Saturday, March 22, 2014
Friday, March 21, 2014
ქალის ხასიათი დაბადების თვის მიხედვით:
1.იანვარიმრავალფეროვანი ცხოვრება. აგვისტო და მარტი ჯანმრტელობისთვის საშიში თვეებია. კეთილი, ალერსიანი, ჭკვიანი და ლამაზია.
2.თებერვალიმას გამოარჩევს გულახდილი, პირდაპირი ხასიათი, სიკეთე, უნარი თავგანწირვისთვის. ამ თვეში დაბადებულებს ასევე ახასიათებთ მიზანსწრაფულობა. ისინი სარგებლობენ სხვათა მხარდაჭერით და სიმპათიით. მათი ცხოვრება ყოველთვის განსხვავებულია. მათ ექნებათ ბევრი შეხვედრა და განშორება. შესაძლებელია კავშირი ღარიბ ადამიანთან. საყვარელი, ჭკვიანი და მოკრძალებულია.
3.მარტიჭკვიანია, სპონტანური. უმეტეს შემთხვევაში ქორწინებაშია მდიდარ და ცნობად ადამიანთან. ბევრნი არიან მზად დაეხმარონ ან ემსახურონ მას თავისი ნებით. რომანტიკოსი, საყვარელი და კეთილია.
4.აპრილიგონებამახვილია. ვალდებულია ფრთხილად იყოს იმ ასაკში რომელიც 9ის ჯერადია (9, 18, 27...) თუმცა 45 წელი, პირიქით, მისთვის ყველაზე ნაყოფიერი წელია. სიმპატიური და მავნეა.
5.მაისიდაკავებულია ახლობლების მზრუნველობით. 30 წლამდე შესაძლოა თავგადასავლები, ავადმყოფობა. 30 წლის მერე ცხოვრება გაცილებიტ მშვიდია. ჭკვიანი, ადვილად ფეტქებადი და ლამაზია.
6.ივნისიგანებივრებული, წუნია, ჭკვიანია. სარგებლობს ყურადრებით მამაკაცებს შორის. იგი ადვილად იპოვებს სიმდიდრეს. მომთმენი, მხიარული და სწრაფია.
7.ივლისი გონებამახვილი და მიხვედრილია. ერთ სიტყვას 10–ს ახვედრებს. თუ სიკეთეს მიყვება, ცხოვრების ბოლომდე ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნება. ლამაზი, ადვილად ფეთქებადია, ძნელად უყვარდება და სამუდამოდ.თუმცა შეუძლია მარტივად წავიდეს და არ დაბრუნდეს.
8.აგვისტოვერაფერში ხედავს საჭიროებას. ძირითადად მხოლოდ ერთხელ თხოვდება. მისი ცხოვრება სავსეა ნერვიულობით. მომთმენი და მოკრძალებულია.
9.სექტემბერიმდიდარი და უდარდელი ცხოვრება აქვს. 33 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება მისთვის. ლამაზი, ჭკვიანია.
10.ოქტომბერიმზუნველი შვილია. იღბლიანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფულს ეხება. შეუძლია გახდეს დიდი უძრავი ქონების მფლობელი ან ცნობილი ადამიანი. ეჭვიანი, კეტილი და ჭკვიანია.
11.ნოემბერიყველას მიმართ იჩენს მზრუნველობას და სითბოს. სარგებლობს ყურადღებით მამაკაცებში. დამოუკიდებელი, სიცოცხლემოყვარული და ეჭვიანია.
12.დეკემბერიიგი გამოირჩევა კდემამოსილებით, აზრების სისუფთავით, თუმცა სუსტია და ძნელად იღებს გადაწყვეტილებას. ცოლად გაყვება ცნობილ ადამიანს. გაბედული და ეჭვიანია.

გძინავს?
-არა, არ მძინავს
-როგორ ხარ?
-ბევრს ვფიქრობ.. უაზროდ ბევრს..…
-მერე რა, ფიქრი ყველას არ შეუძლია..
-მოგენატრე?
-შენც ხომ იცი ერთადერთი ხარ, ვინც მართლა მენატრება..
-საიდან უნდა ვიცოდე?
-რა ვიცი, თქვენზე ამბობენ, რომ ყველაფერი იცით..
-ჰეჰ.. და შენც გჯერა? იმდენ რამეს ამბობენ და შენ არაფრის გჯეროდა, ეგ რატომ დაიჯერე?-ალბათ მინდოდა რომ ეგრე ყოფლიყო და იმიტომ...
-ხო, შენც გაიგებ როგორცაა სინამდვილეში.. თვალები გაახილე რა, ასე მგონია გძინავს
-გავახელ თუ დამპირდები, რომ არ წახვალ.. აი გავახილე..
-და ხომ ხედავ რომ ისევ აქ ვარ.. ისევ ისე გიპრიალებს თვალები, თუმცა სხვანაირი ხარ.. უუუხ, როგორ მომენატრე.. შენი სუნთქვა მომენატრა..
- მე კიდევ შენს საფეთქელთან მფეთქავი სიცოცხლის ძარღვი.. და ყელზე კოცნით დათვლილი შენი პულსაცია..
ხო, ეგ მეც მომენატრა.. ამ ბოლო დროს იცი რა მახსენდება? შენი გრილი ხელისგულები.. თუმცა ამ გრილი ხელისგულების მხურვალება ჩემს ცივ ხელებზე და სახის ნაკვთებზე..-მინდოდა გამეთბო შენი ცივი სახის ნაკვთები.. მინდოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით იყო..-ასე იყო საჭირო.. ეს რომ არა ახლა შენ ასეთი აღარ იქნებოდი..-გიჟი ხარ.. რაში მჭირდებოდა ასეთად ყოფნა?-რომ აღარასდროს გკტენოდა, აი ამიტომ.. შენი ხმა მომენატრა იცი.. შენ გახსოვს ჩემი ხმა?
-მე სასახლეზე დაყრილი მიწის ხმა მახსოვს..
-კარგი რა.. ხომ დამპირდი აღარ გავიხსენებო.. როდემდე შეიძლება გახსოვდეს?
-შენთვის ყველაფერი იოლია..
-რატომ არ შეგიძლია ნორმალურად მელაპარაკო ?-იმიტომ რომ ეს ყველაფერი არ არის ნორმალური..
-მას მერე თითქმის 8 წელი გავიდა, შენ კიდევ კვლავ იმ მოგონებებში ტრიალებ
-და რა გინდა? თუ ეს გაწუხებს შენ დამივიწყე მერე, ნუ მომაქცევ ყურადღებას..-კიდევ უაზრობას მეუბნები ხომ ხვდები..-და შენ რატომ გგონია რომ აზრიანს მეუბნები?
-აქედან ყველაფერი სხვა თვალით ჩანს.. მე გხედავ მაშინ როცა ჩემთვის სანთელს ანთებ, როცა ლოცულობ .. მე ვიცი რომ შენ ასეთი არ ხარ, რატომ მელაპარაკები ასე..
-არ ვიცი.. მერვე წელია უშენობას ვსუნთქავ.. მაქვს უფლება განერვიულებული ვიყო..-მერე მე რატომ მელაპარაკები ნერვიულად? თან მაშინ როცა შენთან ვარ..
-შენ ჩემთან ვერასდროს იქნები.. ახლა დილა გათენდება და ისევ გამაღვიძებს უშენობაში დახატული მზე ..
-დამხატე მეც ... გთხოვ..
-ჩემი ნახატები ხომ ნანახი გაქვს? მაშინაც ხომ ჩემთან იყავი როცა თევზებს ვხატავდი.. ხომ გახსოვს ეგ თევზები სად ვნახეთ? აკვარიუმში ზუსტად მასეთები და ისინიც ორნი.. რომ უნდა მოგვეპარა, ხო გახსოვს, დამლაგებელმა რომ დაგვინახა და ჩაგვიშალა გეგმები, მერე მთელი საღამო საშინელუ სუნი ვერ მოიშორე ხელებიდან..-არადა უკვე დაჭერილი მყავდა ის ქალი რომ გამოჩნდაა.. მენატრები..
-ხოდა ჩემს ნახატებში უკვე ხარ.. ყველგან ხარ.. რაც მე მეხება ყველგან ხარ..
-რატომ არავის უყვები ამ ყველაფერს? შეიძლება მერე უფრო დვილად გვესუნთქა..
- ერთად ყოფნის არქივი მაკავშირებს შენთან და როცა რამეს ვყვები ასე მგონია მართმევენ ამასაც..
-იცი სულ ბოლოს, სუუულ ბოლო სუნთქვებში მინდოდა დამენახე.. გეძებდი, გეძებდი..თუმცა არ იყავი.
.- კარგი რაა, ნუ მეუბნები მასეთ რამეებს..
- უბრალოდ მინდა იცოდე.. მინდა იცოდე რომ შენი ცრემლებს ვითვლიდი და ბოლოს უკვე ამერია თვლა.. მინდა იცოდე რომ შენთან ვარ.. მინდა იცოდე რომ მენატრები მინდა იცოდე რომ უბრალოდ ძალიან უბრალოდ ჩემთვის ერთადერთი გოგო ხარ... ჰმ..მინდოდა რომ ასე ყოფილიყო და მართლა ეგრე გამოვიდა..
-როგორ შეგიძლია ასეთი რამე თქვაა..
-არაფერი განსაკუთრებული არ მითქვამს რაც სინამდვილეშია ის გითხარი.. და ნუ ტირი გთხოვ..
-კიდევ დიდხანს უნდა მაწვალო ასეე?
-წავიდე?
-სულ წავიდე? თუ გინდა მითხარი და ვეღარ მნახავ.. მეგონა ასე უფრო კარგი იქნებოდა შენთვის
-რა იქნებოდა კარგი.. მენატრები ტკივილამდე და ასე სიზმარში.. ძნელია გესმის ძალიან ძნელი..
-კარგი მაშინ წავალ .. და...................... და რა ვიცი, ცაში შეხვედრამდე.......
---გაიღვიძე დედიკუნა, საყვარელო, ტირიხარ, რა დაგემართა?..

უნიჭო ვარ
უარვყოფ მტკიცებას
ნებისმიერს,
შენი ცრურწმენისაც კი
უსიტყვოდ მწამს.
რადგან მჭირს სინანული
ზეცისმიერ,
ბედნიერებაში
უნიჭო ვარ.
თუმც წერას,
უკვე ხარკად,
ბუნებაც მთხოვს,
ყოფითს
არ ვმორჩილებ
რეგალიებს,
დაუკითხავად და
უნებართოდ
მთელი სამუზეთი
შეგალიე.
თვალებს ნუ დააბრალებ
უთქმელობას,
და წყალსაც წაუღია
ეს ლექსები...
მე ვცურავ წყურვილში და
უშენობას,
ერთხელაც მიმატოვოს,
ვეხვეწები.
უარვყოფ მტკიცებას
ნებისმიერს,
შენი ცრურწმენისაც კი
უსიტყვოდ მწამს.
რადგან მჭირს სინანული
ზეცისმიერ,
ბედნიერებაში
უნიჭო ვარ.
თუმც წერას,
უკვე ხარკად,
ბუნებაც მთხოვს,
ყოფითს
არ ვმორჩილებ
რეგალიებს,
დაუკითხავად და
უნებართოდ
მთელი სამუზეთი
შეგალიე.
თვალებს ნუ დააბრალებ
უთქმელობას,
და წყალსაც წაუღია
ეს ლექსები...
მე ვცურავ წყურვილში და
უშენობას,
ერთხელაც მიმატოვოს,
ვეხვეწები.
Thursday, March 20, 2014
– გამარჯობა, უფალო.
– გამარჯობა. მითხარი, კმაყოფილი ხარ განვლილი ცხოვრებით?
– არც კი ვიცი რა გითხრა ღმერთო… როდესაც ცოცხალი ვიყავი კარგად ვგრძნობდი თავს. ვიპარავდი, ვძარცვავდი. ფული ყოველთვის მქონდა. ვცხოვრობდი მხიარულად და უზრუნველად, სანამ ადამიანებმა არ დამიჭირეს და ჩამომახრჩვეს. აი ახლა ვფიქრობ – ალბათ არასწორად ვცხოვრობდი და ვისურვებდი გამოსწორებას. უფალო არ დამსაჯო, მე არაფერში ვარ დამნაშავე, შენ თავად მიბოძე ასეთი ცხოვრება.
– მე არ დაგსჯი. მითხარი, ვინ გინდა იყო სხვა ცხოვრებაში?
– გამაჩინე უბრალო ადამიანად, რათა შევძლო საკუთარი შრომით საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენა.
– იყოს ისე როგორ გსურს.

– არა, უფალო. ძალიან მძიმე ცხოვრება მქონდა. მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე დილით ადრე ვდგებოდი და გვიანობამდე ვმუშაობდი. მაგრამ მაინც სიღატაკეში ვიყავით მთელი ოჯახი. მე, ჩემი ცოლი და ბავშვები ვშიმშილობდით. ცხოვრებაში შიმშილის, სიცივისა და დამცირების მეტი ვერაფერი ვნახე.
– მითხარი, ვინ გინდა იყო შემდეგ ცხოვრებაში?
– მინდა ვიყო მდიდარი ადამიანი, მქონდეს დიდი სახლი, ბევრი ნაყოფიერი მიწა, რათა საჭმლის პრობლემა არასოდეს შემექმნას. მინდა რომ ჩემ შვილებს ჰქონდეთ ყველაფერი, რასაც მოისურვებენ.
– როგორც იტყვი, ისე იქნება.

– მადლობა ღმერთო. ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ბედნიერად განვვლე. მე ისე კარგად ვგრძნობდი თავს, რომ არც კი მახსოვდა ის ხალხი, რომლებიც ჩემი ბედნიერებისთვის, ჩემი სიმდიდრისათვის გაჭირვებაში იმყოფებოდნენ. მაგრამ შემდგომ ეს ადამიანები მოვიდნენ ჩემ სახლში, მომკლეს მე, ჩემი ცოლი, ჩემი შვილები და მთელი ქონება და ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში. მაგრამ მე მათი მესმის. როდესაც თავად ვიყავი გაჭირვებული, ზუსტად იგივეს გაკეთებაზე ვფიქრობდი. არ დასაჯო ისინი, უფალო.
– არ დავსჯი. მითხარი, ვინ გინდა იყო შემდეგ ცხოვრებაში?
– ახლა მე მივხვდი, ცუდია, როდესაც ზოგიერთები სხვის ხარჯზე ცხოვრობენ. გამაჩინე ისევ მდიდარ ადამიანად, უფალო. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
– იყოს ნება შენი.

