცვბენას,
ბაჯაღლოსფერში ირეკლებიან
მოგონებები ოქროსფერ სხივად,
შენ "სენიორიტას"გეძახიან
უცხო მხარეში
საქართველოში კი გეძახდნენ
უმანკოებას,
გულში ჩაღვრილი
ცრემლის წვეთი
სისხლამდე აღწევს
მონატრებული შვილის
ფიქრი მაგონებს
ტანგოს,
შენ 'სენიორიტას"გეძახიან
უცხო მხარეში
და არ იციან
რომ ეს ნიშნავს
უმანკოებას...
ღამეა,ბნელი, ცივი, ყველას სძინავს, მარტო ვდგავარ სიკვდილის აჩრდილივიტ თეთრ საპატარძლო კაბით. თეთრი, ქათქათა,გრძელი,ყველაპერი თეთრია თმა კი შავი, გრძელი,ხვეული, როგორც ეს ღამე,ხვალ ქორწილია ჩემი ქორწილი, ვგრძნობ რაღაც უჩნაური უნდა მოხდეს, არ ვიცი, არ ვიცი. გათენდა, მშვენიერი ამინდია,იები და ენძენები აყვავებული, გაზაპხულის სურნელი ტრიალებს ეზოში. დილიტ დედამ გამაღვიძა -ისევ უცნაური შეგრძნება მაქვს. გოგონა ადგა ცაიცვა და სარკესთან მივიდა - რა ლამაზი ვარ, როგორ მიხდება ეს კაბა, ისევ თავბრუს ხვევა და სისუსტე უნდა წავიქცე, მაგრამ თავს ვიკავებ გაიპიქრა გოგონამ და სარკე ხელიდან გაუვარდა. ხმა რომ გაიგეს შემოვარდნენ, ხმაური ატყდა სასახლეში.- რა მოხდა?- არაპერია მე ავალაგებ უბრალოდ დავარდა. ცერემონია დაიწყო, ეკლესიასტან ყველა ნაცნობი შეკრებილიყო და პატარძალს ელოდებოდა, ბიჭი ეკლესიაში იყო და ნერვიულობდა -რომ არ მოვიდეს- კარგი რაა დაწყნარდი - დილით რომ მივაკიტხე მიტხრეს რომ ცოტა დააგვიანდებოდა მაგრამ ასე?- კაი ხო იცი უყვარხარ და აუცილებლად მოვა ამ დროს გაისმა მეჯვარის ხმა - პატარძალი მოდის პატარზალი მანქანა გაიო და პატარძალი გადმოვიდა, ძაან ლამაზი იყო, თეთრი გრძელი კამა, ლამაზი ხვეული ტმები, ულამაზესი ქალბატონი იყო, ნამდვილი პრინცესასავით შეაბიჯა ეკლესიაში ბიჭი ბაიბნა ასეტი ლამაზი ჯერ არ ენახა, ჯვრისწერა დაიწყო, ისევ უცნაური შეგრძნება, ღმერტო რა მჭირს ამ დრეზე ხო დიდი ხანია ვოცნებობ, პატარძალი ჩაპიქრებული იდგა სარკმელთან. და გაისმა ნანატრი სიტყვებიც ბიჭმა დაუპიქრებლად თქვა -რათქმაუნდა გოგონა კი ბევრს პიქრობდა -კარგად ხარ ჩასჩურჩულა ბიჭმა კიკი კარგად ვარ რათქმაუნდა თანახმა ვარ თქვა გოგონამ და ბიწს შეხედა, გაუღიმა, მანაც რომ არ გაურიმა გაუკვირდა, შემდეგ ხელი მოკიდა და უთხრა- კარგად ხარ? ბიჭმა არაპერი უპასუხა უგონოდ წაიქცა . ზოგი რას ყვიროდა ზოგი რას.-სარკე სარკე დაიყვირა გოგონამ ტვალები აუცრემლიანდა ძირში დავარდა ბიჭი გულში ჩაიკრა და ყვიროდა სარკე სარკე მაგრამ ეს სიტყვები არავის ესმოდა...ისევ ღამეა, ბნელი, ცივი ყველას ჩაეძინა, მარტო მე ვდგავარ სიკვდილის აჩრდილივიტ შავ კაბაში გამოწყობილი ყველაპერი სავია შავი თმა კი თეთრი და სწორი...

Sunday, April 7, 2013

მანძილი შენამდე დიდია
შენიდან ჩემამდე არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია
მანცვიფრებ
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები
ქარია მომიტანს რამე ჭორს..
მე ვამბობ არ მომენატრები
შენ სდუმხარ იღიმი
საეჭვოდ
ვარსკვლავნი აენთნენ ,
... რომ ვხედავ , შორი_შორს
საკმაოდ
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები
ქარია მომიტანს რამე ჭორს
მე ვამბობ არ მომენატრები
შენ სდუმხარ იცინი
საეჭვოდ.

Saturday, April 6, 2013

მიყვარხარ

მიყვარხარ ძლიერ… ძლიერ… რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს,ორი პატარა თათი,
ო,იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი,
ო,იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენითი-
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი.
მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფართო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარძლიერ,ძლიერ…მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ…მთელი გრძნობით და ძალით…
მთელი სამყარო ვრცელი,შენით არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ,ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,ფიქრში ჩემთან ხარ დღისით.
გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი,მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მიყვარხარ ცხადად,მალვით,
როგორც აროდეს არვინ,არ ჰყვარებია არვის…
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუთვნის ყველა,რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ,სატრფოც ვარ შენი,მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ.
სატრფოვ,შვილო და დედავ,ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად,ერთად,მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო,ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე, კარგო.

კაცები იმიტომ ქორწინდებიან ქალებზე, რომ იმედოვნებენ, ისინი არასდროს
შეიცვლებიან, ქალებს კი,პირიქით, იმედი აქვთ, შეძლებენ კაცების შეცვლას.
საბოლოოდ ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება:))
აინშტაინი
რამდენჯერ იყო,
წამოვიწყე თითქოს ბედნიერება,
უფრო სწორედ წამომცდა.
და ყოველთვის რაღაც მაკლდებოდა მისდამი
და მიკლავდა ამ მოულოდნელ სიხარულს.
მაგრამ სასიამოვნო განცდად მრჩებოდა ის, რომ
ასე ახლოს იდგა ჩემთან.
მოკლედ,
ყოველთვის იყო რაღაც,
რაც ყველაფერს აფუჭებდა.
ახლა კი საით, ჩემო მოჩვენებითო სიმშვიდევ,
ჩემო სიჩუმევ,
რომელ კედელზე ამოვკაწრო შენი სახელი,
რომ მოვიშორო ყველა მოულოდნელობა - ბევრჯერ მატკინეს..
ახლა კი თვითონ ამოვზილავ ჩემს გულის სამყოფს
და საკუთარ თავს ნაწილ-ნაწილ პეშვით მოგიტან.
ალბათ ასეა,
დაუმსახურებელი ბედნიერება -
კაზინოში მოგებულ ფულს ჰგავს,
ეს კი მალე გაივლის.

Friday, April 5, 2013

პირველი თვე ვერაფერსაც ვერ გაიგებ,
მეორე თვე-რაღაც ახლის მოლოდინი,
მესამე თვე - მოლოდინის გამართლება
მეოთხეში ფეხებს გირტყამს მომლოდინე.
მეხუთე თვეს უფრო მკაცრად გეჩხუბება,
ხან იცინის, ხან კი ვერას გაგებინებს,
მეექვსე თვე - უფრო ჭარბი სიხარული
მოლოდინი შენი და იმ მომლოდინეს
ფორიაქი, მეშვიდეში დრო ვერ გადის,
ანდა გადის კუს ნაბიჯით, გულს გითრთოლებს,
მერვე თვეა - უფრო მეტად შეიგრძნობ და
ის ლოდინის მხოლოდ ერთ თვეს დაგიტოვებს.
ნელა გადის, ელოდები მის თბილ ხელებს,
პირველ ტირილს პირველ სიცილს და მის თვალებს,
მეცხრე თვეში აგისრულებს შენს ოცნებას
და შენს მკერდზე დაიძინებს “მომლოდინე“.

Thursday, April 4, 2013

მთავარია, ისე გეჭიროს თავი - თითქოს არაფერი.
მთავარია, არ შეიმჩნიო, რომ აღარ გჯერა მოგონილი გაზაფხულების.
მთავარია, არ გამოჟონოს მღვრიე სისხლმა - ისევ შიგნით ჩაიქცეს.
მთავარია, დღისით დაგროვილი ტყუილები, ღამე მაინც ამოიღო.
მთავარია, დღისით მოიტყუო კარგად - ღამეში რაღაცნაირად დაიკარგები.
მთავარია, ვერ მიხვდნენ, რომ შენ ხვდები -
სრულიად საკმარისია და უპრიანი, უფრთო იდიოტი ეგონო.
მთავარია, ჩასუნთქვა არ გაგიჭირდეს და ამოსუნთქვა იყოს
გრილი და ხანგრძლივი.
მთავარია, სინდისმა არ შეგაწუხოს.
მთავარია, სინდისს გაუმკავდე.
მთავარია, შეეჩვიო, რომ ხორცისმჭამელი გახდი.
მთავარია, სიზმრებმა აღარ დაგასნებოვნონ და
სიყვარულის ნამუსრევს უმტკივნეულოდ გაუშვა ხელი.
და ღიმილი არ დაგავიწყდეს - ყოვლისმცოდნე და ოდნავ დამცინავი.

