Tuesday, March 4, 2014

მღვდელმთავარმა დაიბარა მხატვარი და უთხრა- ქრისტეს ფრესკა დამიხატეო.
მხატვარმა 10 წელი სთხოვა ვადა.იგი მოგზაურობას შეუდგა და მსოფლიო მოიარა. ზუსტად 10 წლის თავზე ერთი ულამაზესი ჭაბული ნახა. დაუჩოქა და სთხოვა-დაგხატავო. ნახატი მართლაც შესანიშნავი გამოდგა. ხალხი ფრესკის სანახავად შორი მანძილიდან მოდიოდა. ერთხელ მღვდელმთავარმა კვლავ დაიბარა მხატვარი და ეხლა ეშმაკის დახატვა დაავალა. მხატვარმა კვლავ 10 წელი სთხოვა ვადა.იგი მოგზაურობას შეუდგა.ეს წლები მან მაოდ იმოგზაურა და ზუსტად 10 წლის თავზე საშინელი ურჩხული ნახა. ის ადამიანი შემზარავი სანახავი იყო... დაუჩოქა და სთხოვა-დაგხატავო.
სურათი მართლას შემზარავი იყო, ხალხი ფრესკას თვალს ვერ უსწორებდა..ურჩხულმა შეხედა ნახატს და სიცილი დაიწყო.
- რა გაცინებს?- ჰკითხა მხატვარმა..
-10 წლის წინ შენ ჩემგან დახატე ქრისტე!!!!
მორალი ასეთია: სიკეთეს და ბოროტებას ერთი სახე აქვს.