– მადლობა ღმერთო. ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც მე გთხოვე. მაგრამ მეტად აღარ გამაჩინო მდიდარ ადამიანად. მე მქონდა ბევრი ფული, ავაშენე დიდი ქარხანა, შევქმენი სამუშაო ადგილები, შევასწავლე სპეციალობა, გავზარდე ხელფასები. მაგრამ რაც უფრო მეტს ვაკეთებდი მათთვის, მით უფრო მეტად ეჩვენებოდათ, რომ არაფერს ვუკეთებდი მათ. მხოლოდ ამ ცხოვრებაში გავიფიქრე თუ რა რთულია თქვენთვისაც ჩვენთან ყოფნა. ჩემს მიერ შექმნილი პროფესიული კავშირების საშუალებით, ისინი სულ უფრო მეტად ითხოვდნენ ხელფასის გაზრდას და მატერიალურ უზრუნველყოფას თავიანთი ოჯახებისათვის. ამასთან წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო ცუდად მუშაობდნენ. შემდგომ ჩემი ქარხანა გაკოტრდა, მე კი ვალების გამო ციხეში ჩამსვეს. საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი ჩემი ყოფილი მუშები მწყევლიდნენ იმის გამო, რომ ყველაფერში დამნაშავედ მე მთვლიდნენ.
– მითხარი, ვინ გინდა იყო შემდეგ ცხოვრებაში?
– გამაჩინე ცნობილ ადამიანად. მინდა, რომ ყველას აღვაფრთოვანებდე და ვუყვარდე.
– ისე გავაკეთებ, როგორც შენ გსურს.
– გამარჯობა, უფალო.– გამარჯობა. მითხარი, კმაყოფილი ხარ განვლილი ცხოვრებით?

– მადლობა ღმერთო. ყველაფერი ისე გააკეთე როგორც მე მსურდა. ხალხი მაღმერთებდა მე. რაც არ უნდა გამეკეთებინა, ყველაფერი აღტაცებას იწვევდა მათში. მაგრამ გთხოვთ მეტად აღარ გამაჩინოთ ცნობილ ადამიანად. ხალხის მიერ ასეთი გაღმერთება მალე მომწყინდა და მომბეზრდა. ყველაზე ახლო მეგობრებსაც კი შურდათ ჩემი და ბოროტება ამოძრავებდათ ჩემს მიმართ. შვილებს ვეზიზღებოდი, იმის გამო რომ მეტისმეტად ვიყავი დაკავებული საკუთარი თავითა და საქმით.
როდესაც ვკვდებოდი არავინ არ დარდობდა და განიცდიდა ამას, გარდა ჩემთვის უცნობი ხალხისა.
– ამჯერად ვინ გინდა რომ იყო?
– უფალო, გააკეთე ისე, რომ მთელი ცხოვრება წყნარად და მშვიდად განვვლო, სადმე ხალხისგან მოშორებით.
– იყოს ნება შენი.
– გამარჯობა, უფალო.
– გამარჯობა. მითხარი, კმაყოფილი ხარ განვლილი ცხოვრებით?
– დიახ, ღმერთო. დიდი მადლობა. კარგად დავისვენე. მაგრამ მეტად აღარ გამაჩინო მეტყევედ. მოწყენილად და მარტოსულად ვგრძნობდი თავს.
– მაშ ვინ გინდა რომ იყო?
– მე მქონდა უამრავი თავისუფალი დრო. ვკითხულობდი წიგნებს, ვფიქრობდი ცხოვრებაზე და ადამიანებზე. ვფიქრობ, მე მივხვდი როგორ უნდა გავხადო ხალხი ბედნიერი. გააკეთეთ ისე, რომ მთელი ცხოვრება დიქტატორი ვიყო, მე მსოფლიოს უკეთესს გავხდი.
– როგორც ისურვებ.

– მე ყველაფერი გამომივიდა, რისი გაკეთებაც მსურდა. მე მოვუტანე ხალხს წესრიგი და სამართლიანობა. მსოფლიო უკეთესი გახდა. მაგრამ ამისათვის მომიწია ყველას განადგურება, ვინც ამაში ხელის შეშლას ცდილობდა. ხელები სისხლში მაქვს. დამსაჯე, უფალო.
– მე არასდროს არავის არ ვსჯი. შენ თავად დასჯი საკუთარ თავს შემდეგ ცხოვრებაში. თუ მოინდომებ. ახლა კი მითხარი ვინ გინდა იყო?– გამარჯობა. მითხარი, კმაყოფილი ხარ განვლილი ცხოვრებით?
– მე ყველაფერი გამომივიდა, რისი გაკეთებაც მსურდა. მე მოვუტანე ხალხს წესრიგი და სამართლიანობა. მსოფლიო უკეთესი გახდა. მაგრამ ამისათვის მომიწია ყველას განადგურება, ვინც ამაში ხელის შეშლას ცდილობდა. ხელები სისხლში მაქვს. დამსაჯე, უფალო.
– გამაჩინეთ თქვენი სურვილისამებრ. მხოლოდ გთხოვთ, უფალო, მეტად არ გამაჩინოთ ადამიანად.
– იყოს ნება შენი.
Wednesday, March 19, 2014
წუთები...
წამები...
უშენოდ ვწამდები...
გნატრობ და მიტაცებს
შორს...შენი თვალები
თითები...
წარბები...
ტუჩები...
თვალები...
მინდა, რომ ვიხილო
მე შენი ღაწვები
ჩემში ხარ...
ჩემი ხარ...
ნატვრა ხარ...
განძი ხარ...
ოცნება, მიზანი,სიცოცხლე,ცხოვრება
ცამდე ხარ...
მიყვარხარ...
ღმერთამდე მიყვარხარ...
გიყვარვარ?
მითხარი...მითხარი "მიყვარხარ"
მარგუნე ოცნება, უშენოდ გიჟად ვარ
მიშველე, დავიწვი, გავწამდი, დავნაცრდი
მითხარი...მითხარი...მითხარი "მიყვარხარ"
მე ვდნები...
მე ვქრები...
მე ვიწვი და ვკვდები
როდესაც გიმზერ და დარდისგან ვშრები
ფერება მინდება, ო, შენი ფერება
მიყვარხარ, მაოცებ...სისხლი ხარ ვენებთან
ამიხდი, ოცნებავ
მეღირსე როგორმე
წუთები...
წამები...
უშენოდ ვწამდები...
მომკიდე ხელები
უარი აღარ თქვა...
მითხარი " მიყვარხარ...მე შენ მიყვარხარ"
წამები...
უშენოდ ვწამდები...
გნატრობ და მიტაცებს
შორს...შენი თვალები
თითები...
წარბები...
ტუჩები...
თვალები...
მინდა, რომ ვიხილო
მე შენი ღაწვები
ჩემში ხარ...
ჩემი ხარ...
ნატვრა ხარ...
განძი ხარ...
ოცნება, მიზანი,სიცოცხლე,ცხოვრება
ცამდე ხარ...
მიყვარხარ...
ღმერთამდე მიყვარხარ...
გიყვარვარ?
მითხარი...მითხარი "მიყვარხარ"
მარგუნე ოცნება, უშენოდ გიჟად ვარ
მიშველე, დავიწვი, გავწამდი, დავნაცრდი
მითხარი...მითხარი...მითხარი "მიყვარხარ"
მე ვდნები...
მე ვქრები...
მე ვიწვი და ვკვდები
როდესაც გიმზერ და დარდისგან ვშრები
ფერება მინდება, ო, შენი ფერება
მიყვარხარ, მაოცებ...სისხლი ხარ ვენებთან
ამიხდი, ოცნებავ
მეღირსე როგორმე
წუთები...
წამები...
უშენოდ ვწამდები...
მომკიდე ხელები
უარი აღარ თქვა...
მითხარი " მიყვარხარ...მე შენ მიყვარხარ"
შენ ხარ? შემოდი, ზუსტად ახლა ვალაგებდი ცხოვრებას. იყავი, არ წახვიდე,
ხელს არ შემიშლი. ეს... კისერზე? არაფერია, პატარა დაბრკოლებას წამოვკარი
ფეხი და... მოვიტეხე, მითხრეს მალე მოგირჩებაო, ჯერ პატარა ხარ და საშიში
არააო. მეტის ღირსი ვარ, სიარულისას წინ არასოდეს ვიხედები, არადა ჩვენთან
ასე არავინ დადის... მოდი, აი ამ პატარა გაუგებრობაზე ჩამოჯექი, მეც ახლავე
მოვრჩები, თაროზე შემოწყობილი რამოდენიმე დამტვერილი მოგონებაღა დამრჩა
გასაწმენდი, სკივრში ჩალაგებულ ფიქრებსაც გავამზეურებ და ეგაა. მანამდე
შეგიძლია მაგიდაზე მოფენილი თავსატეხებით შეიქციო თავი, ამასწინად
ერთ–ერთის ამოხსნა მეც დავიწყე თუმცა ნერვები აღარ მეყო და... ჯერ რა
უჭირს, პატარები და ადვილებია, თუმცა რომ გართულდებიან და გაიბერებიან,
მერე რა უნდა ვქნა ჯერ არ ვიცი. ჰო, ეს პრობლემები ძირს გადმოყარე, მაინც
გადასაყრელია და ბარემ ერთად გავიტან. ხომ არ გცივა? მეც რას გეკითხები,
შეგცივდება, აბა რა, რამდენი ხანია მზეც აღარ ამოსულა ჩვენთან. ბუხარში
კიდევ უნდა იყოს იმედის პატარა ნაპერწკალი. ცოტა გრძნობებს მივუმატებ და
ცეცხლს დავანთებ ახლავე. მთავარია რწმენა ვიპოვო.სადღაც აქვე მქონდა, სულ
ფეხებში მედებოდა და რომ მჭირდება ახლა ვეღარ ვოპოულობ, არადა, იმდენი
ხანია ეს ნაპერწკალი აღარ გამიღვივებია, აღარც აინთება რწმენის გარეშე.
მოდი, დედაჩემის სიყვარულს მოგასხამ, იცი როგორი თბილია? თან თავისი ხელით
მომიქსოვა, ნახე როგორ გაგათბობს. რომ შემეძლოს რაიმეთი
გაგიმასპინძლდებოდი, თუმცა უკანასკნელი ობმოდებული სურვილებისაგან ახლახან
გამოვათავისუფლე განჯინა.
– ვაი!.. თითი გავიჭერი. ეტყობა ისევ იმ ამოტეხილ სასოწარკვეთილებას
გამოვდე, მერამდენედ უნდა მომივიდეს ასე?არადა სულ მავიწყდება რომ ფრთხილად
უნდა ვიყო. მაგიდაზე შვების პატარა ნაჭერი უნდა იდოს და თუ არ შეწუხდები
მომაწოდე რა, თითს გადავიხვევ. უი, ფრთხილად... არაუშავს. აქ ისეა
ყველაფერი მიყრილმოყრილი... მიკვირს, აქამდე რომ არაფერს დაეჯახე. ისე ეს
ჩემი სანუკვარი ოცნება იყო, ნამსხვრევებს მაინც შევინახავ,იქნებ ოდესმე
შევძლო მისი შეკეთება... კარგი რა, ნუ მოიწყინე, გინდა რაღაც გაჩვენო?
მოდი, ფრთხილად, გაიხედე, ფერმკრთალ დისკოს ხედავ? არა, ეს ჩემი არაა, ჩემი
ჯერ ასე არ კაშკაშებს, იქეთ, უფრო უკან, დაინახე? იცი ეს რა არის? – ჩემი
მიზანია. ჯერ სულ ახლახანს გამოჩნდა და ამიტომაა ასეთი სიფრიფანა, თუმცა
ვერც წარმოიდგენ, ამან როგორ გამახარა – ჩემს ცხოვრებასაც რომ გაუჩნდა
დანიშნულების ადგილი...
– თავი დახარე! ... – კიდევ დაგვეჯახა, აუუ შეხედე, ისევ თავდაყირა დააყენა
ყველაფერი, ვერაფრით გამიგია ჩემგან რა უნდა, სულ ასე იცის, რაც ეს მიზანი
გამოჩნდა იმის მერე მითუმეტეს, ცდილობს როგორმე გზიდან გადამაგდოს, არადა,
აქ ერთხელ თუ აცდი მიზანს, მორჩა, ამდენ აბრდღვიალებულ დისკოში ვეღარც
იპოვი ალბათ ვერასოდეს. კიდევ კარგი, შენ რომ ვერ დაგინახა,ცუდად კი არ
გამიგო, უბრალოდ ჩვენთან სტუმრები არ დადიან... მოდი რა, ჩვენც წავიდეთ
სადმე, თითო ნუგეში გადავკრათ. ცხოვრება ისედაც მოიცდის...
მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე
ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი
და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე
სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.
მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,
პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,
დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება
ჩურჩულზე დაბალი,მთრთოლვარე ბგერებით.
დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები,
ჟინოწყურებული ამბორის ამალით.
აავსეთ ფრაზები ,სულ გამოცანებით,
უაზრო თემებით,აღგზნების დამალვით.
დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე,
გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს.
საყვარელს უთხარით:"მე ეხლა რომ გიმზერ,
რატომღაც მინდა ,რომ მეჩხუბო,მეწყინოს".
იმდენად თამამად შეეხეთ ქალის მკერდს,
შეკრთეს და მოუნდე,დააწყდეს ნერვები,
ხალხმრავალ ადგილას,ალერსი გარიკსეთ,
რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.
იფიქრეთ,ცოტაა სადი და ბოკაჩო
იმ ვნების კოცონთან,რომელსაც თქვენ აჩენთ.
შერწყმას თუ მოგინდა,ალერსი მოქაჩო,
ხუმრობით ბავშვურად ,ნაწნავი მოქაჩე.
შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი,
მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე,
გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,
საყვარელს ჩურჩულით აკოცეთ კეფაზე!
/გიორგი ზანგური/