Wednesday, April 3, 2013

მთავარია, ისე გეჭიროს თავი - თითქოს არაფერი.
მთავარია, არ შეიმჩნიო, რომ აღარ გჯერა მოგონილი გაზაფხულების.
მთავარია, არ გამოჟონოს მღვრიე სისხლმა - ისევ შიგნით ჩაიქცეს.
მთავარია, დღისით დაგროვილი ტყუილები, ღამე მაინც ამოიღო.
მთავარია, დღისით მოიტყუო კარგად - ღამეში რაღაცნაირად დაიკარგები.
მთავარია, ვერ მიხვდნენ, რომ შენ ხვდები -
სრულიად საკმარისია და უპრიანი, უფრთო იდიოტი ეგონო.
მთავარია, ჩასუნთქვა არ გაგიჭირდეს და ამოსუნთქვა იყოს
გრილი და ხანგრძლივი.
მთავარია, სინდისმა არ შეგაწუხოს.
მთავარია, სინდისს გაუმკავდე.
მთავარია, შეეჩვიო, რომ ხორცისმჭამელი გახდი.
მთავარია, სიზმრებმა აღარ დაგასნებოვნონ და
სიყვარულის ნამუსრევს უმტკივნეულოდ გაუშვა ხელი.
და ღიმილი არ დაგავიწყდეს - ყოვლისმცოდნე და ოდნავ დამცინავი.

ტანგო–ცეკვის პოეზია

კეფიდან მაყოლებ მზერას,
ზურგიდან გიფეთქავს გული.
სხვის თეძოს მიარხევ მტევნით,
ტანგოს მე მირითმავ პულსით.
საკინძე შემიხსნა ძგერამ
მუხლებში ჩამლღვალი გულის.
კაბის ქვეშ ვაგროვებ ღელვას,
ვერთვი ლიბერტანგოს სულის.
ღაწვები აეწვათ კრძალვებს.
გული ჩაეტმასნა წვივებს,
ტერფებს ვაშეშებ და ვებრძვი
ტანგოს, სხვის კაბას რომ იცმევს.
თეძოდან სხვა თეძოზე ხელი…
სხვა შიფონმოსხმული ტანგო…
ჩვენ კი ვაგრძელებთ მზერით
ცეკვას ერთად და მარტოდ…

მარტის წვიმა გულუბრყვილო მე შენს ცრემლებს მაგონებს,
ვით წარსული გულში იგი ტკბილი სევდის ფერია.
თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ შენს უნაზეს ამბორებს
და სიფხიზლეს დარდით თვალი ყვითლად დაუფერია.

მე არ მინდა ეს სიმკრთალე შენს წინ გადაიშალოს,
რადგან შენთან მერიდება სინატიფე სულისა.
ღმერთო შეგთხოვ წმინდა გრძნობა გულში არ დაიშალოს
და ის იყოს მიწვდომილი მიზან-დასახულისა.

მტვერი ვიყავ, მტვრისგან ვიქმენ, ვით ცოცხალი არსება
და ღვთიური ეს წყალობა ყვავის უფლის წიაღში.
ჩემი სიტყვა გულითადი ვიცი დაემსგავსება, -
როს სურნელი გაზაფხულის გაფრენილი ნიავში.

დაფრინავენ ფოთლებივით ქარის ორომ-ტრიალში
სტრიქონები ფრთებ გაშლილი ღრუბლის მსუბუქ ბაფთებში.
უფრო მეტი სიძვირფასე ამ ცხოვრება ტიალში,
არაფერი არ მაქვს მეტი გარდა ლექსის თარეშის.

სევდა, როგორც ერთი სული ჩემში გაცოცხლებულა
და ნარნარა პოეზიის ხასხას ველებს შევეხე.
სული ჩემი მისი ნახვით მეტად გაოცებულა,
ნახე ირგვლივ საამოა, შეიგრძენი, შეხედე.

გული მიცემს აღტაცებით, როს დაუწველ ცეცხლში ვარ,
აღმაფრენა მხოლოდ მხოლოდ აღმაფრენა უკვდავი!
ჰე წაიღე ჩემი ცრემლი, მე უსიტყვოდ შენი ვარ,
ამ ტაეპებს ნორჩი კვირტი შენგან უკვე უყვავის...

მარტის წვიმა, - პოეზია, - მე შენს ცრემლებს მაგონებს
და წარსული ახლა ჩვენი მარტო სევდის ფერია.
თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ შენს უნაზეს ამბორებს
და ეს გრძნობა აწ ნაგრძნობი წმინდა ზეციერია.
გრძნობა გონების გარეშე.. გრძნობა საზღვრებს გარეშე.. გრძნობა, მე, შენ და სხვა არაფერი.. მიყვარხარ.. მე შენ გგრძნობ.. მე შენით ვსუნთქავ.. მე შენით ვარსებობ.. მე შენზე ვლოცულობ.. მე შენ მზეს გადარებ.. მე შენ მიყვარხარ.. შენ ხარ ჩემი სიცოცხლე.. ჩემი სამყარო და ჩემი ჰაერი და ჩემი მზე და ჩემი გათენება და ჩემი ფიქრი და ჩემი სიყვარული ხარ.. მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად.. შენ ხომ იცი, როგორ მიყვარს მზე.. დიდი, თბილი და ყვითელი.. მანათობელი და მაცოცხლებელი.. მე უკვე მზეზე მეტად მიყვარხარ.. მიყვარხარ და ასე მგონია, ჩვენი სიყვარული დედამიწას ატრიალებს.. მიყვარხარ და სამყარო ჩემი მგონია..მიყვარხარ და სიცოცხლე მიხარია.. მიყვარხარ და მიყვარხარ და მიყვარხარ.. დილა იწყება შენით, მაგრამ არ მთავრდება.. რატომ? იმიტომ, რომ შენ არ მთავრდები ჩემში.. შენ დაუსრულებელი ხარ.. მიკვირს, როდის მოვასწარი ასე შენი შეყვარება.. მაგრამ უკვე ესეც მეორეხარისხოვანია, იმიტომ, რომ ძალიან, ძალიან მიყვახრარ.. შენი უზომოდ თბილი ხმა მიყვარს.. შენი თბილი თვალები.. შენი თბილი ხელები.. მიყვარხარ : )) მე და შენ.. შენ და მე.. ჩვენ ... ვაიმე, მართლა ძალიან მიყვარხარ.. უზომოდ : )) უწერტილოდ : )) დაუსრულებლად : )) უსაზღვროდ : )) დაუფიქრებლად დაგითმობ სიცოცხლეს..დაუფიქრებლად გაჩუქებ ჩემს წილ ბედნიერებას, სიხარულს, ჰაერს.. მხოლოდ სიყვარულს ვერ გაჩუქებ.. აბა, როგორ უნდა გაჩუქო შენ შენივე თავი.. ეს ხომ შენ.. შენ ხარ ჩემი სიყვარული. იცი რა ძლიერ გგრძნობ? ჩემში ხარ,ჩემი ხარ, ჩემი ნაწილი ხარ.. მიყვარხარ და ამ სიყვარულის მიზეზი მე არ ვარ, შენ ხარ.. იმდენად მაღალი და უძირო ადამიანი ხარ შეუძლებელია არ მიყვარდე. დაუსრულებლად შემიძლია გაგიმეორო, რომ მიყვარხარ.. და არასოდეს მომბეზრდება ამის განმეორება.. არასოდეს დავიღლები იმის თქმით, რომ სიცოცხლეს მირჩევნიხარ.. რა ერთფეროვანი ვარ ჩემი აზრებით არა?! რაზეც არ უნდა დავიწყო ლაპარაკი ან ფიქრი, ბოლოს მაინც შენამდე მოვდივარ.. მაგრამ მიყვარხარ და რა ვქნა ) ასე არასოდეს მყვარებია.. და არც მეყვარება, რადგან ამაზე მეტად ვერავის შევიყვარებ : )) შენ უძლებ ჩემს ბავშვურ და ჭირვეულ ხასიათს.. შენ უსიტყვოდ გესმის ჩემი.. შენ მე გიყვარვარ.. შენ მე შენი თავი მაჩუქე.. შენ მე სიყვარული მასწავლე და დიდი, ძალიააან, ძაალიიან დიდი მადლობა ამისთვის..

ტირილი მინდა... მაგრამ ცრემლები არ მომდის... მინდა თვალები დავხუჭო და გავქრე... ან შენ გაგაქრო... არა, რა სისულელეს ვამბობ... შენ ხომ ცხოვრებას მილამაზებ... ქვეყანა რომც ინგრეოდეს, მაინც მენდომებოდა სიცოცხლის გაგრძელება... მხოლოდ იმის იმედით გავიღვიძებდი დილით,რომ იქნებ შენი თვალები მენახა... ყველაფერს დავთმობდი, რაც კი ძვირფასია ჩემთვის, რომე კიდევ ერთხელ მაინც მეგრძნო შენი სიახლოვე... შენი გულისცემა... შენი სითბო... იცი რატომ მიყვარს ზღვა? ის შენს თვალებს მაგონებს... იცი რატომ მიყვარს პატაარ ბავშვი? ის შენი ღიმილივით სუფთაა და სათნო... იცი რატომ მიყვარს სიჩუმე? სიჩუმეში შენი გულის ცემა მესმის... იცი რატომ მიყვარს სიცოცხლე? იმიტომ რომ შენ არსებობ... მეძინება... მაგრამ თვალების დახუჭვის მეშინია... იმიტომ რომ ვიცი... შენს სახეს დავინახავ... და მერე ისევ ტირილი მომინდება... მაგრამ ცრემლები არ წამოვა... მინდა რომ შენთან ერთად გატარებული ყოველი წამი გავყინო და შევინახო... ... საერთოდ არ ვარ ძუნწი... მაგრამ შენ არ დაგთმობდი..
შენზე ფიქრები არ მასვენებს... ყველაფერზე შენ მახსენდები... და მერე ისევ ტირილი მინდება... მაგრამ ცრემლები არ მომდის... იცი რატომ? იმიტომ, რომ შენს გამო წამოსული ცრემლების დაკარგვაც მენანება... მირჩევნია გულმა იტიროს... და ტირის კიდევაც...

Tuesday, April 2, 2013

”კატერინა”

შემოდგომაა… ყველგან შემოდგომაა… სახლშიც… გულშიც… დარაბებს მიღმა გაზაფხულია, მაგრამ ჩემს ოთახში, ლარნაკის ირგვლივ, პატარა შემოდგომა დგას. ახლა ეს შემოდგომა მირჩევნია ზაფხულს, ზამთარს და გაზაფხულსაც…
უკვე მეცამეტე დღეა მზის სხივები მათაც ჩემსავით არ უნახავთ… 13… 13… იმ დღესაც 13 იყო… მარტი… ჰო, 13 მარტი აპირებდა უკვე შემოსვლას. ბებიაქალმა თვალი ვეებერთელა კედლის საათისკენ გააპარა. სწორედ იმ წამს საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა და ახალშობილი გოგონას ტირილიც გაისმა. შუაღამის დადგომასთან ერთად ზღაპრის ტრანსფორმაცია დაიწყო და კონკიამ მეტამორფოზა განიცადა…

13 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც `გავიცანი. გავიცანი?.. არა, უფრო სწორად, დავინახე და… ღრმად ჩავისუნთქე… სურნელმა გამაბრუა… მსუბუქად, ძალიან მსუბუქად მომიახლოვდნენ…
`ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა მინდა იყო. შეგიძლია, ყოველდღე ისე იცხოვრო, როგორც უკანასკნელ დღეს?..~
პირი დავაღე გაოცებისგან.
`შეგიძლია!~ _ ჩაილაპარაკეს ორიოდე წამის შემდეგ და თითებზე ნაზად შემეხნენ.
ჩემს ოთახში მივუჩინე მათ ადგილი…

ზეცაში… არა, რა ზეცაში, ჭერზე, ჩემი ოთახის ჭერზე ანგელოზები დაფრინავენ და უხილავი ძაფებით ქსოვენ ჩემი მისამართით წინადადებას.
ვკითხულობ: დღეს შენი უკანასკნელი დღეა… თვალებმა გონების დახმარებით ორპინიანი სასწორი გამოძერწა. ჩემი ტვინი დუღილს იწყებს და მალე ხუფიანი ჩაიდანივით აყვირდება. მახრჩობს უსიამოვნო სისველე… ჩაიდანს საცობი აეხადა. შვებას ვგრძნობ. კარგმა და ავმა ისტორიებმა გადმოლაგება დაიწყეს თავიდან და სასწორის პინებზე დალაგდნენ. პირველი ვერ წონის მეორეს, ვერც მეორე პირველს… `არც მიწისა ვარ, არც ცისა…~… არც… არა, მოიცა! ხომ შემიძლია უკეთესი ვიყო? თანაც დღეს ჩემი უკანასკნელი დღეა. დღეს… დღეს უნდა მოვასწრო ყველაფერი…
* ჩემზე გაბრაზებულ დედ-მამას ვეხმიანები, პატიებას ვთხოვ ყველაფრისთვის…
შემდეგ…
* ბანკში ვრეკავ და ანგარიშზე არსებულ თანხას ვიღაც უცნობ პატარას ვჩუქნი, რომ სიცოცხლე გაუხანგრძლივონ…
შემდეგ…
* ჩემი ყულაბა ხომ სავსეა, რა ვქნა, გავიმეტო?..
დღეს შენი უკანასკნელი დღეა… ჩამესმის ყურში და… დარაბებს, მერე ფანჯარას ვაღებ. მუჭით უამრავ ხურდას ვყრი გარეთ და ეზოს ბავშვებს ორიოდე წუთში პირი აქვთ მოთხვრილი მარწყვისა და შოკოლადის ნაყინით.
შემდეგ…
შემდეგ მიმიკა დუელში მიწვევს _ ტუჩის კუთხეებს მაღლა მიწევს, ღაწვებზე პატარა ღრმულებს მიჩენს და თვალებში ონავარი სხივები მიღიტინებენ. საავტორო (დედაჩემს და მამაჩემს ვგულისხმობ) უფლებები დარღვეულია. მე ისეთი აღარ ვარ, როგორიც შემქმნეს… ვხარხარებ…
სასაცილოდ მაქვს საქმე? დღეს ხომ ჩემი უკანასკნელი დღეა…

კარზე გაბმული ზარია.
გვირილების თაიგული… ყურში ჩამჩურჩულეს… მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ…
P.შ.დღეს ჩემი უკანასკნელი დღეა…
ხვალ… ხვალ კი ცხოვრებას ვიწყებ თავიდან… :)
-მაინც არ მესმის რაში გჭირდება წარსულში ხეტიალი?
-მეხმარები?!
-რისთვის ? ისედაც ყველა დეტალი გახსოვს, ყველა ფრაგმენტი.
-სიტყვები,  ქცევა, ემოცია კი!  მე რეალობის გარკვევა მინდა, მისი ფიქრების ამოცნობა.
-ნარჩენებში ქექვა მხოლოდ ტკივილს მოგიტანს.
- მჭირდება! ყველაფერი ჩაიწერე, არაფერი გამოგრჩეს!
-დავიწყოთ?
-მზად ვარ?
ერთი…
თვალებს ხუჭავ, ქუთუთოები გიმძიმდება.
ორი…
ტანში  ნელი ჟრუანტელი გივლის,  გონება და სხეული ერთმანეთს შორდება.
სამი…
სასიამოვნო განცდაა. წარსულში ბრუნდები,1998 წელი, 28 ივლისია, ღამის 12 საათი
-რა ხდება?
-ბაღში ვართ, მიყვარს ეს ძველი ხის სკამი სკამი, მალე დალპება ალბათ. სად ჩამოვჯდებით, სად ვისაუბრებთ მერე?
-რაზე ვსაუბრობთ?
-ჩვენს მომავალზე, სად ვიცხოვრებთ? შვილებზე. რას დავარქმევთ? როგორ ავღზრდით.
არა,  არ ვაპირებ სახლიდან  სკამი ვათრიო.
-სკამი რატო უნდა ათრიო?
-მასაც უფიქრია, 50 წლის შემდეგ როცა მოხუცები ვიქნებით, და აქ მოგვინდება, სკამს მაინც არ წამოვიღებ სახლიდან,  ყავარჯენს დაყრდნობილი ვერ შევძლებ.
-წასვლაზე კითხე?   რატომ მიდის?
- მერე რა 3 თვე უცებ გავა, სამუდამოდ კი არ ვშორდებით.
-მას კითხე?
-ჩვენ გვიყვა..
-მას რატო არ ეკითხები?.
-მასაც უყვარვარ, სულ მეუბნება ამას. თუმცა….
-თუმცა რა?  გონია რომ ასე ფიქრობს?
- არ მინდა მის ფიქრებში ხეტიალი, მე სიტყვებიც მაკმაყოფილებს.
-შენ ახლა ჰიპნოზის ქვეშ ხარ, შენს ირგვლივ რაც ხდება ილუზიაა, ილუზიაში ილუზიის შექმნა დაგღუპავს!
-არ მინდა!
-კარგი შევეშვათ. 2000 წელი 28 ივლისი – რა ხდება?
-ჩემს ოთხში ვარ მარტო, ვწერ.
-რაზე ან ვისზე?
-მასზე..
-ასეც ვიცოდი!!! -მორჩა!
-ბოლო რა შეკითხვა იყო? რატო წაშალე?
-ხვალ გავაგრძელებთ!
****************
ყველას ეჭვის თვალით ვერ შეხედავ, მითუმეტეს იმას ვინც გიყვარს.
როცა ბრმა ხარ, სამყაროს ვერ ხედავ, ადამიანებს ვერ აღიქვამ შენს სამყაროს ქმნი, შენთვის სასურველს. მხოლოდ მისი მსხვრევის შემდგომ გიჩნდება კითხვები.
-როდის დაიწყო?-რატო ვერ შეამჩნიე? – რა გამოგრჩა?
მანაც მოგცა საბაბი, არაფრისგან იდეალურ სამყაროს ვერ შექმნი. თითოეული სიტყვით, დაპირებით შენთვის მისაღები სამყაროს შექმნის იდეა მოგაწოდა. შენ მოუძებნე მას ამ სამყაროში ადგილი თვითნებურად. რეალურად ის შენის სამყაროს ნაწილად არასდროს მოიაზრებდა თავს. მისმა წასვლამ ყველაფერი დაამსხვრია, ტკივილის განცდამ რეალურად ამ ყველაფრის განსჯის უნარი დაგიბრუნა.
დიახ, გეუბნებოდა მიყვარხარო!
რას ფიქრობდა?. ენით ყველაფერს გაალამაზებ, სიტყვებით ადვილად შენიღბავ.
სამწუხაროა მაგრამ ადამიანი მხოლოდ სიტყვებამდეა გულწრფელი. თუ შეძელი და მის ფიქრებს ჩაწვდი მხოლოდ მაშინ შეიცნობ მას. თუ მის ფიქრებში შენთვის ადგილი არ არის! დროულად უნდა შეამჩნიო!
გრძნობა რომელიც გიჩნდება ცნობიერში, საკუთარ თავთან ბრძოლის, ეჭვის და შიშის დაძლევის შემდეგ არ შეიძლება ერთ მარტივ სიტყვაში – „მიყვარხარ“ მოაქციო. მითუმეტეს ირწმუნო წამიერად გაელვებული აზრი.