ჩარლი ჩაპლინი — რაც საკუთარი თავი შევიყვარე
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი – მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას „სინამდვილე“ ქვია.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რა ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუკი მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, როცა მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის ჯერ მზად არ არის და, რომ ეს ადამიანი – თავად მე ვარ. დღეს „აღიარებას“ ვარქმევ ამას.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე სხვა ცხოვრებისკენ სწრაფვას და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, მუდმივად ზრდისა და სრულყოფისკენ მიბიძგებს. დღეს „მოწიფულობა“ დავარქვი ამას.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ მიუხედავად გარემოებებისა, ვიმყოფები სწორ ადგილას, სწორ დროს და ყველაფერი საჭირო მომენტში ხდება, ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო. ახლა ამას „თვითდაჯერებულობას“ ვარქმევ სახელად.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვიპარავ ჩემს დროს და სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს აღარ ვსახავ. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის სიხარული და სიამოვნება მოაქვს, იმას, რაც მიყვარს და რაც მხიარულ განწყობაზე მაყენებს. ამას ჩემი მეთოდებით, ჩემს ჩვეულ რიტმში ვაკეთებ. დღეს ამ ყოველივეს „უბრალოებას“ ვეძახი.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, განვთავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ზიანი მოქონდა ჩემთვის – საკვების, ადამიანების, ნივთებისა და სიტუაციებისგან. ყველაფრისგან, რაც კი უკან მხევდა და ჩემს თავს მაშორებდა. „საკუთარი თავის სიყვარული“ ვუწოდე ამ ყოველივეს.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვცდილობ ყოველთვის მართალი ვიყო და შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებ. ახლა ვიცი, რომ ამას „მოკრძალება“ ქვია.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით აღარ ვცხოვრობ და მომავალზეც არ ვღელავ. მხოლოდ მოცემულ მომენტში ვცხოვრობ – იქ, სადაც ყველაფერი ხდება. ახლა ყოველი დღით ვცხოვრობ და ამას „განხორციელებას“ ვარქმევ სახელად.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავაცნობიერე, რომ ჩემმა გონებამ შესაძლოა გუნება-განწყობა გამიფუჭოს და ამან შედეგად ავადმყოფობა მომიტანოს. მაგრამ, როცა გული და გონება ერთმანეთს შევურწყე, ეს უკანასკნელი ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. ამ კავშირს „გულის სიბრძნეს“ ვუწოდებ.
არ არის საჭირო, კონფრონტაციებისა თუ სხვადასხვა სახის პრობლემების შიში რომ გვქონდეს. იცით, ვარსკვლავებიც ეჯახებიან ერთმანეთს და ამ შეჯახების შედეგად ახალი სამყაროები წარმოიქმნება. დღეს ვიცი, რომ „ეს – ცხოვრებაა“.
საკუთარი თავის უნდა გწამდეს – ესაა საიდუმლო. მაშინაც კი, როცა ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი და ქუჩაში საკვებს ვეძებდი, ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც უდიდეს მსახიობზე მსოფლიოში. მე უნდა მქონდეს აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი.

Tuesday, March 18, 2014
ვიდრე
მაიკლ რეიგანი დაქორწინდებოდა, აშშ-ის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა მას წერილი
მისწერა. ვფიქრობთ, ის ყველა ახალდაოჯახებულს ან დასაოჯახებელს გამოადგება.
მაიკლ რეიგანს
მანჰეტენის სანაპირო, კალიფორნიის შტატი
1971 წლის ივნისი.
ძვირფასო მაიკ,
წერილს თან მოჰყვება ის, რაც ადრე ვახსენე. ალბათ, შემეძლო, ამაზე შევჩერებულიყავი, თუმცა ეს არ მსურს.
შეიძლება გსმენია ცინიკური ხუმრობები "უიღბლო ქორწინების" შესახებ. ალბათ, ეს შენთვის არავის უთქვამს, მაგრამ მინდა გითხრა, რომ განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. დღეს შენ ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში შეაბიჯე და იგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც შენ შექმნი.
ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს, რომ საკუთარ ძლიერებას მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როცა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და არაფერზე შეიკავებს თავს, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მის ცოლს გული არ ეტკინება იმის გამო, რასაც ვერასდროს გაიგებს.
არადა, სიმართლე ბევრად ღრმაა, ვიდრე ასეთი ადამიანები ფიქრობენ. ცოლმა ყველაფერი იცის, პერანგზე ნაპოვნი პომადის კვალისა და იმის მიზეზის გაგების გარეშეც კი, თუ რატომ დაბრუნდა მისი ქმარი დილის 3 საათზე სახლში და ამ ცოდნასთან ერთად იკარგება ურთიერთობის სილამაზეც.
ცხოვრებაში ერთი უპირობო წესი არსებობს – რასაც დასთეს, იმას მოიმკი. კაცი, რომელიც ქორწინებაში იმის ნახევარს დებს, რაც შეუძლია, ამაზე მეტს არც უნდა ელოდეს.
დარწმუნებული ვარ, იქნება წამები, როდესაც ისევ შეხვდები ვინმე მომხიბვლელს, ძველი დრო გაგახსენდება და დაგაინტერესებს, შეგწევს თუ არა ძალა, მოხიბლო საპირისპირო სქესი, მაგრამ, შვილო, მსურს გაგიმხილო, თუ რა მშვენიერი გამოწვევაა, დაუმტკიცო შენი ძლიერება მხოლოდ ერთ ქალს შენი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე.
ყველას შეუძლია იყოს ხეპრე და ღალატით გააგრძელოს ცხოვრება. ამას დიდი ადამიანობა არ სჭირდება. ნამდვილი კაცობა კი ისაა, რომ დარჩე მიმზიდველი ქალისთვის, რომელსაც უყვარხარ – ადამიანისთვის, რომელსაც შენი ხვრინვაც კი სმენია, უნახიხარ პირგაუპარსავი, უზრუნია შენზე, როდესაც ცუდად იყავი და ურეცხია შენი ბინძური საცვლები. მოიქეცი ასე... აგრძნობინე მას სითბო და კვლავ გაიგებ მშვენიერი მუსიკის ხმას.
კაცს, რომელსაც ნამდვილად უყვარს ქალი, არასოდეს სურს, დამცირებულად აგრძნობინოს მას თავი. როდესაც მდივან ქალს ესალმები, ანდა გოგონას, რომელსაც ორივენი იცნობთ, შენი ცოლი არ უნდა გრძნობდეს თავს დამცირებულად იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ეს ის გოგონაა, ვის გამოც გვიან ღამით დაბრუნდი სახლში. როდესაც შენი ცოლი ასეთ გოგოს თვალებში შეხედავს, უნდა ეღიმებოდეს იმის გაანალიზებით, რომ ეს ის ქალია, რომელსაც მის გამო უთხარი უარი.
მაიკ, შენ სხვებზე უკეთ იცი, რას ნიშნავს სახლი, სადაც უბედური ადამიანები ცხოვრობენ და რა შეუძლია მოუტანოს ამან სხვებს.
დღეს შენ გაქვს შანსი, მიიღო სწორი გადაწყვეტილება. გახსოვდეს, არ არსებობს კაცისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც დღის დასასრულს სახლის კარს უახლოვდება და იცის, რომ მის უკან ქალია, რომელიც მისი ნაბიჯების ხმის გაგონებას ელოდება.
სიყვარულით, მამა...

ცდუნების ხელოვნება (ალტერნატივა)
ზუსტად ამ დროს, ქალაქის სულ სხვა
წერტილში, ქალი სარკესთან იდგა მთელი თავისი ეშხით და ცდილობდა შავი
თვალების სიღრმე უფრო გამოეკვეთა ფანქრით. უნდოდ გაბუსხული ტუჩები მუქ
სისხლისფრად შეეღება. ღამისფერი ტალღები ეფინა ნახევრად მოშიშვლებულ
ზურგზე. უხდებოდა თავისუფლებით სავსე დალალები, ისინი თითქოს პატრონის
ხასიათს გასცემდნენ. დიახ, ქალიც ასეთი იყო, – თავისუფლებით სავსე და
თამამი. თუმცა მხოლოდ ძალზე დაკვირვებული ადამიანი თუ შეამჩნევდა მისი
თვალების ფსკერზე არსებულ ტკივილს.
სასწაულია, როგორ გამოსდით ქალებს ასე ოსტატურად ტკივილის დამალვა და მათი განუმეორებელ ხიბლად ქცევა?
იდგა ქალურობით აღსავსე სარკის წინ და საკუთარ ანარეკლს საყვედურობდა მდუმარედ.. დრო კი ქვიშის საათივით მარცვლავდა წამებს…
„მოწყალე მხოლოდ უფალია, მე არ მევალება ვიყო იდეალური“.
მზერა გაკვესა დახურული გულისპირისკენ, სადაც დიდი ხანია ფეთქვა შეეწყვიტა გულს.
წარმოგიდგენიათ რა საოცარია ადამიანთა
შეგრძნებები? ისინი ერთმანეთს ეძებენ მუდამჟამს და მხოლოდ თანხვედრის
შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე საკუთარ არარსებობას. სასწაული ხომ ზუსტად მაშინ
ქრება, როცა ირწმუნებ მას…
ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა, როცა ქალმა ჩანთა გადაიკიდა ამაყად გამართულ მხარზე და გრამი სინანულიც კი არ წაიღო შეხვედრაზე.
მანქანაშიც არ უფიქრია ბევრი, უბრალოდ წარსულს ფურცლავდა საოჯახო ალბომივით და ამოხეული ფურცლები სტკიოდა…
გრაციოზული სიამაყით შეაბიჯა ბარში, სადაც
მკრთალი შუქი ტალღასავით ეფინებოდა მაგიდებს. კუთხეში მჯდარი მამაკაცი
შემოსასვლელ კარს ისე მისჩერებოდა, რომ ქალს წამით ღიმილმა გადაურბინა
ტუჩებზე.
რამდენიმე წუთში უკვე მის მაგიდასთან ჩამოჯდა. თავაზიანად დაუკრა თავი და კაცის მწვანედ გამორეცხილ თვალებს გაუსწორა მტკიცე მზერა.
- იმედია დაგვიანებისთვის არ დამძრახავ, ხომ იცი, სასწაულებს ისევე მალე შეუძლიათ გაქრობა, როგორც დაბადება.
კაცი გაოცებას ძლივს მალავდა. შეყურებდა
მის წინაშე მყოფ ქალს და ასე ეგონა, რომ მთელი ცხოვრება მის თვალებს
ნატრობდა. ეს განცდა უფრო მატულობდა სისხლში და სასმელთან ერთად ტვინში
იწყებდა დალექვას.
ქალმა ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და ნება-ნება გააბოლა. კაცი წუთით გონს მოეგო და ღიმილი მოირგო ტუჩებზე.
- არ მეგონა ამ ასაკში ვინმე თუ მოახერხებდა ჩემს გაოცებას, უნდა ვაღიარო დამაინტრიგე.
ქალმა თვალები დახარა და საფერფლეს ესროლა
მზერაში გაჩენილი ავი ნაპერწკლები. „ახლა მხოლოდ საკუთარი მიმიკებისა და
მზერის ფლობაა საჭირო“, – ფიქრობდა ის.
- მგონია, რომ გჭირდებით. ამაზე თქვენი ამოღამებული უპეები და მსუბუქად მთრთოლვალე ხელები მეტყველებენ.
თქვა მტკიცედ ქალმა და მკვეთრად ამოხედა
მას. კაცს ღიმილი გაუქრა. უფრო მეტი ეჭვით დააკვირდა ქალს და წუთით ისიც
იფიქრა, რომ მის წინ ახლა ილუზია განსხეულებულიყო. ნახევრადჩამწვარი
სიგარეტი საფერფლეს მიასრისა და ვისკი გადაჰკრა. ქალი მშვიდი იყო, მხოლოდ
მისი მოელვარე თვალები კვეთდნენ სივრცეს.
- როგორ მიპოვეთ?
ხმა გაბზარვოდა კაცს.
- მე არ მიპოვნიხართ, თქვენ თავად მეძებდით მე.
რა უცნაურია, ღმერთმანი. იჯდე ბარში უცნობ
ქალთან ერთად და ისეთი განცდა გეუფლებოდეს, თითქოს აქამდე არც კი
არსებობდი. (რა სენტიმენტალურია, როცა მხოლოდ ვიღაცის თვალები არის შენი
არსებობის მიზეზი).
შუაღამემდე ისხდნენ ბარში, თუმცა არცერთ
ყოფით საკითხს არ შეხებიან, მხოლოდ განცდებს უტოლებდნენ ერთმანეთს, რათა
მათი თანხვედრა დაეგემოვნებინათ.
ბოლოს კაცმა სახლში დაპატიჟა ქალი და წინასწარ მოუბოდიშა მის ბინაში არსებული არეულობის გამო. ქალს გაეღიმა მის თავდაჯერებულობაზე.
მხოლოდ ძლიერ მამაკაცებს შეუძლიათ სრულ
არარაობამდე მისულ მდგომარეობაშიც კი იყვნენ თავდაჯერებულები და მხოლოდ მათ
ძალუძთ ამ ქვეყნად ყველაზე შეშლილი სიყვარული.
ქალი გრძნობის ქსელს ართავდა მდუმარედ და კაცის შემოსვას ცდილობდა…
მანქანაში ორივე ჩუმად იჯდა. თითქოს
დუმილის სიღრმეს ამოწმებენო. ზამთრის სუსხის მიუხედავად მინა ჩაეწია ქალს
და ნაკვთებს ისუსხავდა ყინვის ნაგლეჯებით. მიექანებოდა ბედისწერასთან
შესახვედრად და ცდილობდა მეტი სიძლიერე აღეძრა სულის მიმალულ კუნჭულებში.
შეცდომები არ მეორდებიან და თუ მაინც იმეორებს ადამიანი რომელიმე მათგანს, მაშინ მათ მიერ გამოწვეული სინანულიც იცვლება.
- შენი ტკივილის მიზეზად რომ ვიქცე, რას იზამ?
ჰკითხა უეცრად ქალმა და კაცის პროფილს
გახედა. თითქოს ბარში მზერების გაცვლის შემდეგ არც ისე დარწმუნებული იყო
თავისი მიზნის მართებულობაში. ახლაც კაცისგან ელოდა შველას…
- ხომ იცი ტკივილის ადგილი სად არის?
ქალს ხმა არ ამოუღია, მზერა მოარიდა. კაცმა თავადვე გასცა პასუხი.
- მისი ადგილი სულშია, მე კი მზად ვარ ეს ტკივილი მთელი ცხოვრება ვატარო.
ქალს ერთ დროს გაჩერებული გული მოეწურა.
- ერთი ნახვით სიყვარულის გჯერა?
ცდილობდა ცინიზმი მოეშველიებინა. კაცმა არც კი შეიმჩნია ქალის ვითომ გულგრილი კითხვა.
- მე ერთი ნახვით შეშლის მჯერა.
უხდებოდა ეს თავდაჯერება, რომელიც პიკს აღწევდა და ქალს ფიქრებს უკაწრავდა.
არცერთს ამოუღია ხმა სახლში მისვლამდე.
შავ-ბნელ მოსახვევებში ცოდვები იბადებოდნენ და უსახლკარო სულებს ეძებდნენ…
ქალს ხმა არ ამოუღია, მზერა მოარიდა. კაცმა თავადვე გასცა პასუხი.
Monday, March 17, 2014
მანძილი შენამდე დიდია,
შენიდან ჩემამდე - არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია,
მანცვიფრებ...
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იღიმი
საეჭვოდ,
ვარსკვლავნი აენთნენ ,
რომ ვხედავ , შორი_შორს
საკმაოდ,
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ -
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც,
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია,
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია.
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იცინი
საეჭვოდ.
/ტარიელ ხარხელაური/
შენიდან ჩემამდე - არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია,
მანცვიფრებ...
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იღიმი
საეჭვოდ,
ვარსკვლავნი აენთნენ ,
რომ ვხედავ , შორი_შორს
საკმაოდ,
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ -
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც,
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია,
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია.
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იცინი
საეჭვოდ.
/ტარიელ ხარხელაური/
სიკვდილმისჯილთა უკანასკნელი სიტყვები
სიკვდილმისჯილთა უკანასკნელი სიტყვები, რომელებიც მათ სიკვდილით დასჯის წინ წარმოთქვეს.
1) “ჩემს დაზიანებას აპირებთ, გთხოვთ ნუ მატკენთ, უკანასკნელ წამს სწორედ ამას გთხოვთ.” – მადამ დიუ ბერი. სიკვდილით 1793 წელს დასაჯეს, ის გილიოტინაზე აღესრულა.
2)“მე ვნახავ იესოს პირისპირ… მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ… მე გნახავთ ყველას იქ, როდესაც თქვენც ეწვევით საუფლოს… მე გელით თქვენ…” – კარლა ფეი ტეიკრ ბრაუნი, 1998 წლის 3 თებერველი.
3) “მე სახლში ვბრუნდები პატარავ.” – ჯეიმს ალანი. სიკვდილით დასაჯეს 1993 წლის 3 მარტს, ინექციით.
4) “დაიმახსოვრეთ, სიკვდილის ჯარიმა მკვლელობაა!” – რობერტ დრიუი. სასიკვდილო ინექციის დოზა 1994 წლის ორ აგვისტოს გაუკეთეს.
5) “დიდება ანარქიას! ეს ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წამია!” – ჯორჯ ენჯელი, ის ერთ-ერთი იყო 1886 წელს სიკვდილით დასჯილი 4 პატიმრიდან, რომელთაც ტერაქტის მოწყობისთვის სიკვდილი მიესაჯათ.
6) “მე შენ მიყვარხარ” – სან ფლენაგანი. ამ სიტყვებით მან ჯალათს მიმართა. ის 1989 წლის 23 ივნისს დასაჯეს სიკვდილით.
7) “ჩემს ოჯახს მადლობას ვუხდი, ზრუნვისა და სიყვარულისთვის. დანარჩენს რაც შეეხება: მთელი მსოფლიო ემთხვიოს ჩემს უკანალს!” – ჯონი ფრენკ გარეტი. ის 1992 წლის 11 თებერვალს დასაჯეს სიკვდილით.
“მიდით დასრულეთ!” – გარი გილმური. სიკვდილით 1977 წლის 17 იანვარს დასაჯეს.
9) “მე ხომ უბრალოდ ვთევზაობდი!” – ჯიმი გლასი. სიტყვები ელექტრო სკამზე წარმოთქვა , 1987 წლის 12 ივნისს.
10) “კარგი ხალხი ყოველთვის დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ არასდროს ცდებიან.” – ბარბარა გრეჰემი, სიკვდილით 1955 წლის 3 ივნისს დასაჯეს.
11) “შეიძლება იყო მეფე ან სულაც მენაგვე, მაგრამ ბოლოს ყველა ცეკვავს სიკვდილის ანგელოზთან.” – რობერტ ელტონ ჰარისი. სიკვდილით 1992 წლის 21 აპრილს დასაჯეს.
12) “მე უცოდველი ვარ უმანკო, უცოდველი.. არ შეცდეთ ამაში. მე უდანაშაულო ადამიანი ვარ და ყველაზე არასწორი დღეს ჩემი წასვლა იქნება.” – ლაიონელ ჰერერა, 1993 წლის 12 მაისს ინექციის სასიკვდილო დოზით გარდაიცვალა.
13) “მიყვარხარ დედიკო!” – კლარენს ლაქი. 1997 წლის 20 მაისს გარდაიცვალა.
სასიკვდილო ინექციით.
14) “სიკვდილისთვის შესანიშნავი დღეა. მე გაპატიეთ ყვერლას, იმედი მაქვს ღმერთიც მოგიტევებთ.” – მარიო ბენჯამენ მარფი. 1997 წლის 17 სექტემბერს სასიკვდილო ინექციიტ გარდაიცვალა.
15) “პირდაპირ მესროლე ნაბიჭვარო, შეცდომა არ მოგივიდეს.” – ჰარი ჰარბორდ ბრეიკერ მორანტი. ავსტრალიელი პოეტი და ნაციონალური გმირი. ის 1902 წელს დახვრიტეს.
16) “კარგით, ერტი ღმერთი, მეორესთან შესახვედრად მიდის!” – ჯო
ნ ელდონ სმიტი.1983 წლის 15 დეკემბერს ელექტრო სკამზე აღესრულა.
17) “Adios.” – ჯონ ტენოსი. ელექტრო სკამზე მჯდომა წარმოთქა, 1994 წლის 16 მაისს.

ყველაფერი კარგად იქნება!
ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!
როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ასე იქნება
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება!
შენი ცხოვრებაც ასე იქნება
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება!
ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება;
ნუ …შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება;
ნუ …შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!
როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი
ყველაფერი კარგად იქნება!
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი
ყველაფერი კარგად იქნება!
რომც დაგარწმუნონ რომ იღუპები
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!
თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი
ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის,
და ყველაფერი კარგად იქნება!
ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის,
და ყველაფერი კარგად იქნება!
როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი
ყველაფერი კარგად იქნება!
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი
ყველაფერი კარგად იქნება!
დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!
როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას,
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!
როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს,
ღმერთის წყალობით
სულყველაფერი კარგად იქნება!
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს,
ღმერთის წყალობით
სულყველაფერი კარგად იქნება!
სად ვეძებო ღმერთი?!
სად ვეძებო ღმერთი?!
გიწამეს.
გადიდეს.
ჩემი რწმნა კი დღემდე მატერიალიზმის საწყისებზე ლოცულობს.ჩემს ერთ ნახევარს სძულს მატერიალიზმი,მეორე ნახევარი კი ათეიზმის მტვერივით,მორწმუნე ინდივიდებიდ ჯიბრზე,შენს არარსებობას ამტკიცებს.
უცნაურია,როცა ცუდად ვარ მაშინ არსებობ,როცა კმაყოფილებით ვტკბები,მაშინ ჩემი არსებიდან გადიხარ,დგება წამი,როდესაც დაუფიქრებლად,თავდაჯერებულად ვიწყებ იმის მტკიცებას,თუ როგორ შექმა დედამიწა შემთხვევითობამ,ეს ბურთი,რომელიც მზადაა მანამდე მზიდოს,სანამ შენ არ მოისურვებ ჩემ გაქრობას.
ზეცას არ ვაცილებ თვალს ,როცა გიხსენებ.მე იქ მეგულები,შენ უფალო,ღრუბლებზე ფეხმორთხმით მჯდომი,უბრალო ტანისსამოსით და კეთილი,ტკივილნარევი მზერით.
ისიც არ ვიცი,ჯოჯოხეთი ხარ თუ სამოთხე,იქნებ არცერთი.არ მჯერა მე ჯოჯოხეთის არსებობის.თუ ასეთი მოწყალე ხარ შენ უფალო,მაშინ როგორ შეგიძლია შენი პირმშო,ცეცხლში დასაწვავად გაიმეტო?!
აი,უკვე მერამდენედ,ეჭვი მეპარება შენს არსებობაში.დავიჯერებ მაშინ,როცა ჩემი გული გიწამებს.გული არ იტყუება,რაგდგან შენ ხარ გული.ვისაც გული აქვს,იმას სჯერა შენი.და თუ ჩემს გულს ვიპოვი,არა სხეულში,არამედ ჩემს არსებაში,მაშინ მიპოვნიხარ ,შენ,უფალო.
შემომეძარცვე.
ისევ მაკლიხარ.
და ისევ გეძებ,ურწმუნოდ,უნდოდ.

მომავლის პროფესიები ჟურნალ ფორბსის მიხედვით
რამდენიმე დღის წინ ჟურნალმა „ფორბსმა“
გამოაქვეყნა მოღვაწეობის იმ სფეროების სია, სადაც უმაღლესი სასწავლებლების
კურსდამთავრებულებს ათწლეულების განმავლობაში ელოდებათ ვაკანსიები.
პროგნოზი გაკეთებულია კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ,
ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე და
წამყვანი კომპანიების მმართველებთან ინტერვიუების მიხედვით.
კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ ახალი
ვაკანსიების მნიშვნელოვანი რაოდენობა გაჩნდება ჯანდაცვის სფეროში –
მედიცინის, ტექნიკისა და კანონმდებლობის „ზღვარზე“. აშშ-ს ჯანდაცვას
დასჭირდება სპეციალისტები, რომელთაც შეეძლებათ სხვადასხვა კვლევების
კომპიუტერული მონაცემების დამუშავება და მათი ერთ სურათში განზოგადება.
ასევე, ადვოკატები, რომლებიც სპეციალიზდებიან მედიცინის საკითხებში.
საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში
გაიზრდება ისეთი ვაკანსიების რიცხვი, რომლებზეც პრეტენზია ექნებათ
ინჟინრებს, ანალიტიკოსებსა და კომპიუტერის სპეციალისტებს, 2018 წელს ასეთი
ვაკანსიების რიცხვი 20 პროცენტით გაიზრდება.
აგრეთვე მოთხოვნა გაიზრდება ქიმიკოსებსა
და ბიოლოგებზე, ვინაიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარმაცევტული
ინდუსტრიის ორჯერად ზრდას მოელიან.
ვაკანსიების პიკზე რჩებიან შრომის ბაზრის
სპეციალისტები მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების არეში, ვინაიდან
ინფორმაციის მოცულობა მსოფლიოში ყოველ სამ წელიწადში ორმაგდება.
ვაკანსიების რაოდენობა ინჟინერ-პროგრამისტებისთვის უკვე მიმდინარე წელსვე გაორმაგდება.
ცალკე დგას სწრაფად განვითარებადი
მობილური მოწყობილობების ნიშა, სადაც საჭიროა სპეციალისტები თამაშების
დამუშავებასა და დიზაინში, ასევე გრაფიკების, დიაგრამებისა და სხვა
ვიზუალური გასართობი მიმართულების პროგრამების შემდგენლები.
უახლოეს ათწლეულებში პერსპექტიულად
დარჩება მთარგმნელის პროფესია, რომელსაც ეცოდინება ინგლისური და ესპანური
ენები. აგრეთვე, ინგლისური ენის პედაგოგები.
სამუშაოს შოვნის კარგი პერსპექტივა ექნებათ იმ პედაგოგებს, რომლებმაც უნდა ასწავლონ არა ბავშვებს, არამედ ზრდასრულ ადამიანებს.
ერთხელ ერთ მოხუც კაცს მეგობარმა ჰკითხა, თუ რატომ არ ჰყავდა მეუღლე.
– ვერ გეტყვი... ალბათ, მუდამ სრულყოფილ გოგონას ვეძებდი – უპასუხა მოხუცმა მეგობარს.
– კარგი რა, დარწმუნებული ვარ ბევრჯერ შეხვედრიხარ ისეთ გოგონას, რომელიც შენი ცოლობის ღირსი იყო...
– არა, მხოლოდ ერთხელ შევხვდი ასეთს. მხოლოდ ერთხელ და მაშინ მივხვდი, რომ იგი ნამდვილად კარგი ადამიანი იყო – ერთადერთი სრულყოფილი გოგონა, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ.
– და რატომ არ დაქორწინდი მასზე ? – იკითხა გაკვირვებულმა მეგობარმა.
– სრულყოფილ მამაკაცს ეძებდა – უპასუხა მწარედ გაღიმებულმა მოხუცმა

ერთ სასწავლებელში სტუდენტი სასადილოში შევიდა. თავისუფალი ადგილი ვერ ნახა და პროფესორის გვერდით დაჯდა. პროფესორმა უთხრა:
– ბატი ღორთან არ მეგობრობს.
სტუდენტი:
– მაშინ, კარგად, სხვაგან გადავფრინდები.
პროფესორი შეურაცხყოფილი დარჩა და გადაწყვიტა სტუდენტი გამოცდებში ჩაეჭრა. გამოცდის დღეა. პროფესორმა სტუდენტს ყველაზე რთული ბილეთები მისცა, მაგრამ სტუდენტი შესანიშნავად პასუხობდა. ბოლოს ასეთი კითხვა დასვა:
– დავუშვათ, მიდიხარ გზაზე და დაინახე ორი ტომარა. ერთი სავსეა ოქროთი, მეორე კი ჭკუით. რომელს აირჩევ?
– იმას, რომელშიც ოქროა, – უპასუხა სტუდენტმა.
პროფესორი:
– მე კი იმას ავიღებდი, რომელშიც ჭკუაა.
სტუდენტი:
ვისთვის როგორ, ყველა იმას აიღებს, რაც აკლია.
პროფესორი გაბრაზდა და ჩათვლის წიგნაკში სტუდენტს ჩაუწერა: "ვირი".
სტუდენტი გავიდა, ცოტა ხნის შემდეგ კი დაბრუნდა, პროფესორს წიგნაკი გაუწოდა და უთხრა:
– თქვენ ხელი მოაწერეთ, ნიშნის დასმა კი დაგვიწყებიათ...