****************
-გავაგრძელოთ! კიდე ერთი დეტალი მაინტერესებს?
-არ ღირს! – ბოლო კითხვა? მე გუშინდელ დღეზეც გკითხე, 2 წელი გავიდა. შენ კიდევ მასზე ფიქრობ! ისევ გიყვარს, მასზე წერ, ოცნებობ!
-არ მიყვარს!
-მასზე ფიქრობ და საწინააღმდეგოს მიმტკიცებ!
-არ მიყვარს!  როგორც თქვი ეს ნარჩენებია, მანდ ქექვა მსიამოვნებს.

ჩვენ ორივემ ვიცით, რომ მუდვიმი არაფერი შეიძლება იყოს, ვერც შენ და ვერც მე ვერ ვიარსებებთ მუდმივად, მაგრამ ერთადერთი, რაც შეიძლება მთელი მარადისობა გაგრძელდეს- ჩემი შენდამი სიყვარულია. ჰო, გაცვეთილი, უკვე მრავალჯერ გამოყენებული, ზოგჯერ ტყუილ-უბრალოდ, ახლა კი უმეტესად ჰაერზე წამოსროლილი სიტყვა.
შენ სრულყოფილება ხარ- სრულყოფილება ზუსტად ისაა, რაც სხვისთვის შეიძლება არარაობაც კი იყოს. ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია და მჯერა, რომ ყველასთვის მხოლოდ ერთია გაჩენილი-ჰო, მე ის ვიპოვე, ძვირფასო.
…და აი, ახლა, როცა ვხედავ როგორ მოძრაობ ბრბოში. წარმოგიდგენ ისეთს მარტო მე რომ მყავს ოცნებებში… Pink Floyd-ის მაისურით, წარბზე პირსინგით, გრძელი თითებითა და თმებით და ვხვდები, რომ შენ თავად ხარ მუსიკა. შენ ჰაერი ხარ, რომელიც ფილტვებში ჩამდის და ამოსუნთქვაც კი მენანება…
თავბრუდამხვევი მუსიკა. ტვინში ცისარტყელა მეღვრება და მუცელში აბრეშუმის ფაბრიკა… ჩემი ღვთაება, რელიგია, ერთადერთი რელიგია, რომელიც გამაჩნია. მე დავიჯერებ, რომ ღმერთი შენი ხმით ამეტყველდა, ოღონდ ჩემი იყავი…
იყავი ჩემი სულის მუსიკა. იარსებე, რათა ჟანგბადი მქონდეს. მომიფრთხილდი და გპირდები მე არასდროს მოვუსმენ სხვა მელოდიას შენი სხეულის მელოდიის გარდა…
ჰო, მე შემიძლია მიყვარდე მარტივად და უბრალოდ.
გთხოვ, იარსებე-შენი არსებობა ჩემი სიცოცხლის გასასამართლებელი საბუთია.
ახლა კი.. ვზივარ და ვფიქრობ.. მყოფნის ძალა ეს ყველაფერი გითხრა ?! ..

ჩვენი შემოდგომა no ordinary-რი,
იხდის და შიშველი ქალივით ჩუმდება,
ნერვების მოშლამდე სენტიმენტალური
გავხდი და ბოლო დროს გულიც მიჩუყდება.
ვხვდები,რომ შენამდე ძალიან შორია
და ცისკენ ვუჩქარებ რატომღაც ნაბიჯებს,
შენ,ძაან შეშლილს და მე-პარანოიას,
ყველა ბანალური პროცესი გვაგიჟებს.
სხვაგან ყველაფერი ხდება ჩვეულებრივ.
შენ მე დამიფიცე, შენ ხომ მე დამპირდი
მეყვარებიო და ახლა მეუბნები,
რომ უნდა დამტოვო, უჩემოდ გაფრინდე...
იქ,სადაც ყვითელ მზეს გაუჩნდა ლაქები,
იქ,სადაც ღრუბელსაც ურევენ აკვარელს,
იქ,სადაც იწყები და აღარ მთავრდები
და ფრთები ამოსდით ქუჩებში მანქანებს...
ასეთი შეგრძნება ჯერ არა მქონია,
მე მიყვარს ეგ შენი ფერადი სამყარო;
ძალიან ბავშვური გავხდი და მგონია
ვიტირებ,თვალები ცოტაც რომ დავხარო.

ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო-
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს, უცხო სრულიად...
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე აღსასრულია!:)
მე დავიღალე

არ მინდა რომ ვთქვა, დავიღალე,

მაგრამ ფაქტია...

საკუთარ სხეულს ყავარჯნითაც ვეღარ მივათრევ.

ვხვდები, სიცოცხლე ჩემთვის მხოლოდ დიდი ფარსია

რომელსაც ხვალ–ზეგ დასალპობად მიწას მივართმევ

და ეს იქნება დასასრული ყველა ტკივილის...

განა რამდენი დაიღვრება ცრემლი ცვარებად?

ჩემს ცხოვრებაზე არვინ იტყვის , რომ მე ვიცხოვრე

და არც ჩემს სიკვდილს უწოდებენ გარდაცვალებას...

მე დავიბადე მარტის თვეში სენასთან ახლოს,

მაგრამ ვისთვის , ან რისთვის გავჩნდი?

ეს აღარ მახსოვს...

შიში რომელიც მიზიდავს! შიში რომელიც მაკმაყოფილებს! შიში რომელშიც ვცხოვრობ და შიში რომელიც მინდა რომ განვიცადო... შიში რომელასაც ვგრძნობ და შიში რომელზეც ვოცნებობ... დაკარგვის შიში და შეძენის შიში, წასრულის შიში და მომავლის შიში, შიში ცხოვრების და შიში სიკვდილის... არსებობის შიში და თანაგრძნობის....

მენატრები

ისევ უსახლკარო ღრუბლები და
მთვარე კახპასავით გაცრეცილი,
როცა შენთან მოსვლის ცდუნებიდან,
ერთი ნაბიჯია დარჩენილი:
შენი ბავშვის სახით მელანდები,
გარეთ ძაღლისფერი ფერებია,
ყველა მუქი კალმის მელანები,
თითქოს შეღამებას შერევია...
გულში ფიფქებივით მომეფანტე,
ტუჩის დასველებით შენ რომ იცი
ახლა ისე ძლიერ მომენატრე,
ტანზე უშენობა შემოვიცვი...
ცდილობს შემოდგომა გადარჩენას,
გარეთ ფერებია მეძავური
ისე ვერ შევძლებ შენს გადაჩვევას,
როგორც თევზისჭერას მებადური...
ღამე მარტოობამ გაიტანა,
ცაზე დაგლეჯილი ღრუბლებია,
რადგან იქ წახვედი საიდანაც,
ალბათ აღარასდროს ბრუნდებიან...!
მოდი წავიდეეთ .. მოდიი წავიდეთ .. მე გიტარაზე დაკვრას დავიწყებ .. ეს სიყვარული არც იქ ყოფილა ძნელიი ♥ .. !!

ნათითურები
დამალვა-
პროტესტის უთქმელი აქცია.
თვალები,
რომლებიც ეძებენ სამალავს.
ღამეს სიახლოვე სამხილად აცვია,
დუმილი იწვება სირცხვილით ბაქანთან.
თითები-
განთიადს სხეულზე მივაწვი.

გზა-
მხოლოდ ერთია გაღებულ სარკმელთან.
შემოდი...
დამთავრდა დრამების მირაჟი,
წარსული დავტოვე გაქცეულ კადრებად.
გზები-
შეუკრავი ათვლის პარაბოლა
პროფილი-
ფერმკრთალი ღიმილის გრაცია.
ნახე, ჰორიზონტზე მზე რომ გადაგორდა
წვიმამ დაუწესა ცრემლების სანქცია.
მზერას-
საწნახელში ბადაგად გიწურავ.
წლები დავბერტყე და ახლა შიშველი
ნონსენსით ავსებულ ცხოვრების მიწურთან
ამბორად ვიშლები...

ამბორი გიშველის?!
სად არის ჩემიდან შენამდე ლოგიკა
თვალებიც,
რატომღა ეძებენ სამალავს.
სუნთქვა-
ნაპრალიდან სულში შემოვიდა
და ნათითურები ლექსებად დამაჩნდა..

სიფხიზლე - უსაფრთხოების წესების უაზრო დაცვა -
გარდაცვლილთა მოდაა,
საკუთარი მე-ს გამოსვენება პოდიუმზე
და ჩუმი ტაში, ნახევრად დაცლილ დარბაზში.
სირთხილე - სიფხიზლის მონაზონია,
მარადქალწულური კონსერვაცია, სულის ბოტულიზმი,
გაკრახმალებულ ზეწარში გახვეული მუმია -
მყრალი და ჩუმი.
მატარებლები არ შემოდიან შენს სადგურში,
შორით გვერდს უვლიან
და სადღაც წყვდიადში, ისმის მათი ჩუმი კანკანი.
მე ერთადერთი საჯინიბო მაქვს დღეს ამ ქალაქში,
ვერასდიდებით ვერ შემოვუშვებ თავლაში ღორებს,
ეს სიფხიზლეა,
მე ვიცავ წესებს უსაფრთხოების.
ჩემი სიფაქიზით გულგატეხილი, შენ სხვასთან წახვალ,
რადგან მშიშარა ჯიბის ქურდი ხარ
და დაგაბრმავებს წოლა ალმასის ზღვასთან.
სიფრთხილე - შენი მუზაა, ვაჭრული ზომის,
სამლარიანი სამება, ჩაკუჭული ბიუზჰალტერში,
მაძღარი, კეთილი, უაზრო სული ხარ,
შენნაირების გამო დაემხო რომი.
ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან
დაგხვდება გამომწვევ კაბით და მკლავებით,
შენ უნდა გახსოვდეს რომ უცხო არის
და გადაკეტე ზურგ სუკან ოთახის კარები.
არ უთხრა ყავაზე გადაჭრით უარი
,ალკოჰოლს თუ დალევთ, მან მეტი დალიოს,
როდესაც დათვრება გულდასმით უარეთ
რომ შენმა ფიქრმა და ზრუნვამ გადარიოს.
ლექსი წაუკითხე ალერსზე ხმადაბლა
ეცეკვე მგზნებარედ, თამამად, უხეშად
ასწავლე ტუჩებით ტუჩებზე გადაბმა
და კოცნა აქციე სევდიან ნუგეშად.
უთხარი, რომ მისი სუნისგან ირევი
რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია
დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები
პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზია.
აჩვენე ნიღაბი, რომელსაც მოიხსნი
მიხვდეს რომ მარტო ხარ და მისით აივსე,
მსუბუქი მისი თმა სახეზე მოისვი,
ბევრი ესაუბრე ვნებაზე, მაისზე.
გაჩუმდი როდესაც დაიწყებ ფერებას.
რამე რომ ზედმეტი წამოგცდეს,
ინანებ ჯობია აჩვენო ვნების გახელება
და მერე დაღლილმა თვალები მინაბე.
ახლა მან დაიწყოს ზრუნვა და გიაროს,
ოთახში მთავრის შუქს შიშველი დაუდგეს
ღამემ გათენება რომ დაიგვიანოს
მზის სხივად ლოგინზე შენ უნდა გაუთბე.
როდესაც გადაღლილს ძილი მოერევა
და შენზე დაღვრილი ბურანში ჩარჩება,
იქაც არ მოაკლო მგზნებარე ფერება
ვერ შეძლოს სიცხადის სიზმრისგან გარჩევა.
ადექი ჩუმად და გამოდი სახლიდან,
თავთან დაუტოვე ყვავილის ფურცელი,
ვიდრე ამ შეგრძნებას სიყვარულს გახდი
და გამოებერება სიმწიფით მუცელი.
იარე ცარიელ ქუჩაში თავდახრით,
ცუდად მოიქეცი ასე რომ დატოვე,
თავს ირჩენ გრძნობებზე უხეში თავდასხმით
და ისევ ერთად ხართ შენ და სიმარტოვე.
დრო მოვა, როდესაც გონება შეშლილი
მიხვდები არავინ გიყვარდა მასავით,
მას კი გრძნობა ექნება შენდამი შეცვლილი
და გულში ჩაგიკრავს საყვარელ ძმასავით.
შეცდი რომ ასე ბრმად აყევი ჩემ რჩევას...
ქალი რომ თავისთან პაემანს დაგითქვავს,
ისწავლე ბედნიერ წუთების შემჩნევა...
ჩათვალეთ მე თქვენთვის ეს სიტყვა არ მითქვამს

ვცდილობ გამოვიცნო რა საოცარი ძალაა, რომელიც შენსკენ მიზიდავს და მექაჩება.თითქოს პაწაწინა ხის ნაფოტი ვიყო თავის ნებაზე მათამაშებს.მე კი წინააღმდეგობას ვერც კი ვუწევ.მინდა კიდეც ამ გამოუცნობ მაგიურ ძალას მივენდო და ჰაერში ფარფატით შენსკენ გამოვეშურო.დღეებმა წამებივით სწრაფად ჩაიქროლა.მარადისობად ქცეულ მონატრებული შეხვედრის თითოეულ წამს ვითვლი.მიწაზე კი არ დავდივარ დავფარფატებ და შენზე ფიქრების ქსელში გახლართული ამ ცხოვრების სირთულეს ბავშვური სილაღით შევყურებ.ირგვლივ ვეღარაფერს ვარჩევ.ჩემს გამოგონილ ლამაზ სამყაროში ვცხოვრობ და ბროლის კოშკში გამოკეტილ ფერიას ვგევარ, რომელსაც რაინდი დარაჯობს
სიჩუმის ხმაური...
სალბუნი სიო...
ნისლით შემოსილი საგალობლად მომზადებული აისი...
ისევ გამაყრუებელი სიჩუმე...
სძინავს ბუნებას,ადამიანებს,მაგრამ მას არა!...
არ ეძინება...
ფიქრობს გუშინდელ დღეზე,გეგმავს დღევანდელ დღეს,იქნებ დღეს უთხრას ,იქნებ დღეს აგრძნობინოს,მაგრამ როგორ? პირველი სხივი ჰორიზონტზე-სიცოცხლით სავსე უკვე თენდება და დროა იმოქმედოს! ”თუ გინდა რამე გააკეთო,ნურასოდეს იფიქრებ ამას რა მოჰყვება,თორემ ვერაფერს გააკეტებ!...”
იცის ეს ,მაგრამ მაინც ეშინია...
უკიდეგანო ჰორიზონტი, შუა ზღვაში აღმართული კლდე.
ზღვას დიდი ხანია უყვარს კლდე...უყვარს? იქნებ ეს მარტოობის შიშია და არა სიყვარული? ისინი ხომ მარტონი არიან და ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავთ,იქნებ ამიტომ ჰგონია,რომ უყვარს?
არა! ეს სიყვარულია და არა მარტოობის შიში,მარტოობა,რომელიც ცხოვრების მარადიული რეფრენია დასაბამიდან...
დიახ,უყვარს, მაგრამ ვერ ეუბნება,იქნებ თქმა არც არის საჭირო,მთავარია აგრძნობინოს,მოეფეროს.
მღელვარებამ იმატა...
აი,პირველი გაუბედავი ტალღა და პირველი მოკრძალებული შეხება კლდესთან.იქნებ კლდემ იგრძნოს მისი სითბო და სიყვარული?!
მზე იცინის,კვდება სიცილით...
მტვრის სუნი... ”წუხელ ხომ წვიმდა!” - გაიფიქრა ზგვამ.
თუმცა,ზღვას მაინც ჰყავს სტუმრები,რომლებსაც გულთბილად იღებს...
აზვირთებული ტალღები ახლა ძალუმად ეხეთქება კლდეს,რომელიც თითოეულ შეხებაზე კრთება,თავს კარგავს და პასუხად თითო კენჭს ატანს...
მზე ფეხის წვერებზე დგას...მხოლოდ მზემ იცის ზღვის საიდუმლო.
ზღვა კი გულთბილად იღებს სტუმრებს...
” ბედნიერება!!!!
რა ახლოა იგი ადამიანებთან და რა შორსაა იგი ჩემგან” - გაიფიქრა ზღვამ.
მოსეირნე წყვილი სანაპიროზე,სველი ქვიშა ფეხქვეშ ეცლებათ,კვალს ზღვა აქრობს,რომ მათი საიდუმლო შეინახოს.რამდენის გულის მესაიდუმლეა,რამდენი ბედნიერი წყვილის მომსწრე,თვითონ კი იტანჯება,იტანჯება,იმიტომ,რომ ლაპარაკი არ შეუძლია,რომ ისე ლამაზად უთხრას თავისი სათქმელი,როგორც აი იმ ბიჭმა იმ გოგოს,წეღან რომ მიდიოდნენ.
”რა უმწეო ვარ,როგორ მინდა ვიყვირო,მთელ სამყაროს გავაგებინო,რომ მიყვარს მე კი მასაც ვერ ვაგებინებ ამას”...
კლდემ იცის,კლდესაც უყვარს,თუმცა ვერ ეუბნება,ამიტომ ატანს თავის ნაწილს უსიტყვოდ,კენჭების სახით...
ქალის შემაძრწუნებელი კივილი სანაპიროდან...
-ბავშვი იხრჩობა! - ისმის ხალხის ჩოჩქოლი...
შეწყვეტილი სუნთქვა...
ქალის ტირილი...
”უბედურება უფრო ახლოს ყოფილა ადამიანებთან”- ამოიკვნესა ზღვამ.
რუხი ზღვის ლივლივი...
მოგორავენ ჩამავალი ზღვის შუქით ალმოდებული ტალღები და გაშმაგებით ეხეთქებიან კლდეს,ძალა გამოცლილსა და მისუსტებულს.
ზღვამ იგრძნო,რომ კლდე დაპატარავდა,ის ხომ ყოველ მის შეხებაზე თავის ნაწილს ატანდა და ამით უნდოდა ეგრძნობინებინა და ეთქვა,რომ მასაც უყვარს...
კლდე ნებდებოდა...
უკანასკნელი კენჭიც და კლდე ზღვას ჩაეკონა... მთლიანად დაისაკუთრა!...
უკანასკნელი სხივი - ზღვაზე მოციალე...
ღრმად,
ფსკერზე,
გულის უკანასკნელ კუნჭულში ჩალექილი კლდე...