ჩე !!!
ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა-(დაიბადა 1928 წლის 14 ივნისს, გარდაიცვალა 1967 წლის 9 ოქტომბერს)საყოველთაოდ ცნობილი, როგორც “ჩე გევარა”, ან “ელ ჩე” იყო არგენტინელი ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული მოძრაობის ლიდერი. გევარა ფიდელ კასტროს 26 ივლისის მოძრაობის
წევრი იყო, რომელმაც 1959 წელს კუბაში მთავრობის გადატრიალება მოახდინა.
ახალ მთავრობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პოსტზე სამსახურისა და პარტიზანული
ომის თეორიასა და პრაქტიკაზე რამდენიმე წიგნის დაწერის შემდეგ გევარა
კუბას ტოვებს 1965 წელს, რათა რევოლუციურ გარდაქმნებში დახმარებოდა ჯერ
კონგო-კინშასას (შემდგომში წოდებული კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), ხოლო
შემდეგ კი ბოლივიის პარტიზანებს, სადაც ის აშშ-ის
ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ მოწყობილი სამხედრო ოპერაციის
შედეგად დაკავებულ იქნა. დაჭერის შემდეგ აგენტი ფელიქს როდრიგესის ცნობით
მან გევარა დაკითხა და ბოლივიელ ჯარისკაცებს გადასცა მისთვის სიკვდილის
განაჩენის სისრულეში მოსაყვანად. გევარა ბოლოვიის არმიის ჯარისკაცთა ხელში
გარდაიცვალა ლა-ჰიგერაში, ვალეგრანდესთან, 1967 წლის 9 ოქტომბერს.
სიკვდილის შემდეგ, გევარა მყისვე მსოფლიო სოციალისტური რევოლუციური
მოძრაობების გმირი ხდება. ალბერტო კონდას გევარას
ფოტო მისი მრავალი მოდიფიკაციით მთელ მსოფლიოში გავრცელდა და “მე-20
საუკუნის სიმბოლო და მსოფლიოში ყველაზე განთქმული ფოტოსურათი” გახდა.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgya33YdBwmdn68JsrWfCRdpFM6NwCrF3HRdfcnJzcboGgSXxKq59P9YShb-KRwGNsD4CDZ4laFzvxgg-Yi5YE94DITFJL-V1KSILrJNw9c_iLOTHA30dWt8ISYVClLh0lAE6gzASe4sGo/s1600/%E1%83%91%E1%83%9C.jpg)

მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაწვა რაფაზე
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს...
ზვიად რატიანი
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაწვა რაფაზე
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს...
ზვიად რატიანი
Saturday, March 15, 2014
Charlie Chaplin
ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი ცნობილი როგორც ჩარლი ჩაპლინი, მუნჯი კინოს
განუყოფელი ფიგურა, დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს უოლვორთში, ისტ-ლეინის
ქუჩაზე. მშობლები ბრიტანული თეატრის ‘music hall’-ის მსახიობები იყვნენ. 3
წლის იყო ჩარლი როცა მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ. ბავშვობა დედასთან
(Lily Harvey) და ძმასთან( Sydney)ერთად კენინგტონ-როუდზე გაატარა.
1901წელს ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა და ძმები ჩარლი და სიდი
(Sydney) მიაბარეს ობოლთა თავშესაფარს.
ჩარლი ჩაპლინი სცენაზე 1894 წელს პირველად ავიდა 5 წლის ასაკში. დედის Lily Harvey ის შემცვლელად music hall-ში და . 1898 წელს ხვდება ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში The Eight Lancashire Lads რომლის ხელმძღვანელი იყო მისტერ ჯექსონი(John William Jackson ). 1903 წელს 14 წლის ასაკში თეატრში იწყებს მსახიობად მუშაობას და იღებს როლს სპექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი” … ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება. როლის სწავლაში მას თავისი ძმა Sydney დაეხმარა.
ჩაპლინის სამსახიობო კარიერა 1908 წლიდან იწყება როდესაც ის როლს იღებს Fred Karno-ს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში, სადაც ჩარლით დაინტერესდა Mack Sennett ..1913 წლის 23 სექტემბერს მან გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში Keystone Film .პირველი ფილმი ‘Making a Living’ 1914 წლის 2 თებერვალს გამოვიდა. მალე ჩაპლინი თავს ანებებს Keystone Film-ს და გადადის Essanay Studios -ში. 1921წელს აწყობს ევროტურს პრემიერით ‘The Kid(1921)’ .ფილმის მთავარი გმირი ჯეკი კუგანი შემთხვევით ნახა ჩარლიმ ‘ორფიუმში’ სადაც იგი მამასთან ერთად გამოდიოდა. მარტივი და ტლანქი კომიკური ელემენტების შერწყმა დრამატულთან ‘ბიჭუნას’ არსს წარმოადგენდა, რაც ერთგვარი სიახლე იყო.
1931 წელს აწყობს მეორე ტურს ევროპაში პრემიერით “City Lights” (“დიდი ქალაქის ჩირაღდნები”) .
1964 წელს მან გამოსცა თავისი მემუარები რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი “Chaplin” (გადაღებული 1992 წელს).
სიცოცხლის ბოლო პერიოდი ჩარლიმ ვევე-ში(Vevey) გაატარა. იგი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს .
Filmography
A Countess from Hong Kong (1967)
A King in New York (1957)
Limelight (1952)
Monsieur Verdoux (1947)
The Great Dictator (1940)
Modern Times (1936)
City Lights (1931)
The Circus (1928)
Camille (1926/II)
The Gold Rush (1925)
A Woman of Paris: A Drama of Fate (1923)
The Pilgrim (1923)
Pay Day (1922/I)
Nice and Friendly (1922)
The Idle Class (1921)
The Nut (1921)
The Kid (1921)
A Day’s Pleasure (1919)
Sunnyside (1919)
The Professor (1919)
Shoulder Arms (1918)
The Bond (1918)
Triple Trouble (1918)
A Dog’s Life (1918)
The Adventurer (1917/I)
The Immigrant (1917)
The Cure (1917)
Easy Street (1917)
The Rink (1916)
Behind the Screen (1916)
The Pawnshop (1916)
The Count (1916)
One A.M. (1916)
The Vagabond (1916)
The Fireman (1916)
The Floorwalker (1916)
Burlesque on Carmen (1916)
Police (1916)
Burlesque on Carmen (1915)
A Night in the Show (1915)
Shanghaied (1915)
The Bank (1915)
A Woman (1915)
Work (1915)
His Regeneration (1915)
By the Sea (1915)
The Tramp (1915)
A Jitney Elopement (1915)
In the Park (1915)
The Champion (1915)
A Night Out (1915/I)
His New Job (1915)
His Prehistoric Past (1914)
Getting Acquainted (1914)
Tillie’s Punctured Romance (1914)
His Trysting Place (1914)
His Musical Career (1914)
Gentlemen of Nerve (1914)
Dough and Dynamite (1914)
Those Love Pangs (1914)
The New Janitor (1914)
The Rounders (1914)
His New Profession (1914)
The Masquerader (1914/I)
Recreation (1914)
The Face on the Bar Room Floor (1914)
The Property Man (1914)
Laughing Gas (1914)
Mabel’s Married Life (1914)
Mabel’s Busy Day (1914)
The Knockout (1914)
Her Friend the Bandit (1914)
The Fatal Mallet (1914)
A Busy Day (1914)
Caught in the Rain (1914)
Caught in a Cabaret (1914)
Twenty Minutes of Love (1914)
Mabel at the Wheel (1914)
The Star Boarder (1914/II)
Cruel, Cruel Love (1914)
His Favorite Pastime (1914)
Tango Tangles (1914)
A Film Johnnie (1914)
Between Showers (1914)
Mabel’s Strange Predicament (1914)
Kid Auto Races at Venice (1914)
Making a Living (1914)
წერილი ქალიშვილისადმი
>ჩემო გოგონა
ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.
შენ ისე შორს ხარ ჩემგან… მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს.შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დდიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული აპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ.იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას.მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!
… იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი:’’გამშორდი’’! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს , ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში:”ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?”
ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა , დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი იქით… მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება_ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი:”ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?” შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა… იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია… ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! Aაი, ჩემი ზღაპარი! Mმე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკიანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. Mმაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.
შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რავ მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…
… ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხდძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე პროკრედიტ ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე! დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი:”მეც ერთერთი ამათთაგანი ვარ!’
დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს… როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს_შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს:ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს…
ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ… მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, დომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა…
ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრაჩემო გოგონა… ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის.
ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…
სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი… სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და სემოსილი უნდა დაბრუნდე…
მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს… ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო…
მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი,_ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.
ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე_იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.
გკოცნი, ჯერალდინა
შენი ჩარლი.

რა უთხრა მერილინ მონრომ თავის ფსიქიატრს სიკვდილის წინ !
“All I want is to be loved, for myself and for my talent” ~ Marilyn Monroe
48 წლის წინ ,1962 წლის აგვისტოში საკუთარ ბინაში გარდაიცვალა ჰოლივუდის ლეგენდა მერილინ მონრო. მას შემდეგ ათწლეულების მანძილზე არ შეწყვეტილა დისკუსია თემაზე – მოკლეს კინოვარსკვლავი ,თუ თავი მოიკლა. მხოლოდ ბოლო წლებში იმატა ახალ-ახალმა ფაქტებმა იმის დასტურად, რომ იგი მოკლეს.
და აი, მსახიობის ტრაგიკული და საიდუმლოებით მოცული სიკვდილიდან ზუსტად 48 წლის შემდეგ ამერიკაში გამოჩნდა ისეთი ახალი მამხილებელი მასალები, რომელსაც აშშ-ის იურისპრუდენციაში ფრიად ორიგინალური სახელწოდებით მოიხსენიებენ – “ბოლავარდნილი” პისტოლეტი, ანუ უტყუარი ფაქტები! ეს “ბოლავარდნილი პისტოლეტი” კი სხვა არაფერია, თუ არა მაგნიტოფირი, რომელზეც მერილინ მონროს უკანასკნელი მონოლოგებია ჩაწერილი.
საკუთარი ექიმ-ფსიქიატრის, დოქტორ რალფ გრინსონის მითითებით მსახიობი მაგნიტოფირზე აფიიქსირებდა საკუთარ “მოზღვავებულ” აზრებს, რომელსაც შემდეგ გრინსონი აანალიზებდა და ფსიქოლოგიურ რჩევებს აძლევდა! გრინსონი მონროს უახლოესი ნდობით აღჭურვილი პირი იყო, რომელმაც მსახიობი სიცოცხლის ბოლო თვეებში ორჯერ საგანგებოდ მოინახულა და ორჯერვე მთელი დღის განმავლობაში უსმენდა და იწერდა მის მონოლოგებს. შემდეგ კი ეს ჩანაწერები ფსიქიატრმა გადასცა ლოს-ანჯელესის საოლქო პროკურორის მოადგილე ჯონ მაიერს, რომელსაც მიჰყავდა მონროს სიკვდილის გამოძიების საქმე. ეს ჩანაწერები დღემდე არსად არ გამოჩენილა,მაგრამ 2002 წელს ეს სენსაციური მაგნიტოფირი მაიერმა გადასცა მწერალსა და კერძო დეტექტივს მეთიუზ სმიტს, რომელმაც შემდეგ წელს გამოსცა წიგნი სათაურით, “მსხვეპლი – მერილინ მონროს საიდუმლო ჩანაწერები”. ჩანაწერების ანალიზის საფუძველზე სმიტი ასკვნის, რომ “სწორედ მკვლელობაა მერილინ მონროს სიკვდილის უტყუარი ფაქტი”. და მაინც, რა არის ჩაწერილი ამ მაგნიტოფირზე ?!
სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მონროს სიკვდილის მიზეზი გახდა ე.წ. დასაძინებელ საშუალებათა დიდი დოზის მიღება, რომელიც მსახიობმა შამპანიურთან ერთად დალია და საერთოდ, ბევრი ამტკიცებდა, რომ სიცოცხლის ბოლოს მსახიობი ნარკოტიკებზე “შეჯდა”.
მაგრამ, აი, რა ისმის ამ სენსაციური მაგნიტოფირიდან: “თქვენი წყალობით თავს ისე კარგად ვგრძნობ, როგორც არასდროს – ეუბნება მსახიობი ექიმს – ამჟამად მე უკვე სრულფასოვანი ქალი ვარ, ვაკონტროლებ საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას. ყველა წამალი ტუალეტში ჩავყარე…” შემდეგ მონრო თავის შემოქმედებით გეგმებზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ პროდიუსერის რანგში სურს შექსპირის პიესების ეკრანიზაცია და ქალ-პერსონაჟთა როლების განსახიერება. “დარწმუნებული ვარ, რომ დავიმსახურებ “ოსკარს” და სამუდამოდ თქვენი მადლობელი დავრჩები, ჩემო კარგო მეგობარო”!
წიგნის ავტორის თქმით, მონროს თუნდაც ეს ერთი პატარა ჩანაწერი მოწმობს, რომ ეს სულაც არ არის განწყობა იმ ადამიანისა, რომელიც თვითმკვლელობას აპირებს!
გაშიფრული ჩანაწერები ნათლად ადასტურებს მსახიობის რთულ ურთიერთობას ჯონ და რობერტ კენედებთან, რაც კიდევ ერთხელ აძლევს უტყუარ საბუთს მკვლევარებს, რომ მონრო მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ მას საჯაროდ არ გაუხმაურებია თავისი სექსუალური ურთიერთობების ფაქტი პრეზიდენტ ჯონ კენედისთან და იუსტიციის მინისტრ რობერტ კენედისთან.
მაგრამ, ჩანაწერებიდან ისიც ჩანს, რომ მერილინ მონრო აღმერთებდა ჯონ კენედის.
აი, რას ამბობს ის: “მერილინ მონრო – ჯარისკაცია, რომლის უმაღლესი მთავარსარდალიც პლანეტის უდიდესი და უძლიერესი ადამიანია. ჯარისკაცის უპირველესი ვალი კი – მთავარსარდლის მორჩილებაა. თუ მთავარსარდალი ბრძანებს – გააკეთე ეს – მე დავემორჩილები! ეს ადამიანი ძირეულად შეცვლის და განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ბედს. როცა დაასრულებს საპრეზიდენტო ვადას, ის გაუტოლდება ვაშინგტონს, ჯეფერსონს, ლიკნოლნსა და რუზველტს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი პრეზიდენტი… მაგრამ, ექიმო, რა ვქნა, რა მოვუხერხო ბობის?! (ლაპარაკია რობერტ კენედიზე). ჩემს ცხოვრებაში მისთვის არ არის ადგილი, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის, ამის შესახებ ვუთხრა მას და გული ვატკინო”.
და ბოლოს, მაგნიტოფირი გვაუწყებს, რომ მერილინ მონროს ლესბოსური კავშირი ჰქონდა ჰოლივუდის მეორე ვარსკვლავთან – ჯოან კროუფორდთან.
მონრო ამბობს: “კოქტეილის საღამოზე მასთან წავედი სახლში და ჩავწექი ლოგინში… როცა კვლავ შევხვდით ერთმანეთს, მან “მეორე რაუნდის” გამართვა მოინდომა, მაგრამ პირდაპირ ვუთხარი, რომ არანაირი სიამოვნება არ მიმიღია “პირველი რაუნდისას”. ის გაბოროტდა და ამის შემდეგ მტრად გადამეკიდა…”
საერთოდ ცნობილია, რომ კროუფორდს ანალოგიური კავშირი ჰქონდა ლეგენდარულ გრეტა გარბოსთან, თუმცა ამ ფაქტს არანაირი შეხების წერტილი არ აქვს მერილინ მონროს სიკვდილის გამოძიების საქმესთან და სულ სხვა საუბრის თემაა…
გამოსულმა წიგნმა, ბუნებრივია, უმალ მიიპყრო ჰოლივუდის ყურადღება და როგორც ჩანს მალე დაიწყება მერილინ მონროს შესახებ მორიგ მხატვრულ ფილმზე მუშაობა!

ოდნავ სევდიანი ღიმილი
სიტყვები უმისამართოდ დაბორიალობენ გარშემო. მრავლად არიან, ხატოვანიც, სევდიანიც, ზეაწეულიც, მეტყველიც, ასეთიც, ისეთიც…
აი ზუსტად მორგებული კი ვერ ვიპოვე. ჯერ რომ არასდროს ყოფილა, ისე მიჭირს იმ სიტყვების მოძებნა ერთდროულად ტკივილს, მონატრებას, დანანებას, სიცარიელეს და კვლავ მონატრებას რომ გამოხატავენ. ორი წლის წინ ნიკო გომელაურმა უკანასკნელად ამოისუნთქა და ქალაქს “ჩანაწერებში” გაბნეული ღიმილი დაუტოვა. ხშირად მომისმენია ამბობდნენ, ის არ მომკვდარაო, კვლავ ცოცხლობს ჩვენს გულებშიო. მაშინ ვერ ვხვდებოდი ამ სიტყვების მნიშვნელობას და ოდნავ ბანალურადაც კი მეჩვენებოდა. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის ნიკო არ… ვერც კი ვწერ ამ ზმნას. ამიტომ, 2010 წლის 13 აპრილიდან დღემდე გასულ დროს უბრალოდ, დავივიწყებ და მანამდე რაც იყო იმას გავიხსენებ…
ჩვენი გაცნობა იმით დაიწყო, რომ გრიბოედოვის თეატრის ვიწრო დერეფანში თვალი მომჭრა ღიმილმა, თბილმა, გულწრფელმა და ოდნავ სევდიანმა. შემდეგ იყო თვალები, საოცარი, ღრმა, კეთილი და ისინიც ოდნავ სევდიანი. მაღალმა, ლამაზმა მამაკაცმა გამიღიმა და რომელიღაც კარში გაუჩინარდა. ეს დიდი ხნის წინ იყო. მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ამ საოცარი ადამიანის ნიჭის აღმასვლის მოწმე გავხდებოდი, რომ მისი შემოქმედებით აღფრთოვანებული მაყურებელი ათას კითხვას დამისვამდა მის შესახებ, რომ მის გვერდით გატარებული ყოველი დღე ადამიანურობის, ნიჭიერების, კეთილშობილების დღესასწაული იქნებოდა. თუ თქვენ ერთხელ მაინც აღმოჩნდით მის გარემოცვაში – ბედმა გაგიღიმათ და თუ სასწაულებრივი გარემოების წყალობით მისი ახლობლების სიაში ხართ, მაშინ თქვენ ბედის ნებიერა ბრძანდებით.
სხვა მრავალთა შორის ერთ-ერთი ჩვენი ბოლო შეხვედრა მახსენდება თბილისური ზაფხულის ჩვეულად ცხელ დღეს მის მყუდრო სახლში აბაშიძის ქუჩაზე. ნიკო უკვე ძალიან ცუდად იყო. თუმცა, წამით არ იმჩნევდა და ისეთი ხალისით “მეჭორავებოდა”, რომ გავთავხედდი კიდეც და ჩემს, ახლაღა ვხვდები, რომ უმნიშვნელო პრობლემებზე დავუწყე წუწუნი. მიღიმოდა, მამშვიდებდა არ გატყდეო, ყველაფერი დალაგდებაო, მთავარია შიში არ მოგერიოსო და მთებს გადააბრუნებო.
ახლა ჩვენი საუბრის ჩანაწერებს რომ ვათვალიერებ, მომწონს აწმყო დროში რომ არის. თავს ნებას მივცემ და ასევე დავტოვებ…
l
არც მთა უყვარს, არც ზღვა, არც ბუნებაში ხეტიალი. მშვენივრად ცურავს, მაგრამ ზღვა ღლის და აუზი ურჩევნია. ხალხმრავალ, ბომონდურ “ტუსოვკებს” საკუთარ, ლამაზ სახლში მყუდრო ტახტზე განმარტოვებას ამჯობინებს. კომფორტულ გარემოში თავს კომფორტულად გრძნობს. მშვიდს და საოცრად გაწონასწორებულს აღიზიანებს ქედმაღლობა და უვიცობა, წყობიდან გამოჰყავს უზრდელობას. ნიჭს შეუძლია აპატიოს ყველაფერი. ბუნებით კონსერვატორი რთულად ეგუება ექსპერიმენტებს, უბრალოდ არც კი აინტერესებს. ურჩევნია დოსტოევსკი გადაიკითხოს მეთორმეტედ, ვიდრე ახლებს და მოდურებს შეაწუხებინოს გონება. პოლიტიკა საერთოდ არ აღელვებს, თუმცა იძულებულია იმდენად იყოს დაინტერესებული პოლიტიკით, რამდენადაც პოლიტიკას ვაინტერესებთ ჩვენ. ინტერვიუზე პრაქტიკულად ყოველთვის თანხმდება, თუმცა ყოფილა უხეირო კითხვები, რომელთაც მისი გახსნილი ღიმილი ირონიულ ჩაღიმებად უქცევიათ. მისი სამოსი ყოველთვის მოდური და გემოვნებიანია, თუმცა უკვირს, რომ ამას ყურადღება ექცევა, რადგან განსაკუთრებულად არასდროს ზრუნავს, რომ ელეგანტურად გამოიყურებოდეს. მას თავდავიწყებით უყვარს ბავშვები და უდიდეს სიამოვნებას გვრის მათთან ურთიერთობა. თავად ფიქრებში ხშირად ბრუნდება საკუთარი ბავშვობის ხანაში და იმდროინდელი ნოსტალგიური შეგრძნებები ახალისებს. მისთვის ცხოვრების არსი ყოველი დღის, ყოველი წუთის რიტმშია, მისთვის სიცოცხლე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ცხოვრება.
ჩემს სულს მოვუწყვე ცხოვრება
რთული…
ვინც გამამტყუნებს ფუჭად მოცდება..
თვითონ უნდოდა სულს, მგონი
გულით..
მე.. ავუსრულე, მხოლოდ, ოცნება…
l
ნიკო ჩვეული ღიმილით დამეთანხმა, რომ ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ.
“მე ჩემს თავზე ვამბობდი, რომ ვარ მავნე და უზნეო. ბაგა-ბაღში სულ პატარა, ძალიან ვუყვარდი თამარა მასწავლებელს და მუდმივად კალთაში ვეჯექი. ერთხელ დედამ მკითხა, რატომ უყვარხარ თამარას ასეო? ძალიან ლამაზი ვარ და იმიტომ,” – არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე, ცისფერი თვალებით და ოქროსფერი კულულებით, ეტყობა, ცოტა ანგელოჩიკის იერი მქონდა…
რომ წამოვიზარდე, რა თქმა უნდა, ისე აღარ ვფიქრობდი, თუმცა არასრულფასოვნების კომპლექსი არასდროს მქონია. მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც მან შეიძლება შეზღუდოს მეორე ადამიანის თავისუფლება. ახალგაზრდობაში ყველაფერი იყო, სასმელიც, მოსაწევიც, ისტორიებიც. მაგრამ, მთავარი იყო წიგნები და დაკვირვება. აი, ხომ შეიძლება რაღაც გაატარო? არ გამომდის, ვაკვირდები ყველას და ყველაფერს; ეს თვისება განსაკუთრებით საჭიროა მსახიობისთვის, ჩემთვის სცენაზე დეტალებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის ვიცოდი, რომ მსახიობი ვიყავი. ეს, თავისთავად ასე იყო, თეატრალურ ინსტიტუტში უბრალოდ იურიდიულად გაფორმდა, ოფიციალური სტატუსი მიიღო ჩემმა არტისტობამ…
დამყოლი მსახიობი? კი, ძალიან. ბოლომდე ვუსმენ რეჟისორს, მაინტერესებს მისი კონცეფცია და უკვე შემდეგ ვცდილობ ჩემი შევიტანო პერსონაჟში; ჩემს ყველა პერსონაჟს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი ბიოგრაფია, მაგრამ ამაზე მე უკვე მარტო დარჩენილი აქ, ჩემს სახლში ვფიქრობ. რეპეტიციების პროცესში არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, კამათი, უფრო მეტს ვფიქრობ და ვაკეთებ, ვიდრე ვლაპარაკობ. შემოქმედებაში ენერგიული და დაუზარელი ვხდები, ღამეები შემიძლია ვათენო ვიდრე არ ვიპოვი, ასეა სცენაზეც და წერის დროსაც. თითქოს დალაგდა, თითქოს ის არის, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც არ მყოფნის, ბოლომდე ვერ ვიპოვე და ყველაფერი თავიდან იწყება. აი, სამაგიეროდ ყოფაში კი საშინელი ზარმაცი ვარ. არ მიყვარს პრობლემებთან ჭიდაობა, მირჩევნია მივუშვა და დროს მივანდო. დრო ყველაფერს დაალაგებს, ან ვინმე მოაგვარებს (კვლავ იღიმება) მაგალითად, ნინა მოაგვარებს.. არ მიყვარს სიტყვა “მეუღლე”, “უღელი”- ჩემში კამეჩის, ძროხის ასოციაციას იწვევს… ნინა ჩემი ცოლია და შვილები ნინას და მე, ჯამში ოთხი გვყავს…
შეყვარებული ნიკო სულელია (ლამაზი, ღრმად ცისფერი თვალები რაღაცნაირად, სხვანაირად გაუთბა). თუ კაცი ხარ თუ გიყვარს რა საკვირველია, რომ გინდა საყვარელ ქალს მთელი სამყარო აჩუქო, დაუსრულებლად უთხრა, რომ მშვენიერია და რომ გიყვარს, აკეთო მისთვის პატარა სისულელეები. თუმცა, რატომაა სისულელეები? თუ ამით სიამოვნებას იგრძნობს. ისედაც ხომ ისე ხდება, რომ ყველაზე ახლობელ ადამიანებს მეტად სტკენ გულს, ხანდახან ნაკლებ ყურადღებას აქცევ… იმიტომ, რომ იცი შენი ადამიანია, შენი ნაწილია. მოკლედ, შენია და ძალიან უყვარხარ…
ვის გაუგია ივლისში თოვა ?!
მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად
მოვალ..
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,
რომელიც თოვლის ალერსით ყვავის…
l
მე მქონდა ბედნიერება და ეს მართლა ბედნიერება იყო, თვალი მედევნებინა ნიკოს შემოქმედებისთვის თეატრში, მრავალრიცხოვან გასტროლებზე. მიუხედავად იმისა, რომ ნიკო ნამდვილად დაამშვენებდა ნებისმიერი თეატრის სცენას საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც, მე მაინც მგონია, რომ ის ავთო ვარსიმაშვილის მსახიობი იყო. იშვიათი სითბოთი ექცეოდა მას ავთო და ყოველთვის და ყველგან ამაყობდა, რომ მას ნიკო გომელაური ყავდა. ჩემდა სამწუხაროდ “კავკასიური ცარცის წრის” რეპეტიციებს არ დავსწრებივარ. შესაბამისად, განსაკუთრებულად ველოდი მის აზდაკს. მით უფრო, რომ ყველა ხვდებოდა ეს მისი ბოლო როლი შეიძლება ყოფილიყო…
ბრეხტმა “კავკასიური ცარცის წრე” ორ თვეში დაწერა. ეს იყო 1945 წელს და მას შემდეგ არ დარჩენილა მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის არც ერთი ოდნავ მაინც ამბიციური თეატრალური დასი, რომელსაც ცარცით წრე არ შემოეხაზა. თუმცა, ისტორიას შემორჩა სულ რამდენიმე და მათგან ერთ-ერთმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი. ეს გახლდათ რუსთაველის სახ. თეატრის “კავკასიური ცარცის წრე”…
ქართულ თეატრალურ სინამდვილეს ზოგადად სჩვევია აკვიატებები და ერთი ასეთი იყო ის, რომ რ. ჩხიკვაძის ლეგენდარული აზდაკის შემდეგ ამ როლზე ფიქრიც კი მკრეხელობაა.
ვინაიდან ადამიანის გრძნობათა ბუნებას აკრძალულის დაგემონება ახასიათებს, მომიტევონ თავისუფალი თეატრის სხვა მსახიობებმა, მაგრამ მოუთმენლად ველოდი სპექტაკლის სწორედ იმ მესამე მოქმედებას, სადაც ნიკო გომელაურის აზდაკს პირველ ფრაზად უნდა ეთქვა “გიჟი ვაარ!” ვინ არის ის? გიჟი თუ ბრძენი, ფლიდი თუ კეთილშობილი, მწერალი თუ ფილოსოფოსი, დაძონძილი გლახა თუ მოაზროვნე?! ერთიც, მეორეც, მესამეც და ის ოცდამეათეც, რომელიც ახლა, სისწრაფეში, არ გაგვახსენდა. როდესაც სცენაზე ნიჭიერზე ნიჭიერი მსახიობი დგას, მას გათვლილი აქვს ერთიც, მეორეც და ოცდამეათეც… მან ზუსტად იცის საკუთარი პერსონაჟის ენერგეტიკა, ქცევის წესები, ბიოგრაფიის დეტალები, შინაგანი ვნებები და ფაქიზად ექცევა მათ.
ფუფუნება ათავისუფლებს ადამიანს მწარე გამოცდილებისგან და გულცივობით განმსჭვალავს განსხვავებით გაჭირვებულისგან, რომელიც გაცილებით მგრძნობიარეა სხვათა უბედურებისადმი, ხმა გავარდა ვინმე აზდაკი მეფე სოლომონის სიბრძნის სადარად გაარჩევსო გრუშეს საქმეს. თუმცა, ხმა სასწრაფოდ ჩაახშო ქვეყანაში გამეფებული “კანონიერი მთავრობის” მორჩილებამ. სინამდვილეში მორჩილება სხვა არაფერია, თუ არა სასოწარკვეთა, თუმცა დაჩაგრული სული წამით აბობოქრდება, შეკავშირდება და იბადება იმედი. რაც უფრო ტრაგიკულია ადამიანის ბედი, მით უფრო უდრეკი და შეუვალია მისი იმედი. იმედი ურთულესი გამარჯვებაა საკუთარ ტანჯვაზე. იმედი სასოწარკვეთის გადალახვაა. გომელაურის აზდაკი ის იმედი იყო, რომელმაც სპექტაკლის წარმატება განსაზღვრა.
“უტოპიური და მკრეხელური” სურვილი შესანიშნავ რეალობად იქცა. თავისუფალი თეატრის გომელაურის უსაზღვრო ენერგეტიკისთვის აშკარად შეზღუდულ სცენურ სივრცეში არც ერთი წამით არ გამოჩენილა რუსთაველის თეატრის აზდაკის შორეული ზმანებაც კი. სცენაზე მოქმედებდა სრულიად სხვა, მსახიობის მიერ ფილიგრანულად გამოძერწილი და გენიალურად სახეცვლილი აზდაკი…
სპექტაკლის შემდეგ გაკვირვებული, აღფრთოვანებული და ბედნიერი ვიყავი. დაღლილმა და სიცხიანმა ნიკომ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ღიმილით გამიღიმა და თეატრი სწრაფად დატოვა…
l
კვლავ ცხელი ზაფხულის საღამო აბაშიძის ქუჩაზე. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ. მაოცებს ნიკოს მოულოდნელი განცხადება…
- არ მიყვარს თეატრი. ძალიან იშვიათად დავდივარ სპექტაკლებზე. მსახიობმა უნდა გამაკვირვოს, რომ დავინტერესდე. მე ხომ ვიცი როგორ კეთდება ეს ყველაფერი. ეს იმას ჰგავს ფოკუსნიკი ფოკუსნიკის წარმოდგენას რომ ესწრება (იღიმება). როდესაც მე თეატრში მივდივარ და მავიწყდება, რომ თეატრში ვარ, მაშინ აღფრთოვანებულ მაყურებლად ვიქცევი. მოკლედ, თეატრმა უნდა გამაკვირვოს.
მე თვითონ კრიტიკას? კარგად, ძალიან კარგად. მითუმეტეს თუ ვგრძნობ, რომ ადამიანი კეთილგანწყობილია და არა წინასწარ ჩასაფრებული სალანძღავად. პირიქით, უფრო ვღიზიანდები თუ სულ კარგს ხედავენ ან ჩუმად არიან და არავითარი შენიშვნები არ აქვთ, ეს განსაკუთრებით რეჟისორებს ეხება.
რა ვიცი… თავს გახალტურების უფლებას არ ვაძლევ, მთავარია პასუხისმგებლობის გრძნობა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სცენაზე როგორ გამოვიყურები, რა დროს პრანჭვაა. უნდა გამოვიყურებოდე ისე, როგორც როლს სჭირდება, არც კი ვფიქრობ ამაზე. ფიზიკურ ფორმას რაც შეეხება, დიდად არასდროს მომიკლავს თავი ვარჯიშით და განსაკუთრებული დიეტებით. თუმცა, თუ ვიგრძნობ, რომ ზედმეტი კილოგრამები ავკრიფე, აუცილებლად ვიზრუნებ. სცენას სხვა ენერგია, სხვა ფიზიკური მდგომარეობა სჭირდება, ლაპარაკი მხოლოდ თავისუფლად მოძრაობაზე არ არის, უბრალოდ არაფერი არ უნდა გბოჭავდეს. მე ხშირად მიწევს ძალიან ახალგაზრდა მსახიობების გვერდით თამაში, სტუდენტურ სპექტაკლებშიც კი მიმიღია მონაწილეობა. მუშაობის პროცესში შემიძლია რჩევა მივცე, ჩემი გავუზიარო. არა, ყოფაში არა. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა (კვლავ იღიმის); შემოქმედებაში ენერგიული და დაუღალავი, ყოფაში კი საშინლად ზარმაცი და ინერტული ვარ. თუ აძლევ სხვა ადამიანს რჩევას, იმაში უნდა მისცე რასაც კარგად იცნობ და აბა მე ყოფითი პრობლემების არაფერი გამეგება…
კი, დამიშვია ცხოვრებაში გამოუსწორებელი შეცდომები და, რა თქმა უნდა, ძალიან ვნანობ. თუმცა, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მსურს. ეს მე ვიცი და ღმერთმა. გონიერი ადამიანი ხომ იმითაც არის გონიერი, რომ გაიაზროს საკუთარი შეცდომები და აღარ დაუშვას მათი გამეორება.
სცენაზეც ბევრჯერ ავალ.
დავბეჭდავ რაც კი ვწერე.
იმაზე ფიქრში არ ვარ – იქ რა იქნება
l
ვცოცხლობთ რათა შევიგრძნოთ, რომ ცხოვრება მშვენიერია, სხვა დანარჩენი სიკვდილის მოლოდინის ნაირსახეობაა. ნიკომ ზუსტად იცოდა, რომ ცხოვრება მშვენიერია. ის ნიჭიერი, ძლიერი და გულწრფელი იყო. მისი თეატრი საოცრებათა ზღაპრული სამყარო იყო, სადაც მსახიობი გრიმის გარეშე სასწაულებრივად გარდაისახებოდა. მისთვის პოეზია ვნება იყო და არა მიზანი. მისი პოეზია სიხარულის, ტკივილის, აღფრთოვანების, გაოცების უწყვეტი დინებაა და არა ლექსიკონიდან სიტყვათა ლამაზი წყობა. ის რთულს აქცევდა ჩვეულებრივად, ჩვეულებრივს იოლად, იოლს-მშვენიერებად. ნიჭიერება რთულია დამალო, უფრო რთულია მისი სიმულირება. ნიკო გომელაურის შემოქმედებამ მოკლა სიკვდილი!