სიკვდილის ინტიმი

მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სისხლიან თვალებში წვება შებინდება.
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
თმაში ჩავიბნიე კარმენის ვარდივით
წითელი სიშიშვლე, ვით თავდავიწყება.
ახლა, უცნაური გიჟმაჟი მარტივით
მუხრუჭი აღარ მაქვს და აღარც მჭირდება.
არაფერს არა გთხოვ, არც არას გპირდები,
გაზაფხულს დაუგეს მახე ამინდებმა,
ყინულის მარცვლების აპრილში მიგდებით
ნუშებს დაეფინა თეთრად გარინდება.
სუნთქავს უცნაური შიში სხეულიდან,
გავწელე ეს სივრცე თამბაქოს რელსებით.
ჩამოგსვამ!
თუ გინდა მელნად რვეულიდან,
და მერე ეს კვალი დაფარე ლექსებით.
მოგვდევენ!
ტყვიებად ცხელ ლავას გვესვრიან
და ლამის ეს სივრცე გავხვრიტო თვალებით.
გზაზე ასფალტივით დაკრული გესლია,
ზევით კი ნისლივით ქრებიან წამები.
მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სისხლიან თვალებში წვება შებინდება.
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება..

შიშველი პარადოქსი

ჩამოაფარე!
თვალს მჭრის ზეცა თავის სიშიშვლით.
ამოაშენე ჰორიზონტი თორემ ქარია.
წუთით დამჭირდა შენთან მოსვლა-
ყოფა-სიმშვიდე.
და ახლა საბნად გარინდული დღე მაფარია.

მანამ წამწამებს ჩემი სუნთქვის უპყრიათ ჩერო,
მხრებში მოხრილი
გაზაფხული
მინდა
გაჩვენო...
შენ კი,
გამარტყი ეს გაშლილი ხელი ბებერო.
კიდევ-
საბერტყი გადამაჭდე ნაზარდ ფესვებზე.
კიდევ-
ცრემლებად შეიძლება ამოვიბერო
ახლად აყლორტილ მიტოვებულ შენს ნათესებზე.
კიდევ-
დამსვარე ამ ცოდვებით ბაგეგახსნილი
ხან უკარება
ხან ამაყი
ხანაც მარხული...
-მიდი, წაიღე!
ის დღეები, წუთებიც, წლებიც.
სარჩევში ხელი ჩაყავი და ამოირჩიე.

და რა აზრი აქვს, შენ როგორი სიკვდილით კვდები
არტახებს იხევ თუ განაჩენს ისე მორჩილად
იღებ სიკვდილად, რომ ფარული კენჭისყრის წესით
გაუკვალავი ბილიკებით თამაშს თანხმდები.
სიკვდილი ყველა სიკვდილია
მაინც გიპოვის
სიკვდილი ყველა სიკვდილია
მაგრამ გამჩენო:
-გთხოვ,
უფრო მეტად დამამჩნიე ნათითურები
უფრო მატკინე
უფრო ძლიერ რომ შევაჩვენო
ძელზე გაკრული შეგრძნებები-
ჩემი სტუმრები.
.ჩამოაფარეთ,
ცას სიშიშვლე აღარ სჭირდება
ჩამოაფარეეთ!
სუდარაზე ცა რომ დავწერო....
ბევრი არაფერი...ოთხი კედელი და ერთი ტახტი...საშუალოზე დაბალი ჭერი...ბოლო დროს რაღაც უჩვეულოდ მოტყდი და გახდი...უსურვილობის დაგედო ფერი...

ზიხარ კუთხეში მიყრდნობილი საკუთარ წარსულს,გტკივა ბეჭები,ოღონდ ეგ არა, თანაგრძნობა ნამდვილად არ გსურს, ტკივილს ეჩვევი.

ეს დღეც გუშინდელს ბაყაყივით თავზე მოება, ეძებს სოროებს მეათასედ მიკურთხებული, გიგდია სულში გაძარცვული ერთფეროვნება მიფურთხებული.

ოხრად დადიან ქუჩა–ქუჩა დიდი გუდებით კაცის სხეულში გადაცმული აბლაბუდები.

მაგრამ მოეშვი,ყელამდე ხარ შენ შენს მორევში.

იქნებ ოდესმე გაფერმკრთალდეს ღამე თენებით, აყვავდნენ ისევ დღეს დამჭკნარი ქრიზანთემები.

“ულისე”