Wednesday, March 12, 2014
გულზე თუ ერთხელ დაგაბიჯეს ნაფეხურს ვერასდროს
ვერ გადაშლი. სულში თუ ერთხელ ჩაგაფურთხეს ნაკვალევს ვერასოდეს ვეღარ
წაშლი. წამში თუ სიცოცხლე გაგიმწარეს წლობის სიყვარულს უცებ წაშლის, ზღვაში
თუ ტალღებად აგაგორეს ,ფრთებს თუ მოგტეხავენ ვეღარ გაშლი. ისეთ ადამიანს
ნუ ენდობი, დღეს რომ გაღმერთებს და ხვალ რომ წაგშლის...
ჩემთვის ეს სიყვარულია!.. შენთვის კი...აბა,რა
ვიცი?.. გახედე,გაზაფხულია... მეც ჭრელა- ჭრულა ჩავიცვი... ჩემთვის ეს
სიყვარულია!.. მარტი,აპრილი,მაისი... გულს შენსკენ მოუხარია... სხვა
ყველაფერი დაიცდის... ჩემთვის ეს სიყვარულია!... შენთვის კი...აბა,რა
ვიცი?... გინდა?... შენს გულში დამტოვე... თუ არა... მაშინ გამიშვი...!!!
გალაკტიონს პასუხი
გალაქტიონს პასუხი ერთ ერთი პატიმრისგან რომელმაც დაწერა ეს ლექსი და
ნაკლებად ცნობილია და ძალიან კარგი ლექსი .ეს არის მესაფლავეზე პასუხი
გენიოსო, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება!
მე მაოცებს რად იგონებ ყველა ტრფობის მლანძღავ ზღაპარს,
რომ მუდმივი ტრფობის გლოვა აღარავის არ უნახავს,
რომ ივიწყებს ყველა ხსოვნას,ვისაც სატრფო მოუკვდება,
რომ სუყველას გლოვის შემდეგ სხვა ტრფიალი მოუნდება
რომ თითქოსდა აღარავის აღარ ჰქონდეს წრფელი სული,
რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული!
რაღად გინდა ეგ ცინიზმი რომ მღერიხარ დიდო გონო
ან ვის გინდა ცოდვიანი სტრიქონები გააგონო?!
მილიონში რომ ერთია ვიცი ჩემი ლექსის ქება,
მაგრამ სწორედ იმ ერთშია ტრფიალების უკვდავება!
სკოლის მერხთან მუდამ ერთად იჯდა ლაღი გოგო-ბიჭი,
და უბოძა მათ უფალმა ერთმანეთის ტრფობის ნიჭი
უბოძა და გაიხარა ორმა ნორჩმა,წრფელმა გულმა
და ამაყად იწყო წინსვლა ამ უბადლო სიყვარულმა
ზეიმობდა და ხარობდა სილამაზით ორი გონი
ტრფობის ცაზე ნავარდობდა უკვდავების ფაეტონი
მაგრამ ბედმა ვარდის კოკრებს გადაფურჩქვნა არ აცალა
მოუვლინა მიწიერი უკვდავების გამოცანა,
სამუდამოდ შეაჩერა ვაჟის გულში სისხლი ცხელი
ქალიშვილს კი მიუსაჯა ურთულესი განსაცდელი
დაითუთქა მწუხარებით თოთხმეტი წლის გოგოს გული
მიაცილა სამარემდე უკოცნელი სიყვარული
დაიტირა შავი ძაძით მოუსველა გულზე მიწა
უწრფელესი ცრემლთა ღვარით შეაძრწუნა დედამიწა
ვაჟის დედას ეახლა და უთხრა თქვენი ვარო რძალი
და მიიღო დედამთილმა ქალიშვილი პატარძალი!
გენიოსო კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?!
და მის მერე სატრფოს საფლავს არ სცილდება გოგო_ქალი
მიწიერი მწუხარების ,მგლოვიარე დედოფალი
ზეციური სილამაზის სახეს ადებს ვაჟის გულზე
აღარც ფიქრობს ამ უზომო მწუხარების დასასრულზე
თმას გაიშლის დაემხობა საცოდავად ტირის,კვნესის
მის ცრემლების სიკამკამეს ვეღარ იტევს ჩემი ლექსი
განა მისთვის არ უნდოდათ მიერთმიათ ნორჩი ვარდი?!
და მწუხარედ ეჩურჩულათ შემიყვარდი, შემიყვარდი?!
მაგრამ როგორ კადრებ ტრფობას როცა გიდგას თვალწინ ქალი
ღვთისმშობელი მარიამის თვალებიდან მომზირალი!
ვაჟის დედაც დასტრიალებს უბადლო რძალს მუდამ თავზე
არავინ ჰყავს მისი ფასი გამოცდათა პლანეტაზე
მოხიბლულა მისი ქცევით დედის გული მგრძნობიარე
სიგიჟემდე უყვარს რძალი უკვდავების მოტრფიალე!
ამოწურა მიწიერი წლების რიცხვი დედა_ქალმა
ღირსეულად დაიტირა დედამთილი ქვრივმა რძალმა!
გენიოსო არ გეცვლება ხედვა შენი დიდი ნიჭის?!
ნუთუ არ გშურს სიმდიდრისა გარდაცვლილი ლაღი ბიჭის?!
და მის მერეც წლების რისხვას ქალიშვილი ებრძვის მარტო,
რაღათ უნდა ამ სრულყოფას სხვა სიტყვები მივუმატო
ვაჟის ხსოვნა,წმინდა გრძნობა ააცურა მაღლა ცაზე
ამაყად და ღირსეულად დააბიჯებს ქვეყანაზე
კვლავ ერთგული არის ხსოვნის კვლავ ერთგული არის ღვთისა
როგორ გინდა არ იწამო ამ განგების რჩეულისა!
მიილია მისი წლებიც მიწიერი გამოცდისა
წლეულს გახდა მშვენიერი ქალიშვილი სამოცისა!
შენკი ამბობ არ არსებობს უკვდავება დაგიკარგავს
ჩემულობდი მაგრამ ნუთუ არასოდეს არ გინახავს?!
ან გმირები მოღალატე,უერთგულო როცა ნახე
მაშინ ერთი ღირსეული ქართველი ვერ გამონახე
გამაგონე გენიოსო ამ ღალატით რის თქმა გსურდა
რომ თქვენს დროში ერთგულება აღარავის არ ძალუძდა
როგორ ამბობ სულ ერთგული რომ არავინ იყო უწინ,
და თუ იყო რატომ გახდი მისთვის ასე სიტყვაძუნწი”!
რატომ ცდილობ უკვდავ ტრფობას გაუჩინო შავი ბზარი
მილიონში იმ ერთისთვის ვერ გამოყავ ერთი ბწკარი?!
აღარ იყო?ვერ გიცვნია არ გცოდნია ტრფობის ფასი,
ნუთუ აღარ დაგიცლია უკვდავების თავად თასი
ნუთუ თავად არ ძალგიძდა ერთგულება მარად მწვანე,
ნუთუ მერის რომ ეტრფოდი სხვა ტრფიალზე გადაცვალე,
ნუთუ ის სხვა მოგიკვდა და ვერ შეძელი გლოვა მისი,
ნუთუ ისე გაბოროტდი რომ შეგძულდა გლოვა სხვისი,
ღირსეულს რომ ყვარებოდი არ ყოფილხართ თურმე ღირსი
მერისთანაც გახდებოდი მოტრფიალე ალბათ სხვისი
ვხედავ ვეღარ შეგიცვნია ჭეშმარიტი უფლის მრწამსი
რომ ღალატი მრავლობს მიტომ ერთგულებას ჰქონდეს ფასი
განკითხვამდე უსაზღვროა ცდუნებების რიგთა წყება
ერთგულების ღირსება კი არასოდეს იფარგლება
მაგრამ, ვხედავ გენიოსი ამ სიწმინდეს ვეღარ მისწვდა
და ვაი შენ რომ სიკვდილი სიცოცხლეშივ დაგავიწყდა!
დაგავიწყდა რადგან ასე მსჯელობს შენი დიდი გონი
გსურს უფრსკულში გადაჩეხო უკვდავების ფაეტონი
სხვა რად მინდა ჩემი გითხრა ერთგულების სიმფონია
რა სატრფო ვარ გარდაცვლილი სატრფო თუ ვერ მიგლოვია
დამიფაროს ღმერთმა მაგრამ თუ წამერთვა სატრფოს სული
მის საფლავზე მიჯაჭვული მეყოლება სიყვარული
მიჯაჭვული მეყოლება სანამ სუნთქვის მექნა ნება
ასე მესმის გენიოსო მიწიერი მე ცხოვრება
ვუერთგულებ სატრფოს საფლავს ვუერთგულებ უფლის ნებას
ვუერთგულებ ღირსებას და ტრფიალების უკვდავებას?!
ზარსა სცემენ იმ ქალს ვინაც დაამარცხა ბედი მწარე
მოწიწებით სულ უბრალო კუბოში შჭედს მესაფლავე
შჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე ეხლა კი არ იღიმება
სტირის ჩვენი მესაფლავე ასე უნდა ეგრეც ხდება
ეახლება ქალი ედემს თუ მიგიწვდა მასთან სული
უპასუხე გენიოსო რად ატკინე ოქროს გული
უპასუხე რად უარყავ არ გინდოდა მხელა რისი
უპასუხე რად არიყავ სიყვარულის თავად ღირსი
და უთხარი რომ შეიცან ჭეშმარიტი უფლის მრწამსი
რომ არსებობს რომ არსებობს ერთგულება ქვეყნად მსგავსი
რომ გრცხვენია რომ გრცხვენია მოიფიქრე კიდევ რამე
რომ აკლია “მესაფლავეს” სიყვარულის სიკამკამე
თავად ხედავ აღარა გაქვს ნება რაც თქვი კვლავ იგი თქვა
ვერასოდეს შეიწირავს წმინდა ტრფობას სამარის ქვა
მეკი გეტყვი განა გჯიბრობ და გიცხადებ ლექსით მტრობას
გედავები მარადიულ უერთგულეს გრძნობის გმობას
გიღიარებ გატოლება ლექსით შენთან არის ძნელი
მაგრამ, გკითხავ რად ირგუნე უკვდავების სავარძელი?!
წამოდექი სავარძლიდან ჩამომართვი ხელზე_ხელი
არ მელოდი გენიოსო? უკვდავება გეახელი!!!!