დილას მოაქვს სიჩუმე, ფართოდ გახელილი თვალები და ჯერ კიდევ მთვლემარე ფიქრები. გონებაში „ერთი“ იბადება და თან მრავალი. ირღვევა ადამიანი : ორად, სამად, ოთხად…“მე საერთოდ, ორი ვარ“… ვწევარ ისე, როგორც ყარყატი საქათმეში.. სასაცილოდ არ მყოფნის ჩემი ღრმა ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური ( ჰო ,ესენი ბრჭყალებში) აზრები და ჭერს ვუყურებ.. თურმე ადამიანს ის დღეც დაუდგება ბუზი დასათვლელად რომ არ ეყოლება. აღმოსავლეთისკენ ვიქციე მხარი. ჩემი თავის დანახვაც მეზარება, თან ორის. ერთი მეორის გვერდზე დგას. ეს მოქმედებს – ის უყურებს. შიში მერევა და ვიბზარები…არის ამაში რაღაც უჩვეულო გახელება, საშინელება და სიტკბო.
ენას ვიღლი და სათქმელი არ ითქმის. გრძნობა ფიქრსა და სიტყვებს შორისაა…სადღაც შიშიც ბუდობს – ფიქრზე მეტი და სიტყვებზე ნაკლები. ამასთან ერთად – დუმილი, როგორც ხელუხლებელი საზღვარი. ფიქრები წამია თვითონ, ამიტომ ვერ ვაფიქსირებთ.. ისევ დუმილი და დუმილში გაგუდული სევდა, ტკივილი. .თან გაურკვეველი ნეტარება.. ხმა_ დაბლა ფიქრობს.. რაღაც სხვა მინდა..
ჰმ.. რას არ მისწვდება ხოლმე ზმორებაში ადამიანის ფიქრი.
ამ „ორს“ ერთმანეთში ვაწებებ და ვდგებით.. ვეგებები ახალ დილას და ვიწყებ ვიბრირებას მთელი აგებულებით, ფეხის თითებიდან თმის ღერამდე.. ხარბად ვისუნთქავ ჰაერს, ახლის მოლოდინში.. დილა ურითმოა, ნაბიჯები ურიტმო .. მუსიკას ვუწყობ ფეხს და ვერწყმი სამყაროს მიწიდან – ცამდე, ჩემი ლირიკით : მარადი ხაზი, მარადი მელანქოლიის..
ისევ ეს ხალხი.. მე რომ დამაბერა და საკუთარი ცხოვრება წამართვა.. დამშალა და დარღვეულს ბორკილები მომარგო.. კანიდან-კანში მზიდა და მწელა ..
ხმამ ისევ დაბლა იფიქრა.. ამ მიწაზე ფიქროს არ ფიქრობს! დღეს ისევ ამცდა წუთები.. სულიერი გამოფიტვის შავბნელი წუთები…ეს მე არ ვარ.. სხვა მინდა ..
გზა.. გზა.. და „ჩვენ“…“ გადასასვლელზე დაფიქრდი ვინ ხარ“.. ეს სიტყვები მიტრიალებს თავში.. ტვინს ვივარცხნი.. გზაზე გადასვლა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.. ვიცი, სასაცილოა.. ჰო და მეც ვიცინი, უსიხარულოდ ( არადა, არა.. ) … მიყვარს გზა… ყველაზე მეტ საიდუმლოს ინახავს.. გზას ვუყვებოდი, რომ კატასტროფა მესაჭიროებოდა, არა მეტაფორულად, არამედ ნამდვილად და საბოლოოდ.. და როცა ძლიერი დარტყმა მივიღე, თავისუფლება თავისი ფეხით მოვიდა.. მაგრამ ადამიანებს გვირჩევნია გაბმული ტკივილი გვტანჯავდეს, ვიდრე მარტო ვიყოთ რომლის უკან დამოუკიდებლობა დგას..
სიმართლე გითხრათ, სულაც არა !
გზაში…
თითქოს გზა კი არა , მე ვიწყები.. დამთავრებას ვერ ვასწრებ, არადა აშკარად ვმეორდები.. ამდენი განმეორება თავგზას-მირევს-გულს .. გადავიარე ცხრაჯერ ცხრა მთა , ცხრა ზღვა და ცხრა ოკეანე.. დავიღალე ჩემი ლირიკით..
გავსაღამოვდი..
ვიღაც მიახლოვდება.. ადამიანის ხმის გაგება მინდა.. მიყვარს ხმა , თვალებზე მეტად..
-         მწუხრი მშვიდობისა
-         მშვიდობისა
-         რას ეძებ ?
-         ჩემი საიდუმლოებები რომ არა .. ( თვითკმაყოფილი ღიმილით )
-         გგონია იმას დავუწყებ მორგებას , რასაც მალავ ?
-         არა, არა.. მასში ვერ განხორციელდები… უბრალოდ, სიმშვიდის დარღვევა არ მინდა
-         კეთილი იყოს შენი მობრძანება.. ოღონდ, ფეხზე არ გაიხადო
-         ‘ ნამგზავრი ‘ ადამიანის ფეხსაცმელები ცოტათი დასვრილია და დაიფერთხავს მაინც
-         ჰო.. დასვრილი რომ არის იმიტომ გითხარი არ გაიხადო-მეთქი.. თუ მაინცდამაინც დაფერთხვა გინდა, აქ ქენი
-         ფეხშიშველა ტანტალი მირჩევნია ახალ მდელოზე
-         შემოდი ისეთი, როგორიც ხარ..
და შევაბიჯე მყუდრო ნავსაყუდელში …
წამო, ჩემს სხეულში დაგპატიჟო,
"ფეშენებელური" სახლი ვარ.
წამო, სიყვარულით გაგაგიჟო,
სიცოცხლე გაჩუქო ახლიდან...
წამო, ჩემს თვალებში გასეირნო,
გულშიც გამოგიღო სარკმელი,
წამო, ტუჩებთანაც მიგიყვანო,_ როგორც ერთი კარგი სათქმელი..
წამო, ჩემს სხეულში დაგაძინო,
ფიქრად დაგახურო საბანი,
წამო, ყურებშიაც გაგატარო,_
როგორც სულ ახალი ამბავი
წამო,თუ ცრემლი გადაგრეცხავს
დარდი ფეხის თოკზე დამკიდე,..
წამო და გრძნობად გადაგიშლი
გულის სასტუმროში მაგიდებს.
წამო, ჩემს სხეულში დაგპატიჟო,
გრძნობის ობობებმა დამქსელა,
წამო, იმ ვნებებით გაგაგიჟო,
რითაც თვითონ უკვე სავსე ვარ!

მერე რა რომ ვერაფერს ვამბობ,დაღლილი,ამდენი ბრალდებებით...შარშანდელი ბროწეულის ხის ნაყოფი წელსაც ვერ ვიგემეთ ,აი აქვე დგას ჩემი სახლის კართან ახლოს, მოუვლელ ბაღჩაში, ბროწეულის ეს ხე ღირსებაშელახულივით,ხმება ზეზეურად რაც მისი მოკვეთა გადაწყვიტეს,დგას და ასხია შარშანდელი ნაყოფი ნაძვისხის სათამაშოებივით უნაყოფო,საოცარია, როგორ ინარჩუნებს და ვერ იმეტებს ძირს საგდებად უკვე შემომპალ და უსარგებლო ბროწეულის ბურთებს,მთელი ზამთარი ქარში,წვიმაში,ყინვასა და დიდთოვლობაში მედგრად ახვევდა ტოტებს უნაყოფო ნაყოფს, იცის, წელს თუ არ დაიზარეს გაისად მაინც მოჭრიან,ის მაინც ყვავის,სიკვდილის შიშით თავი არავის მოუკლავს ,მერე რა რომ ვერაფერს ვამბობ ,მე არ დავღლილვარ ამდენი ბრალდებებით...
გაბნეულ ფურცლებს გონებით ვაგროვებ და ეზოში გამაქვს, არ ვიცი რატომ?ლეღვის ხის ძირსში ჭიანჭველების ჯარი ესევა ფურცლებს,ვეღარ ვაშორებ,ასანთის ღერო მოვიმარჯვე მინდა დავანთო ცეცხლი ჭიანჭველებით ალმოდებულ ფურცლებზე,ბუზი სულ ბზუის და ისევ ტყუის,ტვინი წაიღო,დილამშვიდობის -ხელს მიქნევენ შორიდან ბებერი ნუშის ხეები,ახლადაყვავებული იასამნებიც,შუახნის ტყემლის ტოტები მედიდურად მ არიდებენ თავს,სალამი უჭირთ,ღიმილი შემაშრა ტუჩზე,ჩემი პატარა ნაზი ფინია კუდისქიცინით მეპირფერება,მე კი გავრბივარ ,სახლში ჩაიდანს დუღილისგან ჩაუშრა წყალი და ზუსტად ვიცი ვერ მექნება მე დღს-დღემშვიდი...
სევდისფერ ზეცაზე ნისლმა ჩამოთოვა
ღრუბელი უსაღვრო დარდებმა მოიცვა
შენი გაღიმება ისე მენატრება
თვალებმა სიშორე ცრემლებად მოისხა

სიცივით ატუზულა ოცნება კიბეზე
მთვარე დავიწყებულ ფიქრებს ეფერება
ჩემო ანგელოზო ისე მომინდი
ამ თვალებს გადაღლილს, შენითღა ეშველება

არ იცი როგორი ცუდია ლოდინი
და თუ ლოდინმა დაკარგა ფასი
მერე ძნელია ძალზე ძლიერ მოგენატრება
არის რაიმე ? სამყაროში ამ გრძდნობის მსგავსი.