Monday, March 10, 2014
მამაკაცში მნიშვნელოვანია სიბრძნე, და არა სიმდიდრე. ქალში მნიშვნელოვანია
ერთგულება, და არა სილამაზე. მეგობარში მნიშვნელოვანია სიკეთე, და არა
ცარიელი სიტყვები. საყვარელ ადამიანში მნიშვნელოვანია მოთმინება, და არა
მოთხოვნები. სხეულში მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა, და არა აგებულება.
სიტყვებში მნიშვნელოვანია მათი აზრის სიღრმე, და არა ის, როგორ და ვინ
ამბობს მათ...!!!
ბრიტანელმა მეცნიერებმა „მშრალი წყალი“ შექმნეს
ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სწავლულებმა
გამოიგონეს „მშრალი წყალი“ – ნივთიერება, რომელიც ძირითადად, ჩვეულებრივი
წყლისგან (95 პროცენტი) და მცირე რაოდენობით (5 პროცენტი) კრემნიუმის
დიოქსიდისგან შედგება. თითოეული წყლის წვეთი, გახვეულია კრემნიუმის
დიოქსიდის გარსში. ეს ნივთიერება გარეგნულად შაქრის ფხვნილს მოგვაგონებს.
„მშრალი წყალი“ რევოლუციას მოახდენს
ქიმიკატების გამოყენებაში. ბრიტანელი სწავლულების აზრით, ეს ნივთიერება
მეცნიერებს დაეხმარება გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში – იგი
სამჯერ უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი წყალი, ისრუტავს ნახშირორჟანგის გაზს,
ამით ხელს უშლის მის მოხვედრას ატმოსფეროში. „მშრალი წყალი“, აგრეთვე,
შეიძლება გამოვიყენოთ მეთანის მარაგის შესანახად და მისი ენერგეტიკული
პოტენციალის გაზრდისთვის.
ლივერპულის უნივერსიტეტის დოქტორმა ბენ
კარტერმა თავისი სამუშაო ბოსტონში, ამერიკის ქიმიური საზოგადოების 240-ე
ნაციონალურ კონფერენციაზე წარადგინა.
„მშრალი წყალი“ შეიძლება, გამოვიყენოთ
კატალიზატორად, წყალბადისა და მალეინის მჟავას შორის რეაქციის
დასაჩქარებლად. შედეგად წარმოიქმნება ქარვის მჟავა – ნივთიერება, რომელიც
გამოიყენება წამლების, კვებითი პროდუქტების დამატებებისა და სახალხო
მოხმარების საგნების დასამზადებლად. „მშრალი წყლის“ გამოყენებისას, რომლის
ნაწილაკები შეიცავს მალეინის მჟავას, ქარვის მჟავას მიღება მარტივდება,
ხოლო მისი გამომუშავების პროცესი ხდება უფრო მეტად ეკოლოგიური და
ენერგოეფექტური.
10 ძალიან საინტერესო ფაქტები ლეონარდო და ვინჩის შესახებ
ლეონარდო და ვინჩი იყო კატერინასა და სერ
პიეროს შვილი. კატერინა გლეხი იყო, ხოლო სერ პიერო მიწათმფლობელი (კატერინა
სწორედ მისი ქვეშევრდომი იყო თავიდან), პროფესიით ადვოკატი. ლეონარდო
დაიბადა 1452 წლის 15 აპრილს და გარდაიცვალა 1519 წლის 2 მაისს. იგი
განათლებას ბერძნულ და ლათინურ ენებზე იღებდა. ძირითადად თვითნასწავლი იყო
და სახლის პირობებში უწევდა სწავლა. მისი საუკეთესო ნამუშევრებია საიდუმლო
სერობა და მონა ლიზა.
ამ სტატიაში იხილავთ რამოდენიმე საინტერესო და ბევრისთვის ნაკლებად ცნობილ ფაქტს მის შესახებ.
#1 ფრინველების სიყვარული
ლეონარდო და ვინჩის ძალიან უყვარდა ფრინველები. იგი ყიდულობდა გალიაში ჩაკეტილ ჩიტებს, რათა შემდეგში ისინი გაეთავისუფლებინა.
#2 პროფესიონალი მრავალ დარგში
ის არამარტო მხატვარი იყო, არამედ იყო
მეცნიერი, გამომგონებელი, ინჟინერი, მწერალი, მუსიკოსი და ა.შ. ფაქტიურად
მის ცოდნას საზღვრები არ ჰქონდა.
#3 ოცნება გაფრენაზე
იგი დაინტერესებული იყო ფრენით, მას
უნდოდა რომ ადამიანებს ეფრინათ ჩიტებივით. ამიტომ ლეონარდო აკვირდებოდა
ჩიტებს და ცდილობდა შეემუშავებინა მფრინავი აპარატის მოდელი. მან შექმნა
ჩანახატები, მისი მფრინავი აპარატის მოდელის ჩანახატები ძალიან ჰგავს
თანამედროვე პლანერებს.
#4 აბსტრაქტული ჩანახატები
ლეონარდოს ფანტაზია პლანერებზე და საფრენ
აპარატებზე არ ჩერდებოდა. მას ეკუთვნის პირველი კალკულატორის იდეა, ასევე
მუსიკალური ინსტრუმენტების, საბრძოლო მანქანების, წყალქვეშა ნავების და
ა.შ. ლეონარდო და ვინჩს იმ დროინდელი ხალხი მომავლიდან მოსულსაც კი
უწოდებდა. 2000 წლის დეკემბერში სკაიდაივერი ედრიან ნიკოლასი სამხრეთ
აფრიკაში დაეშვა ლეონარდოს დიზაინის მიხედვით შექმნილი პარაშუტით.
ასე გამოიყურებოდა მისი ტანკის ჩანახატი:
#5 ანატომია
იგი ადამიანის სხეულის შესწავლის ექსპერტი
იყო. იგი იყენებდა მის გამოკვლევებს, რათა შეექმნა ნახატები. ამ მხრივ
მისი ცნობილი ნამუშევარია ვიტრუვიანელი ადამიანი. ნახატი აღწერს ადამიანის,
კერძოდ კი მამაკაცის პროპორციებს.
#6 მონა ლიზა და სხვა ცნობილი ნამუშევრები
ამბობენ, რომ მონა ლიზას ტუჩების
დახატვას, ლეონარდომ 10 წელი შეალია. მეცნიერების გამოკვლევებმა დაადგინეს,
რომ მონა ლიზას სახეზე აღბეჭდილია 83% ბედნიერება, 9% ზიზღი, 6% შიში და
2% სიბრაზე.
1994 წელს კომპანია “Microsoft”-ის
დამაარსებელმა, ბილ გეითსმა ლეონარდო და ვინჩის “ლესტერის კოდექსი” 30.8
მილიონ დოლარად შეიძინია. “ლესტერის კოდექსის” წაკითხვა მხოლოდ სარკის
დახმარებითაა შესაძლებელი. “ლესტერის კოდექსში” წერია ლეონარდოსებრი
განმარტებები, რაც ეხება წყლისა და მთვარის მოძრაობას. ასევე აქ წერია
ლეონარდოს სხვა მრავალი აღმოჩენებისა და სამეცნიერო ნამუშევრების შესახებ.
#7 მისი მოსაზრებები სინათლეზე
ლეონარდო იყო პირველი, ვინც თქვა, რომ ცა
არის ლურჯი, რადგან ჰაერი ასე ფანტავს სინათლეს. ასევე იგი მიხვდა, თუ
რატომ ჩანდა ხანდახან მთვარის მხოლოდ გარკვეული ნაწილი.
#8 სარკისებრად წერა
იგი სპეციალურად უკუღმა წერდა, რაც იმას
ნიშნავს, რომ მისი ნაწერების წასაკითხად სარკე დაგჭირდებათ. ამას იმიტომ
აკეთებდა, რომ მას საკუთარი ნამუშევრების საქვეყნოდ გავრცელება არ სურდა.
ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ მას შეეძლო ერთი ხელით წერა, ხოლო მეორე ხელით კი ხატვა.
#9 საზოგადოებისგან გამორჩეული
მას მომავლიდან მოსულს ტყუილად არ
ეძახდნენ. იგი ვეგეტარიანელი იყო, ეს კი იმ ერისთვის საკმაოდ უცნაური და
უჩვეულო ფაქტი იყო. ის გამოირჩეოდა ჰუმანური ქმედებებით.
ასევე გეტყვით, რომ იგი არ ყოფილა
მდიდარი, მაგრამ გაჭირვებულ ხალხს მაინც ეხმარებოდა. იმ დროს ფურცელი ძვირი
ღირდა, ამიტომ ერთ ფურცელს რაც შეიძლება ბოლომდე ავსებდა ეკონომიის
მიზნით.
#10 საიდუმლო სერობა
ეს ფაქტი ყველაზე მეტად მხიბლავს და არ
შემიძლია 2-3 წინადადებით შემოვიფარგლო. წარმოგიდგენთ ისტორიას, თუ როგორ
დაიხატა საიდუმლო სერობის პერსონაჟები.
ეს ისტორია ნამდვილად საინტერესო და ყურადსაღებია.
12 მოციქული და თვითონ იესო ქრისტე დახატულია რეალური ადამიანების სახეების მიხედვით.
როდესაც და ვინჩიმ გადაწვიტა ამ შედევრის
დახატვა, მან ასობით ადამიანის სახე დაათვალიერა. იგი ეძებდა სახეებს
რომლებიც განასახიერბდნენ უმანკოებას, სილამაზეს. სახეებს რომლებსაც არ
ჰქონდათ შრამები და არ ეტყობოდათ დამძიმება ცოდვებისგან.
ეს ძებნა რამოდენიმე კვირა გაგრძელდა.
საბოლოოდ ქრისტეს დასახატად და ვინჩიმ აარჩია 19 წლის ახალგაზრდა. მან მის
სახეში ქრისტეს სათნოება და უმანკოება დაინახა. ეს ახალგაზრდა მომღერლების
გუნდის წევრი იყო. 6 წლის განმავლობაში შრომობდა ლეონარდო ნახატის
დასასრულებლად. მან 11 მოციქული წარმატებით დახატა. ახლა დრო იყო დაეხატა
მე-12 მოციქული. ეს იყო იუდა, თვით ბოროტება, ვინც იესო 30 ვერცხლის
მონეტაში გაცვალა. მრავალი კვირა ეძებდა და ვინჩი იუდას შესაფერისს
ადამიანს. ბოროტებით და ცოდვებით ავსებულ სახეს. ეძებდა ისეთ პერსონაჟს,
რომლის შეხედვისთანავე მიხვდებოდი, რომ იგი თავის საუკეთესო მეგობარსაც
გაყიდდა.
მრავალი ძებნის შემდეგ, და ვინჩიმ მიაგნო
პატიმარს, რომელიც რომის საპყრობილეში იყო დამწყვდეული და სიკვდილით დასჯას
უპირებდნენ ჩადენილი დანაშაულების გამო. და ვინჩი ჩავიდა რომში. დაინახა
თუ არა ეს ადამიანი, მაშინვე მიხვდა, რომ სწორედ ამას ეძებდა იგი… ეს
შესანიშნავი მოდელი იყო იუდას დასახატად.
მეფის სპეციალური ბრძანებით, ეს ადამიანი
მილანში წაიყვანეს, სადაც ლეონარდომ თავისი ნახატი საბოლოოდ დაასრულა.
როდესაც მან ჩანახატის ბოლო შტრიხები დაასრულა, სადაც ეს ადამიანი იყო
აღბეჭდილი, უბრძანა მცველებს, რომ პატიმარი უკან წაეყვანათ საპყრობილეში.
ამ დროს პატიმარი დაუსხლტა მცველებს, მივარდა და ვინჩის და უთხრა:
“ო, და ვინჩი, შემომხედეთ! ნუთუ ვერ მიცანით?”

და ვინჩიმ უპასუხა:
“არა, მე თქვენ არასოდეს მინახიხართ, სანამ რომის საპყრობილეში არ გიხილეთ პირველად.”
პატიმარმა ცისკენ აღაპყრო თვალები და თქვა:
“ო, ღმერთო, ნუთუ ასე დავეცი?”
შემდეგ მტირალი სახით მიუბრუნდა ლეონარდოს და უთხრა:
“ლეონარდო და ვინჩი! კიდევ ერთხელ შემომხედე! მე ის პიროვნება ვარ, ვინც შენ 7 წლის წინ გამოიყენე ქრისტეს ფიგურის დასახატად!”

ეს მართალია. ლეონარდომ იესოსა და იუდას დასახატად ერთი პიროვნება გამოიყენა.
Subscribe to:
Posts (Atom)