მე როცა ისევ შემომიტევს ეს თბილი გრძნობა
და კამარაზე თეთრი ღამე სარეცელს გაშლის
შენ გაგიხსენებ ჩემო ტკბილზე ტკბილო ოცნება
და შენ ბაგეებზე სიყვარულის ფიალას დავცლი

ის რაც ქალებმა უნდა დაიმახსოვროთ:)

1. “მინი Юბკა” და მოტკეცილი ჯინსი, მხოლოდ ტანწერწეტა გოგონებს უხდებათ. თეთრ კეტასებზე შავი გეტრებით ვერ გათხოვდებით და ვერც მეუღლეს შეინარჩუნებთ.
2. ორ კვირიანი მაკიაჟი არ არსებობს, თავს მოუარეთ ყოველდღიურად. მოეშვით გუაშით სახის ტყაპნას. დაიმახსოვრეთ ის რაც უხდება სხვას – თქვენ შეიძლება არ მოგიხდეთ – იყავით ინდივიდუალურნი.
3. “სვეცკ” ატმოსფეროში ლუდს ნურასოდეს ნუ დალევთ, სასმელს “ზაკუსკას” ნუ მიაყოლებთ, საერთოდ ნუ დალევთ ნუუ!!! შესაბამისად მთვრალ ცრემლებსაც არ გადმოღაფავთ – ვისთვის არ უტკენიათ გული?! – დაინუგეშეთ თავი, რომ სხვებისგან განსხვავებით – 32 წლამდე შეელიეთ ქალიშვილობას.
4. როდესაც მამაკაცი რესტორანში გპატიჟებთ, ფასის მიხედვით ნუ აირჩევთ კერძს ! შეუკვეთეთ თქვენი გემოვნებით – გემოვნებაზე არ დავობენ! როდესაც კავალერს ანგარიშის დასახურად ქვითარს წარუდგენენ, ნუ შეისწავლით ფასს და დაიზეპირებთ.
5. მსხვილ კოჭებს თეთრი ფეხსაცმელი არ უხდება, არც წითელი კაბა. თუ გაწუხებთ ზედმეტი წონა, მოერიდეთ ტოპ–მაისურის ჩაცმას. – „ბანდაჟი“ ყველგან იყიდება, გამაჯანსაღებელი ცენტრებიც მრავლადაა ქალაქს.
თუ „საჯდომის“ გამკვრივება, ჯერ კიდევ ვერ მოასწარით, მოერიდეთ ჯინსის შარვლის ქვეშ „ტანგის“ ჩაცმას.
6. სექსის დროს ბევრს ნუ ილაპარაკებთ, ამ შემთხვევაში თქვენი ნათქვამი ერექციის საწინაღმდეგოდ მოქმედებს. შეეცადეთ იყოთ დინამიურნი, მოერიდეთ უხერხულ და ზედმეტ მოძრაობებს. ცეკვის დროს დამოუკიდებლად, ნუ იბზრიალებთ, პარტნიორს თაბრუ არა ტრიალით, არამედ ქალური შარმით დაახვიეთ.
7.თქვენს მოვლილობას კარგი „პედიკიური“ უსვამს ხაზს და არა შავი ტუში! „მანიკიურიც“ მნიშვნელოვანია. – ნუ წაისვამთ ცისფერ, იისფერ და სალათისფერ ლაკს, გაუფრთხილდით ფრჩხილებს, შავ წარბებს, აგურისფრად შეღებილი თმა არ უხდება!
8. შეეცადეთ თქვენი ფეხის ზომის შესაბამისი ფეხსაცმელი მოირგოთ. „ბასანოშკის“ ყიდვისას, ყურადღებით დააკვირდით – ნეკა თითი შრეს მიღმა, ეულად ხომ არ რჩება! ულვაშებსა და ხელზე თმას „პერეკისი“ არ შვლის! იმ ზომამდე ნუ გაირუჯებით, რომ საყვარელი მამაკაცი დააკომპლექსოთ – ბავშობაში, შავი ალქაჯის ყველა ბიჭს ეშინოდა.
9. თუ ოფლიანობას უჩივით, მოერიდეთ ისეთი ფაქტურის პერანგების ჩაცმას, რაც ილანდება. დაიმახსოვრეთ სხვადასხვა სურნელის მქონე სუნამოს, „დეზადორს“ და „ბოდი ლოსიონს“ ერთმანეთში ნუ აურევთ – ეს მამაკაცში გაორებას იწვევს! მკაცრად აკონტროლეთ ავანგარდული ჩაცმის სტილი – რაც ხშირ შემთხვევაში სიგორსალის და ქაჯობის ზენიტში კაშკაშებს.
10. ნუ შეიმჩნევთ და ყველას ნუ მოუყვებით, როდესაც მამაკაცი შემოგხედავთ. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას. ნუ შეაწუხებთ… მიეცით საშუალება, რომ თვითონ იზრუნონ თქვენზე! იმ შემთხვევაში თუ „შემთხვევით“ მის გვერდით გაიღვიძებთ, ნუ ეტყვით, რომ ეს შეცდომა იყო. ნურც იმას ეტყვით, რომ ყველასთან ასე არ იქცევით და ეს პირველია. მოერიდეთ ზედმეტ კითხვებს და აქტიურობას.
დაიფასეთ თავი და თქვენც დაგაფასებენ!!!
გარიჟრაჟზე, მაშინ როცა ზეცას უკვე შეუხსნია ქალური სინაზით აღსავსე გულზე მოვარსკვლავებული საკინძე და ხელუხლებელი,ღრუბელივით რბილი მკერდი უსირცხვილოდ გამოუჩენია, იქ...სადღაც შორს.... და თან ძალიან ახლოს სხვივების მოოქროსფრო–მოვარდისფრო ცეკვისას იბადება კოცნა... ცისფერი ლაჟვარდით დანამული კოცნა ჰორიზონტზე...ამბორი,რომელსაც გგონია,რომ ვერასდროს დაეპატრონები... მაგრა ცხოვრებაში ერთხელ, სულ ერთადერთხელ დგება მომენტი,როცა შენ შეგიძლია ნამგლისებური მთვარესავით მოხრილი ან მეტად გამართული ზურგიდან ღერა ღერა დაიცალო სისხლიანი,მოსპეტაკო გედის ბუმბულივით ფაფუკი ფრთები,მოქსოვო მფრინავი ხალიჩა, ან ალმოდებული ფრთებით მიწვდე ჰორიზონტზე გამომწვევად მოკაშკაშე, მზეზე სასიცოცხლო და მხურვალე კოცნას,რომელიც წარმოსახვით საქანელაზე ბავშვური სილაღით ქანაობს.. წინ და უკან... ხანდახან კი მხოლოდ წინ... (და ერთ საბედისწერო წუთს აღმოაჩენ,რომ) რადგან უკან დასახევი გზა არ არსებობს...
შენ გიჟი ხარ...
როცა გხედავ მეც მაგიჟებ...
შენთან რომ ვარ,
სისხლი გულში კოცონს მინთებს...
როცა ველი შენს მოსვლას და
შენს ნაბიჯებს...
ვფიქრობ,
როგორ მოვეფერო შენს ნაზ თითებს...

მეც გიჟი ვარ...
და უშენოდ როგორ გავძლო...
მინდა,
ისევ მაგიჟებდე, აქაც, იქაც...
ეს ცხოვრება,
მხოლოდ შენთან, შენთვის განვლო...
მე ხომ,
მხოლოდ ეგ სიგიჟე შენი მიყვარს...

ჩვენ გიჟი ვართ...
და სიგიჟეს თავის დრო აქვს...
არ გვჭირდება,
უმიზეზოდ ხვეწნა, ფიცი...
შენ რომ ფიქრობ,
ეგ ფიქრები, ქარს აქ მოაქვს...
ქარს მოჰყვები,
გამაგიჟებ ისევ, ვიცი...

მე და შენ ახლა, სწორედ ამ ღამით
ვიცეკვებთ ერთად ,უჩუმრად ''ტანგოს'',
მოგვიანებით სიშორე წაგვშლის,
რომ ვიღაც მთვრალმა არ გამოგვლანძღოს.

ჭექა-ქუხილი წამოშლის ჩიტებს
ღრმად გადაწოლილ დაბურულ ტყიდან,
მე მოგუგუნე ბინდბუნდში გკარგავ,
მხოლოდ ხელს გიქნევ მოქუფრულ ციდან.

აღელვებული ზღვა გადარეცხავს
სანაპიროზე ფეხის ნაკვალევს,
წვიმის წვეთები წყდებიან ღრუბლებს,
ჩუმი ლოდინი ნერვებს აწვალებს.

მე და შენ ღამით სანაპიროზე
ისევ ვიცეკვებთ წვიმაში ''ტანგოს''
ზღვის ტალღა წაგვშლის ორივეს ალბათ,
ვიღაცა მთვრალმა, რომ არ გაგვლანძღოს.
მიყვარს მტევანზე ამოყრილი სავსე ვენები ,
წვრილი მაჯა და აპრეხილი თითების ბოლო .
ტუჩზე მომდგარი , დამალული ჩემი ვნებები
უნდა გამოვთქვა ,ვერ დავიტევ , მომიღებს ბოლოს ...

მხიბლავს სიშორე, სიახლოვეც რომ ვერ ედრება,
მორცხვად დახრილი სინანულით სავსე თვალები,
მოხშირებული საუბრები ღმერთთან - ვედრება...
რომ არ ჩამიქრეს ამ შეგრძნების მწველი ალები.

ჩვენს შორის ჩადგა ამოუვსები უფსკრული , თხრილი...
მეგონა კოცნით დავივლიდი შენს გრძელ წამწამებს,
შენ უსინათლოს ნაბიჯივით გამხდარხარ ფრთხილი...
შენს ჯვრისწერამდე რა დაითვლის დარჩენილ წამებს.

ატმის ყვავილით შეგმოსავენ ვარდისფერ მაისს,
მე ინფარქტივით გადავიტან თქვენს თეფშის მსხვრევას.
მერე ერთ სულში ჩააცილებთ მზით სავსე დაისს -
და თებერვალში შენ შეიგრძნობ მის პირველ რხევას...